მსოფლიო პატრიარქი, უნეტარესი ბართლომე საქართველოშია. თბილისის აეროპორტში საპატიო სტუმარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დახვდნენ.
აეროპორტში დახვედრის შემდეგ ჟურნალისტებისათვის განცხადებები გაკეთდა. მსოფლიო პატრიარქმა უწმინდესს საიუბილეო თარიღები მიულოცა და აღნიშნა, რომ გარდამავალ და რთულ პერიოდში ილია მეორე ახალი ეპოქის ფუძემდებელი გახდა. ბართლომე პირველმა დალოცა სრულიად საქართველო და ხალხს უსურვა უმტკივნეულოდ გადაიტანოს კრიზისები და დაძლიოს ყოველგვარი დაბრკოლებები.

თავის მხრივ, ჩამოსულ სტუმრებს პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ წმინდა სინოდის სახელით გულითადად მიესალმება საქართველოში ჩამოსულ მსოფლიო პატრიარქს და მადლობა გადაუხადა საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით სტუმრობისთვის.

"მოგეხსენებათ, რომ 35 წელი პატრიარქისთვის იყო მეტად რთული და იყო ძნელად გადასაწყვეტი მრავალი პრობლემა. 35 წლის განმავლობაში მე მუდამ ვგრძნობდი თანადგომას და მხარდაჭერას მსფლიოს პატრიარქისა. დღეს, როცა განვლო ამ წლებმა, იმედით ვუყურებთ მომავალს. ვფიქრობთ, რომ თქვენი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის განვითარებას. დიდია თქვენი დამსახურება არა მარტო კონსტანტინეპოლის, არამედ მსოფლიოს წინაშე. დიდი იმედით ვუყურებთ თქვენს ვიზიტს", - აღნიშნა უწმინდესმა მისასალმებელ სიტყვაში.
უწმინდესის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით დღეს საღამოსვე საპატრიარქოში ყველა ჩამოსული სტუმრისთვის კიდევ ერთხელ მიღება გაიმართება. ასევე, სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.
პატრიარქის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით საქართველოში უკვე იმყოფება რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი და მღვდელმთავარი, კერძოდ, სერბეთის პატრიარქი, უწმინდესი ირინეოსი და ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე კირილი.

ხვალ დაიწყება საიუბილეო ღონისძიებები. კერძოდ, საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში კათოლიკოს-პატრიარქისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნება. დღის ბოლოს ფილარმონიაში კი კონცერტია დაგეგმილი. 12 იანვარს მსოფლიო ეკლესიის წარმომადგენლებს პარლამენტის შენობაში დავით უსუფაშვილი მიიღებს. ასევე მათ კანცელარიაში ბიძინა ივანიშვილი შეხვდება. დაგეგმილია აგრეთვე წმინდა ადგილების მოლოცვა. 13 იანვარს კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესი უმაღლესი რანგის სასულიერო პირებთან ერთად წირვას აღავლენს. სტუმრები საქართველოს 14 იანვარს დატოვებენ.

 

ნახვა: 251

ტეგები: QWELLY, grani, nika, qwellyland, ბართლომე, მსოფლიო, პატრიარქი, საქართველო, უნეტარესი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters