უქმეები მთლიანად ოპოზიციის პროტესტს დაეთმო და ახალი კვირაც ამ პროტესტით გრძელდება. გუშინ ღამით, ცესკოს ტერიტორიაზე შესვლისას წყლის ჭავლი გამოიყენეს ორჯერ - პირველად ჯებირების და პარკინგის მესერის გადამტვრევისას, მეორედ კორდონის გარღვევის მცდელობისას (პარალელურად, პოლიციელებს ესროდნენ ქვებს). დღის თემა, გუშინდელი ღამის განხილვა იყო. რაც შეეხება კორონას ახალ რიცხვებს, რომელიც 6 ბერეულს გასცდა - 60680, გამოჯანმრთელებული - 45042, გარდაცვლილი - 499, კარანტინში - 2982. დოლარი 3.3308 ლარი ღირს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 ნოემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 2927 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 1033 თბილისში, 411 აჭარაში და 782 იმერეთში გამოვლინდა. 24 ადამიანი გარდაიცვალა. სახელმწიფომ 8 თვეში საკარანტინო სივრცეში 54 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამირან გამყრელიძე - დიდი თავშეყრები და უმართავი, დაუცველი პროცესები ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას და ამას ერთი კვირის შემდეგ დავინახავთ. სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ის ფარგლებში გვაქვს. კიდევ ერთხელ მოწოდებაა, რომ ვისაც ეკუთვნის და ვინც არის რისკ ჯგუფი, ავიცრათ. არ თქმულა, რომ 3 სავალდებულო გამოკვლევა ყველა ინფიცირებულს უნდა გაუკეთდეს - ეს მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით მოხდება. ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ არ გავაჩეროთ ეკონომიკა და რაც შეიძლება ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ. დღეისთვის თავისუფალი იყო 250-მდე საწოლი - დღეს და ხვალ, 600-700 საწოლის მობილიზაცია მოხდება.

      წყლით გაყინული აქციიდან, ძვირადღირებულ, საჯარიმო აქციამდე - დასავლური მედია თბილისში, ცესკო-ს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება - Reuters - მომიტინგეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს ქვების სროლა დაუწყეს. BBC - პოლიციამ საქართველოს დედაქალაქ თბილისში შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, წყლის ჭავლი გამოიყენა. დოიჩე ველე - საქართველოში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტები არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვდნენ. ოპოზიცია მმართველ პარტიას ამომრჩევლის მოსყიდვასა და მათ მიმართ მუქარის განხორციელებაში ადანაშაულებს. არასამთავრობოები - ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცავების ქმედება - მოვუწოდებთ როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს, დაიწყონ მოლაპარაკებები. თორნიკე შარაშენიძე - ულტიმატუმის მიცემა სრული უაზრობა იყო, 8 საათზე ბუნებრივია, არც ივანიშვილი და არც არავინ გაიქცეოდა. ირაკლი ოქრუაშვილი - ამას, რასაც ბოლო ერთი წელია ვუყურებთ, პოლიცია არ ჰქვია, ივანიშვილის კერძო დაცვის კომპანია გახდა. აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი ოპოზიციური პარტიების წევრები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება. არმაზ ახვლედიანი - ივანიშვილი არაკონსტიტუციური, სახელმწიფოებრივი ინტერესების დამსამარებელი, პოლიციური რეჟიმის მოთავე, ავანტიურისტია. საგანგებო სიტუაციების ცენტრის ინფორმაციით, ცესკოსთან გამართულ აქციაზე დაშავებული 10-მდე პირი კლინიკებში გადაიყვანეს. ლევან ხაბეიშვილი - „ქართულმა ოცნებამ” თქვა, 22:00 საათიდან კორონა იღვიძებს, სახლებში შედით და დაიძინეთო - ეს არის ივანიშვილის ახირება და არა კანონის აღსრულება. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ივანიშვილის რეჟიმის პირობებში სიკვდილი, დღეს თუ ხვალ, სწრაფად თუ ნელა - ყველას იპოვის. ცესკოს შენობასთან, სადაც გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა, დამატებითი რკინის კონსტრუქციები განათავსეს. დავით ზურაბიშვილი - უკიდურესად არაადეკვატური ხელისუფლება გვყავს, რომელიც ყველაფერს უკუღმა აკეთებს და სიტუაციის დარეგულირების ნაცვლად, კონფრონტაციას აღვივებს. კახა საბანაძე - აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოანგრიეს ჯებირი, ისროდნენ ქვებს, ბლაგვ სააგნებს და სცადეს უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცესკოში, დაკავებულია 19 პირი. კახა საბანაძე - გუშინ ცრემლსადენი გაზი გამოყენებული არ ყოფილა, იმ დანაყოფის აღჭურვილობაში, რომელიც მართავს მასებს, ე.წ. წიწაკის სპრეია, რომელიც, შესაძლოა, გამოყენებული იქნას. კახა საბანაძე - იმის განსაზღვრა, სად იდგა მედიის წარმომადგენელი, მერწმუნეთ, იყო რთული - დამიზნებით წყლის ჭავლის გაშვება არ მომხდარა. გიორგი გახარია - ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ და ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა. აჭარის მთავრობის სახლთან მყოფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არ დაემორჩილებიან. დავით უსუფაშვილი - პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ მართლებიც და მტყუანებიც, სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ - როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ. სერგი კაპანაძე - შეზღუდვის მშვიდობიან მანისფესტანტებზე გავრცელება ნიშნავს ივანიშვილისგან იმის თქმას, რომ მისი დეკრეტი კონსტიტუციაზე მაღლა დგას. მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის დროებითი საშვის მიღება ცხელ ხაზზე დარეკვით შეეძლებათ. „სირცხვილია“ მთავრობის შეზღუდვებს დაუმორჩილებლობას უცხადებს. ლევან იოსელიანი - გუშინ რაც ალეკო ელისაშვილმა და ნიკა მელიამ გააკეთეს, ეს იყო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ლიდერების საქციელი. თინა ბოკუჩავა - ვაპირებთ, მშვიდობიანი პროტესტი გავაგრძელოთ, რაზეც აბსოლუტური კონსენსუსი არსებობს ოპოზიციაში. ირმა ნადირაშვილი - არავის მოვუწოდებთ, 22:00 საათის შემდეგ დარჩნენ, მაგრამ ჩვენს განწყობას, რომ ფარისევლობაა „კომენდანტის საათის“ დაწესება, ყველას ვეტყვით. ზუკა ბერძენიშვილი - ივანიშვილს თავს არც დავაჩაგვრინებთ, მაგრამ არც დავასახიჩრებინებთ. ხატია დეკანოიძე - მივმართავ ხელისუფლებას, შეეშვით თავების დათვლას, წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებს, რადგან ხალხთან ჭიდილი არცერთ ხელისუფლებას არ გასვლია. ირმა ნადირაშვილი - ხელისუფლება, რომელსაც ასე სძულს ხალხი, დიდი ხანი ვერ დარჩება. ნიკოლოზ სამხარაძე - მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ მიდგომებს და საფრთხის ქვეშ არ დააყენონ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. მამუკა ტუსკაძე - მინდა მოვუწოდო „ლელოს“ და ალეკო ელისაშვილს, ახალ პოლიტიკურ ძალთა გაერთიანებას სათავეში ჩაუდგნენ. გიგი უგულავა - 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევას ვაპირებ, რადგან ეს არის როდიონოვ ივანიშვილის გადაწყვეტილება. კახა კალაძე - აქციის გამართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს, 22:00 საათის შემდეგ კი, კანონი ყველასთვის მოქმედებს. გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ პირები, რომლებიც ცესკოსთან გუშინდელ აქციაზე ქვებს ისროდნენ, მიგზავნილი პროვოკატორები იყვნენ. საქართველოში ეუთოს საარჩევნო მისიის ლიდერები დემონსტრანტებს ძალადობისგან თავშეკავებისკენ, ხელისუფლებას კი შეკრებისა და გამოხატვის ძირითადი თავისუფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებენ. დავით ბაქრაძე აქციის მონაწილეებს - მთავრობას ჰგონია, რომ სიმართლე არის ძალაში, მაგრამ მეგობრებო, სიმართლე არ არის ძალაში, ძალაა სიმართლეში! გაერთიანებული ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას 14 ნოემბერს გამართავს. ნიკა მელია - თქვენი ციხის არავის ეშინია! მე დამიჭერ, გამანადგურებ? სხვა გამოვა! მეორე ტურის დროს გამოვიდეთ მშვიდობიანად და რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ჯაჭვში ჩავდგეთ. პოლიციამ პარლამენტთან აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, აქციის მონაწილეები პარლამენტთან რჩებიან. გიგი უგულავა - ერთი ხელით დიალოგზე საუბრობდე, მეორე ხელით ხალხს არბევდე და იჭერდე, ასე დიალოგი არ წარმოებს - შანტაჟის პირობებში დიალოგს არ ვაპირებთ. შს სამინისტროს განცხადებით, ყველა იმ პირს, რომელიც 22:00 საათიდან გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არღვევს, 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე 4 პირი დააკავა. დიღმელაშვილი - პოლიციას აქვს მითითება, დააკავონ ისინი, ვინც პარლამენტის ტერიტორიიდან გავა. პოლიციამ აქტივისტს პარლამენტთან შეშა არ მიატანინა. უგულავა - დიალოგის წინაპირობა პოლიტპატიმრების გათავისუფლება უნდა იყოს.

      თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 22:00 საათამდე იმუშავებენ.

      მოლაპარაკებების მაგიდა - „ქართული ოცნება“, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. გიორგი გახარია - ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო, პარტნიორების დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. ცესკო - საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ნებისმიერ მშვიდობიან ფორმატში, სხვადასხვა ჩართული მხარის მონაწილეობით, ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. ირაკლი სესიაშვილი - დიალოგისთვის მზად ვართ, მაგრამ არა იმ დიალოგისთვის, რომ ხალხის გადაწყვეტილება რაიმე ფორმით შეიცვალოს.

      ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულებს, აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს ბრალი წაუყენეს. დაკავებულების ადვოკატის განცხადებით, საქმე „საბჭოთა მეთოდითაა“ შეკერილი. დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - სომხეთში კორონავირუსის 1 042 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 21 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 21 798 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 256 პაციენტი გარდაიცვალა. უნგრეთში, 20:00 საათიდან დილის 5 საათამდე „კომენედანტის საათი“ იმოქმედებს, რესტორნები და ბარები კი დაიხურება. აზერბაიჯანში კორონავირუსის 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 ადამიანი გარდაიცვალა. ვლადიმერ ზელენსკის კორონავირუსი დაუდასტურდა.

      ვლადიმერ პუტინმა სამი მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

      ახალი ამერიკა - ჰეიკო მაასი - ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ყველაფერი არ შეიცვლება, მაგრამ ბევრი რამ გაუმჯობესდება.

      ყარაბაღის კონფლიქტი - სომხური მედია - აზერბაიჯანმა წუხელ სტეფანაკერტი კასეტური რაკეტებით დაბომბა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღი - აზერბაიჯან-თურქეთის აგრესიას კიდევ 44 სამხედრო ემსხვერპლა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის არმიამ ზანგილანის რაიონის ბარტაზის დასახლება “ოკუპაციისგან გაათავისუფლა”. ილჰამ ალიევის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა არმიამ კიდევ 20 სოფელი გაათავისუფლა. სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენი „მი-24“ ჩამოაგდეს - ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 95

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters