პოსტი უძღები შვილის კვირიაკესაა დაწერილი, თუმცა იმედი მაქვს მოგეწონებათ...

გაუმაძღრობა, დღიური, უძღები შვილის კვირიაკე, ქველი, blog, qwelly

დღეს უძღები შვილის კვირას აღნიშნავს ქართული, მართლმადიდებლური ეკლესია…

მეც მიდნა მოგიყვეთ ჩვენს უძღებობაზე…

ეს იგავი (ლკ. 15 (11-32)) ალბათ ყველას გახსოვთ, შვილმა რომ მამას სთხოვა ჩემი წილი მომეციო. მერე წავიდა, დახარჯა, მშიერ-მწყურვალი მამასთან დაბრუნდა – მოჯამაგირედ დავუდგებიო, მამამ კი გულში ჩაიკრა და ჩაიხუტა… მოსასხამით შემოსა და ბეჭდით დაამშვენა.

ალბათ ყველა საუბრობს მრავალ უძღებობაზე, ძალიან ხშირად მართლაც ასე ვითარდება სცენარი. ბოლოს, სახლიდან, საზღვარგარეთ თუ საზღვარშიგნით წასული შვილების რჩენა, კვლავ მამის ხარჯზეა.

ასეთი შემთხვევები ხშირია, ამიტომ მე სხვა რამეს მოვყვები…

რამდენჯერ მითქვამს ანდა მომისმენია: "ღმერთო ახლა ეს გამიკეთე, ახლა დამეხმარე, ახლა გადამარჩინე, ახლა ჩამაბარებინე, ახლა მიშველე, ახლა შემეწიე, ახლა, ახლა ახლა ….. და მეტი არაფერი მინდა, მეტს არ გთხოვ, სხვა დროს ასეთ დღეში აღარ ჩავვარდები, გამოვსწორდები, ანგელოზის ფრთებს შევისხამ … ☺ მოკლედ ცრუ დაპირებები…

დღეს ერთი გვინდა… ისე ერთი დღის განმავლობაში რომ მხოლოდ ერთი გვინდოდეს და მხოლოდ ერთზე ვთხოვდეთ შეწევნა-მეოხებას, მაგას არც თუ ბევრი რამ აჯობებდა, საქმე ისაა რომ ეს ერთი, ათასად იქცევა ხოლმე…

და მაინც…

მიუხედავად ყველას მცდელობისა, ყველას აზროვნების პროგრესისა მაინც ვერ გავძეხ(ღ)ით:

  1. სერიალებით;
  2. TV SHOW_ებით (პროფილი, 100 გრადუსი, ნანუკა, სამოთხის ვაშლები, შუა დღე. ესენი რაც მესმის და თბილისში ბანერებს ვხედავ და ამის გარდა კიდევ რამდენია ღმერთმა უწყის);
  3. ტელევიზორიდან მუდამ ცუდი ამბების მოსმენით;
  4. მეზობლის ლანძღვით, შურით, ჭორაობით, სხვის ცხოვრებაში ჩაჭყიტებით;
  5. სანაგვე ურნების სიცარიელით და ქუჩების ნაგვით ავსებით;
  6. შუქნიშანზე არ გაჩერებით, ღვედზე გამოწერილი ჯარიმებით, მთვრალი მძღოლობით, ავარია-სიკვდილებით და მაინც პატრულის გინებით;
  7. "დედა რას გვიშვება ეს მთავრობა!"_თი;
  8. სექს-სიყვარულით;
  9. წყევლით, გინებით;
  10. "ჩემია, მინდა, მშია, მწყურია, მცივა, მე, მე, მე, მე, მე!"_თი;
  11. "ჩემი კარგია, ჩემი მაგარია, ჩემი თანამედროვეა, ჩემი საუკეთესოა, ჩემი ძვირი ღირდა,"_თი;
  12. "თავისუფლება ცოტნეს," "გვშია", "კმარა" – წარწერებით;
  13. "იუმორზე" სიცილით, სურამელაშვილებით, ძალად კულტურით;
  14. ხალხის მოკვლით, დაპატიმრებებით, ტყვეობებით, დაყაჩაღბებით, გაუპატიურებებით, გაღატაკებებით;
  15. უწიგნურობით, "განათლებულობით" და თან მუდმივად ჟიურის წევრობით, შემფასებლობის უდიდესი ნიჭით;
  16. "კაი კაცობა-ქალობით", "პატიოსნებით", "პატრიოტობით", "მამულიშვილობით", წინაპრებით, "ქრისტიანობით";
  17. ჯიბის გავსებით, ჯიპით, ბანკებით, სახლებით, აგარაკებით, ვილებით, სასახლეებით;
  18. მეძავობით, სიბილწით, გარყვნილებით და "ეს ყველა კაცმა უნდა გააკეთოს"_თი;
  19. .
  20. .
  21. .
  22. .
  23. .
  24. .
  25. .
  26. .
  27. .
  28. .
  29. .
  30. .
  31. .
  32. .
  33. .
  34. და ა.შ. ......_ებით
  35. და ჩემისთანები, ამას ყოველივეს მიმატებულად, ვერ გაძღნენ ამდენი მორალებით.

არადა: ნუ გადაღლით გონებას იმაზე დარდით რამე შეცვალოთ სხვაში…
ძნელია სიტყვით რამის შეცვლა, შეიცვალე და სხვებიც შეიცვლებიან…

ნახვა: 953

ტეგები: Qwelly, ბლოგი, იგავი, მორალი, ქველი, ღირებულებები

lia (baia) beriani: მაისი 17, 2012||7:35pm

ნუ გადაღლით გონებას იმაზე დარდით რამე შეცვალოთ სხვაში…
ძნელია სიტყვით რამის შეცვლა, შეიცვალე და სხვებიც შეიცვლებიან… <3

ლაშა: მაისი 17, 2012||9:47pm

მადლობა lia (baia) beriani... :) :) :) ამ სტატიის აზრი სწორედ მაგ ფრაზაშია... :)

lia (baia) beriani: მაისი 17, 2012||9:51pm

dzalian momwons es fraza..

ლაშა: მაისი 18, 2012||12:38pm

მადლობა?... :) :) მადლობა, მადლობა... :) :) :)

lost: ივლისი 28, 2012||11:57pm

“დედა რას გვიშვება ეს მთავრობა!”))))))))

 

ლაშა: ივლისი 29, 2012||12:14am

მაგაზეც მაქვს ორიოდე სიტყვა დაწერილი, წაგაკითხო??? :) :) :))))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters