მოსამართლეობის ვადები და იურისპუდენცია, კირკიტაძის პატიმრობაში დატოვება და მერიისთვის ნებადართული მილიონები

      დღევანდელი დღეც არ ყოფილა განსხვავებული და სრულიად ახალი ამბებით წარმოდგენილი. თითქოს ბოლო კვირების განმავლობაში, ერთი და იმავე თემას მრავალგზის დაუბრუნდნენ მთავარი აქტორები. დღესაც განიხილებოდა სასამართლოს და მოსამართლეების მომავალი, ასევე თბილისის მრავალმილიონიანი სესხისა თუ ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული ხარჯვა, დღის მთავარ ამბად იქცა კირკიტაძი პატიმრობაში დატოვებაც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 თებერვალი, 2019/

      საზარელი მკვლელობა რუსთავში - 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წინასწარი შეცნობით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა. პროკურორი - ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით, საოჯახო დანის გამოყენებით, ბავშვს სხეულზე 20-მდე დაზიანება მიაყენა. პროკურორი - 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს არ უფიქსირდება, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ომბუდსმენი 13 წლის მოზარდის მკვლელობასთან მიმართებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებზე საუბრობს.

      ზუგდიდის სკოლის ამბავი - ია კერზაის შვილი ბაჩანა შენგელია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების ფაქტს ეხმაურება.

      მოსამრთლეების და იურისპუდენციის თემა - ნაზი ჯანეზაშვილი - არ ვაპირებ იმ სცენარებსა და დადგმულ სპექტაკლებში მონაწილეობას, რომელსაც დგამს ჩინჩალაძე ან მურუსიძე. თუ სასამართლო 100%-ით დაკომპლექტდება, შემდგომში შეცდომების გამოსწორება დაგვიანებული იქნება. ევან კობერიძე - ჩემთვის არ იყო მისაღები ის, თუ როგორ გამოხატა ვანო ზარდიაშვილმა მოსაზრება. ვახტანგ შაქარიშვილი - იუსტიციის საბჭომ საზოგადოებისთვის იმიტირებული სასამართლოს მოწყობა სცადა, მაგრამ საკუთარ თავს გამოუტანეს განაჩენი. ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვის შეჩერების საკანონმდებლო ინიციატივამ პირველ რიგში, კონსტიტუციურობის ტესტი უნდა გაიაროს. „ევროპული საქართველო“ სისხლის სამართლის საქმეებზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრულად ამოქმედებას მოითხოვს. ლევან გოგიჩაიშვილი - შეიძლება დადგეს რეალობა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის საბჭოს ფილიალი გახდეს, რასაც არ დავუშვებთ. დავით მათიკაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს. ბიძინა გეგიძე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვის შეჩერების ინიციატივას მხარდაჭერას უცხადებს. ლევან გოგიჩაიშვილი - მოიკითხეთ, რამდენი მოსამართლეა, ვისაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა ამოწურული არ ჰქონდა, მაგრამ უვადოდ დროზე ადრე დაინიშნა. ლევან გოგიჩაიშვილი - კონსტიტუციაში ცვლილების შემთხვევაში, გაიზრდება მოსამართლეთა თავისუფლების ხარისხი და ისინი არ იქნებიან გვრიტიშვილთან, ჩინჩალაძესთან და მეთოფიშვილთან ვალდებულნი. მიხეილ ბენიძე - მოგვიწევს სასამართლო სისტემაში ძალიან უხეში ჩარევა, როგორზეც დღეს არის საუბარი, ან მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები. ლევან გოგიჩაიშვილი - თუ ისევ მოსამართლეთა ამ ჯგუფის გადასაწყვეტად დავტოვებთ საკითხებს, ჩათვალეთ, რომ რაც „ქართულმა ოცნებამ“ შვიდი წელი იმუშავა, უბრალოდ აორთქლდა. სულხან სალაძე - როდესაც მოსამართლეთა უვადო დანიშვნის წესის გადადებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვისაუბროთ შესაძლო რისკებზეც.

      სასააკაშვილო გამოხმაურებები - ლევან კობერიძე - სააკაშვილი არის მაოხრებელი გზირი.

      დაპატიმრებები - საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა. შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავა. ხოშარაულის ქუჩაზე ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებული ყაზბეგში დააკავეს.

      მიწების დაკანონება - მამუკა ბახტაძე - 2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე 600 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა.

      სამედიცინო ამბები - ვეტერანებს უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ.

      სოც რეფორმის რეგულარულობა - სახალხო დამცველი - სახელმწიფომ დროულად უნდა გაატაროს სათანადო ღონისძიება სოციალური სისტემის რეფორმის მიზნით.

      სტალინი და ტურიზმი - „ევროპული საქართველო“ ტურისტულ ზონებში, სპეციალურ ფილებზე სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა სახელების დაწერის ინიციატივით გამოდის.

      კირკიტაძის სასამართლო - დღეს, გურჯაანში გამართულ სასამართლოზე, ადვოკატი პატიმრობის გაუქმებას და დავით კირკიტაძის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვდა. დავით კირკიტაძე - არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ. გიგი უგულავა - ვვარაუდობ, რომ დავით კირკიტაძეს გაათავისუფლებენ. ნიკა მელია - თუ უკანა კარიდან გახარია არ შემოიპარა მანტიამოცმული და მან არ დაარტყა ჩაქუჩი მოსამართლის ნაცვლად, მაშინ დათო კირკიტაძის პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობს. მოსამართლემ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. ზაალ უდუმაშვილი - დავით კირკიტაძე „ქართული ოცნების" პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი გახდა. ანრი ოხანაშვილი - თუ ოპონენტებმა კირკიტაძის ქმედებაში კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი დაინახეს, გამოდის, რომ ისინი ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. დარეჯან ცხვიტარია კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებაზე - ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს. გიგი უგულავა ბესელიას და გოგიჩაიშვილს - რომ ღაღადებთ, მოსამართლეები ადრე უკანონობას ჩადიოდნენო, ჩადიოდნენ, ჩადიან და კვლავაც ჩაიდენენ, იმიტომ, რომ მონობას არიან შეჩვეული. ნიკა მელია - კირკიტაძესთან დაკავშირებით სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო - გახარიამ ჩასძახა, ამ მოსამართლემ ამოსძახა. MAN-ის მიერ წარმოებული 90 ავტობუსი, რომელშიც ვიდეოკამერებია განთავსებული, თბილისში ხვალიდან, ეტაპობრივად შემოვა. დავით კირკიტაძე - დღეს ხელისუფლების ამოცანაა, დავით კირკიტაძე ციხეში იჯდეს. გრიგოლ გეგელია - შეიძლება ხელისუფლებას სურს, „მყარი ხელი გამოაჩინოს“, მაგრამ დავით კირკიტაძის პოლიტიკური დევნა, გადაჭარბებული მგონია. გია ვოლსკი - დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვება სამართლებრივად გამართული გადაწყვეტილებაა - არც ვუშვებ, რომ გიორგი გახარია ჩაერია ამაში. გია ხუხაშვილი - კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებით ხელისუფლება ოპონენტებს პოლიტიკურ დევნაზე საუბრის საფუძველს უქმნის.

      მცხეთელების მოთხოვნა - მცხეთის მოსახლეობის ნაწილი განაშენიანების აკრძალვასთან დაკავშირებით არსებული მორატორიუმის გაუქმებასა და გენგეგმის მიღებას ითხოვს.

      ძვირი ინფრასტრუქტურა და თბილისური ამბები - თბილისის მერია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 62,800 მლნ ლარი სესხის აღებაზე საკრებულოსგან თანხმობას ითხოვს. ბიძინა გეგიძე კახა კალაძეს მიმართავს, ვერეს ხეობაში შენობის ასაშენებლად, კომპანია „ანაგს" ნებართვა არ მისცეს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას სამრეწველო ზონის სტატუსი ეცვლება. საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლევან ხაბეიშვილს - შენ ხარ თავხედი, სამწუხაროა, რომ ასეთი კოლეგა გვყავს საკრებულოში. ირაკლი ხმალაძე - ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის კოეფიციენტი შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ თუ უნდა აშენებულიყო 25-სართულიანი კორპუსები, უნდა აშენდეს 18-სართულიანები. რევაზ სოხაძე - ვწუხვარ, რომ ჩვენ გვყავს არაკვალიფიციური ოპონენტები, რომლებიც ვერ ერკვევიან და არც აინტერესებთ საკითხები. თბილისის მერიამ საკრებულოსგან 62,800 მლნ ლარის სესხის აღებაზე თანხმობა მიიღო. ირაკლი ზარქუა - წელს თბილისის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. ბექა დავითულიანი - ოპოზიციას შოუს დადგმა და ყველაფრის იმ რეჟიმში გადაყვანა სურს, რასაც თვითონ გვთავაზობენ. ლევან ჟორჟოლიანი - როდესაც ხელისუფლება საქმის გასაკეთებლად კრედიტებს იღებს, ოპოზიცია ცდილობს ემიგრანტებს ფული დაცინცლოს. ლევან ხაბეიშვილი - საკრებულო მერიის სპიკერად არის ქცეული. თამარ ტალიაშვილი - ოპოზიცია ცრუ ბრალდებებით მუდმივად ცდილობს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტების გადაფარვას. თბილისის საკრებულომ მერიას EBRD-იდან 15 მლნ ევროს სესხის მიღებაზე თანხმობა მისცა. რიმა ბერაძე - საკრედიტო ხაზით გამოყოფილი 62 მილიონი ლარით უმნიშვნელოვანესი პროექტები განხორციელდება. ირაკლი ზარქუა - ვირტუალური მთავრობის "გენერალურმა პროკურორმა" ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე მასკარადი დადგა - ეს მათი ნიშაა.

      პოზიციებით მაღლა - ვახტანგ ჭარაია - „ევროპის პალატის“ ყოველწლიურ კვლევაში, საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება, ქვეყნის სწორი საინვესტიციო პოლიტიკის კიდევ ერთი აღიარებაა. ეკატერინე მიქაბაძე - საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესება პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.

      თხილის დაცვა - ლევან დავითაშვილი - სამინისტრო მზადაა, თხილის მავნებლებთან ბრძოლის კუთხით დაგროვილი გამოცდილება გალის მუნიციპალიტეტში მყოფ ფერმერებს გაუზიაროს.

      პენსიაზე უარი - დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს 1-ელი აპრილიდან შეეძლებათ.

საზღვარგარეთულები:

      კედელი მექსიკასთან - დონალდ ტრამპი - მექსიკის საზღვართან კედელი ნებისმიერ შემთხვევაში აშენდება.

      რუსეთი პასუხგება - იულია ტიმოშენკო - რუსეთს, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს, პასუხი უნდა ვაგებინოთ.

      ფრთხილი გერმანელები - გამოკითხული გერმანელების უმეტესობა აშშ-ს მხრიდან საფრთხეს უფრო სერიოზულად აღიქვამს, ვიდრე რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან.

      ვენესუელა - ნიკოლას მადურო - აშშ-ს განზრახული აქვს ვენესუელაში ჰუმანიტარული კრიზისის შექმნა, რათა სამხედრო ინტერვენცია გაამართლონ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 189

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters