მოტივირებული შენიშვნები, დე ფაქტო რესპუბლიკის სულიერება, გაუფრთხილებლობა და კვლევის შედეგები

      მნიშვნელოვანი დღეა ივლისის ოცდაექვსი, იმით რომ დღეს ახალი კონსტიტუციის კიდევ ერთი განხილვა იმართებოდა, ამჯერად პრეზიდენტის შენიშვნების ბაზისზე. კიდევ მოხდა რაღაც საინტერესო და ყველაფერ ამას ქვემოთ გაეცნობით.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /26 ივლისი, 2017/

      ყველა კი არ ითვალისწინებს პრეზიდენტების რჩევებს - იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. გიორგი აბაშიშვილი - დამრჩა შთაბეჭდილება, შემთხვევით მარგველაშვილის ბიოგრაფია ხომ არ გავუგზავნეთ დეპუტატებს. ანა დოლიძე - პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობს პარლამენტში ღრმა და ხარისხიანი დისკუსიის ელემენტების შეტანას, თუმცა საპასუხოდ კვლავ პიროვნულ შეფასებებს იღებს. ჯანი ბუკიკიო ოპოზიციას - კონსენსუსის მიღწევა უნდა მოხდეს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის, კომისიის როლი არ არის დააწესოს კონკრეტული გადაწყვეტილება. ანა დოლიძე - პრეზიდენტის ყველა ვეტო გამიზნულია კონსტიტუციური წესრიგისა და დემოკრატიული წყობილების დასაცავად. არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტის ვეტოებს დიდი ალბათობით დავძლევთ. თინა ბოკუჩავა - კარგი იქნებოდა უმრავლესობა წინმსწრებად არ იყოს განწყობილი პრეზიდენტისთვის ხელის გადაგრეხაზე. არჩილ თალაკვაძე - ჯანი ბუკიკიოს წერილში წერია ზუსტად ის, რაც საქართველოში ვიზიტისას ბრძანა, რეკომენდაციები ცნობილია როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციისთვის. ეკა ბესელია - ნათელია, რომ კონსტიტუცია ამ ცვლილებებით ბევრად უკეთესია, ვიდრე არსებული მოდელი. თამარ ჩუგოშვილი - ჯანი ბუკიკიოზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობის დაკისრება, ვიდრე მას ეკისრება, არ არის სწორი. მამუკა მდინარაძე - ანა დოლიძე ძალიან კარგი იურისტია, რადგან მას შეუძლია პრეზიდენტის ამ შენიშვნებსაც კი მოტივირებული უწოდოს. „პატრიოტთა ალიანსი“ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს იზიარებს. თინა ბოკუჩავა - ჯანი ბუკიკიოს წერილი განმარტავს, რომ ვენეციის კომისიას პოზიცია არ შეუცვლია და მისთვის მნიშვნელოვანია კონსენსუსი. დავით მათიკაშვილი - ჩვენ დავძლევთ ვეტოს არა იმიტომ რომ ეს შეგვიძლია, არამედ იმიტომ რომ ეს არის აუცილებელი. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანი ბუკიკიოს წერილი კიდევ ერთი მოწოდებაა, რომ ხელისუფლება წავიდეს დათმობაზე და თავი დაანებოს სიჯიუტეს. თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტის მუდმივი ლანძღვა ძალიან არასერიოზული და არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულებაა. ირმა ინაშვილი - ”ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებს თვითონ ისმენს, იწონებს, მხარს უჭერს და შემდეგ გეუბნება მოდი, ვილაპარაკოთ. ანა დოლიძე - პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტები ეწინააღმდეგება მოქალაქეთა ინტერესებს, თვითმმართველობა დამოუკიდებლად განახორციელონ. ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის არგუმენტები რეალობასთან შეუსაბამოა და არანაირ სიღრმისეულ ანალიზს არ ეფუძნება. ირაკლი კობახიძე - კოლეგებო, აბსოლუტურად თავისუფალი და სუფთა სინდისით შეგვიძლია უარვყოთ პრეზიდენტის ვეტო.

      ის ფაქტი რომ „დე ფაქტო“ ეწოდებათ, არაფერი, მაგრამ პატრულირება სახიფათოაო - ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან დაწყებულ სამოქალაქო პატრულირებას სახიფათოს უწოდებს. სალომე სამადაშვილი - სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ხელი შეუშალოთ რუსეთს, რომელიც სტაბილურად იმყარებს პოზიციებს ქვეყანაში. მეორე ოკუპირებულ ნაწილსაც აქ მოვაქცევ - ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან ერთობლივი საინფორმაციო-კოორდინაციული ცენტრის შექმნის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

      ახალი ტერმინი - #გალარება. კობა გვენეტაძე - სესხების გალარების პროგრამის შედეგები აბსოლუტურად კარგი იყო.

      სასჯელი გამოტანილია - ოთარ კახიძე 500 ლარით დაჯარიმდა და 1 თვით იარაღის ტარება აეკრძალა.

      მერობის კანდიდატებიდან - ალეკო ელისაშვილი - ”გამწვანება 2016”-მა თბილისის ზღვის მიმდებარედ, 1 ჰექტარი მიწა ისე მიისაკუთრა, რომ ბიუჯეტში ერთი თეთრი არ გადაუხდია. ალეკო ელისაშვილის შტაბი მერიას და ხელისუფლებას - სრულიად უაზრო მშენებლობებს ადამიანების სიცოცხლე ეწირება - დროა გონს მოეგოთ და აიღოთ პასუხისმგებლობა.

      აიწონა-დაიწონა ქვეყანა ვყოფილვართ - NDI-ის კვლევის თანახმად, თანაბარია იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც თვლის, რომ საქართველო სწორი და არასწორი მიმართულებით ვითარდება. NDI - გამოკითხულთა 35% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 10% - დადებითად. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. NDI - გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების გამო ადამიანმა ციხის სასჯელი არ უნდა მოიხადოს. NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59%-ისთვის მიუღებელია ცვლილება, რომლის მიხედვით ქალაქის და თემის მუნიციპალიტეტები გაერთიანდება. გამოკითხულთა 89% საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ შეხვედრებს არ დასწრებია. გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ არ იცოდა. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 23% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს, 42% - არ ეთანხმება. ელენე ხოშტარია - NDI-ის კვლევაში სიახლე არაფერი არ არის - ადამიანები უკმაყოფილოები არიან მთავრობით. ეკა ბესელია - ნებისმიერი კვლევა, ერთი ადამიანის მოსაზრებაც კი ჩვენთვის არის საყურადღებო.

      აუდიტის უფროს მიდის - ლაშა თორდია - ჩემს შემცვლელად ვისურვებდი ნინო ლომჯარიას. ლაშა თორდია უახლოეს პერიოდში პოლიტიკურ აქტიურობას გამორიცხავს.

      აჭარას ბინდბუნდში ცხოვრება მოუნდა - შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო.

      ერთმორწმუნე - პატრიარქი კირილი ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტს შეხვდა. ბიბილოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი „შრომა ხელს შეუწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას“. შეხვედრისას მხარეებმა ე.წ სამხრეთ ოსეთის რელიგიურ მდგომარეობაზე ისაუბრეს. „სულიერ ცხოვრებაზე დამოკიდებულია ზნეობაც, კანონმორჩილებაც და სხვა დანარჩენი. ამიტომ ადამიანთა სულიერ ცხოვრებას, წმინდა სულიერის გარდა, სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობაც გააჩნია“, - განაცხადა პატრიარქმა კირილმა.

      გაუფრთხილებლობის კიდევ ერთი მსხვერპლი - დიდუბეში სახლის დემონტაჟის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. გამოძიება დაწყებულია. დიდუბის გამგებელი - კომპანიას, რომელიც საცხოვრებელი სახლის დემონტაჟს ახდენდა, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით გაფრთხილება რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული. სოხუმის ქუჩის მცხოვრების ინფორმაციით, სახლის დემონტაჟი ერთი თვის წინ დაიწყო და მოსახლეობა კომპანია ”როიალ გრუპმა” ქირით გაიყვანა.

      სეკულარიზმის თემაზე უკვე სახარებიდან ინსპირირებული ციტატები ისმის - ირაკლი კობახიძე - სეკულარიზმის შესახებ პრემიერმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა - გამგები გაიგებს, ვისაც არ უნდა გაგება - ვერ გაიგებს.

საზღვარგარეთულები:

      საერთაშრისო სანქციებითაც არ იღლებიან - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. მაგრამ ამ სანქციებს, ამჯერად შინაურული ელფერიც გაკრავს - სოფო ქაცარავა - ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების კონტექსტში ნახსენებია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. ისევ ამერიკიდან - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი - რექს ტილერსონი თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი - რექს ტილერსონი რუსეთთან მიმართებაში სანქციების საკითხზე მტკიცე პოზიციას იკავებს.

      იწვის საფრანგეთი - ხანძრის გამო, 10 ათასამდე ადამიანია ევაკუირებული.

      არამოქალაქე გუბერნატორი - იგორ მოსიიჩუკი - უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 210

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივლისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters