- ძია, უტუღაა ესე?

- კი ძია! უტუღაა!

არადა უკუღმა არ უნდა იყოს!

ჩვენს ქვეყანაში, მართლმადიდებლურ სამყაროში სულიერი შვილისა და მოძღვრის განსაკუთრებული კავშირი, განსაკუთრებული ურთიერთობა არსებობს...

განსხვავებით კათოლიკური ეკლესიისგან, სადაც აღსარებას აბარებ ნებისმიერ სასულიერო პირს რომელიც კი "კაბინაში" ზის, ორთოდოქსები ვცდილობთ გვყავდეს მოძღვარი, რომელთანაც გვექნება ხშირი შეხება. ხშირად მოვუყვებით ჩვენს მდგომარეობას და მივიღებთ მისგან რჩევებს, ჩავაბარებთ აღსარებებს, ის კი ღმერთს შესთხოვს ცოდვათა შენდობას, გავუმხელთ ჩვენს გულის ნადებს და ერთად ვეცდებით პრობლემების მოგვარებას, გვეყოლება როგორც მეგობარი, სულიერი მოძღვარი.

ამგვარი ურთიერთობა მრავალი კუთხით არის გამართლებული, თუნდაც ის რომ სულიერი შვილი და მისი მოძღვარი ერთად ცდილობენ პრობლემების გადაჭრას, სულიერ შვილთან ერთად სასულიერო პირიც იზრდება - იხვეწება, ყოველთვის არ გიწევს ხელახლა საუბარი იმაზე რა გადაგხდენია, და მრავალი სხვა... მაგრამ თუ აქცენტს მხოლოდ აღსარების ჩაბარების მომენტზე შევაჩერებთ, საინტერესო და სავალალო შედეგს ვნახავთ.

კათოლიკურში აღსარების თქმის პროცესი ძალიან მარტივია - შეხვალ კაბინაში, ჩუქურთმიანი გამყოფი კედლის იქით შენთვის სრულიად უცნობი პადრე ზის, რომლისთვისაც ასევე სრულიად უცნობი ხარ - ამიტომ აღსარებას აბარებ უპრობლემოდ! დაგარიგებს, გეტყვის თუ რა წერია წმინდა წერილში და გაგიშვებს. ძალიან მშრალი ურთიერთობა... თუმცა უნდა ვთქვათ რომ კათოლიკურ ურთიერთობაშიც (მაგალითად ქართულში) არის სტანდარტული სა-შვილ-მოძღვრო ურთიერთობა. მიუხედევად იმისა, რომ ამ პოსტის იდეა სულაც არ არის კათოლიკურის და ქრისტიანული არსარების განხილვა... შედარებისას ამბობენ ხოლმე რომ მართლმადიდებლური სა-შვილ-მოძღვრო ტრადიცია, ძალიან უმნიშვნელოდ, მაგრამ სულ ბოლო არგუმენტად მაინც გიცავს ცოდვის ჩადენისგან, რადგან როცა ფიქრობ რომ ეს შენს მოძღვარს, უფროს მეგობარს უნდა უთხრა - ცოტა გირთულდება შეცოდება!

მე უნდა ვისაუბრო უმაზე, თუ რა მდგომაორეობიდან, სად ვართ!

ამ ხედვაში რომ ცოდვის ჩადენისგან გიცავს, ცუდი არაფერია... ეს მართლაც ასეა, ან უნდა იყოს! (როცა იცი რომ დანაშაული უნდა გაუმხილო ადამიანს და ეს გერცხვინება, შეიძლება უარი თქვა დანაშაულზე)... მაგრამ ჩვენ ვხედავთ ამ სიკეთის გაუკუღმართებასაც.

იმის მაგიერ რომ ჩადენის წინ შეგვრცხვეს შეცოდების, გავიხსენოთ რომ მოძღვარს უნდა მოვუყვეთ და ამაზე უარი ვთქვათ, შეცოდების შემდეგ ვეღარ ვბედავთ მოძღვართან მისვლას, ამის შემდეგ გვრცხვენია მისი, გვერიდება და ათასი სხვა მიზეზი...

რატომ? სადაა პრობლემა? ვინაა მოძღვარი ჩვენთვის თუ არა გზა ქრისტემდე? განა მას რაიმე სიდიადე გააჩნია ჩვენს თვალში გარდა იმისა რომ იყოს ხიდი ღმერთამდე? თუ ცოდვისას არ გვადარდებს ქრისტე, რომელიც ცოდვის მომენტშივე ჩვენს გვერდით იმყოფება, აბა მერე მოძღვარი რატომ გვაჭირვებს? საფიქრია იმაზე, რატომ გვყავს მოძღვარი და რა გვინდა მისგან?!

მუდამ უნდა გვახსოვდეს - სასულიერო პირიც კი არანაირი ძალმოსილების არაა ქრისტეს გარეშე. ქრისტეს მისაღებად კი არ უნდა შეგვაშინოს იმან, რომ მოძღვარს ეწყინება ჩვენი მრავალი შეცოდება...

---------------------

დღეს ბევრს ვფიქრობდი ამაზე და მინდოდა გამენდო თქვენთვისაც...

არ ვიცი, რამდენად კარგად გადმოვეცი სათქმელი, მაგრამ კითხვებს ვუპასუხებ შეძლებისდაგვარად... ☺

ნახვა: 702

ტეგები: Qwelly, აღსარება, ბლოგი, დღიური, მოძღვარი, პადრე, სულიერება, უკუღმართი, ქველი

Ann: ივლისი 14, 2013||4:33pm

ვფიქრობ რომ სხვაგვარად არაფერი გვეშველება .... ((

ლაშა: ივლისი 14, 2013||4:40pm

ეს რწმენის არა - ვფიქრობ უფრო უცოდინრობის ბრალია! 

Ann: ივლისი 14, 2013||4:44pm

გეთანხმები, უფრო უცოდინრობის.. ))

მაიკო: ივლისი 14, 2013||4:49pm

მართალ და კეთილ ადამიანს როცა რწმენა იმედი და სიყვარული ყოველთვის თან დაყვება უფალი  მუდამ მასთან იქნება )))

ლაშა: ივლისი 19, 2013||12:41am

მაიკო, დასანანი სწორედ ის არის რომ ამ სიკეთელს და სიმართლეს სწავლა უნდა :( 

რწმენა და იმედიც კი არასწორი ვიცით ხანდახან, სიყვარულზე აღარაფერს ვამბობ - სიყვარული და ჩემიანობა ხშირად აგვრევია ერთი-მეორეში :( 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Bloxbuyx-How to Get Secret Supreme Combo in Steal a Brainrot Halloween Update

გამოაქვეყნა Humboy_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2026.
საათი: 11:19am 0 კომენტარი

Halloween 2026 is bringing exciting discoveries to Steal a Brainrot, and one of the most intriguing rumors involves a hidden Supreme Combo Brainrot. According to current leaks, players may need to collect four special puzzle pieces to unlock this…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters