კოვიდის ექვსი ათასი დღიური შემთხვევა და პირბადის დაბრუნება როგორც კოვიდ სასჯელი. მთელი დღის თემა სწორედ კოვიდამბები იყო და მასთან ერთად არჩევნებიც, რომლის წინასწარი პროგრამა უკვე კარგად ძალამოკრებილია. დღესვე იუსტიციის სამინისტროსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდ-ბარათების გაცემა დაანონსდა და დაიწყო. წვიმები გველის - 18-19 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1191 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსის 6208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 47 ადამიანი გარდაიცვალა. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო გახდა. ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდება, დამატებითი რეგულაციები დაწესდეს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგულაციები სულ რამდენიმე დღეა რაც შემოღებულია, ვირუსის გავრცელების შემცირების ეფექტი ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. თბილისში კიდევ ერთი ლოკაცია ემატება, სადაც იქნება მასობრივი ვაქცინაცია. საწოლფონდთან დაკავშირებით მდგომარეობა საკმაოდ რთულია, საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით. ერთი დოზით აცრილებიდან, კლინიკაში მოხვდა 2.85%, ორი დოზით აცრილებში - 2.13% - კლინიკაში მკურნალობს 95% იმ ადამიანების, რომლებსაც არც ერთი ვაქცინა არ ჰქონდათ გაკეთებული. ამირან გამყრელიძე - დღეს კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი მაისის ტალღის პიკზე 3-ჯერ მეტია - ჯანდაცვის სისტემა დაძაბულობის ზღვარზე მუშაობს. იმ შემთხვევაში, თუ ის ჯგუფები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ სავალდებულოდ იტესტებიან, არ აიცრებიან, მათთვის ტესტის ჩატარება ფასიანი გახდება. ვაქცინაციის პროცესში წახალისება, მარათონები და ღონისძიებები იგეგმება. ღმერთმა არ ქნას, ამ ტიპის სიტუაცია იყოს სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებაზე. ირაკლი ღარიბაშვილი - პანდემიის დამარცხების გზა მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის, აცრა გვიცავს სიკვდილისგან. თენგიზ ცერცვაძე - ჩვენმა ჯანდაცვამ ეფექტიანობის მსოფლიო რეკორდი დაამყარა, მაგრამ ეს არ არის უსაზღვრო, შეიძლება დადგეს მომენტი, რესურსი ამოიწუროს. მაინც ეწყობა ხალხმრავალი ქორწილები, შეხვედრები და იუბილეები, რაც შემთხვევების მატების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. შემთხვევების კატასტროფულად გაზრდილ ფონზე გარდაცვალების შემთხვევების მატება გარდაუვალია - როგორ უნდა მივაღწიოთ შემცირებას? - ვაქცინაცია, ვაქცინაცია, ვაქცინაცია. ბერდია სიჭინავა - შეზღუდვების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოქალაქეებისთვის უპირობო ჩამოწერამ, მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების დარღვევის ფაქტები წაახალისა.
აღმშენებლობა - ირაკლი ქარსელაძე - პროგრამის „განახლებული რეგიონები“ პროექტებზე მიმდინარე სამუშაოების პირველი შედეგები სექტემბრის ბოლოსთვის გვექნება.
მერების და კანდიდატების ამბები - თამარ კორძაია - სასამართლოში პრევენციულ აღიარებით სარჩელს წარვადგენთ, რადგან კახა კალაძეს უფლება არ აქვს დარეგისტრირდეს როგორც მერობის კანდიდატი. ნიკა მელია - არასდროს ყოფილა ასე ადვილად გასაკეთებელი არჩევანი, როგორიც წელსაა! ერთ მუშტად შეკვრის დროა, განსხვავებები გვერდზე უნდა გადავდოთ. ზურაბ ჯაფარიძე - თუ 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დამარცხდება, რაშიც დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში, ქვეყანა ხელახალ არჩევნებზე გავა. დავით უსუფაშვილი - არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს უკან დახევა იმ ძირითადი პრინციპული შეთანხმებისგან, რაც ეხება პროპორციულ არჩევნებს, ბარიერს და პროკურორის დანიშვნის წესს. მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის ნაწილის მიერ წარდგენილ საერთო კანდიდატებზე - არც ერთი მათგანი არ არის ისეთი, რომელსაც შეუძლია „ქართული ოცნების“ კანდიდატებს კონკურენცია გაუწიოს. გიორგი გახარია - იმ რიგითებს ვპირდები, რომ ვინც არაკანონიერ დავალებებს გასცემს, მოეკითხებათ. ნიკა მელია - ბევრ ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ ამ არჩევნებს. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა თბილისის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინა. ელენე ხოშტარია - გთავაზობთ ისტორიულ გადაწყვეტილებას - კოალიციურ მმართველობას, ჩვენი მაჟორიტარები ამ კოალიციური მმართველობის პირველი ყველაზე მკაფიო ნიშანია.
კონსტიტუცია - დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - გავუფრთხილდეთ მიღწეულ შეთანხმებას, ჩვენ შეთანხმების გზით სიარული გვჭირდება. თეონა აქუბარდია - არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“, როგორც მას სჩვევია ხოლმე, უკან წაიღოს შეთანხმება, რომელსაც ოპოზიციურმა წარმომადგენლებმაც პარლამენტში ხელი მოვაწერეთ. ლევან იოსელიანი - მთავარი, რაც კონსტიტუციაში დაგეგმილმა ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს არის ის, რომ მივიღოთ პარლამენტი, რომელიც ჩვენს სახელმწიფო მოწყობას შეესაბამება.
ცნობადი გარჩევა წინანდალში - წინანდალში ზურაბ ზვიადაურის ძმისა და კიდევ 2 პირის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს. წინანდალში 3 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურია. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ზვიადაური დუმილის უფლებას იყენებს, მას ბრალი ოფიციალურად ხვალ წარედგინება.
„საქსტატი“ - 2021 წლის II კვარტალში საქართველოში 100 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 11 ადამიანი. ახალ ზელანდიაში მკაცრი „ლოქდაუნი“ კორონავირუსის ერთი შემთხვევის გამო გამოცხადდა. რუსეთში კორონავირუსის 20 958 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 805 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 322 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი. გაერთიანებულ სამეფოში „მოდერნას“ ვაქცინის 12-17 წლის ასაკის პირებში გამოყენების ნებართვა გასცეს.
საფრანგეთში ტყის ხანძარს ებრძვიან.
ილჰამ ალიევი - სომხებისგან მოყენებული ზიანის გამო საერთაშორისო სასამართლოებში კომპენსაციას მოვითხოვთ.
მოწყალე და აღმშენებელი თალიბანი - „თალიბანმა“ მთავრობის წარმომადგენლებისთვის ამნისტია გამოაცხადა. მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი ავღანეთში ყველა მხარესთან, მათ შორის „თალიბანთან“, მოლაპარაკებებს აწარმოებს. „თალიბანი“ ქალებს მთავრობაში იწვევს. სერგეი ლავროვი - რუსეთი „თალიბანის“ ხელისუფლების აღიარებას არ ჩქარობს. ჯორჯ ბუში აშშ-ის მთავრობას მოუწოდებს, ავღანელ ლტოლვილებს დახმარება სასწრაფოდ აღმოუჩინოს. „თალიბანი“ - მსოფლიოს ლიდერები ვალდებული არიან ავღანეთს აღდგენაში დაეხმარონ. საბერძნეთის მიგრაციის მინისტრი - ავღანელი ლტოლვილებისთვის კარიბჭე ვერ გავხდებით. ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამჟამად ნატო-ს სპეციალურ ბაზაზე იმყოფება, აცხადებს, რომ ჯერჯერობით სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. „თალიბანი“ - 20 - წლიანი ომის შემდეგ, გავათავისუფლეთ ქვეყანა და გავაძევეთ უცხოელები - არ გვსურს რაიმე პრობლემა საერთაშორისო საზოგადოებასთან. ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირი უნდა ესაუბროს "თალიბანს", რადგან მათ მოიგეს ომი ავღანეთში.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია