თალიბების ავღანეთი, კოვიდი საქართველოში და ბელარუსთან თანამშრომლობა

      დღე მსოფლიოს ამბით იყო განპირობებული - თალიბებმა ავღანეთი საბოლოოდ დაისაკუთრეს და საკუთარი წესრიგი დაამყარეს. მოსახლეობის ნაწილი ქვეყნიდან გაქცევას ლამობს. ჩვენს ქვეყანასი კვლავ კოვიდ ებრძვიან და სტატისტიკით შეშინებული მოსახლეობა უფრო და უფრო მეტად მიიწევს ვაქცინაციისკენ. #აცრაგვიცავს! არის მთავარი ლოზუნგი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1175 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16 აგვისტო, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, აგვისტო

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსის 2676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 ადამიანი გარდაიცვალა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს. აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 94 472 პირმა გაიკეთა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, თბილისში საველე ჰოსპიტალი 500 პაციენტისთვის მოეწყობა და საწოლთა უმეტესობა ჟანგბადით იქნება აღჭურვილი. საქართველოში ჯამურად 806 681 აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებულია 238 871 ადამიანი. პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო ხელვაჩაურში მდებარე რესტორანი დალუქა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრაციის გარეშე აცრის პუნქტები ამოქმედდება. „ტოცილიზუმაბის“ შემოტანა გრძელდება - ზოგიერთმა კლინიკამ გარკვეული მარაგი შეიძინა, რომელიც იმ მომენტისთვის არ ესაჭიროებოდა, შევეცდებით მოვახდინოთ პრეპარატის თანაბარი გადანაწილება. ჩვენი მოლოდინია, რომ სატრანსპორტო შეზღუდვები გამოიღებს დადებით დინამიკას - ორი კვირის შემდეგ ჩვენი მოლოდინი არის ეპიდვითარების 80%-ით გაუმჯობესება. დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ისრაელმა ვერ წარმოადგინა საკმარისი დოკუმენტაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად. ჯანდაცვის სამინისტრო - არის შემთხვევები, როცა ვაქცინაციაზე მისულ პირს ექიმი უარს ეუბნება აცრაზე, მოსახლეობას მივმართავთ, უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება წერილობით მოითხოვონ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საველე ჰოსპიტალი 500-მდე პაციენტისთვისაა განკუთვნილი და თუ საჭიროება იქნება, სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან. ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება. ბიძინა კულუმბეგოვი - სამწუხაროა, რომ პანდემიიდან წელიწადნახევრის შემდეგ, საველე ჰოსპიტლების გაშლა გვჭირდება, თუმცა სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან სახლში ვერ დავტოვებთ ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებს. თავდაცვის სამინისტრო გამოხატავს მზაობას, „დელტას“ ბაზაზე ყოველთვიურად ათასამდე დამატებით საწოლი დაამზადოს, მობილური სამხედრო - სამედიცინო ჯგუფები კი საჭიროების მიხედვით ჩაერთვებიან პროცესებში. ვაქცინაციის ძირითადი ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა.

      არჩევნების სამზადისი - ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, საოლქო-სარჩევნო კომისიებში საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი დასრულდა. ვატო შაქარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება. გაერთიანებული ოპოზიციიდან ფოთის მერობის კანდიდატი თინა ბოკუჩავა იქნება.

      სტატისტიკა - „საქსტატი“ - საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 572.0 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემებზე 57.2%-ით ნაკლებია. წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის II კვარტლის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.2%-ით გაიზარდა.

      ირაკლი ქარსელაძე ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების დროებით სხვა სივრცეში გადატანაზე - როდესაც მუზეუმებზეა საუბარი, სიფრთხილე აუცილებელია, ეს სიფრთხილე დაცულია.

      უსაფრთხო თანამშრომლობა ბელარუსთან - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამის ვადებში გადაიდგა ყველა ნაბიჯი დოკუმენტის ძალაში შესვლისათვის, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკამ 2016 წელს გაფორმებული დოკუმენტი მიმდინარე წლის აგვისტოში აამოქმედა, რის შესახებაც ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადა მედიის საშუალებით. შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. გიორგი კანდელაკი სუს-ისა და ბელარუსის უსაფრთხოების კომიტეტს შორის შეთანხმებაზე - ეს დოკუმენტი წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნის ეროვნული უშიშროებისთვის. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების ძალაში შესვლამ საქართველოს მეგობრების, მხარდამჭერებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მოსურვეების გაოგნება გამოიწვია. ირაკლი ბერაიას განცხადებით, სუს-სა და ბელარუსის შესაბამის უწყებას შორის გაფორმებულ შეთანხმებაში პრობლემური და შემაშფოთებელი არაფერია. მარინა კალიურანდი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება.

      საშიში ავღანეთი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა მზაობა, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეებს მიიყვანენ ქაბულის აეროპორტში, საიდანაც ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ ჩამოყვანას. ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად მთავრობა თვითმფრინავს გააგზავნის. საგარეო უწყება - ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გამომგზავრებასთან დაკავშირებით, დავით ზალკალიანი მუდმივ კონტაქტზეა მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

      საშველი - SpaceX-მა საქართველოს ინტერნეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე დაინტერესება გამოთქვა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 208 მილიონს გადააჭარბა, ვირუსს 4.37 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. სომხეთში კორონავირუსის 256 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 7 ადამიანი. რუსეთში კორონავირუსის 20 765 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 806 ადამიანი გარდაიცვალა. თურქეთი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების ასაკს 15 წლამდე ამცირებს. აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი.

      სროლები - სომხეთის თავდაცვის უწყება - აზერბაიჯანელმა სნაიპერმა სომეხი სამხედრო მოკლა.

      მედია - ისრაელის ძალებსა და პალესტინელებს შორის ორმხრივი სროლის შედეგად მინიმუმ 4 პალესტინელი გარდაიცვალა.

      თალიბების ავღანეთი - მას შემდეგ რაც თალიბებმა ქაბული დაიკავეს და პრეზიდენტის კაბინეტიდან საბოლოო გამარჯვება გამოაცხადეს, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქვეყნის დატოვება დაიწყო. ანტონიო გუტერეში „თალიბანსა“ და სხვა მხარეებს მაქსიმალური თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდებს. მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყანა აცხადებს, რომ ავღანელებსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება უნდა მიეცეთ. ბორის ჯონსონი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავღანეთი ტერორის გასამრავლებელ ნიადაგად არ იქცეს. დონალდ ტრამპი - დროა, ჯო ბაიდენი სამარცხვინოდ გადადგეს. მედია - ქაბულის აეროპორტში სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. მედია - ქაბულის აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავიდან ადამიანები ვარდებიან. ირანის პრეზიდენტი - ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მარცხი ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა უნდა გახდეს. ზურაბ ბატიაშვილი - პოპულარული მოსაზრებაა, ყველა შეეშვას ავღანეთს და რაც უნდათ, ის უქნიათ - შენ კი შეიძლება შეეშვა, მაგრამ ის არ შეგეშვება ისეთი დიდი პრობლემებით, რომლებიც მოყვება „თალიბანის“ მკაცრი წესებით მართვას.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 161

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters