ქართულ ისტორიულ წყაროებში, როგორც სტრატეგიული პუნქტი, სურამის ციხე მოხსენიებულია 1625 წლიდან, როდესაც იგი გიორგი სააკაძემ გაამაგრა ირანელთაგან თავის დასაცავად. ევლია ჩელები მის შესახებ წერს:

[სურამის ციხე] თბილისის ხანის მბრძანებლობაში მყოფი, გორაკზე მდებარე პატარა ციხეა, მაგრამ უაღრესად ძლიერი, მტკიცე სიმაგრეა, რომლის ბურჯები და კედლები ცას ებჯინება. საქართველოს უძველესი ციხეთაგანია. მცხოვრებთა უმრავლესობა ქართველები, გოქდოლაკები და სომხები არიან.

ამასვე წერს ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა 1672-1673 წლებში.

სურამი, კაცმა რომ თქვას, მხოლოდ და მხოლოდ დაბას წარმოადგენს, იგი უფრო პატარაა, ვიდრე ქალაქი გორი, მაგრამ მის ახლოს დიდი და კარგად ნაგები ციხესიმაგრეა. მისი გარნიზონი ასი კაცისაგან შედგება.

XVI-XVIII საუკუნეების მანძილზე დიდი ბრძოლები წარმოებს სურამის ციხის ირგვლივ. იგი ამ პერიოდში ოსმალეთისა და სპარსეთის ინტერესების სფეროს წარმოადგენდა. 1692 წელს სურამის ციხე თურქების ხელშია; 1701 წლიდან მას მეფისწული ვახტანგი ფლობს და ისევ „ძლიერ კოშკთა“ შორის მოიხსენიება.

XVIII საუკუნის შუა წლები მძიმე პერიოდია სურამის ციხის ისტორიაში. მასთან დაკავშირებული ბევრი მოვლენა სწორედ ამ პერიოდის „შავ ჭირს“ ყიზილბაშობას განეკუთვნება. 1742-1745წწ. ყიზილბაშთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში სურამის ციხე ზემო ქართლის სადროშოს უფროსის გივი ამილახვარის ძირითადი დასაყრდენი გახდა. სურამის ციხესთან კიდევ ერთხელ გადაიკვეთა სპარსეთ-ოსმალეთის ინტერესები. სპარსეთი მის სწრაფ დაკავებას ცდილობდა, ხოლო ოსმალეთი გივი ამილახვარს ყოველმხრივ დახმარებას უწევდა მის გამაგრებაში. 1744 წელს ნადირ-შაჰმა ქართლის მეფედ თეიმურაზ II დაამტკიცა, ხოლო კახეთში მისი ძე ერეკლე II. ეს იყო გივი ამილახორის ყიზილბაშების წინააღმდეგ გამოჩენილი მედგარი წინაღმდეგობის შედეგი. ნადირ-შაჰი იძულებული იყო „ყიზილბაშობა“ „ქართველობით“ შეეცვალა.

ამ გარემოებამ გარკვეული როლი ითამაშა აჯანყების შემდგომ განვითარებაზე. აჯანყებას იდეური საფუძველი გამოეცალა, ანუ რისთვისაც აჯანყება დაიწყო ის შედეგი უკვე მიღწეული იყო, მაგრამ გივი ამილახვარი კვლავ განაგრძობდა ბრძოლას. პოლიტიკური სიტუაციის შეცვლასთან დაკავშირებით აჯანყებულები თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდნენ, რომელთაც ნადირ-შაჰი უჭერდა მხარს. სურამის ციხესთან ხანგრძლივი ბრძოლისა და მოლაპარაკების შედეგად ამილახვარი დანებდა. მან კარგად დაინახა წინააღმდეგობის გაწევის უაზრობა და თეიმურაზ მეფეს შეუთვალა, ჩემთან დედოფალი თამარი მობრძანდეს და იმას მივენდობიო. მართლაც დედოფლის სურამში მისვლის შემდეგ ამილახვარი ციხიდან გამოვიდა და თამარს თბილისში გაჰყვა. თეიმურაზ მეფემ ირანის მბრძანებელთან ქაიხოსრო ორბელიანი გააგზავნა და მოახსენა გივი ამილახვრის შერიგება, თან მისი დანაშაულის პატიებასაც სთხოვდა. ნადირ-შაჰს ძალიან გაუხარდა სურამის ციხის დაკავება და წყალობას არ იშურებდა, გივი ამილახვარი თეიმურაზს მიანდო, მეფემ კი ამილახორს სახლთუხუცესობა უბოძა და თბილისში დატოვა. თუმცა, როგორც ჩანს, ირანის შაჰი ბოლომდე არ ენდობოდა ქართველებს და ბრძანა ამილახორის ციხეების დაქცევა. შაჰის ბრძანებით სურამის ციხე კეხვის ციხესთან ერთად დანგრეულ იქნა. იგი 1756 წელს აღადგინეს. ამ დროს აქ ერეკლე II-ს ქიზიყის მოურავი თამაზი ჰყავდა დატყვევებული.

სურამის ციხე ქართველთა მფლობელობაში 1783 წლამდე იყო. ამ პერიოდის განმავლობაში იგი ხან იტრიელი ჩხეიძეების ხელში იყო, ხანაც სურამელი მურვანიშვილები ფლობდნენ. 1764 წელს კი ერეკლე მეფე სურამის ციხესოსიაურის ციხესთან ერთად დროებით გადასცემს თარხანოვებს.

გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ ქართველ მორიგეებთან ერთად აქ რუსული გარნიზონი ჩააყენეს, რაც განპირობებული იყო სამეფოს დასავლეთი საზღვრების დაცვის აუცილებლობით. 1787 წელს რუსეთ-თურქეთისმორიგი ომის დაწყებასთან დაკავშირებით სურამის ციხიდან რუსული გარნიზონი გაიწვიეს. 1791 წელს ერეკლე მეორის ანდერძში სურამის ციხე კვლავ საქართველო">საქართველოს უმაღლეს ციხეთა შორის არის მოხსენიებული.

XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში სურამის ციხე ზემო ქართლში ლეკიანობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი პუნქტია. 1801 წლის შემდგომი და XIX საუკუნის 20-იანი წლების წყაროებზე დაყრდნობით სურამის ციხე კვლავ მოქმედია. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან, კერძოდ 1829 წელს ახალცხის მხარის შემოერთების შემდეგ სურამის ციხემ თანდათან დაკარგა თავისი მნიშვნელობა, რადგან მას გამოეცალა ის ფუნქცია, რისთვისაც იგი ააგს ამ ადგილას. მისგან საქართველოს საზღვრებმა შორს გადაიწიეს და სურამის ციხე დარჩა საქართველოს წარსულის ერთ-ერთ მოწმედ.

ნახვა: 276

ტეგები: mariam_arsanidze, სურამის_ციხე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters