მართალია, ნიუსლენტი როგორც წესი სამწუხარო ან სავალალო ინფორმაციებს გვაწვდის და ბოლო დღეების, თვეების, სეზონების თუ წლების განმავლობაში, იშვიათია და თითზე ჩამოსავლელია კარგი ნიუსია, რომ ერმა და ბერმა გავიხაროთ, მაგრამ ავამბავნარი, არ გვაძლევს იმის უფლებას, თვალ-ყური არ ვადევნოთ მას მედიას და არ გადავიკითხოთ #qwellynews.
მოღრუბლული და შედარებით გრილი დღის ცხელი ამბავი იყო ციანიდის საქმე, რომელიც ანონსებით დაიწყო. პირველი ანონსი ეხებოდა - სოსო ოხანაშვილის სკაიპით დაკითხვას, მომდევნო ანონსი - პროკურორი - დღეს დაიკითხება მოწმე, რომელმაც ბრალდებული გიორგი მამალაძე აეროპორტში მისვლამდე ნახა და სხვადასხვა ნივთი გადასცა. პროკურორი - როგორ დაუკავშირდა დაცვის მხარე სოსო ოხანაშვილს და როგორ დაითანხმა ჩვენების მიცემაზე, ამაზე კითხვები ჩვენც გვაქვს. ე.წ.ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმედ ტარას შავშიშვილი დაიკითხა. ადვოკატის ინფორმაციით, ტარას შავშიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს აეროპორტში ღვინო და საიდენტიფიკაციო ბარათი გადასცა. პროკურორი - ტარას შავშიშვილი არ არის გულწრფელი, დეტალურად არ მოგვახსენა თუ რა ნივთიერებები გადასცა დეკანოზს, როცა კონსპირაციულ ვითარებაში შეხვდა. ადვოკატი - ტარას შავშიშვილმა დაადასტურა, რომ შორენა თეთრუაშვილი ხშირად პატრიარქის დეზინფორმირებას ახდენდა. მოწმე ტარას შავშიშვილი - კანონსაწინააღმდეგო ჩვენება არ მიმიცია. ოხანაშვილის დაკითხვის ანონსი, ანონსად არ დარჩენილა. პროკურორი - სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ არაერთხელ ყოფილა პატრიარქთან შორენა თეთრუაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით. ადვოკატი - სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ პატრიარქს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ციხეში შეხვედრის სურვილი ჰქონდა.
იარაღშემართული დეპუტატი - ოთარ კახიძე - იარაღს ვატარებ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თავდაცვის მიზნით. ოთარ კახიძე - ვაღიარებ, რომ ეს შეცდომა მომივიდა. ეკა ბესელია - ოთარ კახიძემ რასაკვირველია კანონი იცის და მან კანონი დაარღვია. ოთარ კახიძე ძველი თბილისის სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს.
იარაღის ტარების მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებზე პროტესტზე უარს არ ამბობს - ოთარ კახიძე - პროტესტის ლეგიტიმური ფორმებიდან არც ერთს გამოვრიცხავთ. პრეზიდენტი პარლამენტს თვითმმართველ ქალაქებთან და მუნიციპალურ თემებთან დაკავშირებით არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას სთავაზობს. ანა დოლიძე - პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მთავარი არსი არის ის, რომ წარმოდგენილი კანონპროექტები აუარესებენ დემოკრატიის ხარისხს. ჯერ განხილვა არ დასრულებულა და უკვე ღონისძიებები ანონსდება - კონსტიტუციის მიღების დღეს, 24 აგვისტოს არაერთი ღონისძიება გაიმართება. სასამართლო გადაწყვეტს, ოთარ კახიძე სიტყვიერ გაფრთხილებას მიიღებს თუ 500 ლარით დაჯარიმდება. ზაზა გაბუნია - საკომიტეტო სხდომაზე გამოჩნდა, რომ პრეზიდენტმა ტყუილად დაკარგა დრო ვეტოს გამოყენებით.
ვერა და ვერ დავაყენეთ საშველი სტრაზბურგში ჩვენი მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნას - სალომე სამადაშვილი - უპრეცედენტოა, რომ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს, ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოში მოსამართლის დასანიშნად მესამედ უწევს კონკურსის გამოცხადება. აკაკი მინაშვილი - ხელისუფლება ცდილობს სტრასბურგის სასამართლოში ე.წ. ოდეერები შეაგზავნოს. ალექსანდრე ჯეჯელავა - არავის უთქვამს, რომ სტრასბურგისთვის მოსამართლეების შერჩევა ადვილი იქნებოდა. მამუკა ჟღენტის აზრით, სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ ახალ კონკურსში ლადო ჭანტურიამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. სოფო კილაძე - ოპონენტებს სურთ წარმოაჩინონ, თითქოს სტრასბურგის მოსამართლეების საკითხზე პროცესი ისევ ჩიხშია - ეს ასე არ არის. გიგა ბოკერია - უკვე მერამდენედ სამარცხვინო მდგომარეობაში აყენებენ საქართველოს.
შრომის უსაფრთხოება სერიოზულ პრობლემად იქცა - დიდ დიღომში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. შრომის ინსპექციამ დიდ დიღომში მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცის გადმოვარდის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. დავით ნარმანია - მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოებისთვის რეგულაციები გასამკაცრებელია, ხშირად კომპანიები დაუდევრად იქცევიან. ეკა მიშველაძე - პრეზიდენტის აზრით, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგიკული ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობას.
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს აქვს ამერიკელი ხალხის, მთავრობისა და კონგრესის ძლიერი მხარდაჭერა. სოფიო ქაცარავა - მჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება. პრეზიდენტის შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია, კვალავაც არ არის საკმარისი რუსეთის მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად.
მწვანე კი არა, გამხმარი ქალაქი გვაქვსო, ალექსამ - ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურს კორუფციაში ადანაშაულებს. აყვა მეორე კანდიდატიც - ელენე ხოშტარია - მერია აგრძელებს ჩვენი მოქალაქეების ფულის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის.
ფილოსოფოსი მმართველი - ჯერ პრეზიდენტი, ახლა უკვე პრემიერიც - ეკა ბესელია - პრემიერმა სეკულარიზმთან დაკავშირებით ფილოსოფიური, ძალიან საინტერესო შეფასება გააკეთა - ვერ ვხედავ, რა იყო კრიტიკის საფუძველი.
კულტურული მემკვიდრეობა ვაკეში - ვაკის პარკს უერთდება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია და ამ სივრცეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ენიჭება.
ოფიციალურ სამივლინებო მოგზაურობაში მყოფი პრემიერი - გიორგი კვირიკაშვილი - გამოწვევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, გახლავთ ისრაელის მსგავსი, რომელმაც შეძლო აეშენებინა ძალიან ძლიერი სახელმწიფო.
არ გაუშვეს ეს კაცი ბედნიერი რა - დავით ნარმანია - ბიუჯეტის 4 მილიონი ლარით გაზრდა თვითმმართველობის არჩევნებს არ უკავშირდება.
პატრულირების ახალი კარგად დავიწყებული ძველი ფორმა - დღეიდან საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირება იწყება.
ისევ მოირიყებიან დელფინები - განმუხური-სარფის მონაკვეთზე დელფინების ნაპირზე გამორიყვის 67 ფაქტი დაფიქსირდა.
გადახდა არ გვიყვარს, არა - ერთი კვირის განმავლობაში, საგადასახადო სამართალდარღვევის 1006 ფაქტი გამოვლინდა.
უვადოდ გერმანიის ციხეში - გერმანიაში ჩადენილი მკვლელობის და ყაჩაღობისთვის დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიესაჯა.
საზღვარგარეთულები:
იტალიაში გვალვაა - ვატიკანში გვალვის გამო 100 შადრევანი დაკეტეს.
СNN - აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა შესაძლოა თანამდებობა წლის ბოლომდე ან უფრო ადრე დატოვოს. ჯონ მაკკეინი ვაშინგტონში დაბრუნებას და მნიშვნელოვან კანონპროექტებზე მუშაობას აპირებს. ვაშინგტონი უკრაინისათვის იარაღის შესაძლო მიწოდების საკითხს განიხილავს.
ისრაელის ხელისუფლებამ იერუსალიმში, ტაძრის მთასთან დამონტაჟებული მეტალოდეტექტორების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.
კულუარული ნიუსები - მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკოს და ივანიშვილის საიდუმლო შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა, პოროშენკო არა როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც სულების გამყიდველი ისე იქცევა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია