აგვისტო უჩვეულოდ გრილი და წვიმიანი გამოდგა. დღის წვიმიან ამბებს შორის გამორჩეულის სვანეთის შემთხვევა - პანდემიისგან ჩაკეტილი სვანეთი, ახლა მდინარემ ჩაკეტა და ლენტეხის ოთხი სოფელი მოსწყვიტა დანარჩენ საქართველოს. დღის მთავარია ამბავი გახმაურებული სასამართლოც იყო, ამჯერად შაქარაშვილის საქმის. ასევე მოახლოებული არჩევნები და მისი დამკვირვებლების რაოდენობა, UNICEF-ის კვლევის შედეგები და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების კრიტერიუმები.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტიდან 2 ინფიცირებულის წყარო უცნობია. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდ და აივ/შიდსით ინფიცირებული მხოლოდ სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა, ამბულატორიული მომსახურების გაწევას კი აგრძელებს. ქობულეთში, ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდგინდა.
ნორმალიზება რუსეთთან - სერგი კაპანაძე - სერგეი ლავროვის განცხადება ნიშნავს, რომ ვაღიაროთ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“. პარლამენტის თავმჯდომარე ლავროვის განცხადებაზე - საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარ დათმობას არ აპირებს. მამუკა მდინარაძე - ვიდრე საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, რუსეთთან ვერანაირი დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარი ვერ იქნება. თეონა აქუბარდია - რუსეთი დღესაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას, იტაცებს მშვიდობიან მოქალაქეებს. კელი დეგნანი - ნორმალიზების გზა არის, რომ რუსეთმა საქართველოსთან ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა უნდა მოხსნას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პანდემიის გამო შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგი კარასინ-აბაშიძის ფორმატში მალე აღდგება.
სტიქიით მოწყვეტილი სვანეთი - ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლასკადურა ადიდდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტში 4 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. გოჩა ენუქიძე - ამინდის დასტაბილურებასთან ერთად ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაიწყება სწრაფი და კოორდინირებული მუშაობა ეფექტიანი შედეგების მისაღებად. ლენტეხის მუნიციპალიტეტში შესაძლოა ადგილობრივების ევაკუაცია გახდეს საჭირო. რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ლენტეხის სტიქიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
დასაკვირვებელი არჩევნები 2020 - “ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობა არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობით მოწვევას გეგმავს. არჩილ თალაკვაძე - ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უსაფრთხოდ ჩამოვიდეს ქვეყანაში. გიორგი ვაშაძე - თუ ახლა უმძიმესი კრიზისის დროს შესაძლებელი იყო ფინანსების გამოყოფა ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რატომ არ გაკეთდა ეს აქამდე? რამდენ სიცოცხლეს გადავარჩენდით?! კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი უფრო პლურალური იყოს, უფრო მეტი პარტია იყოს წარმოდგენილი. გიორგი ვაშაძე - ნათქვამია, განგება ვინმეს ჩამოშორებას რომ გადაწყვეტს, ჯერ ჭკუას გამოაცლისო - არ მინდა, ეს გამოთქმა გამართლდეს ზოგიერთი ჩემი კოლეგის მიმართ. კახა კალაძე - ჩვენ გავისტუმრეთ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ სიტყვის თავისუფლება შეეზღუდა. მამუკა მდინარაძე - ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ძვირფასი ოპიზიცია საუბრობდეს მათ გეგმებზე, „საოცარ“ კამპანიას აწარმოებენ. გოგი მეშველიანი - არჩევნებში ღირსეულად გავიმარჯვებთ და ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ როგორც თეთრიწყაროსთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. სერგო ჩიხლაძე - ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა დაფინანსდება, მაგრამ ეს საკმარისი არაა, მკაცრად გავაკონტროლებთ ამ პროცესს.
მსოფლიო ორგანიზაციის კვლევა - UNICEF-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ფულადი დახმარება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სიღარიბის დაძლევას. ეფექტურია დახმარება უმუშევრად დარჩენილი, რეგულარულ ხელფასზე მომუშავე პირებისათვის. 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი - მთავრობას ვურჩევთ, გააფართოვოს მიზნობრივი სოციალური დახმარება, რათა დარწმუნდეს, რომ დახმარება ყველა ღარიბ ოჯახს მოიცავს. არჩილ თალაკვაძე - ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, გაერო-ს კვლევამ დაადასტურა, რომ სოციალური დახმარებები ადამიანებზეა ორიენტირებული. ნათია თურნავა - UNICEF-ის დასკვნა კიდევ ერთი დასტურია, რომ სწორი მიმართულებით ვახორციელებთ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას. დიმიტრი ხუნდაძე - UNICEF-ის მიერ რეკომენდირებული 50-ლარიანი დახმარების ნაცვლად, ჩვენ 200-ლარიანი დახმარება შემოვიტანეთ.
Microsoft-ი - საქართველოს განათლების სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს.
გახმაურებული სასამართლო - არასრულწლოვან ნ.ქ.-ს ადვოკატი - იმედი გვაქვს, მოწმეები მისცემენ ობიექტურ ჩვენებას. ადვოკატის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ სასამართლოზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, N8 დაწესებულებაში შესვლის და არასრულწლოვნებთან გასაუბრების უფლებას არ აძლევენ. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი - ადვოკატების დისკრედიტაცია შეგნებულად მიმდინარეობს, ჩვენი უფლებებით ვერ ვსარგებლობთ. არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამამ, თამაზ ხომასურიძემ შიმშილობა შეწყვიტა. გიორგი გელხაური - არასრულწლოვან ზ.ხ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მან სასამართლო პროცესი დატოვა და მეც იგივე მთხოვა. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი გადაიდო. ადვოკატი - არასრულწლოვანი ლ.შ შიმშილს აგრძელებს, რთულია, როდესაც მშრალ შიმშილობას აცხადებენ არასრულწლოვნები. პროკურორი - არსებობს შთაბეჭდილება, რომ ზ.ხ.-ს მხრიდან პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება ხდება, რის გამოც მას საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა.
სწავლა - ეკატერინე დგებუაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის სკოლების დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ბაჩალიაშვილის საქმე - მედიაში გავრცელებული ექსპერტიზის დასკვნით, თამარ ბაჩალიაშვილის სხეულში 4 სახის მედიკამენტი ფიქსირდება, საიდანაც 1 ქართულ ბაზარზე არ იყიდება. მიხეილ რამიშვილი - თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში არ არის არანაირი ალკოჰოლის, ნარკოტიკის, ფსიქოტროპული, ტოქსიკური ან სხვა ნივთიერების კვალი.
ხაზარაძის წერილები - პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე - ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას. ანა ნაცვლიშვილი „მუქარის წერილთან“ დაკავშირებით პროკურატურის განცხადებაზე - უბადრუკი მცდელობაა, არჩევნებამდე 2 თვით ადრე გიორგი გახარია როგორმე „გაათეთრონ“.
საზღვარგარეთულები:
#WorldCorona2020 - სომხეთში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 4 870 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 90 ადამიანი გარდაიცვალა.
ტაძრები მეჩეთებად - აია სოფიას შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება კიდევ ერთი ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას აპირებს.
ბელარუსი - სვეტლანა ტიხანოვსკაია საწარმოების თანამშრომლებს - გააგრძელეთ და გააფართოვეთ გაფიცვები. ბელარუსის არმია ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს გამართავს. ალექსანდრე ლუკაშენკო - რუსეთს ჩვენი დაკარგვის ეშინოდა, დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ჩაბმა სურდა.
მდიდარი ზღვა - რეჯეფ თაიფ ერდოღანი ადასტურებს, რომ თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინა.
ნავალნის მოწამვლა - დონალდ ტრამპი - ვაშინგტონი ალექსეი ნავალნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თვალს ადევნებს. ალექსეი ნავალნის პირველადი დიაგნოზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა, რამაც სისხლში შაქრის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. თვითმფრინავი, რომლითაც ალექსეი ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ უნდა გადაეყვანათ, ომსკში დაეშვა. ზურაბ ბატიაშვილი - მოსკოვში ბელარუსის სცენარის რუსეთში გამეორების საფრთხე დაინახეს და შესაძლოა, ალექსეი ნავალნის შემთხვევა ამას უკავშირდებოდეს. კახა გოგოლაშვილი - ძაღლს რომ გამოაბამენ საბელს და რამხელაზეც უნდათ, ისე მიუშვებენ - აი, ასე ჰყავს ხალხი პუტინს დაჭერილი და ალექსეი ნავალნი ნამდვილად უქმნის საფრთხეს. ექიმი - ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლულია. პოლონეთის პრემიერი - შეშფოთებული ვარ ნავალნის მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით და რუსეთიდან მის ტრანსპორტირებაზე უარის თქმით. ნავალნის პრესსპიკერი - გერმანელი ექიმები აცხადებენ, რომ ალექსეი ნავალნის ტრანსპორტირება შესაძლებელია. რუსი ექიმები ალექსეი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანას დათანხმდნენ.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2025.
საათი: 10:09am
0 კომენტარი
0 მოწონება
EA FC 26 is bringing a wave of new skill moves to the pitch, giving players more ways to outsmart defenders and create scoring opportunities. Let's break down each new move and FC 26 Coins how to use them effectively:
1. Big Feint (2 stars): This deceptive move throws defenders off balance, creating space for you to attack. Hold L2/LT and flick the right stick left or right, then optionally use the left stick to choose an exit…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია