ჟმუროვის დეპრესიის საკვლევი ტესტი - დეპრესიული მდგომარეობის სიმძიმის შესაფასებელი

ჟმუროვის ტესტი, ფსიქოლოგია, ტესტები

      გაინტერესებთ რამდენად დეპრესიული ხართ? მაშინ გააკეთეტ ეს ტესტი. აირჩიეთ თქვენთვის მისაღები ერთი ვარიანტი და ჩაინიშნეთ ფურცელზე.

1.

ა) ჩემი გუნება-განწყობა ახლა არაა იმაზე უფრო დაწეული (მოწყენილი), ვიდრე ჩვეულებრივად.
ბ) ალბათ ის უფრო დაწეული, ვიდრე ჩვეულებრივად;
გ) კი, ის უფრო დაწეულია, ვიდრე ჩვეულებრივად;
დ) ჩემი გუნება-განწყობა ახლა ბევრად უფრო დაწეულია, ვიდრე ჩვეულებრივად

2.

ა) მე ვგრძნობ, რომ მე მაქვს სევდიანი განწყობა;
ბ) ხანდახან მე მაქვს ასეთი გაქნწყობა;
გ) მე ხშირად მაქვს ასეთი განწყობა;
დ) ასეთი განწყობა მუდმივად მაქვს.

3.

ა) მე არ ვგრძნობ თავს ისე, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის გარეშე დავრჩი;
ბ) ხანდახან მაქვს ასეთი გრძნობა;
გ) ხშირად მაქვს ასეთი გრძნობა;
დ) მუდმივად ვგრძნობ თავს ისე, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანის გარეშე დავრჩი.

4.

ა) მე არ მაქვს იმის გრძნობა, თითქოს ჩემი ცხოვრება ჩიხში მოექცა;
ბ) ხანდახან მაქვს ასეთი გრძნობა;
გ) ხშირად მაქვს ასეთი გრძნობა;
დ) მუდმივად ვგრძნობ თავს ისე, თითქოს ჩემი ცხოვრება ჩიხში მოექცა.

5.

ა) მე არ მაქვს ისეთი გრძნობა, თითქოს დავბერდი;
ბ) ხანდახან მაქვს ასეთი გრძნობა;
გ) ხშირად მაქვს ასეთი გრძნობა
დ) მუდმივად ვგრძნობ, თითქოს დავბერდი.

6.

ა) არ ვარ იმ მდგომარეობაში, თითქოს გული დამძიმებული მაქვს;
ბ) ხანდახან მაქვს ასეთი მდგომარეობა;
გ) ხშირად მაქვს ასეთი მდგომარეობა;
დ) მუდმივად ვარ ასეთ მდგომარეობაში.

7.

ა) წყნარად ვარ ჩემს მომავალთან დაკავშირებით;
ბ) ალბათ მომავალი მაღელვებს ოდნავ უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ;
გ) მომავალი მაღელვებს უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებივ;
დ) მომავალი მარელვებს ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ.

8.

ა) ჩემს წარსულში არ ვხედავ იმაზე მეტ ცუდს, ვიდრე ყოველთვის;
ბ) წარსულში ცოტა უფრო მეტ ცუდს ვხედავ, ვიდრე ყოველთვის;
გ) ჩემს წარსულში ვხედავ მნიშვნელოვნად უფრო მეტ ცუდს, ვიდრე ყოველთვის;
დ) ჩემს წარსულში მე ვხედავ ბევრად უფრო მეტ ცუდს, ვიდრე ყოველთვის.

9.

ა) უკეთესის იმედი არანაკლებად მაქვს, ვიდრე ჩვეულებრივ;
ბ) ასეთი იმედები ცოტა უფრო ნაკლებად მაქვს, ვიდრე ჩვეულებრივ;
გ) ასეთი იმედები მნიშვნელოვნად უფრო ცოტა მაქვს;
დ) უკეთესი იმედები ბევრად უფრო ნაკლები მაქვს.

10.

ა) მე არ ვარ ჩვეულებრივზე უფრო მეტად მშიშარა;
ბ) მე ჩვეულებრივზე უფრო მეტად ვარ მშიშარა;
გ) ჩვეულებრივზე მნიშვნელოვნად უფრო მეტად ვარ მშიშარა;
დ) ჩვეულებრივზე ბევრად უფრო მეტად ვარ მშიშარა.

11.

ა) კარგი ისევევ მახასიათებს, როგორც ადრე;
ბ) ვგრძნობ, რომ ის უფრო ნაკლებად მახასიათებს;
გ) კარგი მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებად მახასიათებს, ვიდრე ადრე;
დ) ვგრძნობ, რომ ის ბევრად უფრო ნაკლებად მახასიათებს, ვიდრე ადრე.

12.

ა) არ მაქვს იმის გრძნობა, რომ ჩემი ცხოვრება უაზროა;
ბ) ხანდახან მაქვს ასეთი გრძნობა;
გ) ხშირად მაქვს ასეთი გრძნობა;
დ) მუდმივად ვგრძნობ იმას, რომ ჩემი ცხოვრება უაზროა.

13.

ა) მე არ ვარ ჩვეულებრივზე უფრო მეტად განაწყენებული;
ბ) ალბათ ჩეულებრივზე ოდნავ უფრო მეტად ვარ განაწყენებული;
გ) ჩვეულებრივზე მნიშვნელოვნად უფრო მეტად მწყინს;
დ) ჩვეულებრივზე ბევრად უფრო მეტად მწყინს.

14.

ა) სასიამოვნოთი ისევე ვკმაყოფილდები, როგორც ადრე;
ბ) ასეთ კმაყოფილებას ოდნავ უფრო ნაკლებად ვიღებ;
გ) ასეთ კმაყოფილებას მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებად ვიღებ, ვიდრე ჩვეულებრივად;
დ) უკვე აღარ ვიღებ კმაყოფილებას ამით.

15.

ა) დანაშაულს არ ვგრძნობ ხოლმე, თუ არ არის ამის მიზეზი;
ბ) ხანდახან თავს რამეში დამნაშავედ ვგრძნობ;
გ) მე ხშირად ვგრძნობ, თითქოს რამეში დამნაშავე ვიყო;
დ) მუდმივად ვგრძნობ თავს რამეში დამნაშავედ.

16.

ა) თუ რამე ისე არაა, თავს ჩვეულებრივზე მეტად ვიდანაშაულებ;
ბ) ამისთვის თავს ოდნავ უფრო მეტად ვიდანაშაულებ;
გ) ამისთვის ჩვეულებრივზე უფრო მეტად ვიდანაშაულებ თავს;
დ) ბევრად უფრო მეტად ვიდანაშაულებ თავს.

17.

ა) როგორც წესი, საკუთარი თავის მიმართ არ მაქვს სიძულვილის გრძნობა;
ბ) ხანდახან ხდება, რომ თავი მძულს;
გ) ხშირად მძულს ხოლმე თავი;
დ) მუდმივად ვგრძნობ, რომ თავი მძულს.

18.

ა) არ მაქვს ისეთი გრძნობა, თითქოს ცოდვებში ვიყო ჩაფლული;
ბ) ხანდახან უკვე მაქვს ასეთი გრძნობა;
გ) უკვე ხშირად ვგრძნობ ამას;
დ) ეს გრძნობა უკვე აღარ გამდის.

19.

ა) სხვების ჩადენილზე თავს ჩვეულებრივზე უფრო მეტად არ ვიდანაშაულებ;
ბ) ამისთვის ჩვეულებრივზე უფრო მეტად ვიდანაშაულებ თავს;
გ) მნიშვნელოვნად უფრო მეტად ვიდანაშაულებ თავს;
დ) სხვების ჩადენილზე ჩვეულებრივზე ბევრად უფრო მეტად ვიდანაშაულებ თავს.

20.

ა) ჩვეულებრივ არ მაქვს ისეთი გრძნობა, როცა ყველაფერი უაზროდ ჩანს;
ბ) ხანდახან მაქვს ასეთი გრძნობა;
გ) უკვე ხშირად მაქვს ასეთი მდგომარეობა;
დ) ეს მდგომარეობა უკვე აღარ გამდის.

21.

ა) არ მაქვს ის გრძნობა, თითქოს სასჯელი დავიმსახურე;
ბ) უკვე მაქვს ხოლმე;
გ) ის ხშირად მაქვს უკვე;
დ) ეს გრძნობა ფაქტიურად არ გამდის.

22.

ა) ჩემში კარგს არანაკლებად ვხედავ, ვიდრე ადრე;
ბ) კარგს ოდნავ უფრო ნაკლებად ვხედავ ჩემში, ვიდრე ადრე;
გ) ჩემში კარგს მნიშვნელოვნად უფრო ნაკლებად ვხედავ, ვიდრე ადრე;
დ) ჩემში ბევრად უფრო ნაკლებად ვხედავ კარგს, ვიდრე ადრე.

23.

ა) მე ვფიქრობ, რომ ჩემში ცუდი არაა იმაზე მეტი, ვიდრე სხვებში;
ბ) ხანდახან ვფიქრობ, რომ ცუდი სხვებზე უფრო მეტი მაქვს;
გ) მე ხშირად ვფიქრობ ასე;
დ) მუდმივად ვფიქრობ, რომ ცუდი ჩემში უფრო მეტია, ვიდრე სხვებში.]

24.

ა) არ მაქვს სიკვდილის სურვილი;
ბ) ამის სურვლი ხანდახან მაქვს;
გ) ამის სურვლი უკვე ხშირად მაქვს;
დ) ეს უკვე ჩემი მუდმივი სურვილია.

25.

ა) მე ხშირად არ ვტირი;
ბ) ხანდახან ვტირი;
გ) ხშირად ვტირი;
დ) მინდა ტირილი, მაგრამ ცრემლები აღარ მაქვს.

26.

ა) არ ვგრძნობ, რომ გაღიზიანებული ვარ;
ბ) ჩვეულებრივზე ოდნავ უფრო მეტად ვარ გაღიზიანებული;
გ) ჩვეულებრივზე მნიშვნელოვნად უფრო მეტად ვარ გაღიზიანებული;
დ) ჩვეულებრივზე ბევრად უფრო მეტად ვარ გაღიზიანებული.

27.

ა) არ მაქვს ისეთი მდგომარეობა, როცა არ ვგრძნობ ჩემს ემოციებს;
ბ) ხანდახან მაქვს ასეთი მდგომარეობა;
გ) ხშირად მაქვს ასეთი მდგომარეობა;
დ) ასეთი მდგომარეობა უკვე აღარ გამდის.

28.

ა) ჩემი გონებრივი აქტივობა არანაირად არ შეცვლილა;
ბ) უკვე რაღაც გაურკვევლობას ვგრძნობ ჩემს აზრებში;
გ) უკვე ვგრძნობ, რომ ძალიან გამოვშტერდი (თავში ცოტა აზრია);
დ) უკვე არაფერზე აღარ ვფიქრობ (თავი ცარიელია).

29.

ა) არ დამიკარგავს ინტერესი სხვების მიმართ;
ბ) ვგრძნობ, რომ ჩვეული ინტერესი სხვების მიმართ ოდნავ შემცირდა;
გ) ვგრძნობ, რომ ეს ინტერესი ბევრად შემცირდა;
დ) საერთოდ გაქრა ინტერესი ადამიანების მიმართ.

30.

ა) გადაწყვეტილებებს ჩვეულებრივად ვიღებ;
ბ) ეს უფრო მიჭირს, ვიდრე ყოველთვის;
გ) გაცილებით უფრო მიჭირს;
დ) უკვე აღარ შემიძლია გადაწყვეტილებების მიღება.

31.

ა) მე არანაკლებ მიმზიდველი ვარ, ვიდრე ჩვეულებრივ;
ბ) ალბათ ცოტა უფრო ნაკლებად მიმზიდველი ვარ;
გ) გაცილებით უფრო ნაკლებად მიმზიდველი ვარ;
დ) ვგრძნობ, რომ საშინლად გამოვიყურები.

32.

ა) ისევე შემიძლია შრომა, როგორც სულ;
ბ) ოდნავ უფრო მიჭირს შრომა;
გ) გაცილებით უფრო მიჭირს;
დ) უკვე საერთოდ ვერ ვშრომობ.

33.

ა) ჩვეულებრივზე ცუდად არ მძინავს;
ბ) ოდნავ უფრო ცუდად მძინავს;
გ) გაცილებით უფრო ცუდად მძინავს;
დ) უკვე საერთოდ არ მძინავს.

34.

ა) მე ჩვეულებრივზე უფრო მეტად არ ვიღლები;
ბ) ოდნავ უფრო მეტად ვიღლები;
გ) გაცილებით უფრო მეტად ვიღლები;
დ) უკვე აღარ მაქვს ძალები, რომ რაღაც ვაკეთო.

35.

ა) მადა ჩვეულებრივზე უფრო ნაკლები არ მაქვს;
ბ) ოდნავ უფრო ცუდი მადა მაქვს;
გ) გაცილებით უფრო ცუდ მადაზე ვარ;
დ) უკვე საერთოდ აღარ მაქვს მადა.

36.

ა) ჩემი წონა არ შეცვლილა;
ბ) ბოლო დროს ცოტა გავხდი;
გ) ბოლო დროს შესამჩნევად გავხდი;
დ) ბოლო დროს ძალიან გავხდი.

37.

ა) ჩემს ჯანმრთელობას ისევე ვუფრთხილდები, როგორც ყოველთვის;
ბ) ჩემს ჯანრთელობას უფრო ნაკლებად ვუფრთხილდები;
გ) გაცილებით უფრო ნაკლებად ვუფრთხილდები;
დ) უკვე საერთოდ აღარ ვუფრთხილდები ჩემს ჯანმრთელობას.

38.

ა) ვერ ვგრძნობ, რომ შევიცვალე;
ბ) უკვე ვგრძნობ, რომ ოდნავ შევიცვალე;
გ) უკვე ვგრძნობ, რომ მნიშვნელოვნად შევიცვალე;
დ) ისე შევიცვალე, რომ თავს ვეღარ ვცნობ.

39.

ა) ტკივილს ისევე ვგრძნობ, როგორც ყოველთვის;
ბ) ტკივილს უფრო მეტად ვგრძნობ, ვიდრე ჩეულებრივად;
გ) ტკივილს უფრო სუსტად ვგრძნობ;
დ) უკვე თითქმის ვეღარ ვგრძნობ ტკივილს.

40.

ა) ზოგიერთი დარღვევა (პირის სიმშრალე, გულის აჩქარება, უჰაერობა) ჩვეულებრივზე უფრო ხშირად მაქვს;
ბ) ეს დარღვევები ჩვეულებრივზე უფრო ხშირად მაქვს;
გ) ზოგიერთი ამ დარღვევათაგან გაცილებით უფრო ხშირად მაქვს;
დ) ეს დარღვევები ბევრად უფრო ხშირად მაქვს, ვიდრე ჩვეულებრივად.

41.

ა) დილით ჩემი გუნება არაა უფრო ცუდი, ვიდრე ღამით;
ბ) დილით ის ოდნავ უფრო ცუდია, ვიდრე ღამით;
გ) დილით ის მნიშვნელოვნად უფრო ცუდია;
დ) ის გაცილებით უფრო ცუდია დილით.

42.

ა) არ მახასიათებს გუნება-განწყობის რხევა გაზაფხულზე;
ბ) ერთხელ ასეთი რამ უკვე მქონდა;
გ) ასეთი რამ ორჯერ ან სამჯერ მქონდა;
დ) ასეთი რამ ბევრჯერ მქონდა.

43.

ა) ვარ ხოლმე ცუდ გუნებაზე, მაგრამ ეს არ გრძელდება დიდ ხანს;
ბ) დაწეული გუნება შეიძლება გამიგრძელდეს კვირამდე, თვემდე;
გ) დაწეული გუნება შეიძლება გამიგრძელდეს თვეობით;
დ) დაწეული გუნება შეიძლება გამიგრძელდეს წლამდე და მეტი.

ა-0 ქულა,

ბ-1 ქულა,

გ-2 ქულა

დ-3 ქულა.

ჯამდება

1-8 დეპრესია არ არის ან უმნიშვნელოა

9-23 დეპრესია მინიმალურია

24-43 მსუბუქი დეპრესია

44-65 ზომიერი დეპრესია

66-85 გამოხატული დეპრესია

86-დან ღრმა დეპრესია

ნახვა: 408

ტეგები: qwelly, test, ბლოგი, დეპრესია, ჟმუროვი, ტესტი, ფსიქოლოგია

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

MMOexp Path of Exile 2:Best Methods for Securing Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2026.
საათი: 10:43am 0 კომენტარი

In POE 2 Currency, building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters