ერთ-ერთ ლიტერატურულ ბლოგზე ვიპოვე, მომეწონა და მინდა გაგიზიაროთ.
"სიყვარული ჩვენი ცხოვრების ხატია: ერთიც და მეორეც ერთნაირად ემორჩილებიან ბედის ორომტრიალს, გარდატეხებსა და ცვალებადობას. მათი ახალგაზრდობა სიხარულით და იმედითაა აღსავსე: სიყმაწვილის ბედნიერება სიყვარულის ბედნიერების ტოლფასია (სიყმაწვილე ისეთსავე ბედნიერებს გვანიჭებს, როგორსაც სიყვარული). ესოდენ სასიამოვნო მდგომარეობა, სხვა, კიდევ უფრო ძლიერი სიკეთეების მოხვეჭის სურვილს აღგვიძრავს. ჩვენ არ გვაკმაყოფილებს მხოლოდ არსებობა, უკეთესის ძიებაში მუდამ წინ ვისწრაფით, ვცდილობთ წარმატება მოვიპოვოთ და სიმდიდრე დავაგროვოთ. ძლიერთა ამა ქვეყნისა მფარველობას ველტვით და მზად ვართ მათ ნებას ვემორჩილოთ. ვერ ვიტანთ, როდესაც სხვები წინ გვეღობებიან და იმასვე ისურვებენ, რასაც ჩვენ. მეტოქეთა დაჯაბნას ვცდილობთ, უამრავ საზრუნავსა და ჭირს გადავეყრებით, მაგრამ საზოგადეობაში ღირსეულ ადგილს დავიმკვიდრებთ თუ არა, უსიამო მოგონებებს დავიწყების წყალს ვატანთ: მთავარია, წადილი აღვისრულეთ და ახლა თავს ვარწმუნებთ, რომ ჩვენს ბედნიერებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.ვაგლახ, რომ სიახლის ხიბლი მალე ინავლება და ჩვენს ნეტარებასაც სწრაფად გაუდის ყავლი. სასურველს მოვიხელთებთ თუ არა, ახალი სურვილები გვებადება. ვეჩვევით იმას, რასაც ვფლობთ და რასაც, ერთ დროს, ესოდენ ვნატრობდით. ის, რაც ერთხელ ძვირფას განძად ვიგულვეთ, უფასურდება და ჩვენს გემოვნებას აღარ ეთანხმება. ჩვენდა უნებურად ვიცვლებით, თან ისე შეუმჩნევლად, რომ ცვლილებისთვის თვალიც ვერ მიგვიდევნებია. ის, რაც მოვიპოვეთ, ჩვენი არსების ნაწილად იქცა და მასთან განშორება ტანჯვას გვაყენებს, თუმც კი მისი ფლობა ძველებურ სიამოვნებას ვეღარ გვანიჭებს. სიხარულმა სინორჩე დაკარგა და თვალი ახალი სიამტკბილობისკენ გაგვირბის, ის კი, რის მოპოვებას ვნატრობდით და ვპოვეთ კიდეც, ჩირადაც აღარ გვიღირს. ეს უნებლიე ღალატი დრომ მოიტანა, რომელიც, ჩვენდა დაუკითხავად, სიყვარულსაც და სიცოცხლესაც საკუთარ ნებაზე განაგებს, რაც დღე გადის, მით მეტად წარიტაცებს მათ სიყმაწვილეს და სილაღეს და აცამტვერებს მათ ჭეშმარიტ ხიბლს. ჩვენ სერიოზულობა გვეძალება და ადრე ვნებათა კარნახს აყოლილნი, ახლა საქმისთვისაც ვიცლით. სიყვარულს თავისთავად არსებობა უჭირს და გარეშე, აქამდე უცხო მშველელს უხმობს. სიყვარულის დაოსება ასაკის ბრალია, დღეები გარბიან და ჩვენ სულ უფრო აშკარად ვხედავთ, რა დასასრული ელის ჩვენს გრძნობას, თუმც ყოველნაირად ვუძალიანდებით მოახლოებულ განშორებას; ძალა არ გვყოფნის ნებაყოფლობით დავუსვათ საბოლოო წერტილი და კარგად ვუწყით, რომ სიყვარულისა და სიცოცხლის დაისის ჭმუნვას ვერსად გავექცევით. წინ საზარელი გამოცდა გველის, სიტკბოებას ნაღველი შეცვლის და ბედი უბედობად გვექცევა. ეჭვიანობა, უნდობლობა, შიში ვნების დაწრეტისა და მარტოობისა თან ახლავს მინავლებულ სიყვარულს, მსგავსად მიხრწნილი სიცოცხლის თანამგზავრი სნეულებებისა.: ვეღარ გრძნობ არსებობ, თუ არა, რადგან სნეულება ტანში გაგიჯდა, ვერც ის გაგიგია, გიყვარს თუ არა, რადგან სიყვარულის ნაცვლად ახლა მხოლოდ სიყვარულის მწუხარებას განიცდი. ჭარბად ხანგრძლივი გრძნობის თვლემას სევდიანი გამოფხიზლება მოყვება, რადგან, კარგად გრძნობ, რომ სიყვარულის კაეშანი კიდევ დიდხანს გასტანს. ხრწნა თავისთავად ტკივილი და სინანულია, და მაინც ყველაზე დასანანი სიყვარულის მიხრწნილებაა"
ფრანსუა დე ლაროშფუკო
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია