ასეთ არეული იანვარში ყველაფერია მოსალოდნელი და ნალექი ისედაც არ გვაკლდა, მაგრამ 29 იანვარს, ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდეც დაეცესო. რაც შეეხება დღის მთავარ თემას, ერთმნიშვნელოვნად რეზოლუციის თემა იყო, რომელზეც პოზიცია და ოპოზიცია ერთად მუშაობდა თუმცა საბოლოოდ მაინც არაფერი გამოუვიდათ და მხოლოდ ქართული ოცნების ტექსტი გავრცელდა. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0720 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი. ჯანდაცვის მინისტრი - არანაირი ტესტირების შეჩერება არ ხდება - ამირან გამყრელიძემ საკითხზე სარეკომენდაციო ხასიათის მოწოდება გააკეთა. ზურაბ აზარაშვილი - ვაპირებთ სარეკლამო კამპანია დავიწყოთ თუ როგორ უნდა იმკურნალონ „ომიკრონის“ დროს სახლში, როგორც სხვა ქვეყნის გამოცდილებამაც აჩვენა, ეს მიმდინარე სეზონური გრიპია. ქვეყანაში ამ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინის 500 000 დოზის მარაგია და დამატებით დოზებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს. დიმიტრი ხუნდაძე - თუ ადამიანს კლინიკური გამოვლინება აქვს, მათ შორის ტემპერატურული რეაქცია ან სხვა ჩივილები, უმჯობესია, რომ ტესტი გაიკეთოს, რაც შეეხება კონტაქტებს, თუ ოჯახის წევრს აქვს ტესტით დადასტურებულია კოვიდი, აუცილებლობა, რომ სხვა ოჯახის წევრების შემთხვევაშიც ტესტით დადასტურდეს, არ არის. თავდაცვის მინისტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი 3 წევრი კი მკურნალობას კვლავ სახლში განაგრძობს. ზურაბ აზარაშვილი - ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან 4.5 %-მდე შეგვიმცირდა - პედიატრიული კუთხით საწოლების დატვირთვა, ვფიქრობთ, გამოწვეული იყო უფრო ნერვიულობით.
თურქული წამლები - ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხევდრაზე GMP სტანდარტზე გადასვლის გეგმა მოისმინა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ მომავალი კვირიდან სამინისტროში თურქული წამლების რეგისტრაციის კუთხით განაცხადები შევა. დავით სერგეენკოს განცხადებით, მხოლოდ თურქული ბაზრის გახსნა მედიკამენტების გაიაფებისა და ხარისხის შენარჩუნებისთვის საკმარისი არაა და ეს საკითხი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.
რეზოლუციაზე მუშაობა - გივი მიქანაძე - ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე შეჯერება შესაძლებელი იქნება. გიგი წერეთელი - საქართველო კარგავს შესაძლებლობებს, წარმოჩინდეს, როგორც პრინციპების ერთგული ქვეყანა - უკრაინელები სოლიდარობას ელოდებიან და არ ჩანს, რომ გული გვტკივა, რომ ეს ჩვენი საფრთხეცაა. ირაკლი ქადაგიშვილი - თუ ვინმე პარლამენტის რეზოლუციაში ნონსენსების ჩაწერას არ მოინდომებს, გაწონასწორებული და აზრიანი რეზოლუციის მიღების პრობლემა არ უნდა არსებობდეს. გიორგი ვაშაძე - რეზოლუციაში ძირითადი გზავნილები უნდა იყოს, რომ რეგიონში მშვიდობა გვინდა, არ გვინდა ომი, სრული მხარდაჭერა უნდა იყოს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. პარლამენტში უკრაინის მიმართ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა. ბადრი ჯაფარიძე - თითოეული პარტია რომ ვიღებდეთ გადაწყვეტილებას, შეიძლება განსხვავებული რეზოლუცია მიგვეღო, მაგრამ ახლა მთავარია ჩვენმა მეგობრებმა დაინახონ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება. ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი პრინციპების დონეზე შეთანხმებულია. ანა ბუჩუკური - უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით პრინციპულ საკითხებზე პოზიციები შეჯერდა - წესით, რეზოლუციის პროექტი დღეს უნდა დარეგისტრირდეს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიციას რეზოლუციასთან დაკავშირებით რამდენიმე პრინციპული საკითხი აქვს, მათი შენიშვნები საპარლამენტო უმრავლესობამ მოინიშნა და გუნდში განიხილავენ. მამუკა მდინარაძე - თუ უკრაინის შესახებ რეზოლუციის ტექსტი დაცლილი იქნება ოპონენტების პოპულიზმისა და პროვოკაციული რიტორიკისგან, შეთანხმება მარტივია. გიორგი ხელაშვილის განცხადებით, უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების შენიშვნები ძირითადად სარედაქციო ხასიათისაა. უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსულტაციები განახლდა. ხათუნა სამნიძე - „ქართულმა ოცნებამ“ დილით წარმოდგენილი რეზოლუციის ტექსტი შეცვალა - ოპოზიციის მხრიდან იყო მოთხოვნილი უფრო მკაცრი ფორმულირებები, რუსეთის როლზე ხაზგასმა, რაც რეზოლუციაში არ არის. ხატია დეკანოიძე - გავაგრძელებთ მსჯელობას, არ არის გამორიცხული ოპოზიციამ უკრაინის მხარდამჭერი ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს. მამუკა მდინარაძემ განმარტა, რა წერია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში - პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობას და უსაფრთხოებას. აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური არგუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალააციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში. მამუკა მდინარაძე - 5-6 შენიშვნიდან 2 იყო გათვალისწინებული - სჯობს, რეზოლუცია მრავალპარტიული იყოს, მგონია, რომ ოპოზიციამ საბოლოო ჯამში მხარი უნდა დაუჭიროს ამ ვარიანტს, რადგან თითოეული სიტყვა გაზომილია. ბადრი ჯაფარიძე - უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შევთანხმდით იმის გამო, რომ ვერსია, რომელიც დღეს განიხილებოდა და ძალიან ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან, უარყოფილი იქნა „ქართული ოცნების“ მიერ. მამუკა მდინარაძე - ყველა სიტყვა, ყველა ფრაზა გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან - რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან. კელი დეგნანი - ძალიან გაგვიხარდება თუ მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთად იმუშავებენ ინიციატივებზე, რომლებიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს გამოხატავენ. რომან გოცირიძე - რეზოლუციის ტექსტი შეიცვალა ისე, რომ ნახსენები არაა სიტყვა „რუსეთი“ - ეს ნიშნავს, რომ რაღაც ცუდი ხდება საქართველოს ხელისუფლებაში. დავით ბერძენიშვილი - რეზოლუციის ტექსტი ინტელექტისგან დაცლილია - ვინ არის უკრაინის მტერი, ვინ ემუქრება, უცხოპლანეტელები ჩამოვიდნენ? ბათუ ქუთელია - „ქართული ოცნება“ ვერ ახსენებს რუსეთს - თითქოს მარსიდან შეიჭრნენ უკრაინაში და ისინი ემუქრებიან ქვეყნის სუვერენიტეტს. გიგა ბოკერია - დღეს გვაქვს სამარცხვინო ვითარება, რადგან არ გვყავს მთავრობა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს დაიცავს და უკრაინელ ხალხს გვერდში დაუდგება.
ქართული ოცნების რეზოლუცია - საქართველოს პარლამენტი - ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს; მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას; ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა; გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას; აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი; სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში.
ქართლი - სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის მინისტრს მიმართავენ და ხვალ, 15:00 საათამდე ვადას აძლევენ. დევნილთა სააგენტო - სააგენტოს ხელმძღვანელობა მზად არის, შეხვდეს სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს.
ქალაქური ამბები - კახა კალაძის განცხადებით, მომავალი თვიდან უსახლკაროს სტატუსის მქონე 15-16 ოჯახი მუნიციპალური საცხოვრისით დაკმაყოფილდება. ვერც ერთ ფაქტს ვერ მომიყვანთ, რომ რეკრეაციული სივრცეების ან სპორტული მოედნების ხარჯზე სამშენებლო ნებართვები გავეცით. 1-ელი მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში ამოქმედდება. მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის 1 703 ადგილი გამოიყოფა, საბურთალოს რაიონს კი 135 ადგილი დაემატება. ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება. თბილისის მერიამ მიუსაფარი ცხოველების საკითხის მოსაწესრიგებლად კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა.
მიშას ბლოკი - ადვოკატის ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალმა სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული კადრები წაშალა ან განზრახ არ შეუნახავს. ადვოკატი - დარწმუნებული ვარ, სუს-ს ჰქონდა პირდაპირი წვდომა ვიდეომასალაზე და არ აძლევს ამ ჩანაწერს ინსპექტორის სამსახურს, რადგან ცდილობს, დამალოს დანაშაულის კვალი, რომელიც განხორციელდა სააკაშვილის წინააღმდეგ.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - ჯანმო - მსოფლიოში, გასულ კვირაში, კორონავირუსის 21 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციით, პანდემიის დროს მოგზაურობისას ზომები მოქალაქეების ინდივიდუალური სიტუაციიდან და არა წარმოშობის რეგიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გამოიყენონ. ჩეხეთსა და ბულგარეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. სომხეთში კორონავირუსის 1900 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 74 692 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 657 პაციენტი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი. გერმანიასა და პოლონეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებლები დაფიქსირდა.
უკრაინული ამბები - რუსეთის დუმის სპიკერი - აშშ-ს სურს რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც მართვადი და ლოიალური იქნება. ხორვატიის პრემიერი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებაზე - მთავრობის სახელით, ბოდიშს ვიხდი უკრაინელების წინაშე - ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა და მისი ადგილი ნატო-ში არ არის. მისივე თქმით, რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში, ზაგრები რეგიონიდან საკუთარ ჯარისკაცებს გაიყვანს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ აშშ-ში ხედავენ ყველა ინდიკატორს საიმისოდ, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას თებერვლის შუა რიცხვებში აპირებს. სერგეი ლავროვი - თუ დასავლეთი აგრესიულ კურსს გააგრძელებს, მაშინ მოსკოვი აუცილებელ საპასუხო ზომებს მიიღებს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
მე რასაც ვუყურე ყველაზე სწორად იზრაელი მოიქცა ვინაიდან უკრაინაშიც და რუსეთშიც უამრავი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს და არ გვინდა დავაზუანოთ თავს შევიკავებთ პოზიციის დაფიქსირებისგანო :))))
არც ასე მარტივადაა საქმე, ვაკო, - 1. ისრაელის რეგიონში( ახლო აღმოსავლეთში) რუსეთი ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშეა, უკრაინა კი ნოლი(ამიტომ ეს კიევის ღალატია( ცინიკურად გათვლილი)), 2. ისრაელი- იშვიათ სახელმწიფოთაგანია, სადაც სახელმწიფო ერთი ერის ინტერესებს ემსახურება და არა მოქალაქეებს (შეადარე: ბევრი უკრაინის მოქალაქე პრორუსულადაა განწყობილი და ბევრი უკრაინაში მცხოვრები რუსი მზადაა შეერკინოს პუტინის აგრესიას)
გერმანიაზე უარესები ყოფილან იმათ პორდაპირ მაინც თქვეს :))))
იქნება ომი ბატონო გიორგი როგორ ფიქრობთ?
გერმანია უარესია, იმიტორო უკრაინაში მშვიდობაზე პასუხისგებლობა აქვს აღებული ...ომის ალბათობა დიდია, მაგრამ უარესი იქნება თუ მშვიდობას მოიგებენ პუტლერთან დათმობებით
მემგონი დათმობა ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევთ თუ დაუთმო მოგებულია თუ არ დაუთმო სამხედრო გზით გააკეთებს არამგონია შეიარაღების გაგზავნამ უშველოთ ძალიამ დიდი სხვაობაა ძალებს შორის და თვითონ თქვეს არ ჩავერევითო და ერთი მხარე ამბობს რო ომზეა წამსვლელი მეორემ მაქსიმუმ სანქციები და ანგარიშებს გავყინავთო და სვიფტიდან გამოვრთავდო და ასე შეკდეგ მარა სიტყვაზე გაუყინეს 200 მილიარდი მაშინ უკრაინა თუ დაიპყრო უკრაინა რა ღირს თავისი ტერიყორიებით სანაპიროთი და ინდუსტრიული ზონებით?
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია