ესაა ამონარიდი წიგნიდა: "ჩესტერფილდის წერილები ვაჟს"
ყოველ ღირსებასა და ხასიათის სიკეთეს ენათესავება ესა თუ ის ცოდვა ან ბიწიერება კაცისა. თუ ზომაზე მეტად განვითარდა ისინი, ან ერთად გადაიქცევა ან მეორედ. გულუხვობა და ხელგაშლილობა ხშირად მფლანგველობად იქცევა, მომჭირნეობა და ყაირათობა – სიძუნწედ, სიმამაცე თავზე ხელაღებად, სიფრთხილე სილაჩრედ და ა.შ. ბიწიერების ჭეშმარიტი სახე იმდენად მახინჯია, რომ პირველივე შეხედვით ზიზღით გვივსებს გულს და არც გვაცთუნებდა ალბათ როდესმე, თუ რომ თავიდან სიკეთის ნიღაბი არ ჰქონდეს ჩამოცმული. სიკეთე და სათნოება კი მისდათავად იმდენად მშვენიერია, რომ პირველი შეხედვისთანავე გვხიბლავს და გვიმორჩილებს. ჰოდა, სწორედ აქ მართებს კაცს გონიერება, რომ ჯეროვანი კალაპოტით წარმართოს საკუთარი საუკეთესო თვისებები და მისწრაფებანი. ზოგი ნასწავლი კაცი, თავისი ცოდნით გაამაყებული, მხოლოდ იმიტომ ლაპარაკობს, რომ თავისი დასკვნა გამოიტანოს და ყველაფერზე ისეთი კილოთი იმსჯელოს, შედავება ვერავინ შეჰბედოს. შედეგი ამისა კი ის გახლავს, რომ ამ მოუთმენლობით შეურაცყოფილი ხალხი ბოლოს აუმხედრდება ხოლმე და ამ ძალადობისგან თავდასახსნელად მის კანონიერ ავტორიტეტსაც კი ეჭვის თვალით დაუწყებს ცქერას. რაც უფრო მეტი იცი, მით მეტი მოკრძალებით უნდა გეჭიროს თავი. ბარემ იმასაც ვიტყვი აქავე, რომ მოკრძალება ყველაზე საიმედო ხერხია ჩვენი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. გინდათ ძალიან დარწმუნებული იყო შენს სიმართლეში მაინც ისე მოიქეცი, ვითომ ყოყმანობ. თქვი შენი აზრი, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაიჟინებ. თუ გინდა სხვების დარწმუნება, მათაც უნდა აგრძნობინო, რომ შენი დარწმუნებაც შეიძლება.
გვხვდებიან ისეთი ჯურის ადამიანებიც, რომლებიც ნაკლებ დოგმატიკოსნი და მედიდურები არიან, მაგრამ თავმდაბლობას ვერც მათ შეწამებ. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ენადაკრეფილი პედანტები, ქალებთან საუბრისას რომ მოსწრებულ ბერძნულ და ლათინურ ციტატებს აფრქვევენ და ამდენად „ეძმაკაცებიან“ ხოლმე ბერძენ და ლათინელ ავტორებს, ზედმეტ სახელებსაც კი არქმევენ ამის დასტურად, აი, რა ახლოს ვართო მათთან. მაგალითად, ამბობენ: „ეს ბებერი ჰომეროსიო“, „თაღლითი ჰორაციუსიო“. ამ პედანტებს ხშირად ფუქსავატი, თავქარიანი ხალხიც ბაძავს, რომელთაც ცოდნის ნატამალიც არ გააჩნიათ, მაგრამ რამდენიმე ძველი ავტორის გვარი კი დაუმახსოვრებიათ და ზეპირადაც დაუსწავლიათ ნაწყვეტები. ჰოდა იმდენი კადნიერება ჰყოფნით, ყველა საზოგადოებაში ახსენონ ისინი იმ იმედით, რომ სწავლულებად ჩაგვთლიანო. ამიტომ თუ გინდა ერთი მხრივ პედანტობა არ შეგწამონ, მეორე მხრივ კი უვიცად არ მოგნათლონ, ნუ ეცდები ხალხში გაამჟღავნო შენი ცოდნა. სადაც მოხვდები ილაპარაკე იმ ენაზე, რა ენაზეც ლაპარაკობენ, ისაუბრე სადაც, თავისუფლად და სხვისი ნათქვამით ნუ ააჭრელებ შენს სათქმელს. ნურასოდეს მოინდომებ იმ ხალხზე ჭკვიანად და ნასწავლად წარმოაჩინო თავი, ვის საზოგადოებაშიც იმყოფები. შენი განათლება და ცოდნა ისე შეინახე, როგორც საათს ინახავს ხალხი – ანუ გულის ჯიბეში. ნუ გამოაჩენ მას ხალხში და ნუ დაქოქავ მხოლოდ იმისთვის, რომ ყველამ შეიტყოს, საათი აქვსო. თუ შეგეკითხებიან რომელი საათიაო, უპასუხე, მაგრამ წარამარა ნუ აუწყებ, ესა და ის დროაო, თუკი ამას არავინ გეკითხება. საერთოდ, გახსოვდეს, რომ ცოდნა ყველაზე სარგო და აუცილებელი სამკაულია ადამიანისა. ცოდნის უქონლობა სირცხვილიცაა, მაგრამ ამასთან ყოველნაურად ყოველნაირად უნდა ეცადო ის შეცდომები არ მოგივიდეს, რაზეც უკვე ვისაუბრე და რაც ძალზედ ხშირად სდევს.
ამონარიდი წიგნიდან: “ჩესტერფილდის წერილები ვაჟს”
ძალიან კარგი წერილია,ჭკუის სასწავლებელი! მე პირადად კმაყოფილი დავრჩი მისი წაკითხვის შემდეგ!
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
2 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია