"სიმართლე გითხრა ეს წამლები სულს მიხუთავს და გულის არითმია უფრო მიმწვავდება...
სითეთრე მაბრმავებს და სუნი ყნოსვის უნარს მიქვეითებს...
საკანს ჰგავს აქაურობა, ნამდვილ საკანს. ათასობით წამლის ყურება მომისაჯეს! მე ხომ ისედაც ვიცი, რომ არცერთი არაა წამალი მე რომ მჭირდება... ერთ-ერთს ტკივილგამაყუჩებელი დაარქვეს, მეც ვიცი და თითოეულმა აქ შემომსვლელმა იცის ისეთი ტკივილები, ეს რომ ვერ აყუჩებს, არადა, როგორ მიზიდავს ეს სახელი - ტკივილგამაყუჩებელი...
კარგი, დანარჩენს მერე გეტყვი, უკვე დაღამდა და იცი...
ღამე და სიკვდილი მარადიულ იდუმალებად მესახება. დღეს კი ისეთი ღამეა, მენანება... მენანება, რომ სოფლის შუაგულში ბალახზე არ ვწევარ და არ ვუყურებ ვარსკვლავთა ბადეს, იმედის ნაპერწკლებივით რომ ციმციმებენ ზეცის საზღვარზე... ალბათ რამდენი ლექსი იბადება ასეთ ღამეში...
საოცარია პოეზია, საოცარია ადამიანი...
რომ არ გამეგო ადამიანი, რომ ღვთის ხატია, შემოქმედების ძალა დამანახებდა ამას... როგორ სწყურია პოეტს ლექსი შექმნას და მერე როგორ ხარობს ამაზე... ხარობს, რომ შემოქმედია თვითონაც, გულანთებული გადაიკითხავს ახალდაბადებულ, ჯერ წაუკითხავ, მტირალა სტრიქონებს და საკუთარ არსში გრძნობს ქრისტეს სიდიადეს... ასეა მხატვარი, მწერალი, ყველა ხელოვანი და ყველა ადამიანი.. (მე არ მინახავს ადამიანი ვისაც რაიმეს შექმნა არ შეუძლია) მაგრამ რა ვქნა, პოეზიას გამოვყოფდი მაინც...
ვერ გამიგია რა ძალაა მასში ასეთი, ან იქნებ მე რომ მიყვარს ამიტომ მგონია... არ ვიცი, მაგრამ პოეზიაა მიწა, ზეცა, წყალი, ჟანგბადი, დედამიწა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები, კოსმოსი, უჰაერობა, ჰაერი და გაფრენა!!!!
ჰო, მეც ვწერ ხოლმე...
მერე რა, რომ გიჟს არ მეძახიან, მეც ძალით ჩამაცვეს თეთრი ხალათი და გავაფრინე ☺"
P.S. ავტორის ნებართვის გარეშე გამოვაქვეყნე ეს წერილი.
ვფიქრობ, ფიქრისთვის თქვენც გამოგადგებათ.
ნამდვილად შველის)))
რას ამბობ ლაშიკო, ეს ლექსი "გაუღიმილობას" შველის :D ამ წუთას შევამოწმე :D
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია