როგორც ჩანს კორონა აქციებზე არავის გადაედება, ამიტომ არჩევნების შედეგების გაპროტესტება არ მთავრდება და კიდევ უფრო მასშტაბური აქციებია დაანონსებული. პარალელურად, კორონამ უკვე 50K-ს გადააბიჯა და უფრო წინ მიიწევს უზარმაზარი ნაბიჯებით - კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 51993, გამოჯანმრთელებული - 37019, გარდაცვლილი - 423, კარანტინში - 3094. დოლარი 3.3613 ლარი ღირს.
#Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 1044 თბილისში, 503 აჭარაში და 526 იმერეთში გამოვლინდა. 22 ადამიანი გარდაიცვალა. თბილისის მეტროსადგურებში, პიკის საათებში, მგზავრთა ნაკადის კონტროლი დაიწყო. შსს - საპატრულო პოლიცია კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით აქტიურ მონიტორინგს აგრძელებს. ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. რუსთავში ორშაბათიდან ყველა ბაგა-ბაღი იხურება. „კლინიკა ნიუმედი“ დასაქმებულებს და სტუდენტებს Covid 19-ის დიაგნოსტიკას უფასოდ ჩაუტარებს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალოდ 68 კლინიკაში 5 116 საწოლია მობილიზებული. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების 74% სიმპტომიანი პაციენტია. სახელმწიფოს მიერ შემოტანილ გრიპის ვაქცინაში თანხის აღება არის დანაშაული. წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა. კორონავირუსის მართვაში შესაძლოა, სტომატოლოგებმაც მიიღონ მონაწილეობა. პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ დაიცავს, „ტრაგიკული შემთხვევები, რომელიც თითო-ოროლა არის, გაცილებით მეტი იქნება“. დღეს, 125 ავად გამხდარიდან ერთი იღუპება, რამდენი 125-ით მეტი ინფიცირებული იქნება, იმდენით მეტი ადამიანი დაიღუპება. ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით ინფიცირებულთა მართვის პროცესში სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსების გადამზადებული სტუდენტები და მოხალისე ექიმები ერთვებიან. გიორგი გახარია - ვიცავდი ყველა წესს, თუმცა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ 90 პროცენტი კოვიდ ინფიცირების შემთხვევების იმართება ბინაზე, ეს საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა. საქართველოს მასშტაბით, მესამე და მეოთხე ემერჯენსის ლიცენზიის მქონე კლინიკები კოვიდ ინფიცირებულებს მიიღებენ.
არჩევნების საპროტესტო აქციები - „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა ცესკოს მიმართულებით ავტოკოლონებით მსვლელობა გამართეს. სახალხო დამცველი შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს - პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, საპროტესტო აქციების ორგანიზების პროცესში უზრუნველყონ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი ყველა წესის და შეზღუდვის განუხრელად დაცვა. სერგი კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლება კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობით მანიპულირებს და ამით აპირებს მოსალოდნელი შეზღუდვების გამართლებას. მამუკა ტუსკაძე ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შეიტანს. თამარ ჩუგოშვილი - ცესკო საზოგადოების თვალში ჩანს როგორც არჩევნების გამყალბებელი - თუ ოქმებში, ბიულეტენებში ყველაფერი სწორადაა, გადათვალონ, რა პრობლემაა? თამარ ჩუგოშვილი - ცესკომ უნდა გაიგოს, რომ გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და ციხით მთავრდება - თუ არ გავაკეთებთ იმას, რაც კანონში წერია, ამ წრიდან ვერ გამოვალთ. აქტივისტების განცხადებით, ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, სადაც "გაერთიანებული ოპოზიცია“ აქციას მართავს, გასროლის ხმა იყო. ეკატერინე ტიკარაძე - ოპოზიციასთან მიმართებაში მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. აქციები დასტაბილურებულ სიტუაციას კვლავ რისკის ქვეშ აყენებს. ლევან სამუშია - დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში 99 უბანი იყო და 88 ოქმზე ბალანსი არ დაჯდა, სწორედ ამიტომ, სასამართლოში სარჩელი შევიტანე. საია - მიუხედავად იმისა, რომ 79-ვე უბნის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ მოხსნილა, სასამართლოში 38 უბნის შედეგებს გავასაჩივრებთ, რაც ჯამში 60-მდე შემაჯამებელ ოქმს მოიცავს. მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილი როლშია შესული და გავლენების მქონე პირის როლს თამაშობს. "ლელო” - 31 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება. თორნიკე რიჟვაძე - არავითარი პრობლემა არ გვაქვს აქციებთან, პატივი ვცეთ ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ოთარ კახიძე - 969 უბანზე არჩევანი გარეთ კეთდებოდა და მოქალაქეებს უკვე შემოხაზულ ბიულეტენებს ატანდნენ. მამუკა მდინარაძე - სირცხვილია, რომ გიორგი ბარამიძე იყო ქვეყნის შს მინისტრი და დღეს პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას ცდილობს. ალიკა კუპრავა - გაბათილებულია უპრეცედენტოდ მაღალი - 146 192 ბიულეტენი. თენგიზ ცერცვაძე - პოლიტიკურ პროცესებს ხელს ვერ შევუშლით, მაგრამ დაიცვან ელემენტარული რეგულაციები. მამუკა ხაზარაძე - “ლელო” და „ლელოელები“ ვერ დავმარცხდებით, რადგან ჩვენსკენაა სიმართლე, ჩვენთანაა ეროვნული იდეა და ჩვენია საქართველოს მომავალი! გიორგი გახარია ოპოზიციაზე - მოქალაქეებმა 9 პარტიას მისცეს მანდატი, შესულიყვნენ პარლამენტში და ქვეყნის მომავალზე ეზრუნათ და თუ არ გვეხმარებიან, ხელს მაინც ნუ გვიშლიან. პრემიერი - იძულებულები ვიქნებით გარკვეული ღონისძიებები მივიღოთ, თუმცა არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნაწილში, არამედ გავაგრძელებთ წერტილოვან შეზღუდვებს. ნინო ლომჯარია - ცალკეულ შემთხვევებში, რაც საარჩევნო უბნებზე მოხდა, არჩევნების ფალსიფიცირება და გაყალბება ჰქვია, რაშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ვხედავ. თამარ გაბუნია - ხალხმრავალი აქციები პირდაპირ კვებავს ეპიდემიას - ინფიცირების დიდი წილი პირდაპირპროპორციულ კავშირშია აქციებზე მაღალ აქტივობასთან.
ნარკობარონები სიყვარულის ქალაქში - სიღნაღში 6 კილოგრამზე მეტი ჰეროინი ამოიღეს.
საზღვარგარეთულები:
#WorldCorona2020 - სომხეთში კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 30 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 20 582 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 378 პაციენტი გარდაიცვალა. რუმინეთი „კომენდანტის საათს“ აწესებს და სკოლებს ხურავს. გერმანიაში კორონავირუსის 21 506 შემთხვევა დადასტურდა და 166 ადამიანი გარდაიცვალა.
ომი ყარაბაღში - სომხური მედია - აზერბაიჯანის მიერ ქალაქ შუშის დაბომბვას სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - სომხეთის მიერ დასახლებული პუნქტების დაბომბვის შედეგად 92 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.
პუტინი რჩება - დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინის გადადგომაზე ინფორმაცია სრული სისულელეა - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია.
დაუსრულებელი არჩევნები - ჯო ბაიდენი - ეჭვი არ გვეპარება, ხმების დათვლის დასრულების შემდეგ გამარჯვებულად გამოგვაცხადებენ. CNN - ჯორჯიის შტატში ჯო ბაიდენი 917 ხმით ლიდერობს. დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი - არჩევნები ჯერ არ დამთავრებულა, როგორც კი დასრულდება, პრეზიდენტი ტრამპი იქნება მეორე ვადით არჩეული. ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს პენსილვანიის შტატშიც უსწრებს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია