არავინაა თავის უფალი!

     საერთოდ თავისუფლების ობიექტური გაგება არ არსებობს. ეს მეტად ინდივიდუალური საკითხია. ის, რაც სხვისთვის თავისუფლებაა ჩემთვის შეიძლება სრულ შეზღუდულობად ჩაითვალოს. არ ვაპირებ ზოგადსაკაცობრიოდ განვიხილო რომელიმე ცნება (მითუმეტეს თავისუფლება) და არც იმას ვცდილობ ჩემი მსჯელობა მთელს ადამიანთა მოდგმას მოვარგო. მე მხოლოდ საკუთარი თავის შესახებ მოგიყვებით.

     ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა დავიბადე. არ ვიცი ახალშობილი რაზე ვფიქრობდი ან თავისუფლება როგორ წარმომედგინა, მაგრამ ის ვიცი, რომ თვალები გახელისთანავე დამიხუჭეს. ინსტრუქცია მომაჩეჩეს ცხოვრების მრავალპუნქტიან გეგმასთან ერთად, გამაცნეს დადგენილი წესები, მსწავლეს რა არის კარგი და რა ცუდი. მოკლედ, ყველაფერი გამზადებული დამიხვდა. გამზადებული სამყარო, გამზადებული ცხოვრების წესით. ფიქრიც კი არ იყო საჭირო, რადგან სხვას უკვე ნაფიქრი ჰქონდა ჩემს მაგივრადაც. მე მხოლოდ უნდა მეცხოვრა ბედნიერად, მყოლოდა შვილები, შვილიშვილები, მეწამა ღმერთი და მოვმკვდარიყავი ასი წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც გეგმის ყველა პუნქტს ზედმიწევნით შევასრულებდი. მეც ვცხოვრობდი და მწამდა. მწამდა ისეთი, როგორიც დამიხატეს და მწამდა ისე, როგორც მასწავლეს. მწამდა კითხვის ნიშნების გარეშე. კითხვის დასმას აზრი არც ჰქონდა, რადგან პასუხები არ არსებობდა. რც იყო საჭირო. ეჭვი რწმენას არყევსო. თუ ეჭვი გაგიჩნდა ესეიგი შესცოდე და უნდა მოინანიოო მასწავლეს. მეც ვინანიებდი გაზეპირებულ სიტყვათა რახარუხით. ვცდილობდი არ მეფიქრა, მხოლოდ მეწამა. გონების გარეშე. გონებას მხოლოდ ერთი ფუნქცია შერჩა: დაჰმორჩილებოდა იმ წესრიგს, რომელიც დიდმა ადამიანებმა შექმნეს. მე არ შემეძლო რაიმეს შეცვლა. ცვლილებები არც იყო საჭირო ჩემს ირგვლივ არსებულ იდეალურად მოწესრიგებულ სამყროში.

     თუმცა, მორჩილებაში ხელს რაღაც მიშლიდა. ის მუდამ ამბოხისკენ, საზღვრების რღვევისა და ჩარჩოების მტვრევისკენ მიბიძგებდა. ის რაღაც ამოუცნობი, რომლის არსებობასაც მუდამ ვგრძნობდი მიუხედავად იმისა, რომ მუდამ მარგინალურ მდგომარეობაში მყავდა (ან მე მეგონა რომ მყავდა). მაგრამ რაღაც ამოუცნობისთვის არ უნდა მიმეცა უფლება ვემართე. მე ხომ თავისუფალი ვიყავი! ჰოდა ასე ძლიერი და თავისუფალი, თვლდახუჭული, ხელებისცეცებით დავბორიალებდი წყვდიადში და მხოლოდ იმ მხარეს მივაბიჯებდი საითაც მიმითითებდნენ.

     მთელი ცხოვრება რაღაცას ვაშენებდი. თავად არ ვიცი რას, ან რატომ. უბრალოდ ვაშენებდი მეც, რადგნ აშენებდა ირგვლივ ყველა. ვაშენებდი ვიდრე ერთ ჩვეულებრივ დღეს, ჩვეულებრივთა შორის ვიღაცის მძლავრმა ხელმა თავზე არ დამალეწა მთელი ცხოვრების მანძილზე ნაშენი ხუხულა. მაშინ აღმოვაჩინე, რომ არაფერი გამაჩნდა "ჩემი", არ არსებობდა "მე". ის, რაც ჩემგან გამოეძერწათ რაღაც უმსგავსი არსების ერთ-ერთი პერიფერიის რიგით ჭანჭიკს წარმოადგენდა. ირგვლივ მიმოვიხედე ახლა უკვე საკუთარი თვალებით და დავინახე. დავინახე სრულიად უცხო, უჩვეულო სურათი: ერთნაირი ადამიანები, ერთნაირი სახეებით, ერთნაირი მოძრაობით ერთი მიმართულებით მიაბიჯებდნენ გარემოში, სადაც ინდივიდუალიზმი და ინტერპრეტაცია ცარიელ სიტყვებად ქცეულიყო. თითქოს ეს ერთნაირი ადამიანები ხელიხელჩაკიდებულნი ფერხულში ჩაბმულიყვნენ (ჩემთან ერთად) და ცეკვავდნენ შეუჩერებლად, წინასწარ მკაცრად განსაზღვრული მოძრაობებით. არც ერთი შეცვლილი, ჩამატებული ან გამოკლებული მოძრაობა, არავითარი ინტერპრეტაცია, მხოლოდ წესები, წესები, წესები. უსახო სახეები, უტვინო ტვინები, უაზო აზრები, უგულო გულები, უღირსი ღირსები, უსამართლო მართლები, უამრავი უშინაარსო სიტყვათა გროვა ჩემს გარშემო საოცრად ლამაზ, მოწესრიგებულ სისტემას ქმნიდა სახელწოდებით - საზოგადოება.

     და მე შევწყვიტე ცეკვა! შევწყვიტე, რამეთუ დამიბრუნდა თვალისჩინი. ახლა აღარ მსურს საცოდავი ბუტაფორია ვიყო სხვათა მაამებლად შექმნილი და კოლექტიური აზროვნების ნორმებს შესაბამებული. მე აღარ ვარ უგვანი დეკორაციის დამამშვენებელი ნივთი, ნაცრისფერი ილუზიის ბურუსში გახვეული, რომელსაც "თავისუფლება" ჰქვია. არ მჭირდება არაფერი გამზადებული, რადგან "მე"გამოვიგონებ ველოსიპედს! "მე"აღმოვაჩენ ახალ კონტინენტს! "მე" დავხატავ მონა ლიზას! "მე" დავანგრევ ყველა ხიდს ცხოვრების გასამარტივებლად წყალზე გადებულს და ვისწავლი ცურვას!

ნახვა: 688

ტეგები: freedom, qwelly, socialization, ბლოგი, გავლენა, დევიაცია, ეგო, სოციალიზაცია

ლაშა: ნოემბერი 14, 2012||12:48am

საკმაოდ საინტერესო ლოგიკაა... მაგრამ ერთმა დამაფიქრა, ბოლო აბზაცმა განსაკუთრებით...

"მე"_მ რომ შეზღუდოს შენი თავისუფლება ამაზე თუ გიფიქრია??? :)

ლაშა: ნოემბერი 14, 2012||1:10am

მაგრამ მე ხომ ისიც არ ვიცი, შენ ხარ ავტორი???? :) :) :) :) :) :) :) 

mariam cx.: ნოემბერი 14, 2012||1:12am
"მე"_მ ანუ ჩემმა "თვითმა" როგორ უნდა შემზღუდოს??? შემზღუდავი მხოლოდ "მავანია", რომელსაც თავს ერთეულები თუ აღწევენ.. :))
mariam cx.: ნოემბერი 14, 2012||1:16am
ავტორი მე ვარ კიი
ლაშა: ნოემბერი 14, 2012||1:19am

"არავის ძალუძს ორთა უფალთა მეფობაო"... ამაზე მსმენია კი... ;)

მაგრამ მარიამ, შენ თქვი რომ დაიბადე თუ არა იმ წამიდან საზოგადოების წევრი გახდი და საზოგადოების "წესდებით" ცხოვრობ... ფსიქოლოგიასა თუ სოციოლოგიაში მიღებულია მარტივი დებულება რომ ადამიანს გემოვნებაც კი არ აქვს თავისი, არამედ საზოგადოებისგან, სოციალიზაციის შედეგად მიღებული. მაშ მიპასუხე, შენი თვითი, შენი პირადი მე, ეს ისეც საზოგადოების ნებელობის აღსრულება ხომ არ არის??? :( :( :( :(

ვიმეორებ - ინტელექტი ჩევნ არ გვეკუთვნის! დარჩა ხორცი... ხორციელი კი იგივეა რომ ცხოველს დავემსგავსოთ... მგონი ორი ვარიანტია და ეს მე, ეს "თვითი" რომლისკენ იხრება მგონი თავადაც ხვდები... ;) ;) ;) 

mariam cx.: ნოემბერი 14, 2012||1:29am

ჰოდა მაგას ვწერ ზუსტად პირველივე სტრიქონში "არავინაა თავის უფალი"!

ჰაიდეგერი წერს, რომ ადამიანები თვითონ არასოდეს მოქმედებენ, შენი საქციელი არაა "შენი", როცა გგონია რაღაცას შენ აკეთებ სინამდვილეში შენს მაგივრად "მავანი" ანუ "სხვა" აკეთებს.

თუმცა ადამიანები ზოგჯერ მაინც ახერხებენ "მავანს" თავი დააღწიონ და იმოქმედონ თავად, მაგრამ ყველაზე დიდი სულიერი ტრაგედიებიც სწორედ მაშინ ხდება.:)

მუზილის "შაშვი" წაკითხული გაქვს?

ლაშა: ნოემბერი 14, 2012||1:44am

არა, "შაშვი" არ მაქვს წაკითხული... :( :( :(

მე ვერ დაგეთანხმები ვერც შენ და ვერც ჰაიდეგერს, მარტივი მიზეზის გამო, მე ქრისტიანი ვარ და ის აზრი რომ ჩამი თავი საერთოდ არ "მეყუდნის", არ მომწონს... :) :) :) :)

მე მომიყვნენ, რომ არსებობს მეცნიერება, არსებობს მეცნიერებაზე დიდი - ფილოსოფია, მერე თეოლოგია და სულ ზემოთა აღარ გვჭირდება ამ შემთხვევაში

საზოგადოება მორალების ქვეშ ცხოვრობს... მაგრამ მიუხედავას იმისა რაც მე დავწერე, მიუხედავად იმისა რომ თითოეული ჩვენგანი სოციუმის შედეგია, მოდი დავფიქრდეთ - ეს სოციუმი ხომ ინდივიდებმა შექმნეს??? ვიღაცამ ხომ დააწესა რომ ამდაგვარად უნდა ვიცხოვროთ? :( და შესაბამისად არსებობს რაღაც კანონი, ბუნებითი რჯული, სინდისი, გარჩევა ბოროტისა და კეთილს შორის, რომელიც ერთი მხრივ მოგვეცა, მაგრამ მეორე მხრივ თავისუფლების გარანტია!!!

თავის უფალი! ეს კარგად ჟღერს... ჩვენ მოგვეცა ბერკეტები ვფლობდეთ საკუთარ თავს, ამ შემთხვევაში სხეულს, გონებას... და ეს ბერკეტები მხდიან მე უფლად! :) ესაა და ეს... ;)

mariam cx.: ნოემბერი 15, 2012||7:53pm

„თავი საერთოდ არ "მეყუდნის"“ არც მთლად მასეა საქმე. ბოლო წინადადებაში ნახსენები მაქვს წყალი და ცურვა. წყალი ფსიქოლოგიური განმარტებით ქვეცნობიერის სიმბოლოა, ხოლო ცურვა ქვეცნობიერში „ჩხრეკას“ ნიშნავს. რათქმაუნდა იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი თავები ბოლომდე ჩვენ გვეკუთვნის, ბოლომდე შეგვიძლია ჩვენივე ქვეცნობიერს ჩავწვდეთ, მაგრამ ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა თქვა (და მეც ძალიან მომწონს ეს აზრი): ქვეცნობიერი ჩაბნელებულ ადგილს ჰგავს, მაგრამ მე მაქვს ფანარი და შემიძლია მივანათო  ის რომელ ადგილასაც მინდა და ცხადი გავხადო ჩემთვის.

რასაც მეცნიერებაზე, ფილოსოფიასა და თეოლოგიაზე წერ მაგაში საერთოდ არ გეთანხმები. ეს კიდევ სხვა თემაა.

როგორც მივხვდი შენ ფიქრობ რომ ადამიანს თვითი საერთოდ არ გააჩნია, მაგრამ მე არ გეთანხმები ამაში რათქმაუნდა :)) თვითი ყველას გააჩნია, თუმცა უმეტესობა ვერ ახერხებს მის პოვნას, ზოგი მთელი ცხოვრება ეძებს, ზოგი კი საერთოდ არც ეძებს.  ადამიანები ფიქრობენ, რომ ისაა მათი ნამდვილი სახე როგორადაც საზოგადოებამ გამოძერწა (საზოგადოება ყოველთვის ამუშავებს ინდივიდს და ეს საერთოდ მარადიული თემაა; საზოგადოების და ინდივიდის ჭიდილი), აზროვნებენ კოლექტიური აზროვნების ნორმის ფარგლებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებს თავიანთი ნამდვილი სახე არ გააჩნიათ, ან აზროვნება არ შეუძლიათ საკუთარი ძალით. ღმერთმა ადამიანს აზროვნების უნარი მისცა და ყოველი მათგანი ერთადერთ და განუმეორებელ ინდივიდად შექმნა.

საზოგადოება ყოველთვის გახვევს თავს კოლექტიური აზროვნების ნორმას მაგრამ რადგან შენც როგორც რიგითი ინდივიდი მისი ნაწილი ხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრბოს სიბრძნე გაიზიარო. ცხადია სრულიად ვერ განუდგები სოციუმს, რადგან დევიანტურ მდგომარეობაში ყოფნა ყველას არ შეუძლია, ცხადია  სრულიად ვერ აიცილებ თავიდან  საზოგადოების გავლენას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ საკუთარი თვითი არ ეძიო, სხვებს დაემსგავსო და მასაში „აითქვიფო“,  „მასა-ადამიანი“ გახდე.

ლაშა: ნოემბერი 15, 2012||8:30pm

მდააა... განცდა მაქვს რომ ჩემი ნათქვამი კარგად ვერ გაიგე, ან მე ვერ ავხსენი საკმარისად კარგად... :(

დავიწყებ აქედან:

"ღმერთმა ადამიანს აზროვნების უნარი მისცა და ყოველი მათგანი ერთადერთ და განუმეორებელ ინდივიდად შექმნა." - ესეიგი მინიმუმ თეისტი ხარ... ახლა უკეთ გამოგვივა საუბარი...

ჩემო კარგო, სწორედ მაგის თქმა მინდოდა, უბრალოდ წინაზე ვერ გავბედე... თუ ფიქრობ რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა, თუ ფიქრობ რომ ერთი ადამიანის, ღმრთივქმნილი ადამიანის ჩამომავალნი ვართ კაცობრიობა, მაშ ძალიან მარტივია აღიარო ისიც, რომ რაც პირველ ადამიანს გააჩნდა "გარეგნული თუ შინაგანი" ეს ღმერთის მიერი იყო... ხომ ასეა??? შემდეგ ვხედავთ რომ ადამიანი განუდგა ღმერთს და ა.შ. მთელი ბიბლიური ისტორია. მე ამით იმის თქმა მინდა - რომელი ადრე იყო? ინდივიდი თუ სოციუმი? რომელმა რომელი განაპირობა??? :(

რაც შეეხება მეორე ფრაზას: "როგორც მივხვდი შენ ფიქრობ რომ ადამიანს თვითი საერთოდ არ გააჩნია, მაგრამ მე არ გეთანხმები ამაში რათქმაუნდა". მერწმუნე ცუდად მიხვდი და გთხოვ მითხარი, რამ გაფიქრებინა ეს, რომელმა წინადადებამ?? :(

დანარჩენი, მთელი სოციალიზაციის პროცესზე გეთანხმები, ადამიანმა რომ საკუთარი თავი უდნა შეიცნოს და ა.შ. ამაშიც ვთანხმდებით, უბრალოდ რაღაც კარგად ვერ ვთქვი და მაინტერესებს რა... :(

mariam cx.: ნოემბერი 15, 2012||11:46pm

"ესეიგი მინიმუმ თეისტი ხარ" :))) უფრო მეტიც, ქრისტიანი ვარ(მართლმადიდებელი)

მოიცა გამოდის ყველაფერში მეთანხმები და აბა რაღატო მეკამათები?? :))))))))))

უბრალოდ თავიდან კარგად ვერ გაიგე რისი თქმა მინდოდა და ახლე მიხვდი ხო ასეა? :D :D :D

ერთ რაღაცას აგიხსნი - "რომელი ადრე იყო? ინდივიდი თუ სოციუმი? რომელმა რომელი განაპირობა??? :(" მოკლედ, სოციოლოგი თუ ხარ გაგონილი გექნება, რომ თავიდან ადამიანი იმყოფებოდა ბუნებით მდგომარეობაში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო მოთხოვნილება გაუჩნდა საზოგადოების შექმნისა. ადამიანებს სჭირდებათ ეს და მე არ ვამბობ რომ საზოგადოებაში ცხოვრება ცუდია და უნდა განუდგეს ინდივიდი მას. უბრალოდ ვერ იარსებებს ინდივიდი საზოგადოების გარეშე და საზოგადოება ინდივიდის გარეშე. მე მხოლოდ იმას ვაპროტესტებ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანები იმდენად დიდ ზეგავლენას განიცდიან საზოგადოებისგან, რომ ინდივიდუალიზმს სრულიად კარგავენ. და როცა რაღაცას აკეთებენ კითხვაც კი არ უჩნდებათ რატო იქცევიან ასე და არა სხვაგვარად. (იქცევიან ასე იმიტომ, რომ ყველა იქცევა ასე).

რაც შეეხება თვითზე რამ მაფიქრებინა ასე, აი წინადადებაც შენი ერთ-ერთი კომენტარიდან:"ფსიქოლოგიასა თუ სოციოლოგიაში მიღებულია მარტივი დებულება რომ ადამიანს გემოვნებაც კი არ აქვს თავისი, არამედ საზოგადოებისგან, სოციალიზაციის შედეგად მიღებული. მაშ მიპასუხე, შენი თვითი, შენი პირადი მე, ეს ისეც საზოგადოების ნებელობის აღსრულება ხომ არ არის??? :( :( :( :("    :)))

 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Fresh New Stories

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.



What to anticipate from New Natoks in 2025



Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…

გაგრძელება

Qwelly World

free counters

TOP.GE