Qwelly ბლოგი! - თავისუფლება (21)

ჯონ სტიუარტ მილი - თავისუფლების შესახებ

ქეთევან პოპიაშვილი

      ჯონ სტუარტ მილი ინგლისელი ეკონომისტი, ფილოსოფოსი და პუბლიცისტი 1806 წელს დაიბადა ლონდონში. ის გაიზარდა მამის, ჯეიმს მილის გვერდით და მიიღო საფუძვლიანი განათლება: 3 წლის ასაკიდან სწავლობდა ლათინურ და ბერძნულ ენებს, 12 წლისამ დაწერა წიგნი. ამის შემდგომ პერიოდში მას ჰქონდა გარკვეული ფსიქიკური პრობლემები რომელთა დაძლევაც მოახერხა 20 წლის ასაკში და ამის შემდეგ ნაყოფიერად მოღვაწეობდა შემოქმედებითად და…

გაგრძელება

დაამატა Ketevan_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 16, 2018 წელი. 8:00am — არ არის კომენტარები
_______________

რეგრესული აზრები მოცეკვავეთა ბრძოლაზე

      როცა აქციის სახელწოდება გავიგე - ჩვენი თავისუფლებისათვის - ვიფიქრე, რუსეთმა ისევ გადმოსწია საზღვარი და ამისთვის შეიკრიბა ეს ახალგაზრდობათქო. მერე წავიკითხე მეორე სახელწოდება - ვცეკვათ და ვიბრძვით ერთად (მართალია იქ ცალ-ცალკე ეწერა, რა საჭირო იყო არ ვიცი, მაგრამ მე ასე დამამახსოვრდა) და მივხვდი რომ არაფერ შუაშია რუსეთი და ოკუპაცია, ეტყობა, რომელიმე მოცეკვავეთა ანსამბლი, აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანაში დააპატიმრეს და აქედან…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 13, 2018 წელი. 2:00pm — 4 კომენტარი
________________

გაუჩუმებელი სინდისის ხმის დღე

      არ მოვწსრებივარ, არ გადამხდენია, არ მინახავს, მაგრამ ბევრი მსმენია და როგორც წესი, ამ ბევრში ტყუილ-მართალის გარჩევა ძალზედ რთულია (არადა, კაცობრიობის დაცემა ხომ სწორედ ხის ნაყოფის - ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა - გამო იწყება. ჩანს, ვერ შევირგეთ ის ნაყოფი ან მერე დავკარგეთ, უსაშველოდ). თუმცა, თავად ფაქტის შესაფება ალბათ მიღებული შედეგებით შეიძლება, მომდევნო პერიოდის ისტორიით და როგორც ყბადაღებულად იტყვიან ხოლმე - ისტორია თავის…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 9, 2018 წელი. 1:53pm — 4 კომენტარი
________________

თავისუფლებაც თუ ნაკლოვანებაა, მაშინ?!

      თავისუფლების შესახებ მსჯელობისას ხშირად აღნიშნავენ, რომ თავისუფლება ადამიანის უმთავრესი ღირებულებაა და არ არსებობს მასზე დიდი, რომ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს, რომ ის თანაბარდია თავად სიცოცხლისა - „რა ხელს-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული, გალიაშია დატყვევებული?“ და ა.შ. ცხადია, როგორც ყველაფერში ამ საკითხშიც შეიძლება დაეჭვება - მართლაც ასეა თუ არა?! და თავისთავად, რა არის…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 16, 2017 წელი. 1:21pm — 2 კომენტარი
________________

თხუთმეტმილიონიანი ზარალი - ცუდი დაბანდება

      სარკის მთელი იდეა ისაა, რომ კოსმოსი შეგიზღუდოს და შენს მცირე სივრცეში ჩაგკეტოს, ჩაგაქვაოს, ჩაგანარცისოს. მარტო ის გაყურებინოს რაც ჩანხარ და არ მოგცეს საშუალება, დაინახო - ვინ ხარ და რა შეიძლება გახდე. სწორედ, ამ სარკეებში მზირალთა სამყაროდ გადავიქეცით - მთელი დღე ვირტუალურ რეალობაში დაკარგულები, ტელეფონის ეკრანზე თქვენს ან სხვის ანარეკლებს რომ უყურებთ, და ხშირად, ფიზიკური სამყარო უფრო ვირტუალურია, ვიდრე ციფრული.…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 15, 2017 წელი. 1:36pm — არ არის კომენტარები
_______________

სპეტაკი სიმშვიდე და ჟამის მოახლოება

      შუაღამე გადასული იყო, როდესაც ერთ მყუდრო ხის ქოხს მიადგნენ. არც სიცოცხლის ნიშანწყალი ჩანდა სადმე და არც სანთელი ბჟუტავდა.

      - ჯერ მე წავალ, ვნახავ რა ხდება - თქვა მიოდმა.

      ტარაკანი და მარია ბუჩქებში ჩიამალნენ, გაიყუსნენ.

      - რა ხდება იქ? - იკითხა თოვლის ქულამ.

      - ჯერ არ ვიცით, ნახავს მიოდი და გვეტყვის.

      სამჯერ შემოუარა მიოდმა ხის ქოხს. შიგნით შეიხედა. მერე შევიდა, მოათვალიერა. უკან…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2016 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

თავისუფლების ძებნაშია თავისუფლება

      გამწარებულები მიჰქროდნენ და ჯერ კიდევ ზამთის სიცივე სახეს უყინავდა. თოვლის ქულა მაინც ფიქრობდა იმ სახლზე, იმ მოტაცებაზე, რომელსაც ტარაკანი ასე საზარელ ფერებში უხატავდა წეღან, როცა არც კი უსმენდა, და ახლაღა მოაგონდა მისი სიტყვები - გაგწრთვნიან, მოგაშინაურბენ, დაგიმონებენ.

- ფრთხილად, ურემი მოდის. - მიოდის შეძახებამ გამოაფხიზლა ფიქრებში წასული თოვლის ქულა.

- აქ ჩავიმალოთ ბუჩქებში. - გადასწია მარიამ ბუჩქებისკენ და სამივენი იქ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 19, 2016 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

საზღვრებს გარეთ

საზღვრები, საზღვრებს გარეთ, ადამიანი, შესაძლებლობები, თავისუფლება, ქველი, ბლოგი, qwelly, blog, freedom tavisufleba, shesadzleblobebi, sazgvrebi, borders

შესაძლებლობები საზღვრებს სცდება..

იქნებ არც კი განსხვავდები ჩემგან?

რამდეჯერ მიფიქრია იმ ადამიანებზე ვისზეც წამიკითხავს, მინახავს ან გამიგია..

როგორ მოვიქცეოდი მათ ადგილას? მეც რომ მის პირობებში გავზრდილიყავი? მეგრძნო? შემყვარებოდა? შემძულებოდა? მასსავით მარტო ვყოფილიყავი?

როგორ მოვიქცეოდი მის ადგილას?

ან შენ როგორ მოიქცევი ჩემს ადგილას?

შემიძლია ვიგრძნო ან იგრძნო ჩემს…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 16, 2016 წელი. 2:00am — 8 კომენტარი
________________

მეამბოხე თავისუფლების სულისკვეთებით

რიჩარდ ბახის, "თოლია ჯონათან ლივინგსტონ"-ის მიხედვით

      ნაწარმოები თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანის სულისკვეთებით არის სავსე, წერის მანერა სადა და დახვეწილია, ისეთია ბევრ რამეზე რომ დაგაფიქრებს და ეს ფიქრები თითქმის მთელი ცხოვრება რომ შეგაწუხებს, აგაწრიალებს. ნაწარმოების დანიშნულებაც ხომ ესაა, შეძრას მკითხველი რაღაც ასწავლოს ისეთი რაც აქამდე არც კი უფიქრია. როდესაც თავისუფლების ფენომენზე ვფიქრობ ყოველთვის…

გაგრძელება

დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: მარტი 15, 2016 წელი. 3:00pm — 2 კომენტარი
________________

ფუნქციადაკარგულის ხსნა



სამი მღვდელთმთავრის - ბასილი დიდის, გრიგოლი ღრთისმეტყველის და იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესია, სოფ. ბობოყვათი, ქობულეთი, საქართველო

      ზღვასთან ძალიან ახლოს, სულ რაღაც 60 მეტრზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში, 1999 წელს დაიწყო და 2009 წელს დასრულდა სამი მღველთმთავრის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. ეს ის მღველთმთავრები არიან, რომელთაც ქრისტეს ეკლესია უწოდებს - მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 2, 2016 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მარტოობა სულს ათავისუფლებს

      მახსოვს, ბავშვობაში, დაძინების წინ, წარმოვიდგენდი თითქოს წყალში ვიძინებდი. უცნაურია, მაგრამ სრული სიცხადით მახსოვს როგორ ვიწექი ბნელ ოთახში, საბნიდან მხოლოდ თავი მიჩანდა და ფეხებს ისე ვამოძრავებდი ლოგინში, როგორც წყალში ცურვისას არის საჭირო. მახსოვს ფიქრებიც და ოცნებებიც - მექნებოდა ერთი კაფსულა-საწოლი, სადაც ვიწვებოდი დილიდან საღამომდე და საღამოდან დილამდე, მექნებოდა საჭმელი და რომელიმე ოკეანეში გადავაგდებინებდი ამ კაფსულას, ვიდრე ფსკერამდე…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 25, 2016 წელი. 8:00pm — 6 კომენტარი
________________

არიფანობა ჩვენებურად

მომნატრებია არიფანობა,

ჩვენი ლაღობა და ერთად ყოფნა.

სუფრა მწირი და გული უხვი,

ფინჯანში ყავა და მკითხაობა.

სჯა-მასლაათი ყოფნა-არყოფნის,

ჩვენი ოცნება და მონატრება,

ეჰ, იყოს ჩვენი არიფანობა,

იმ დროის ნახული თავისუფლება.

 ისლით შეკრული გამოდგა ტივი,

კიდეც დაშალა ცხოვრების ღელვამ,

და სასწაულად გადავრჩით მაშინ

თუმცა გავრიყეთ ერთურთი…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 12, 2015 წელი. 9:00am — არ არის კომენტარები
_______________

თავისუფლება ფეისბუკურად

      მართალია, დიდი ხანია ვიძახი რომ ფეისბუკის გაუქმებას ვაპირებ, მაგრამ ვერა და ვერ დაადგა ამას საშველი. სამწუხაროდ ფეისბუკის გაუქმება ნიშნავდა ადამიანების დაკარგვას, რომლებიც ასე მიჯაჭვულან იქაურობაზე და აზრადაც არ მოსდით საკუთარი შექმნან. ასევე დიდი ხანია არ მომწონს ყოველივე ის, რასაც ფეისბუკი აკეთებს, რა პროექტებსაც ის ანხორციელებს და ვის მხარდამჭერადაც გვევლინება აწ უკვე ოფიციალურად (ვგულისხმობ ჰომოსექსუალიზმის წახალისებას, მხარდაჭერას და…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 22, 2015 წელი. 8:00pm — 7 კომენტარი
________________

პლატონი (აქ არის მაგალითი გამოქვაბულის შესახებ)

პლატონი (აქ არის მაგალითი გამოქვაბულის შესახებ)

     პლატონი "სახელმწიფოს" VII წიგნს _ გამოქვაბულის ცნობილ მითს იწყებს შემდეგი სიტყვებით:

     "ამის შემდეგ შენ შეგიძლია მიამსგავსო ეს მდგომარეობა განათლების და გაუნათლებლობის ჩვენეულ ბუნებას".

     "განათლებულობა" აქ პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა იყოს გაგებული. ეს ბერძნული სიტყვა ნიშნავს ერთსა და იმავე დროს…

გაგრძელება

დაამატა tkipa_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 25, 2015 წელი. 4:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სურნელთა ფერი

      თავისუფლების სურნელი...როგორი ტკბილი და მიუსაფარია... იგი ხშირად ჩიტუნას გავს, რომელსაც ლაღად სურს ქროლვა, უბრალოდ გალიიდან გასვლა არ ძალუძს... არადა, რა ფასი აქვს დატყვევებულ თავისუფლებას? ადამიანის სული ხშირად მაგონებს ასე, გამომწყვდეულ ფრთოსანს, რომელიც უშედეგოდ იღწვის, თითქოს ცვლის პატარ-პატარა ნიუანსებს, მაგრამ უშედეგოდ...

      რა მოხდება მაშინ, თუ აღმოაჩენ, რომ თითოეული შენი გადადგმული ნაბიჯი…

გაგრძელება

დაამატა khatuna zitanishvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 11, 2015 წელი. 12:00am — არ არის კომენტარები
_______________

თვითტკბობა

     მახსოვს, წინა ცხოვრებაში ვორდპრესელი ვიყავი. როგორც ახალბედა ბლოგერებს სჩვევიათ ხოლმე, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები რომ არიან და უკვე დიადი მოაზროვნეები ჰგონიათ თავი, მეც რაღაცეებს ვპოსტავდი და დროს ამით ვჭამდი და საკუთარი თავით ვტკბებოდი.

გიყვარდეს შენ-მის-თვის, თვითტკბობა, ნარცისუსა, სიყვარულის შესახებ, მოგონება ბლოგერობისა, დამწყები ბლოგერი, ქველიბლოგი, ქველი, qwelly, qwellyblog, sivyaruli, love, lovestory

     ჰოდა, ახლა ცოტა დრო რომ გავიდა და ცოტა გავიზარდე და საკუთარი თავით ტკბობა და ნააზრევების ფრქვევაც ცოტა მაღალ საფეხურზე რომ ავიდა, ამ გადმოსახედიდან ძველიდროინდელი ბლოგერობა…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 19, 2015 წელი. 7:30pm — 15 კომენტარი
________________

თავისუფლების კუნძული

       ,,ყველას თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, თავისი სამყარო, სწორი და კარგი ეს იქნებოდა.  მხოლოდ ასე შეიძლება სხვისი ცხოვრების გაგება და დადგება დრო, როცა გაგება გახდება მთავარი და არა პრაქტიკული ზრუნვა და დახმარება...  იცი რა? ადამიანი ხომ იშვიათად მოქმედებს უანგაროდ. ხშირად ზრუნვასა და სიყვარულში ისეთი ძალადობაა გახვეული, ვერც წარმოიდგენ... და ეს ძალადობა ყველაფერზე საშინელია. ვინც გარჩენს და გემსახურება, თავისუფლებას გართმევს ხშირად,…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: მარტი 26, 2014 წელი. 10:30pm — 4 კომენტარი
________________

მწამს ერთი ღმერთი! - ვითომ ერთი?

"YHWH, შენი ღმერთი, ერთი ღმერთი"

       უკვე რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც იოზეფ რატცინგერის წიგნიდან შემოგთავაზეთ ამონარიდი. ახლა, დრო და გარემო მიწყობს ხელს, დავუბრუნდე წიგნს და ჩანიშნული თავებიდან რამე ამოვწერო და მკითხველს, რელიგიურობით დაინტერესებულ საზოგადოებას წარვუდგინო. დღეისთვის აღმსარებლობის და ღმერთის ერთობის საკითხს შევეხები,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 26, 2014 წელი. 8:00pm — 4 კომენტარი
________________

თავისუფლება

      

თავისუფლებისთვის იბრძვიან პიროვნებები ერები და დღესაც მრავალ ქვეყანაში ომები თავისუფლების სახელით ხდება....

       მაინც რა არის თავისუფლება? ლექსიკონის მიხედვით: თავისუფლება – დესპოტური მთავრობის კონტროლის, გარე ან უცხო წესის, მონობის, არარსებობა; შეზღუდვების, შევიწროების…

გაგრძელება

დაამატა Ann_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 4, 2013 წელი. 6:30pm — არ არის კომენტარები
_______________

წუწნია კამფეტი

       დროებითია ასავალ დაკარგული ცხვრის ძიება სიმართლისადმი... სიყვარულისადმი.. ნებდება ძალის ---- ნებისყოფის ... ასავალ-დასავალ დაკარგულ ცხვარს ტკივა.. (დ რ ო ე ბ ი თ ა დ);

  • მისწრაფება ერთი____ ბედნიერება... (პირდაპირი გაგებით);
  • ტრაგედია ერთი____ უსიყვარულობა... ( -_- );…
გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 26, 2013 წელი. 12:30am — 1 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2026

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ბლოგ პოსტები

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

Qwelly World

free counters