შერიგების მოლაყბეები, ცინცხალი ცეცხლები, მუსიკოსი მერი, კორეის მფრინავი ბომბები, არაევროპული თურქეთი და ქარიშხალნანახი ამერიკა

      რკინის ტახტისთვის მებრძოლთა სერიალის მეშვიდე სეზონიც მორჩა და აგვისტო გამომშვიდობებას აპირებს. სულ მალე, უფრო ცხელი სეზონი დაიწყება, ოღონდ ამჯერად, ადამიანების გააცხელებ და გაახურებენ ამინდს თავიანთი შრომითა და გარჯილობით. მერე, შრომისმოყვარე ქართული ნიუსები, როგორ წალეკავს ხოლმე მედიას, ყველას კარგად მოგვეხსენება. იქამდე კი:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 29 აგვისტო, 2017/

      საუბარი, ლაყბობად იქცა, როგორც ერთი ცნობილი ფილოსოფოსი ამბობდა - მამუკა მდინარაძე - თუ ოპოზიცია მზად იქნება, ჩვენც მზად ვართ დიალოგისთვის. რომან გოცირიძე - როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა ევროპელი პარტნიორებისგან ცუდი სიგნალი მიიღო და ახლა ცდილობს, ოპოზიცია მოლაპარაკებებში ხელახლა ჩაითრიოს. ელენე ხოშტარია - ხელისუფლება საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ ატყუებს. ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ვენეციის კომისიას წერილს გაუგზავნიან.

      ხანძრის ჩასაქრობად რუსეთი მართლა გვეხმარებოდა თუ არაო, ახლა ამის განხილვისთვისაც მოვიცალეთ - საგარეო უწყება - ხანძრის დროს ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა დახმარების მზაობა. ხანძრები განა სულ განელდა, არა - ახალციხეში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში დილიდან ვერტმფრენი ჩაერთო. შს მინისტრი ახალციხეში მიემგზავრება. საგანგებო სიტუაციების სააგენტო - ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ახალციხის გამგებლის ინფორმაციით, სოფელ სვირის მიმდებარედ ხანძარი დაახლოებით ნახევარ ჰექტარზეა გავრცელებული. შს მინისტრი - ახალციხეში დავამატეთ ცოცხალი ძალა, ჩართულია ავიაცია და ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება. გიორგი მღებრიშვილი - ახლა მთავარი ამოცანაა ხანძრების ლიკვიდაცია, შემდეგ დავსხდებით და მიზეზებსაც გავაანალიზებთ. ახალციხის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე - სამღვდელოება აღვავლენთ ლოცვას, თუ ერი და ბერი ერთად ვიქნებით, განსაცდელს მოვერევით. საგარეჯოში, სოფელ მანავში ხანძარი გაჩნდა. ჩაცუცქული თუ ისე? - „ნაციონალური მოძრაობა“ ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე რუსეთისთვის მიმართვის გამო, მთავრობის წევრებს პარლამენტში იბარებს. დავით უსუფაშვილი - იმაში, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ჰქონოდა რეზერვში რუსეთის დახმარების მიღების საშუალებაც, ცუდს ვერაფერს ვხედავ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რუსეთის დახმარების საკითხზე მიხეილ ჯანელიძის პარლამენტში მისვლას საჭიროდ არ მიიჩნევს. გიგი უგულავა - რუსეთისადმი დახმარების თხოვნა ტკივილს შეიცავს - საზოგადოებისთვის ძნელია მიღება, რომ დამხმარე და ქველმოქმედი რუსეთი მოდის და გიქრობს ცეცხლს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ბორჯომის ხანძრის ლიკვიდაციაში რუსეთისთვის დახმარების თხოვნაში მთავარი პრობლემა ინფორმაციის დამალვაა. ახალი ხანძარი - ამჯერად აბასთუმანი! აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისთვის ვერტმფრენი ახალციხიდან გაემართა (იქ იმ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებული იყო). აბასთუმნის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი, ცოცხალი ძალა და ტექნიკაა ჩართული, ადგილზე შს მინისტრიც ჩავიდა. არაოფიციალური ინფორმაციით, აბასთუმნის ტყეში ცეცხლი 5 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული. თუშეთს რაღას ერჩიან? - ომალოს მიმდებარედ ბალახს ცეცხლი გაუჩნდა. სოფელ დიკლოს მიმდებარედ, მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. გიორგი მღებრიშვილი - აბასთუმნის თავზე ცეცხლის ახალი კერაა, მძიმე ტექნიკა გამოვიძახეთ, რომელიც უახლოეს საათებში გზების გაჭრას დაიწყებს. ახალი ხანძარი - ლინკანში. აბასთუმნის ტყეში მძიმე ტექნიკა შეიყვანეს. შსს - აბასთუმნის ტყეში, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

      მოკლედ, ახალი ხანძრები:

  • ახალციხე;
  • აბასთუმანი;
  • ომალო;
  • ლიკანი.

      ხანუმები მიატოვა კახუბერმა და მერობა გადაწყვიტა?! - კახაბერ ცისკარიძე - არ ვიცოდი, რომ მერობის კანდიდატად რეგისტრაციის პროცედურები 25 აგვისტოს სრულდებოდა, ახლა ისღა დამრჩენია, რომელიმე რეგისტრირებულ სუბიექტს წარვუღძვე კანდიდატადო. ჰმ! საია -კახაბერ ცისკარიძეს ბათუმის მერად კენჭისყრა იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ მას რომელიმე პოლიტიკური პარტია ან ბლოკი წარადგენს. „შენების მოძრაობიდან“ ქუთაისში მერობის კანდიდატი ალუდა გოგლიჩიძე იქნება, ხოლო თელავში გელა გელაშვილი. თეატრია ნამდვილი - საარჩევნო ბლოკი „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი არჩევნებისთვის ახალ სპექტაკლს ამზადებენ. გიგი უგულავა ხელისუფლებას „ევროპული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიაში უხეშ ჩარევასა და ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

      დაკავება ლარსზე - „რია ნოვოსტი“ -ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ქართული კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. ცხადია, ამით არ იფარგლება დაკავებების სერია - საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა. სარფში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს. გაჩიანში მამაკაცის წამების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.

      ამჟამინდელი მერი - დავით ნარმანია - კონსულტაციების შედეგად გადაწყდება, სად გადავინაცვლებ. დავით ნარმანია - მიკვირს, წარსულში კორუფციის ჭაობში ჩაფლული, ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსებისგან ისეთი განცხადებები, რომელზეც საუბრის მორალური საფუძველი წესით არ უნდა ჰქონდეთ.

      კულტურას და ძეგლთა დაცვასაც მივხედოთ - მიხეილ გიორგაძე - ფიტარეთში მდგომარეობა უცვლელია, სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ გარემოზე ზემოქმედების შესახებ დასკვნა მზად იქნება. ფიტარეთში არსებულ მდგომარეობას დღეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ექსპერტები გაეცნენ.

      ძაღვი სულ გაუწყდათ - ოკუპირებულმა აფხაზეთმა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან მემორანდუმი გააფორმა. თითქოს ციდან უპასუხესო - ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად, სოხუმი დაიტბორა. ოკუპირებული აფხაზეთის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

      სპორტული ამბებიდან - ძიუდოისტები ომობენ - ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტარიელ ხეჩიკაშვილმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს ზაზა ნადირაძეს უმასპინძლა.

საზღვარგარეთულები:

      კორეული რაკეტები იაპონიის თავზე - იაპონია ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების გამო, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას მოითხოვს. სამხრეთ კორეა - ჩვენ და აშშ მტკიცე ნაბიჯებს გადავდგამთ ჩრდილოეთ კორეის მიერ მორიგი რაკეტის გაშვებასთან დაკავშირებით. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ჩრდილოეთ კორეის მიერ მორიგი რაკეტის გაშვება დაგმო (დაგმობის მერე, რაკეტა გაჩერდა, თავი დახარა და უკან, კორეაში დაეშვა?!). ჩინეთის საგარეო უწყება - სანქციები კორეის ნახევარკუნძულის პრობლემას ძირეულად ვერ გადაჭრის. დონალდ ტრამპი - ჩვენ ნათლად მივიღეთ ჩრდილოეთ კორეის ბოლო მესიჯი - ამ ქვეყანასთან მიმართებაში ყველა ვარიანტის გამოყენებაა შესაძლებელი.

      ტრამპის ანტიჟურნალისტური გამოსვლები უკვე გაფრთხილებების მიზეზი ხდება - ეუთო დონალდ ტრამპს ჟურნალისტებზე „თავდასხმებისგან თავშეკავებას“ ურჩევს. მომიკვდეს თავი - დონალდ ტრამპმა რუსეთი ამერიკის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ არ დაასახელა - როგორი არაფრის მთქმელი ნიუსი იყო არა?!

      ამერიკა ქარიშხლის ტკივილს კიდევ ერთხელ შეეგება - ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად ამერიკის ეკონომიკისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 30-დან 100 მილიარდამდე დოლარი შეადგინოს. ტეხასში ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ტეხასის შტატში ხელოვნური რეზერვუარი და ტბა ნაპირებიდან გადმოდის. აშშ-ს პრეზიდენტი ქარიშხლისგან დაზარალებულ ტეხასის შტატში ჩავიდა.

      ნატო როგორც გარანტი და ევროპა მის იმედად - იენს სტოლტენბერგი - ნატო კოლექტიური თავდაცვის გარანტია და ევროპა მასზე დამოკიდებულია.

      ზედმეტი არ მოგივიდესო - ისრაელი რუსეთს აფრთხილებს, რომ თუ ირანი სირიაში თავის პოზიციებს გააძლიერებს, ბაშარ ასადის საპრეზიდენტო სასახლეს დაბომბავს.

      ავღანეთში, აშშ-ის საელჩოს მახლობლად აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა.

      გაიქეცი ფორესტ, გაიქეცი! - ევროკომისიის პრეზიდენტი - თურქეთი სწრაფი ნაბიჯებით შორდება ევროპას. ანგელა მერკელი - გერმანია დაინტერესებულია თურქეთთან კარგი ურთიერთობებით, მაგრამ რეალობა გვაიძულებს მკაცრი პოლიტიკა გავატაროთ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 204

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ბლოგი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters