მართალია ეპიდემილოგები ჯერ არ საუბრობენ დაბრუნებაზე, მაგრამ ფაქტია, რომ მინიმუმ ტრეილერი უკვე გამოჩნდა და აკრძალვებიც ნელ-ნელა იწყება. კორონა ვირუსის ახალი რიცხვები ათეულობით იზომება და ბოლო დღის განმავლობასი 44 შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში. დღის მთავარი ამბავი სწორედ კორონას გარშემო დაწესებული ახალი შეზღუდვები იყო. არჩევნებს ჯერ საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ საარჩევნო კამპანია კვლავინდებურად გრძელდება. დოლარი კი ისევ მაღლა მიიწევს - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0975 ლარი გახდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 სექტემბერი, 2020

      #Covid19GEO მეორე სერია მგონი იწყება - საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 25 აჭარაში გამოვლინდა. ფოთში, კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ 59 პირს „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისთვის 198 ათასზე მეტი PCR ტესტის მარაგია. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი დაემატა. ჩოხატაურში, სოფელ ზემო ხეთში ერთ პირს კოვიდ 19 დაუდგინდა. კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 3 სამედიცინო პერსონალია. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ხუთი ათეულიც რომ იყოს, ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პირის ინფიცირების წყარო უცნობია. წალენჯიხაში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარკვეული ნაწილის საკარანტინო სივრცეში მკურნალობა დღეიდან დაიწყება. ეკატერინე ტიკარაძე - საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის გამოყოფილი საწოლფონდის 65% დატვირთულია. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება. 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. ამირან გამყრელიძემ იმ მოქალაქეებს მიმართა კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარონ, ვინც საკონდიტრო „დონაში“, რესტორან „მრავალჟამიერში“ და სასტუმრო „ოაზისში“ იმყოფებოდა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამჟამად აჭარაში კოვიდ მიმღები ცენტრის დამატება არ იგეგმება. 44 ახალი შემთხვევიდან, 7 რუსთავში დაფიქსირდა. ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამირან გამყრელიძე - როცა ტრანსპორტში ვიღაცას ნიღაბი არ უკეთია, კეთილი ვინებოთ და შენიშვნა მივცეთ. ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. პარლამენტის ინფორმაციით, ყველა პირი, ვისაც 5 სექტემბრის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულ დეპუტატთან ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაში გადავა და ტესტირება ჩაუტარდება. ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „ნოვას“ მოლარე-ოპერატორს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც ცენტრი დაიკეტა და ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

      კორონას აკრძალვები - ხვალიდან, 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით, კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება. ეპიდვითარებიდან გამომდინარე, „თბილისობა” არ გაიმართება. 10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვა იკრძალება. ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს. თეატრების, კინოთეატრების და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადაიდო. ნათია მეზვრიშვილი - 200-კაციანი შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ ეხება. ეკატერინე ტიკარაძე - მაქსიმალურად მოქნილი ვიქნებით, რომ საარჩევნო პროცესს არანაირი რისკი არ შეექმნას. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, დამატებითი რეგულაციების დაწესება კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ეკატერინე ტიკარაძე - დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება. პანდემიის გამო, აუდიტორიებში სტუდენტების დასაშვები რაოდენობა და სალექციო საათები გადაიხედება. I-IV კლასის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების საკლასო ოთახებში ჩატარება სავალდებულოა, V-დან XII კლასების მოსწავლეებისთვის კი კვირაში რამდენიმე დღე ონლაინ-გაკვეთილების ჩატარებაც ნებადართულია. ბექა ფერაძე - დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია 1500-მდე სკოლა, საიდანაც 614 სკოლაზე გავეცით ნაბართვა. სერგი კაპანაძე სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებელებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდეს. მასწავლებლებს, რომელთაც სახლიდან დისტანციურად სწავლების შესაძლებლობა არ ექნებათ, სკოლამ სპეციალური სივრცე უნდა გამოუყოს. განათლების მინისტრმა დისტანციური სწავლების წესები და პირობები დაამტკიცა.

      მისახედი თბილისი - კახა კალაძე - მიკროავტობუსებს კონკრეტულ ქუჩებზე მოსაცდელის გარდა სხვა ადგილებზე გაჩერება ეკრძალებათ და დარღვევებს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. კომპანიები, ავარიის დროს, შეტყობინების გარეშე იწყებენ გზებზე მუშაობას და ეს სერიოზულ პრობლემებს იწვევს. სოფელ დიღომსა და მუხიანის დასახლების სხვადასხვა მისამართზე წყალარინების ქსელი ეწყობა.

      ოპოზიციის არჩევნები - ნინო ბურჯანაძე - მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის გახლეჩვას გამოიწვევს. გიგი უგულავას განცხადებით, „ევროპულ საქართველოს“ დავით კეზერაშვილი არ აფინანსებს. ივანიშვილი უნდა გავუშვათ, მაგრამ ნურავის ექნება ილუზია, რომ მის ერთპარტიულ მმართველობას ჩაანაცვლებს თავისით. სერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟის ფაქტზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პოლიციაში დაიბარეს. რომან გოცირიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში ბლოკის სახით მიიღებს მონაწილეობას. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. გიგი უგულავა - ხელისუფლებას, რომელიც გადაწყვეტს, რომ გახდეს ბატონი და მეფესავით დააჯდეს ხალხს, ვუშვებთ - ასე მოუვიდა შევარდნაძესაც, მიშასაც და ასე მოუვა ივანიშვილს!

      ეკონომიკის პწკარები - ნათია თურნავა - „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი საწარმო ფართოვდება, რაც ნიშნავს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, მეტ დასაქმებასა და ინვესტიციას. მინდა ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ქართული წარმოების საშენ მასალას და შეიძინონ ადგილობრივი პროდუქცია.

      გარდაცვლილი ახალგაზრდები - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი მცხეთის სასამართლოში სხდომათა დარბაზის ინფრასტრუქტურის გამართვას ითხოვს. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის პროცესზე დაზარალებულ გიორგი ქათამაძეს კითხავენ. თამარ ბაჩალიაშვილის დედა - ეს იყო მზაკვრულად დაგეგმილი მკვლელობა, რაც სატელიტის ჩანაწერებმაც ზუსტად დაადასტურა. მიხეილ რამიშვილი საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს უნდობლობას უცხადებს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადება, გარდაცვლილის ავტომანქანის მდებარეობასთან დაკავშირებით, საყურადღებოა. პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის გასაჯაროებულ ფოტომასალას, რომელიც მისი თქმით, სატელიტიდანაა გადაღებული, ექსპერტიზა ჩაუტარდება.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - აშშ-ში კორონავირუსის 26 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 434 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5 218 ადამიანი დაინფიცირდა და 142 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 199 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა. ინდოეთში კორონავირუსის 89 706 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 115 პაციენტი დაიღუპა. გერმანია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის მიმოსვლასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს 30 სექტემბრამდე ძალაში ტოვებს.

      ბელარუსის ამბები - მედიის ინფორმაციით, ნიღბიანმა პირებმა კიდევ ერთი ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს. ალექსანდრე ლუკაშენკო ირწმუნება, რომ არსებობს ალექსეი ნავალნის შესახებ საუბრის გამოუქვეყნებელი ნაწილი, რომელიც სენსაციურ დეტალებს შეიცავს. მედია - მარია კოლესნიკოვა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

      ბაიდენის ლიდერობა - Reuters - ჯო ბაიდენს მხარს გამოკითხულთა 52% უჭერს, დონალდ ტრამპს კი - 40 %.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 98

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters