ორი მთავარი ამბავი იყო დღეს მეინსტრიმული და ორივე მათგანი ახალგაზრდების გარდაცვალებიდან გამომდინარე. ერთი თეთრიწყაროში, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიებას ეხებოდა, ხოლო მეორე შაქარაშვილის საქმის გამოძიების შედეგებისა და სასამართლოს ამბებს. ცხადია არც საარჩევნო თემა დაკარგულა და მის გარშემო მითქმა-მოთქმა. სოციალური პროგრამების ახალი ანონსებიც ვიხილეთ პრემიერის მთავრობის მხრიდან.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში მოსახლეობის განმეორებითი ტესტირება 21 აგვისტოდან დაიწყება. საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 10-ით გაიზარდა. 9 ახალი პაციენტიდან 4-ის წყარო ლენჯერია, 3 შემოტანილი შემთხვევაა, ერთი სამედიცინო პერსონალია და ერთზე კვლევა გრძელდება. აჭარაში PCR ტესტი კიდევ 1235 პირს ჩაუტარდა, საიდანაც კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
საარჩევნო მითქმა-მოთქმა - პრემიერი - პანდემიისა და ღრმა ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც უმაღლესი ხარისხით უნდა ჩატარდეს. შალვა შავგულიძემ „თავისუფალი დემოკრატები" დატოვა. მას შეუერთდნენ ნინო გოგუაძე და სანდრო ბარამიძეც. შალვა შავგულიძე - მოხარული ვიქნები, თუ ჩემი შიში არ გამართლდება და „თავისუფალ დემოკრატებში“ დარჩენილები „ოცნების“ პრორუსული ხელისუფლების ორბიტაზე არ აღმოჩნდებიან. დავით ბაქრაძე ოზურგეთში მხარდამჭერებს შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი წარუდგინა. სერგო ჩიხლაძე - კარგია, რომ მთავრობამ გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსების გაზრდაზე, მაგრამ აქამდე რას აკეთებდა გახარია და მისი მთავრობა? სოფო შამანიდი - ნომინალური პრემიერი გახარია, ივანიშვილის კვალდაკვალ, ახალგაზრდებს ქვეყნის დატოვებას სთავაზობს. დავით ჭიჭინაძე - მე მხოლოდ მივესალმები, „ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატს თუ დააყენებს ისნის რაიონში. „ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ პარტია დატოვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ უერთდება. გია ხუხაშვილი - სოციალური ინიციატივები საარჩევნო დღის წესრიგს ემთხვევა და შეიძლება განხილული იყოს, როგორც სახელმწიფო რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება. ლევან ბეჟაშვილი გიორგი ვაშაძეზე - გაუმართლებლად მიგვაჩნია 2%-იანი პოლიტიკური ძალის მხრიდან 2 მაჟორიტარი კანდიდატის არსებობა თბილისში. გიორგი ვაშაძე - მე დავამარცხებ „ნაცმოძრაობის“ ისნის კანდიდატს, რათა შემდეგ დავასრულოთ დამსხვრეული ოცნებების პარტია.
ექსპერიმენტი თეთრიწყაროში - თეთრიწყაროს ტყეში, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა. თამარ ბაჩალიაშვილის მამა - თეთრიწყაროს პოლიციის მხრიდან ხელის დაფარება იწყება - მკვლელობაზე ეჭვი იმ დღიდან გამიჩნდა, როცა ტერიტორია ვნახე. ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი - ექსპერიმენტი საქმეზე დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის ირგვლივ დასმული კითხვების სრულყოფილად გადასაწყვეტად ტარდება. ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩატარებულ ექსპერიმენტზე პასუხი სავარაუდოდ, თვის ბოლოს გახდება ცნობილი. თამარ ბაჩალიაშვილის დედა - დღევანდელი ექსპერიმენტი საგამოძიებო უწყების მხრიდან მორიგი წარმოდგენა იყო - აქამდე რატომ არ ჩატარდა? ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, მწყემსი, რომელმაც მისი შვილის ცხედარი იპოვა, „სპეციალურად ტრიალებდა აღნიშნულ ტყეში და მიგზავნილი იყო“. ადვოკატის განცხადებით, თბილისის პროკურატურაში სათვალთვალო ვიდეო ჩანაწერების შესწავლა მიმდინარეობს, რათა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი შეისწავლონ.
200 ლარის აქცი - გიორგი გახარია - იმ პირების მიმართ, რომლებიც ბავშვების პროგრამაში დარეგისტრირების სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებდნენ, შესაძლოა, სამართლებრივი პრობლემა გამოიკვეთოს და ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ. ნაციონალური მოძრაობა - ლევან ბეჟაშვილი - ჩვენი პარტია მოსახლეობას 200-ლარიანი დახმარების მიღებაში მხოლოდ ტექნიკურად ეხმარება და ამით არანაირი პოლიტიკური ქულების დაწერას არ ცდილობს. მოსახლეობას რეგისტრაციის გავლის სერიოზული პრობლემა აქვს, ინტერნეტიზაციის მაღალი ხარისხი არაა, არ აქვთ კომპიუტერები. შესაბამისად, ჩვენ გამოვიჩინეთ ინიციატივა მოსახლეობას ტექნიკურად დავხმარებოდით.
Fitch კრედიტები - პრემიერი - Fitch-ის მიერ საქართველოს რეიტინგი შენარჩუნებულია უცვლელად, რაც პირდაპირ ადასტურებს მთავრობისა და ხელისუფლების გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას. გიორგი გახარიას განცხადებით, პროგრამის “სახელმწიფო შენი პარტნიორი“ მიზანია, ადამიანებს ბიზნესის წამოწყებაში ხელი შეუწყოს. ნათია თურნავას განცხადებით, პროექტის „სახელმწიფო შენი პარტნიორი“ მიზანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ლევან ვეფხვაძის შეფასებით, Fitch-ის საკრედიტო რეიტინგი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
საჯანდაცვო ამბები - ჯანდაცვის მინისტრი - შრომის ინსპექციამ დამატებითი ბერკეტი შეიძინა, თუ ობიექტი განმეორებითი შემოწმებისა და ჯარიმის შემდეგ საჭირო ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, უფლება ექნება დახუროს. ეკატერინე ტიკარაძე - მივმართავთ მოქალაქეებს და ჯგუფებს, რომლებიც გარკვეული სპეკულაციებისთვის იყენებენ არსებულ სიკეთეებს - თავი აარიდონ მსგავს ქმედებებს! საქართველოში ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორც აქამდე იყო. ონკოპაციენტებისთვის ახალი თაობის პრეპარატები მკურნალობის ბოლო ეტაპზეც დაფინანსდება. საქართველოში 40 ათასამდე ონკოლოგიურ პაციენტს, მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის ახალი პროგრამა შეეხება.
მეურნეობა - სტიქიის შედეგად დაზიანებულ 1000 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ახალი ბაღების გაშენებას სახელმწიფო დააფინანსებს. ლევან დავითაშვილი - სახელმწიფო ფერმერებს ახალი ნერგების ღირებულებას 100%-ით აუნაზღაურებს.
შაქარაშვილის საქმის ჩვენებები - გურამ ამირხანაშვილი ჩვენებაში - არჩილ გაგნიძემ მკითხა, საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, შემდეგ კი მითხრა: „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა? ბექა ნემსიწვერიძე - გურამ ამირხანაშვილის ჩვენება არ არის სარწმუნო, ის ტყუის! არასრულწლოვან ზ.ხ.-ს ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შიმშილობას განაგრძობს. პროკურორის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილის და ერთ-ერთი თანამშრომლის თითქოსდა სატელეფონო მიმოწერა, მორიგი ინსცენირებული სიცრუეა. ადვოკატი - ლ.შ-ს არანაირი ორგანიზება არ გაუწევია, ის ცდილობდა თბილისში დაბრუნებას, რა დროსაც შეხვდა პირებს, რომლებთანაც შემდეგ კონფლიქტი მოუვიდა. შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვან ნ.ც-ს ადვოკატი - საქმეში დამადასტურებული მტკიცებულება არ არის. ვასილ მამულაშვილი გურამ ამირხანაშვილის ჩვენებაზე - ეს არის ის ფანტაზია, რომელიც გამოძიებას და მირიან ნიკოლაძეს უნდა. პროკურორის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნების „უკან მდგომი პირების ქმედებებს“ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა. ადვოკატის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 არასრულწლოვანი შიმშილობს. პროკურორი - სიცრუის დეტექტორი სამართლებრივად საქართველოში არ არსებობს და ის არ გამოყენებულა, როგორც საპროცესო მოქმედება. პენიტენციური სამსახური შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატის განცხადებას, ტელევიზორების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, სიცრუეს უწოდებს.
საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა.
აქტიური რეზერვის შესახებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრა დაიწყო.
საზღვარგარეთულები:
#WorldCOVID19 - საფრანგეთსა და ესპანეთში კარანტინის დასრულების დროიდან კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინდოეთში კორონავირუსის 69 672 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. სომხეთში კორონავირუსის 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 4 785 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 110 ადამიანი გარდაიცვალა.
ირანმა ახალი ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების ფოტოები გაასაჯაროვა.
ბელარუსის ამბავი - ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იმ პირთა სიაში შეიყვანა, რომელთაც ქვეყანაში შესვლას აუკრძალავენ. მარია ზახაროვა - ბრავო! ახლა მინსკს აქვს უტყუარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დასავლეთი ბელარუსის შიდა საქმეებში ერევა.
მოწამლული ოპოზიციონერი - ალექსეი ნავალნი სავარაუდოდ, მოწამლეს. ექიმის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა და ღრმა კომაში იმყოფება. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ინფორმაციის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2025.
საათი: 10:09am
0 კომენტარი
0 მოწონება
EA FC 26 is bringing a wave of new skill moves to the pitch, giving players more ways to outsmart defenders and create scoring opportunities. Let's break down each new move and FC 26 Coins how to use them effectively:
1. Big Feint (2 stars): This deceptive move throws defenders off balance, creating space for you to attack. Hold L2/LT and flick the right stick left or right, then optionally use the left stick to choose an exit…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია