საერთოდ თავისუფლების ობიექტური გაგება არ არსებობს. ეს მეტად ინდივიდუალური საკითხია. ის, რაც სხვისთვის თავისუფლებაა ჩემთვის შეიძლება სრულ შეზღუდულობად ჩაითვალოს. არ ვაპირებ ზოგადსაკაცობრიოდ განვიხილო რომელიმე ცნება (მითუმეტეს თავისუფლება) და არც იმას ვცდილობ ჩემი მსჯელობა მთელს ადამიანთა მოდგმას მოვარგო. მე მხოლოდ საკუთარი თავის შესახებ მოგიყვებით.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა დავიბადე. არ ვიცი ახალშობილი რაზე ვფიქრობდი ან თავისუფლება როგორ წარმომედგინა, მაგრამ ის ვიცი, რომ თვალები გახელისთანავე დამიხუჭეს. ინსტრუქცია მომაჩეჩეს ცხოვრების მრავალპუნქტიან გეგმასთან ერთად, გამაცნეს დადგენილი წესები, მსწავლეს რა არის კარგი და რა ცუდი. მოკლედ, ყველაფერი გამზადებული დამიხვდა. გამზადებული სამყარო, გამზადებული ცხოვრების წესით. ფიქრიც კი არ იყო საჭირო, რადგან სხვას უკვე ნაფიქრი ჰქონდა ჩემს მაგივრადაც. მე მხოლოდ უნდა მეცხოვრა ბედნიერად, მყოლოდა შვილები, შვილიშვილები, მეწამა ღმერთი და მოვმკვდარიყავი ასი წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც გეგმის ყველა პუნქტს ზედმიწევნით შევასრულებდი. მეც ვცხოვრობდი და მწამდა. მწამდა ისეთი, როგორიც დამიხატეს და მწამდა ისე, როგორც მასწავლეს. მწამდა კითხვის ნიშნების გარეშე. კითხვის დასმას აზრი არც ჰქონდა, რადგან პასუხები არ არსებობდა. რც იყო საჭირო. ეჭვი რწმენას არყევსო. თუ ეჭვი გაგიჩნდა ესეიგი შესცოდე და უნდა მოინანიოო მასწავლეს. მეც ვინანიებდი გაზეპირებულ სიტყვათა რახარუხით. ვცდილობდი არ მეფიქრა, მხოლოდ მეწამა. გონების გარეშე. გონებას მხოლოდ ერთი ფუნქცია შერჩა: დაჰმორჩილებოდა იმ წესრიგს, რომელიც დიდმა ადამიანებმა შექმნეს. მე არ შემეძლო რაიმეს შეცვლა. ცვლილებები არც იყო საჭირო ჩემს ირგვლივ არსებულ იდეალურად მოწესრიგებულ სამყროში.
თუმცა, მორჩილებაში ხელს რაღაც მიშლიდა. ის მუდამ ამბოხისკენ, საზღვრების რღვევისა და ჩარჩოების მტვრევისკენ მიბიძგებდა. ის რაღაც ამოუცნობი, რომლის არსებობასაც მუდამ ვგრძნობდი მიუხედავად იმისა, რომ მუდამ მარგინალურ მდგომარეობაში მყავდა (ან მე მეგონა რომ მყავდა). მაგრამ რაღაც ამოუცნობისთვის არ უნდა მიმეცა უფლება ვემართე. მე ხომ თავისუფალი ვიყავი! ჰოდა ასე ძლიერი და თავისუფალი, თვლდახუჭული, ხელებისცეცებით დავბორიალებდი წყვდიადში და მხოლოდ იმ მხარეს მივაბიჯებდი საითაც მიმითითებდნენ.
მთელი ცხოვრება რაღაცას ვაშენებდი. თავად არ ვიცი რას, ან რატომ. უბრალოდ ვაშენებდი მეც, რადგნ აშენებდა ირგვლივ ყველა. ვაშენებდი ვიდრე ერთ ჩვეულებრივ დღეს, ჩვეულებრივთა შორის ვიღაცის მძლავრმა ხელმა თავზე არ დამალეწა მთელი ცხოვრების მანძილზე ნაშენი ხუხულა. მაშინ აღმოვაჩინე, რომ არაფერი გამაჩნდა "ჩემი", არ არსებობდა "მე". ის, რაც ჩემგან გამოეძერწათ რაღაც უმსგავსი არსების ერთ-ერთი პერიფერიის რიგით ჭანჭიკს წარმოადგენდა. ირგვლივ მიმოვიხედე ახლა უკვე საკუთარი თვალებით და დავინახე. დავინახე სრულიად უცხო, უჩვეულო სურათი: ერთნაირი ადამიანები, ერთნაირი სახეებით, ერთნაირი მოძრაობით ერთი მიმართულებით მიაბიჯებდნენ გარემოში, სადაც ინდივიდუალიზმი და ინტერპრეტაცია ცარიელ სიტყვებად ქცეულიყო. თითქოს ეს ერთნაირი ადამიანები ხელიხელჩაკიდებულნი ფერხულში ჩაბმულიყვნენ (ჩემთან ერთად) და ცეკვავდნენ შეუჩერებლად, წინასწარ მკაცრად განსაზღვრული მოძრაობებით. არც ერთი შეცვლილი, ჩამატებული ან გამოკლებული მოძრაობა, არავითარი ინტერპრეტაცია, მხოლოდ წესები, წესები, წესები. უსახო სახეები, უტვინო ტვინები, უაზო აზრები, უგულო გულები, უღირსი ღირსები, უსამართლო მართლები, უამრავი უშინაარსო სიტყვათა გროვა ჩემს გარშემო საოცრად ლამაზ, მოწესრიგებულ სისტემას ქმნიდა სახელწოდებით - საზოგადოება.
და მე შევწყვიტე ცეკვა! შევწყვიტე, რამეთუ დამიბრუნდა თვალისჩინი. ახლა აღარ მსურს საცოდავი ბუტაფორია ვიყო სხვათა მაამებლად შექმნილი და კოლექტიური აზროვნების ნორმებს შესაბამებული. მე აღარ ვარ უგვანი დეკორაციის დამამშვენებელი ნივთი, ნაცრისფერი ილუზიის ბურუსში გახვეული, რომელსაც "თავისუფლება" ჰქვია. არ მჭირდება არაფერი გამზადებული, რადგან "მე"გამოვიგონებ ველოსიპედს! "მე"აღმოვაჩენ ახალ კონტინენტს! "მე" დავხატავ მონა ლიზას! "მე" დავანგრევ ყველა ხიდს ცხოვრების გასამარტივებლად წყალზე გადებულს და ვისწავლი ცურვას!
მე იმაზე გეკამათებოდი რომ შენ დამიწერე - არავინაა თავის უფალიო და როგორ არაათქო... ;) ;) ;) :) :) ახლა სხვაგვარად ამბობ - "მე მხოლოდ იმას ვაპროტესტებ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანები იმდენად დიდ ზეგავლენას განიცდიან საზოგადოებისგან, რომ ინდივიდუალიზმს სრულიად კარგავენ. და როცა რაღაცას აკეთებენ კითხვაც კი არ უჩნდებათ რატო იქცევიან ასე და არა სხვაგვარად. (იქცევიან ასე იმიტომ, რომ ყველა იქცევა ასე)." - მე ამას დიდი ხანია ვაპროტესტებ და როგორ არ დაგეთანხმებოდი! :) :) :)
რაც შეეხება ბოლო აბზაცს...
ახლა გეტყვი - გამარჯობა მარიამ! ;)
შენ წერდი რომ "ახალშობილი რაზე ვფიქრობდი ან თავისუფლება როგორ წარმომედგინა, მაგრამ ის ვიცი, რომ თვალები გახელისთანავე დამიხუჭეს" - მაშ გამოდიოდა რომ შენი თვითიც კი, საზოგადოების ნაწილია... საერთოდ აღარაფერს იტოვებდი შენსას, ინდივიდუალურს, საკუთარს, ღვთაებრივს და ა.შ. ;)
ახლა ყველაფერი გარკვევით წერია! ;)
სხვაგვარად არ ვამბობ, შენ უბრალობ სიტყვასიტყვით იგებ ყველაფერს არადა მთავარი კონტექსტია. თან მხატვრულად მიწერია :))
აი გეტყვი კონკრეტულად და "გარკვევით" : არავინაა თავისუფალი, იმიტომ რომ დაბარებიდანვე საზოგადოება ფარავს შენს თვითს და ცდილობს მთლიანად მოგარგოს თავისი "კანონები", მაგრამ მას შმდეგ რაც აზროვნებას იწყებ გიჩნდება სურვილი (ნუ ყველას არ უჩნდება სამწუხაროდ) შენი თვითი იპოვო, ის რაც დაბადებისას მოგეცა! ეს არ ნიშნავს იმას რომ საზოგადოებას მთლად განუდგე და ვერც განუდგები, მაშინ "ვაკუუმში" უნდა იცხოვრო, რაც შეუძლებელია :)) ასე რომ შნი თვითი უნდა იპოვო, მაგრამ რადგან საზოგადოების ყველა კანონს ვერ უგულებელყოფ სწორედ ამიტომ თავისუფალი ვერასოდეს გახდები.
ისეთი ადამიანიც კი, რომელიც სოციუმს გაექცა და სადღაც ტყეში ცხოვრობს არაა თავისუფალი, რადგან მის საქციელს ბუნება გარემო პირობები, ცხოველები და ასე შმდეგ განაპირობებს.
ახლა წერია გარკვევით? :))))
:) :) :) :))))
გეუბნები ახლა სხვაგვარად წერიათქო და შენ მაინც იძახი არაო... :) :) :) :)
რაც ახლა წერია, ნათელი და გასაგები... ;) ამაზე უკვე გითხარი რომ გეთანხმები!
მარიამ, ესაა საუბარი საუბრისთვის...
ისე კი ერთს გეტყვი... თავის უფლება!!! ეს სიტყვა კარგად დაყავი და მეგონა იმას დაწერდი რასაც მუდამ ვამბობ და ვწერ!
თავის უფალი არის ის, ვინც საკუთარ თავს ფლობს! ;) და იმ უზენაეს, ჭეშმარიტს უქვემდებარებს, ვისი "მონობაც" არის თავისუფლება! ;)
აი, ესაა თავის უფლება, თავის ფლობა, თავზე ბატონობა, არა "თვითით" არამედ სულით! ... ;)
P.S. თვითი - თეოლოგიური ტერმინია, გამოიყენება ლიტურგიკულ ტექსტებშიც... ;)
მე უბრალოდ შენი კომენტარების მიხედვით ვწერდი პასუხებს და ბოლოს აქამდე მივედით :))
სწორედ ესაა კამათის ხიბლი. მიხვდი? :))) მიყვარს პოლემიკა და მადლობა რომ მეკამათე :))
ესსეშიც ზუსტად იგივეს ვწერ, უბრალოდ სხვა სიტყვებით და მხატვრულად, პირდაპირ ასე რომ დამეწერა ჩემი აზრი როგორც წინა კომენტარში არ იქნებოდა ლამაზი და საინტერესო. მკითხველსაც ვუტოვებ ფიქრისა და ინტერპრეტაციის საშუალებას. მოკლედ ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩემი ტექსტი ინტერტექსტუალურია და მე პოსტმოდერნი მწერალი ვარ :)))) ("ცოტა"(?) ამბიციურად კი გამომივიდა, მაგრამ..) :))))))
თვითი თეოლოგიური ტერმინი რომ არის ვიცი, მაგრამ ეს თეოლოგიური ტექსტი არაა და აქ თვითს ვიყენებ ადამიანის "მე"-ს (self) აღსანიშნავად. სამწუხაროდ ქართულ ენაში ბევრი სიტყვა გვავს, რომელსაც არ ვიყენებთ (მაგალითად თვითი და მავანი)
რაც შეეხება თავის უფალს აქაც ქართული ენის პრობლემასთან გვაქვს საქმე და გარკვეულწილად ამასაც ვუსვამ ხაზს, დავწერე თავის უფალი და არა თავისუფალი. მაგალითად ინგლისურში არის freedom და liberty, ქართულში კი მხოლოდ თავისუფლება. ასევეა სულის შემთხვევაშიც; ინგლისურში soul და spirit ქართულში კი ვიყენებთ მარტო სულს, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მშვენიერი სიტყვა - სამშვინველი. ეეეჰ თუმცა ეს უკვე ენათმეცნიერების საქმეა :(((
კარგია... ეს მსჯელობა მომწონს... ;) კარგი ქართული სიტყვების სიაში და ამ შენი "ინტერტექსტუალური" ტექსტისთვის შეგაშველებ სიტყვას - გვამი! (გუამი) ;) :) ეს შეიძლება self_ის თარგმანადაც წაგვადგეს... ;)
აი, სამშვინველზე კი სრულიად გეთანხმები... ;) მიხარია რომ სემინარიის სტუდენტი ვარ და უფრო ხშირად შეიძლება გამოვიყენო სამშვინველის ცნება... ;) :) მშვენიერი საუბარი გამოგვივიდა, მადლობა შენ და ქველს ;)
:))
ვსერჩავდი ქველზე და ამ პოსტს გადავაწყდი. რაღაც ნოსტალგიური, მონატრების და გულდაწყვეტის განცდა ერთად შემოვიდა - კარგი დრო იყო ასეთი მსჯელობების, ბლოგ პოსტების.
აი ვნახე შენი კომენტარი და მეც ნოსტალგია მომეძალა :)))
რა მოხუცებივით ვწუწუნებთ :D :D :D :D :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2025.
საათი: 10:41am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია