ხანძრები აღარ გვაოცებენ - ვაქრობთ, სტრასბურგისთვის ღირსეული არ გვყავს, რკინიგზელებს ვერც ვაპურებთ და ვერც ვამშვიდებთ, და სხვა ქველინიუსი

      საბოლოოდ ყველაფერი სრულდება - არა, ცხადია მარველის რომელიმე კომიქსის ბანალური გმირის ტექსტებისთვის არ დავიხარჯები, უბრალოდ, მინდოდა მითქვა, რომ ყველაზე დაძაბულ სამუშაო კვირასაც მოეძებნება პარასკევი და დღეს, ზუსტად ეს დღეა. ალმოდებული კვირის ბოლო qwellynews:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 25 აგვისტო, 2017/

      დღესაც ვერ ავცდები მთელი კვირის პრაიმთაიმის თემას - ზურაბ ალავიძე - საფრთხე, რომ ცეცხლი ბორჯომის ნაკრძალში გადავიდეს ან წაღვერს რაიმე დაემუქროს, ძალიან მინიმალურია. გიგლა აგულაშვილი - არ გვაქვს ინფორმაცია, რომ მეხანძრე-მაშველებს ხანძრისგან დახოცილი ცხოველი ან ფრინველი ენახათ. დილით - ბორჯომის ხეობაში ხანძრის იმ კერების ნაწილიც თავიდან აალდა, რომელიც აქამდე ლოკალიზებული იყო. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედრო ძალები ჩაერთო და 1000-ზე მეტი სამხედრო მუშაობს. გიორგი კვირიკაშვილი - დადგა საჭიროება უფრო მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის გამოყვანის და მივიღე გადაწყვეტილება, სამუშაოებში ჩართულიყო საჯარისო ნაწილი. პრემიერი - ბორჯომის ხეობაში, საერთო ჯამში, გვაქვს დადებითი დინამიკა. გიორგი კვირიკაშვილი - პრევენცია გაკეთებულია ყველა ზონაში და არავის საფრთხე არ ემუქრება. კარლო ნატალე - საქართველოს ევროკავშირი ხანძრის კერებზე დასაკვირვებლად სატელიტურ გადაღებებზე წვდომის საშუალებას მისცემს. გიგლა აგულაშვილი - კონსოლიდირება მოხდა, რომ ეს სტიქიური უბედურება ჩავაქროთ, ადამიანების ნაწილი კი აგრძელებს ბრაკონიერობას, უკანონოდ ჭრის ხეებს. შს მინისტრი - მიუვალ ტყეში, სადაც ტექნიკისთვის შეუძლებელი იყო გადაადგილება, დღეს სახანძრო მანქანები მუშაობენ - პრობლემა უახლოეს დღეებში გადაჭრილი იქნება.

      ვინც გუშინ თანხების გადარიცხვას აანონსებდა ან შემოსავლის ნაწილის გაყოფას, მათთვის ანგარიშებიც გაიხსნა - ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებების, ტყის აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად სპეციალური ანგარიშები გაიხსნა.

      მადლიერების დროც მოვიდა. ჯერ კიდევ, რამდენიმე დღის წინ, ირაკლი კობახიძე იხდიდა მადლობას დახმარებისთვის, პრეზიდენტიც ასევე. შემოემატნენ - გიორგი აბაშიშვილი - მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ბორჯომის ხეობაში თავდადებული მუშაობს. პრემიერი - ქედს ვიხრი ბორჯომის ხეობაში მომუშავე თითოეული ადამიანის თავდადების წინაშე.

      ვინაიდან ხანძრები მომრავლდა, ვაძლიერებთ ტყის დაცვას - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში შესაბამისი სამსახურები ტყეების მონიტორინგისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მიმართულებით გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ. #ცეცხლობანა არ სრულდება - მუხრანში და ვაზიანში მინდვრებს ხანძარი მოედო.

      გუშინ, ხმაურისა და აყალმაყალის გამო, რამდენიმე მოშიმშილე და მხარდამჭერი დააკავეს - შს სამინისტროს ინფორმაციით, რკინიგზის დეპარტამენტის წინ გამართულ აქციაზე 10 ადამიანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. „საქართველოს რკინიგზის” წარმომადგენელი - რკინიგზის შენობაში უცხო პირების შემოჭრა კანონდარღვევაა - პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ძალადობისა და პროვოკაციის ორგანიზატორებს. „საქართველოს რკინიგზის“ შენობასთან პროფკავშირების აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი გაიმართა. რკინიგზელთა პროფკავშირების თავმჯდომარე - გუშინდელი დარბევის შემდეგ მოშიმშილეებს „საქართველოს რკინიგზის“ შენობის ფოიეშიც კი აღარ უშვებენ. ადვოკატი - პროფკავშირების წარმომადგენლების მიმართ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, დაკავებულებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ. პროფკავშირების აქციაზე დაკავებული გიორგი ჯოხაძის განცხადებით, პოლიციამ ფიზიკური დაზიანებები დაკავებისას მიაყენა. რკინიგზასთან გამართული აქციის დროს დაკავებული არც ერთი პირი ბრალს არ აღიარებს. რკინიგზასთან გამართულ აქციაზე დაკავებული ყველა პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. რკინიგზასთან აქციაზე დაკავებული ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, ის არა საპატრულო, არამედ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. რკინიგზასთან აქციაზე დაკავებული ილია ლეჟავა - მოშიმშილეების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულია სახელმწიფო ინსტიტუტები. რკინიგზის ადმინისტრაცია - მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალისმიერი ქმედებისგან. ნინო კალანდაძე - ხელისუფლების დამოკიდებულება ევროსასამართლოში წარსადგენ მოსამართლეების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით საგანგაშოა.

      ასევე, დღის ერთ-ერთი ხმაურიანი ამბავი იყო გაჩიანის შემთხვევა - სოფელ ყარაჯალაში მამაკაცის წამებაში ბრალდებული 4 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. გაჩიანში ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატი - დაკავებულს მხოლოდ იმის გარკვევა სურდა, რა ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულს მის მეუღლესთან, ძალადობა კი იქ მყოფი სხვა ადამიანების მიერ მოხდა.

      როცა დაკავებები ძალადობრივია - შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ "თანასწორობის მოძრაობის" ორი წევრის მიმართ პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საკითხის შესწავლა დაიწყო. საია - "თანასწორობის მოძრაობის" დაკავებული წევრები პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ. „რესპუბლიკური პარტია“- გუშინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა მოქალაქეებზე რეპრესიების განხორციელების მანქანას წარმოადგენს. სახალხო დამცველი "თანასწორობის მოძრაობის" დაკავებული წევრების საქმის შესწავლას იწყებს. "თანასწორობის მოძრაობის" წევრები სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

      ვის უნდა სტრასბურგის მოსამართლეობა? - სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების ვინაობა ცნობილია. ზაზა ხატიაშვილი - კომისიის სხდომას, სადაც სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეარჩიონ, პროტესტის ნიშნად არ დავესწრები. სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს არასამთავრობო სექტორიც ბოიკოტს უცხადებს. დავით ჯანდიერი - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევმა კომისიამ ორჯერ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ლევან ალაფიშვილი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებზე - არასამთავრობოების ბოიკოტი მოსალოდნელი იყო - ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ამის ასაცილებლად. ანა დოლიძე - წელიწადნახევარია ვერ ვახერხებთ სამი ღირსეული და კვალიფიციური იურისტი გავაგზავნოთ სტრასბურგში. უჩა ნანუაშვილი - სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, მაგრამ პროცესში მონაწილეობას მივიღებ და თუ ხარვეზები იქნება, საჯაროდ ვისაუბრებ. უჩა ნანუაშვილი - სამწუხაროა, რომ სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევმა კომისიამ ვერ შექმნა პირობები, რომ ამ პროცესში არასამთავრობოები ყოფილიყვნენ ჩართული. ანა დოლიძე - ევროსასამართლოში წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ პროცესში დაიხარჯა ძალიან ბევრი რესურსი და ზიანი მიადგა ქვეყნის რეპუტაციას.

      #მერობა2017 - ალეკო ელისაშვილი - ცესკო ფეხდაფეხ მიჰყვა ხელისუფლების თამაშს, გათვლა ჰქონდა, რომ რეგისტრაციიდან ამოვეგდე. ცესკომ 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციები დაამტკიცა. დავით უსუფაშვილის "შენების მოძრაობა" არჩევნებში ეროვნული ფორუმის საარჩევნო რეგისტრაციის მეშვეობით მიიღებს მონაწილეობას. ცესკო - ალეკო ელისაშვილს ყველა დოკუმენტაცია კანონის სრული შესაბამისობით მიეწოდა. ანა დოლიძემ ალეკო ელისაშვილს ცესკო-ში წარსადგენი ხელმოწერების შეგროვებაში მხარი დაუჭირა.

      ოპოზიციაა დამნაშავე - საპარლამენტო უმრავლესობა - ოპოზიციისგან ვერ მივიღეთ ის საკითხები, რომელთა გაზიარების შემთხვევაშიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი მხარდაჭერა ექნებოდა. მმართველი გუნდი - ოპოზიციისგან საკითხების ნაცვლად მივიღეთ 4 ულტიმატუმი, შესაბამისად, დიალოგის მორიგი რაუნდის დაწყება შეუძლებელია. რომან გოცირიძე უმრავლესობის განცხადებაზე - ეს არის მათი მხრიდან მარცხის აღიარება, რომელიც კარგ შედეგებს არ მოიტანს. სერგო რატიანი - დღევანდელი განცხადებით ”ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტყუილების გენერატორია.

      აღმოსავლეთში სამეგობროს ვაფართოვებთ - თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ საქართველო-სამხრეთ კორეის მუნიციპალური ფორუმი გამართა.

      მსოფლიო ბანკიც გვეხმარება - მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში - მსოფლიო ბანკი მზად არის დახმარებისთვის როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური კუთხით.

      ბათუმი ხელოვნების ფესტივალს მასპინძლობს - ბათუმში ხელოვნების ფესტივალი Batumi ArtFest ARGANI ტარდება.

      გადატრიალების თემაზე - ნიკა გვარამია ე.წ. მოდულის შენობაში დაიბარეს, ასევე გიგა ბოკერიაც დაიბარეს. სუს-ი - ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია არა დასაკითხად, არამედ მასალების გასაცნობად არიან დაბარებული.

      არაუშავს, ვაპატიოთ, უფრო მართებული იქნებოდა თუ იტყოდა - საქართველოში?! - ანატოლი ბიბილოვი - სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან მშვიდობიანი ცხოვრება სურს. აი, ეს კი უპატიებელია - ანატოლი ბიბილოვი - სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს.

      გამომგონებლებში გვიმართლებს - ახალგაზრდა ქართველმა გამომგონებლებმა, ვაშინგტონში გამართულ რობოტიკის ოლიმპიადაზე 160-ზე მეტ მონაწილეს შორის მე-14 ადგილი დაიკავეს.

      გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში, სავარაუდოდ, კვირიკე დიდის სამარხი აღმოაჩინეს.

საზღვარგარეთულები:

      დავიწყოთ მეზობლებით - რუსეთის საგარეო უწყება - ბორჯომის ხანძრის ჩასაქრობად თვითმფრინავი გამოიყო, შემდეგ კი შეგვატყობინეს, რომ ჩვენი დახმარების აუცილებლობა არ იყო.

      რთულია კარგი მძღოლის ნახვა, ყველა ჯეისონ სტეტჰემივით კი არ მართავს - NATO-ს გენერალური მდივნის კორტეჟი ავარიაში მოყვა.

      მძევლების გათავისუფლებაში ყოჩაღები არიან ამერიკელები - სამხრეთ კაროლინას ქალაქ ჩარლსტონის ერთ-ერთ რესტორანში მძევლად აყვანილი პირები პოლიციამ გაათავისუფლა.

      თურქეთს ევროკავშირელობა არ ემუქრება - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ვიდრე რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელისუფლებაშია, თურქეთი ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება. თურქეთის მთავრობის ახალი განკარგულებით, 900-ზე მეტი სახელმწიფო მოხელე დაითხოვეს. თურქეთის შს და იუსტიციის სამინისტროებში 34 ათასზე მეტი ვაკანსია გამოცხადდა.

      კრასნოდარის ოლქში ავტობუსი ზღვაში გადავარდა - დაღუპულია 12 ადამიანი.

      ყველაფერს ვამჩნევთ, ყველაფერს ვხედავთ პრინციპით?! - იენს სტოლტენბერგი - ნატო ყურადღებით დააკვირდება რუსეთ-ბელარუსის სტრატეგიულ სამხედრო სწავლებებს „Запад-2017“.

      ქაბულში „ბოევიკებმა“ მეჩეთზე თავდასხმა განახორციელეს. შედეგად ოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 201

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ბლოგი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Fresh New Stories

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.



What to anticipate from New Natoks in 2025



Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…

გაგრძელება

Qwelly World

free counters