ალბათ ყველაზე მკაფიო და აშკარა გამოხატულება ამ სივრცის სწორად აღქმისათვის შემეცნებაშია. თავისუფლების არსიც იმაშია რომ ბოროტისაგან განვთავისუფლდით და სწორედ დამოკიდებულებები ჩამოვიშორეთ. ეს ქრისტეს მიერ, სისხლით და ხორცით გამოხსნილი დიდებულებაა. ქრისტესშობამდე ეშმაკს აბსოლიტური ბატონობა ჰქონდა ადამიანზე, მას შეეძლო ადამიანი დაემონებინა და დაეპყრო, ემოქმედებინა თავისივე თვისებებიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე. ქრისტესშობის შემდეგ, სწორედ ეშმაკისაგან გამოხსნის საშუალება მოგვეცა ჩვენ. ეშმაკის ბატონობა მხოლოდ ჩვენივე ნებიდან, ჩვენივე უფლებად იქცა. ეშმაკს შეუძლია შემოგვთავაზოს, ფული, დიდება, ავტორიტეტი, ფუფუნება სანაცვლოდ მასზე მონობისა. ამ ყველაფრისაგან თავის დაღწევა შემეცნებითაა შესაძლებელი, რომ თავისუფალი ნება სწორედ ცოდნით განისაზღვროს და განირჩეს. შემოთავაზებულზე არჩევეანის გაკეთების შესაძლებლობაა თავისუფლება. თუ შემოთავაზებულის სწორად აღქმა და განსაზღვრა არ შეგვიძლია, გარეთ სხვა ფაქტორებზე გადაბრალება ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობაა, ეს ყველაფერი ჩვენივე უცოდინრობის შედეგია. ეშმაკს აქვს ერთი ასეთი გაბატონებული აზრი, "არ ცოდნა არ ცოდვააო"რის არ ცოდნაზეა საუბარი?მე რომ არ ვიცი გალაქტიკაში პლანეტების განლაგებისა და მათი გავლენების ჭეშმარიტება, ამის უცოდინრობა აბსოლიტიურად არ მაკნნებს და არ მღუპავს. მაგრამ როცა მე ვერ ვახერხებ, გავარჩიო, ესა თუ ის შემოთავაზება ეშმაკისაგანაა თუ უფლისაგან ეს უკვე დამღუპველი და დამანგრეველია. შემეცნება არის საშუალება თავისუფალი გადაწყვეტილებებით, თავისუფლების მოპოვებისა. თუ ადამიანი შემეცნებიდან გამომდინარე ახერხებს, სულის გულის და გონების განწმენდას, მას უკვე საღი აზროვნება, სულიწმინიდის მადლის წყალობით და შეწევნით ეხმარება, მიიღოს მადლი. მიიღოს და დაიტიოს სწორედ ის მაცხოვნებელი სივრცე, რასაც თავისუფლებით მივყავართ ჭეშმარიტებამდე. ადამიანის გათითოკაცება და განმარტოვება ერში, უდიდესი უმადურება და უპასუხისმგებლობაა. როდესაც ადამიანს შეუძლია მინიმუმ ერთი მცირე ღიმილით მოგიტანოს სიხარული, ეს სწორედ წმინდა გონებიდან გამომდინარე სივრცეა. ალბათ არავის აქვს ილუზია ამ ცოდვით და გაუტანლობით გათანგულ ყოფაში ხელშესახებად, იხილოს უფლის დიდებულება. ამისთვის ეკლესიაში დადგენილი ნორმები, საშუალებებია მიზნამდე მისასვლელად. რადგან ცოდვით დაცემული ადამიანის ბუნება, ვერ იტევს იმ დიდებულებას რასაც ჭეშმარიტება ჰქვია, ამისთვის უფალი გვივლენს, სიყვარულით და სითბოთი გაჟღენთილ ადამიანებს, სწორედ განწმენდილი სულის, გულის და გონების შესაბამისად.

      ერთხელ ერთმა გონებასუსტმა ადამიანმა მოძღვარს ჰკითხა, მადლობას თუ სწირავთ უფალს იმისთვის რომ ჯანსაღი აზროვნება გაქვთო. მოძღვარი ამ კითხვამ შეაშინა. მადლობა შენ უფალო იმისთვის რომ შემიძლია განვასხვავო და განვარჩიო ადამიანები. მატი სიხარული და სითბო გავიზიარო, მტკიოდეს მათი ტკივილი და ვტიროდე მათ სატირალზე. მადლობა შენ უფალო იმ ადამიანებისთვის რომლებიც შევიმეცნე და მინდა ცხოვრების მანძილზე შევიმეცნო. მადლობა იმ წყალობისათვის რასაც ეს ადამიანები თავისი სივრცით მინაწილებენ და ვუნაწილებ. ვინ მატერიალური, სოციალური, ფსიქოლოგიური, დედაშვილური, და-ძმური და ა. შ და ა. შ. მე შენ მიყვარხარ ადამიანო.

ანტონ გაგუა

ნახვა: 248

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გაგუა, თავისუფლება, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

MMOexp Diablo 4:Essentials for the Bearing the Weight of Ghosts Quest

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 24, 2026.
საათი: 10:33am 0 კომენტარი

Step deeper into the secrets of the Horadrim and Diablo 4 gold face your first major test in the Sins of the Horadrim storyline.

Season 13 of Diablo 4 introduces a gripping narrative…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters