თავისუფლებისთვის იბრძვიან პიროვნებები ერები და დღესაც მრავალ ქვეყანაში ომები თავისუფლების სახელით ხდება....
მაინც რა არის თავისუფლება? ლექსიკონის მიხედვით: თავისუფლება – დესპოტური მთავრობის კონტროლის, გარე ან უცხო წესის, მონობის, არარსებობა; შეზღუდვების, შევიწროების არარსებობა…
ამ თემაზე უამრავი საუბარი შეიძლება, რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენი აზრია.. მაგრამ ჩემი აზრით ქვემოთ მოყვანილზე უკეთ შეუძლებელია გამოთქმა იმისა თუ რა არის თავისუფლება...
ქრისტიანობა სულიერი თავისუფლების იდეალს ხედავს ღმერთში, რომელიც სიყვარულია (1 ინ. 4, 16), და ამით „სიკეთისა და ბოროტების იქით“ მისი აბსტრაქტული არსებობის რაიმე შესაძლებლობასაც პრინციპულად გამორიცხავს. ადამიანის ჭეშმარიტი სულიერი თავისუფლება მხოლოდ ღმერთის უსაზღვრო სახიერების „ფარგლებში“ ვითარდება. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული: სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება. პირიქით, თავისუფლებანი და უფლებანი, რომელნიც ქრისტიანული სიყვარულის იდეაზე არ არიან დაფუძნებულნი, აღმოჩნდებიან გარეშე იმისა, რასაც კაცობრივ ენაზე სიკეთე, ცხოვრება და თვით თავისუფლება შეიძლება ვუწოდოთ. ხოლო რაც გარეშე ამისა არსებობს, ცხადია - ბოროტება, ტანჯვა და მონობაა.
“ვისაც უნდა პირველყოფა, იყოს იგი ყველას მსახურ” (მარკ. 10,44); იმიტომაცაა ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოება მომნიჭებელი ნამდვილი თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობისა, რომ იგი თვითდამკვიდრების უარყოფის პრინციპს ეფუძნება: “რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი მოყვასისათვის, მან პოვოს იგი”, – ბრძანებს მაცხოვარი. თავისუფლება მშვენიერია, სასურველი და ახლობელი, მაგრამ იგი ამავე დროს საშიშიცაა, რადგან თითოეულ ჩვენგანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს; თავისუფლება ადამიანს აძლევს არჩევანის, ინიციატივის გამოჩენის, შეხედულებების შეცვლის საშუალებას… მაგრამ, ამავე დროს, პასუხსაც სთხოვს ყველა მის მოქმედებასა და გადაწყვეტილებაზე.“
წმ. იოანე ოქროპირი-,,ასეთია ქრისტიანობა: იგი მონობაშიც მოგვიპოვებს თავისუფლებას"
წმ.მარკოზ მონაზონი(განშორებული)-,,თავისუფლების კანონი იკითხება ჭეშმარიტი შემეცნების გზით, შეიმეცნება მცნებათა აღსრულებით და სრულდება ქრისტეს გულმოწყალებით“ –,, ვერ მოითხოვს მონა თავისუფლებას როგორც ჯილდოს, არამედ იგი როგორც ვალდებულების შემსრულებელი, მოსაწონი ხდება ბატონისთვის და ამ თავისუფლებას მისგან როგორც მადლს, ისე მოელის.არ ეძიო მისი სრულყოფილება ადამიანურ სათნოებებში, რადგანაც მათში არ არის სრულყოფილება; მისი სრულყოფილება ქრისტეს ჯვარშია დაფარული“
ილია II-,,ჭეშმარიტი თავისუფლება ცოდვათაგან განთავისუფლებით მიიღება“-,,თავისუფლების მოპოვება რთულია; მონობაში დარჩნა – იოლი, მაგრამ თავისუფლების შედეგი მარადიული ნეტარებაა, მონობისა კი – მარადიული სიკვდილი“.
არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)-,,კაცმა გზა თვითონ უნდა დაილოცოს თავისი კეთილი გადაწყვეტილებით. როგორც ივლი, გზაც ისეთი გექნება, ადამინს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა…“
სხვა მოძღვარი-,,ჩვენს საუკუნეს თავისუფლება თვითნებობამდე დაჰყავს, დამოუკიდებლობა – ანარქიამდე, დათმენა – ინდეფერენტიზმამდე, მშვიდობა – სამხედრო მდგომარეობამდე, პროგრესი – ზნეობის დაცემამდე.“
და ბოლოს.. "თავისუფლება ცაში მონავარდე თეთრ არწივს ჰგავს,იგი თავისთვის ლაღად დაფრინავს, არც ვისმეს აჩაგვრინებს თავს და არც ვინმეს ჰკორტნის ყვავ–ყორანივით..."
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია