გილოცავთ ნინოობას! დღეს დღესასწაულის მიუხედავად აქტიური დღე გამოვიდა. ერთი რომ უკრაინის საკითხი და რეზოლუცია როგორც ჩვენი მხარდაჭერის სიმბოლო კვლავ განხილვის საგანია და კვლავ ხელმოწერას და ერთიანობას ელის - უკრაინა თუ დაამეგობრებს პოზიცია-ოპოზიციას. ამასთანავე ცესკოს საუფროსოს არჩევნები იყო აქტუალური და NDI-მ კვლავ გამოიკითხა მოსახლეობა და „საზოგადოების აზრი“ დადო. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0637 ლარია.
#კოვიდსაქართველო - ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული, 583 შემთხვევა დაფიქსირდა. ოკუპირებულ ცხინვალში 160 შემთხვევა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 27 პაციენტი. ამირან გამყრელიძე - პირებმა, რომლებსაც აფთიაქში ნაყიდი ტესტით ვირუსი უდასტურდებათ, შედეგი ლაბორატორიებში უნდა გადაამოწმონ - წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კოვიდდადასტურებულთა ბაზაში ვერ მოხვდებიან და ე.წ. მწვანე ბარათიც არ ექნებათ. თუ ე.წ. მწვანე ბარათების გაუქმების საკითხი დადგება, ის მხარს არ დაუჭერს. ვადაგახანგრძლივებულ „ფაიზერზე“ – არაფერი ვადაგასული არ არის, ის ვადიანია და თითქმის 95-97%-იანი დამცველობით უნარი აქვს. თამარ გაბუნია - დღეს არავინ იცის პასუხი კითხვაზე, რამდენ ხანს გასტანს „ომიკრონით“ მიღწეული საზოგადოებრივი იმუნიტეტი - მიუხედავად იმუნიტეტისა, ვაქცინა კვლავ რჩება პირველი რიგის ინტერვენციად. ე.წ. მწვანე ბარათის გაუქმების შესაძლებლობაზე - ამ საკითხს აუცილებლად მოუწევს რევიზია, რადგან სიტუაცია იცვლება, „ომიკრონმა“ ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა.
ცესკოს საუფროსოდ - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების მოსმენის პროცესი ცესკოს წევრობის კანდიდატთან, ქრისტინე ქაჯაიასთან გასაუბრებით დაიწყო. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მთავარი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ცესკოს წევრებსა და თავმჯდომარეს შეარჩევენ, იქნება კომპეტენცია, კეთილსინდისიერება და ხედვა, როგორ წარმოუდგენია საქმიანობა. ცესკო-ს წევრობის კანდიდატი - თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა მაღალი სტანდარტის შესაბამისად. პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ ფიქციად გადააქცია. ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი - საერთოდ არ ვიყავით კონკურენტები დასახელებული, როცა ერთ-ერთმა პარტიამ თავისი სასურველი კანდიდატი დაასახელა - ვფიქრობ, რეფორმების პაკეტით მათ მოსაზრებას შევუცვლი. ხათუნა სამნიძე ცესკოს წევრობის კანდიდატს - ერთი ორგანიზაცია მაინც დამისახელეთ, რომლის დასკვნის თანახმად, ბოლო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა გაიზარდა. გიორგი კალანდარიშვილი - საარჩევნო ადმინისტრაციას გრძელვადიანი ხელმძღვანელი სჭირდება - ტესტიც და გამოცდაც ჩაბარებულია. თენგიზ თევზაძე - 2021 წლის არჩევნები ბევრი ფაქტორის გამო მძიმე იყო, ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიმეღო, რათა მომდევნო არჩევნები იყოს რწმენის დაბრუნების შესაძლებლობა. ალუდა ღუდუშაური თენგიზ თევზაძეს - იმ არჩევნების შედეგად შეკრებილ პარლამენტს სთხოვთ მხარდაჭერას, რომელსაც თქვენ ფორმალობას ეძახით?! პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცედურა უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - თუკი რომელიმე ადამიანის ოჯახის წევრს პოლიტიკური გემოვნება აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი სადმე არ უნდა იყოს არჩეული. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია.
უკრაინისთვის საქართველოდან - რეზოლუცია - დავით ჭიჭინაძე - „ოცნების“ ხელისუფლება თანმიმდევრული არასოდეს ყოფილა და რატომ ველოდებით, რომ თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში იქნება? ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის თანაინიცირებაზე ოპოზიციის მხრიდან უარი “წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული კამპანიაა”. ლევან ხაბეიშვილი - „ოცნების" მიერ მომზადებულ რეზოლუციას თუ ჩახედავთ, შესაძლოა, იფიქროთ, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომია და ერთმანეთში აქვს უკრაინელ ხალხს რამე გასარკვევი. ალუდა ღუდუშაური - ბატონები და ქალბატონები, დიპლომატიის დედები და მამები, დიპლომატიის სტანდარტს გვიწუნებენ - დიდი ბოდიში, მაგრამ რეზოლუციაში ვერ მოხვდება ვერც სააკაშვილის და ვერც „ნაცმოძრაობის” მოსაზრებები. დავით უსუფაშვილი - რაც “ოცნების“ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში წერია, მოსკოვიდან შესაძლოა იმდაგვარი ინტერპრეტაცია მიეცეს, რომ პარლამენტმა უკრაინაში ნატო-სა და დასავლეთის მხრიდან ომის გაჩაღების მცდელობა დაგმო. თინა ბოკუჩავა - ხელისუფლების ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, ოპოზიციამ შესთავაზა მათ მთელი რიგი ინიციატივები უკრაინასთან მიმართებაში, მაგრამ მივიღეთ რეზოლუციის ტექსტი, სადაც ნახსენებიც კი არ არის რუსეთი. გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნების“ სახელით წარდგენილ უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის წინა ვერსიაში რუსეთი იყო მოხსენიებული და საათნახევრის თავზე გაქრა - „ოცნება“ იმართება პრო-რუსების მიერ. რატი იონათამიშვილი - რეზოლუციის ირგვლივ მხარეების ლუსტრირება მოხდა - ჩვენს ოპონენტებს და რადიკალებს სურთ დესტაბილიზაცია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ნიკოლოზ ვაშაკიძე - უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში აგრესორის სახელის არხსენება არა მხარდაჭერის, არამედ რუსეთის ხელისუფლებისთვის არის გამიზნული. შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, რისკები არის ყოველდღიური და ყოველწამიერი, ხელისუფლება სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მოქმედებს, ნებისმიერი ნაბიჯი განპირობებულია უსაფრთხოების განმტკიცებით. შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი დაკავებულია მხოლოდ ფორმებზე ფიქრით, ნაცვლად შინაარსისა - იქნებ კიდევ იყოს შესაძლებელი, რომ რეზოლუციის ტექსტის გარშემო თანხმობის მიღწევა მოხდეს. ბადრი ჯაფარიძე - უკრაინას ამ რთულ მომენტში ისეთი მხარდაჭერა სჭირდება, როცა შესაძლო აგრესორის მიმართ პოზიცია მკაფიოდ იქნება დაფიქსირებული. დავით ზალკალიანი - რეზოლუციის მთავარი პათოსია, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია და თავიდან იქნას აცილებული ომი - რეზოლუციის ტექსტის კრიტიკისას საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციებთან.
შეხვედრა - „ევროპული საქართველოს“ ლიდერები უკრაინის ელჩს ხვდებიან. თეონა აქუბარდია - საჭიროდ ჩავთვალეთ უკრაინის ელჩისთვის აგვეხსნა რა განსხვავებები იყო და რის გამო არ მოხდა ერთიანობის დემონსტრირება რეზოლუციაზე.
საზოგადოებრივი აზრი - NDI-ის კვლევა - ეკონომიკური სიდუხჭირე მოსახლეობისთვის კვლავაც მთავარი გამოწვევაა - მოქალაქეთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებზე არავინ ზრუნავს. NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 83% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა - 77%. გამოკითხული მოსახლეობიდან ყოველი მეორე ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის. გამოკითხულთა უმრავლესობა ჯანდაცვის სისტემას ენდობა. გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა პარტიათაშორის თანამშრომლობას მხარს უჭერს. გამოკითხულთა 42% კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცით აცრას არ აპირებს. ხათუნა სამნიძის განცხადებით, NDI-ის კვლევა ადასტურებს, რომ საქართველო ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ინსტიტუციების განვითარების თვალსაზრისით, უკან მიდის. გიგი წერეთელი NDI-ს კვლევაზე - გამომდინარე იმ ვითარებიდან, რაც ქვეყანაშია, საერთოდ რა რეიტინგზე შეიძლება იყოს ლაპარაკი მთავრობის და თუნდაც პრემიერის. ცესკო - NDI-ის კვლევით ცესკოს საქმიანობა შეფასებულია „კარგი“ და „საშუალო“ კრიტერიუმებით, მხოლოდ ნეგატიურ ნაწილზე ხაზგასმა ბუნდოვანია და შესაძლოა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საფუძველიც გახდეს. გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 39% - კარგად, პრემიერის საქმიანობას გამოკითხულთა 35% ცუდად აფასებს, 27% - კარგად, პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 46% ცუდად აფასებს, 14% - კარგად. გამოკითხულთა 24%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 9% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 41% კი არც ერთ პარტიას.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - პანამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაცია - ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 200 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. სომხეთში კორონავირუსის 2556 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 88 816 ახალი რეკორდული დღიური შემთხვევა გამოვლინდა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 361 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი. ევროპის წამლის სააგენტომ "ფაიზერის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ტაბლეტებს რეკომენდაცია გაუწია.
უკრაინაში! - სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი შეჩერდება. ენტონი ბლინკენმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაზე ისაუბრეს. ჯოზეფ ბორელი - მივესალმები სახელმწიფო მდივან ბლინკენის წერილობით პასუხს რუსეთის უსაფრთხოების წინადადებებზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების წინადადებებზე წერილობითი პასუხი გასცა. მისი თქმით, აშშ-ის პასუხი ადასტურებს იმას, რაც აშშ-მ და ნატო-მ საჯაროდ განაცხადეს : შეინარჩუნონ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა. თორნიკე შარაშენიძე - ომი მარტივი იქნებოდა სადღაც 3 კვირის წინ, ვიდრე უკრაინელები მიიღებდნენ შეიარაღებას - ახლა, როცა ყოველ დღე რაღაც შეიარაღებას იღებენ, ომი ცოტა უფრო რთული იქნება რუსეთისთვის. დიმიტრი პესკოვი - ჩვენი კოლეგების განცხადებებიდან აშკარაა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ჩვენი მოსაზრებები გათვალისწინებული არ არის. სერგეი ლავროვი - აშშ-სა და ნატო-ს პასუხებზე რუსეთის შემდგომი რეაგირების შესახებ გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინი მიიღებს. ჩვენ ახლა განვიხილავთ პასუხს, რომელიც მივიღეთ ამერიკელებისგან და რომელიც, როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თავად განაცხადა, შეთანხმებული იყო უკრაინელებთან და სხვა დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც შეერთებული შტატების მოკავშირეები არიან. ამასთან, მივიღეთ პასუხი ნატოსგან, მისი გენერალური მდივნისგან, იენს სტოლტენბერგისგან. ჩვენ განვიხილავთ ამ ორ დოკუმენტს ერთ პაკეტში, რადგან ეს არის რეაქცია ხელშეკრულებისა და შეთანხმების პროექტებზე, რომელიც 2021 წლის დეკემბერში შევთავაზეთ. დმიტრო კულება - „ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში, რუსეთი, სავარაუდოდ, დიპლომატიურ გზაზე დარჩება. სერგეი ლავროვი - აშშ-ის პასუხში მთავარ საკითხზე პოზიტიური რეაქცია არ არის. უკრაინული მედია - რუსმა მებრძოლებმა დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შეღწევა სცადეს.
რუსული მედია - ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა.
ჩრდილოეთ კორეამ მოკლე რადიუსის 2 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Byrocwvoin_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:11am
0 კომენტარი
0 მოწონება
Are you tired of being a noob in Grow a Garden while others flaunt their billions and rare plants? Fear not! This comprehensive guide will turn you into a pro gardener in no time. Whether you're starting fresh or have been playing for a while, there’s something here for everyone. So let’s dig in it with Grow a Garden Items!
Getting Started: The Initial Steps
1. Embrace Your Seedling Stage
As a newcomer, you begin…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 5:45am
0 კომენტარი
0 მოწონება
Odin Valhalla Rising Diamonds is a stunningly designed open-world MMORPG developed by Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Brissett20_მ.
თარიღი: ივლისი 16, 2025.
საათი: 1:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Rome, Georgia, got its name due to the fact that, like its Italian equivalent, the city was constructed within seven hillsides and the rivers that run in between them. At a ball park occasion on Thursday evening, Rome's Minors Baseball team further strengthened the connection between the two apparently disparate Rome Emperors have begun their Rome stays Atlanta's High-An associate, the brand-new Emperors age marks the initial time in franchise history that the club has not been…
გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
3 მოწონება
ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია