მზემ ისე დააცხუნა რომ კვირა, თვე არ გავა ისე, სადმე ცეცხლი არ აგიზგიზდეს. და ამ ცხელებაში (ციება არ ჩანს), ცივი ოფლი დაასხა წინა პრეზიდენტს - აბა უმოქალაქოდ დარჩენა ადვილი კი არ არის და ამასთანავე, NDI დგას და რაც გამოვიკვლიეთ, გაჩვენებთო. მოკლედ:
გუშინსაღამოს რუსთავი 2 იწვოდა, ოღონდ კვლავინდებურად ხალხის ბედით ან ყადაღით ან სააკაშვილის გამო კი არა, მართლა, პირდაპირი მნიშვნელობით იწვოდა - ცეცხლი ეკიდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, “რუსთავი 2“-ის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ 10 000-ის ზარალი მოგვადგაო. ნოდარ მელაძე - არასამუშაო საათებში რამ გამოიწვია ხანძარი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. დამწვარია დაახლოებით 40-45 კვმ ფართი. „რუსთავი 2“-ის შენობაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ზაალ უდუმაშვილი - ეჭვი მიჩნდება, რადგან ცეცხლი გაჩნდა ტელეკომპანიის იმ ნაწილში, რომელიც ყველაზე ადვილად აალებადია. გიორგი ლაფერაშვილი - არხი ჩვეულებრივად განაგრძობს მაუწყებლობას.
უმაღლესი განათლების მსურველთა სანერვიულო ციებ-ცხელებაც ამოიწურა - 2017 წლის საგამოცდო პროცესი დასრულდა - ერთიან ეროვნულ გამოცდებში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი აბიტურიენტების 15%-მა ვერ გადალახა. ზოგადი უნარების გამოცდის შემდეგ, დანარჩენი გამოცდების შედეგები ორშაბათიდან გამოქვეყნდება.
არამოქალაქე სააკაშვილის ნიუსები, იმსახურებენ ცალკე ბლოკს. მართლია, ალბათ საზღვარგარეთულებში უნდა გამეშვა, მაგრამ მაინც ჩვენი პრეზიდენტი იყო (მერე რა, რომ მას ჩვენ აღარ ვუნდივართ!), მაინც ჩვენთან უწევს ექსტრადირება და აქ იყოს - ანტონ გერაშენკო - საქართველოს გენპროკურატურამ უკრაინას ფაქტები მიაწოდა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებისთვის სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებისას უცნობი იყო. რადას დეპუტატი - უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიცია პირველივე რეისით განხორციელდება. ხატია დეკანოიძე - ძალიან გულდაწყვეტილი ვარ იმით, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის მეთოდებს იყენებს. დავით საყვარელიძე სააკაშვილის მოქალაქეობაზე - ეს პეტრო პოროშენკოს რეჟიმის დასასრულს მოაახლოებს. ლევან ბეჟაშვილი - ეს არის ოლიგარქების ბრძოლა თავისუფლების, დემოკრატიისა და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების მიმართ. თინა ბოკუჩავა - საერთაშორისო კანონმდებლობით, ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება არ შეიძლება და მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა გააჩნია. გელა დუმბაძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ალბათ ჩართულნი იქნებიან უკრაინული და ქართული მხარეები, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. სოზარ სუბარი - ღრმად მწამს, რომ სააკაშვილი თავის კუთვნილ სასჯელს ე.წ.მატროსოვზე მოიხდის. დავით მათიკაშვილი - თუ მიხეილ სააკაშვილი გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს, ჩვენი ქვეყანა იმოქმედებს ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსში. გრიგოლ ლილუაშვილი - მჯერა უკრაინელი ხალხის სიბრძნის და პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას. ზაალ უდუმაშვილი - საქმე გვაქვს აშკარა პოლიტიკურ დევნასთან. მიხეილ სააკაშვილი - მე ვიბრძოლებ უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის და დავბრუნდები. დიმიტრი მედვედევი - სააკაშვილის ბედი გასაოცარია. ლევან ალაფიშვილი - მიხეილ სააკაშვილისთვის გამოსავალი შეიძლება იყოს გაერო-ს მფარველობის და შესაბამისი სტატუსის მოთხოვნა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ოფიციალურად დაადასტურა. სერგი კაპანაძე - დიდი ალბათობით, ხელისუფლება შეეცდება მესამე პრეზიდენტის ექსტრადირებას, რაც დიდი შეცდომა იქნება. დავით ნარმანია - რა დროს მიხეილ სააკაშვილია, გაკოტრდა ეგ კაცი, გაკოტრდა. სოზარ სუბარი - ჩვენმა მეგობარმა უკრაინელმა ხალხმა დაინახა, რომ სააკაშვილისგან რაიმე სარგებელს არ უნდა ელოდოს. დიმიტრი პესკოვი - მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა კრემლის დაინტერესების საგანი არ გახლავთ. ადვოკატი - უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გასაჩივრდება.
ყოფილი პრეზიდენტის შემდეგ, ამჟამინდელის ამბები და მისი კონსტუტუციაში ჩართულობის ბლოკი - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ”ქართული ოცნების” წევრებს საკუთარი მანდატი და კანონითა და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებები განუმარტა. ანა დოლიძე - პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი, ეს არის ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“. ზაზა გაბუნია - ზრდილობა მხოლოდ პროტოკოლური ღიმილი არ არის. საბოლოოდ - ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტმა არ გაიზიარა და ასევე, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო იმ კანონპროექტზეც დაძლია, რომლითაც საკრებულოებში მაჟორიტართა რაოდენობა იზრდება. პარლამენტმა პრეზიდენტის მესამე ვეტოც დაძლია. გია ვოლსკი - ანა დოლიძემ უკადრებელი იკადრა - მისი თანამდებობაზე გაჩერება შეუძლებელი უნდა იყოს.
ალელუია მწეველებო და სხვა საკანონმდებლო სიახლეებიც - პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია ხდება. მუნიციპალიტეტების მერები საკუთარ მოადგილეებს საკრებულოს თანხმობის გარეშე ვერ დანიშნავენ.
NDI-მ დღეს უკვე პოლიტიკური შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. NDI-ის გამოკითხულთა 32% საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად ამომრჩეველთა მოსყიდვას ასახელებს. NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 22% ”ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 7% - ”ნაცმოძრაობას”, 3% ”ევროპულ საქართველოს”. NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 72% აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს იცნობს. NDI-ის გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. NDI - ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 30% კახი კალაძეს მისცემდა ხმას, 19% - ალეკო ელისაშვილს, 18% - ზაალ უდუმაშვილს. NDI-გამოკითხულთა 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდა ხმას. იმ პარტიებს შორის, რომელსაც NDI-ის გამოკითხულები არასდროს მისცემდნენ ხმას, 21%-ით „ნაცმოძრაობა“ ლიდერობს.
ახლა კვლევის შედეგების კომენტარები - ალეკო ელისაშვილი - NDI-ის კვლევიდან ერთი რამ ნათელია - მეორე ტური იქნება. ირაკლი აბესაძე - NDI-ის კვლევამ გვაჩვენა, რომ ქვეყანაში სოციალური პრობლემები კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. ლევან დავითაშვილი - NDI-ის კვლევები დიდი ცდომილებით გამოირჩევა, წინა პრაქტიკა ამას გვაჩვენებს. დიმიტრი ხუნდაძე - NDI-ის კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელისუფლების მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი. სოზარ სუბარი - როდესაც NDI-ის წინასწარი კვლევები ერთხელ მაინც მოვა რეალობასთან შესაბამისობაში, ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. ზაზა გაბუნია - NDI-ის ამ კვლევითაც კი, კახა კალაძის უპირობო გამარჯვების წინაპირობა სახეზეა.
სანამ აუდიტში გადავა, კიდევ მერის პოზიციიდან პასუხობს კითხვებს - დავით ნარმანია - მერია რომ არაპროფესიონალებისგან ყოფილიყო დაკომპლექტებული, მოცულობითი და მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა. დავით ნარმანია - მერია ყველა მშენებლობას თავზე ვერ დაადგება - მშენებელი უნდა მოეკიდოს საქმეს პასუხისმგებლობით. პასუხი ელისაშვილს - მეორე ტური არ იქნება.
საჭადრაკო ანალიტიკა ცალკე უნდა წარმოვადგინოთ - მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია ალეკო ელისაშვილის რეიტინგის აწევა და ამით მეორე ტურში უდუმაშვილის გაყვანა.
საზღვარგარეთულები:
ბენიამინ ნეთანიაჰუს Al Jazeera-ს იერუსალიმში მდებარე ოფისის დახურვა სურს.
კანონპროექტი, რომელიც რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, აშშ-ს სენატში კენჭისყრაზე შესაძლოა ამ კვირას დადგეს.
ვლადიმერ პუტინმა გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე ვასილი ნებენზია დანიშნა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
3 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
3 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია