საცამეტთებერვლო ამბებში კიდევ ერთი მინისტრი წარსდგა პარლამენტის წინაშე და ამჯერად ქვეყნის ეკონომიკურ-ფინანსურ მომავალს უჭვრეტდა მთელი საკანონმდებლო ორგანო დღეს. დღის მთავარ ამბევში ასევე შეამჩნევდით უკვე მოყირჩებულ სამოსამართლეო თემას და ბოლო დროის ილიაუნურ აბებს. დღეს, აქტიურად განიხილავდნენ ნორვეგიაში ქართველების დაკავებასაც.
მოსამართლეთა ნიუსები - ალეკო ელისაშვილი - ჩვენი სინდისი და ნამუსი არიან ჩინჩალაძე და მურუსიძე, მეთოფიშვილი და გვრიტიშვილი?! ევროკავშირის ელჩი ეკა ბესელიას ინიციატივაზე - მცდელობა მიმართულია ზოგადად იქითკენ, რომ მართლმსაჯულება, სასამართლო რეფორმა გახდეს უფრო სანდო. თამარ ხულორდავა მოსამართლეთა უვადოდ გამწესების დროებით შეჩერებაზე - მხოლოდ ეს ინიციატივა არსებულ პრობლემებს, სავარაუდოდ, ვერ მოაგვარებს. სერგო მეთოფიშვილი - ზოგიერთი პოლიტიკოსის და NGO-ების მხრიდან გრძელდება თავხედი და ზღვარგადასული თვითნებობა მოსამართლეების მიმართ. მამუკა ბახტაძე - აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს ჩაერევა კონკრეტული მოსამართლეების დანიშვნა - არ დანიშვნაში - ეს წარსულს ჩაბარდა. ეკა ბესელია - ვანო ზარდიაშვილის განცხადება გასცდა ყოველგვარი კორექტულობის და გონივრულობის ფარგლებს.
სააკაშვილის ანონსი და ემიგრანტული მოძრაობა - მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ემიგრანტების შემდეგი ყრილობა 3 მარტს იტალიაში გაიმართება.
მიყურადების ამბავი - ხატია დეკანოიძე - შემრცხვა, როდესაც ხელისუფლება უსაფრთხოების სამსახურს იყენებს იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელოს ფარული მიყურადება.
მინისტრი პარლამენტის წინაშე - გიორგი ქობულიას დღეს პარლამენტში მოუსმინეს. გიგა ბოკერია - ამ ეკონომიკის მინისტრის პირობებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ნულოვანი ხედვა იმის, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან. ფინანსთა მინისტრი - სახელმწიფო ვალის ლარიზაცია მნიშვნელოვანია. გიორგი ქობულია - თუ ვერ განვავითარეთ საექსპორტო პოტენციალი, საქართველოს ეკონომიკურ ზრდას სერიოზული პრობლემები ექნება. რომან გოცირიძე - ეკონომიკური სტაგნაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ხედვის არარსებობა და მოშლილი მენეჯმენტი. რომან გოცირიძე - ეკონომიკური სტაგნაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ხედვის არარსებობა და მოშლილი მენეჯმენტი. 2019 წელს მასშტაბური პროფესიული გადამზადების პროგრამას ვიწყებთ. სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ აქცენტი გააკეთოს ინოვაციების განვითარებაზე. ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების მიზნით 2019 წელს რამდენიმე პროექტია დაგეგმილი. სერგი კაპანაძე - თუ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, ჭკვიანმა ხალხმა იპოვა თუ არა გამოსავალი რეგულაციების გვერდის ასავლელად?! გიორგი ქობულია - დიახ, ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს - ალბათ რუსეთისგან შევისყიდით რაღაც რაოდენობის გაზს. დღეს ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაა პარლამენტში, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ „მეორე არხი“ კი „თსუ“-სა და „ქუთაისი“-ს თამაშს აჩვენებს. „გაზპრომის“ საკითხზე პარლამენტში სპეციალური საკომიტეტო მოსმენა გაიმართება. გიორგი ქობულია - ეკონომიკური ზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარებისთვის. ეკონომიკის მინისტრი - უმნიშვნელოვანესია საქართველოს ჰყავდეს სახელმწიფო დროშის ქვეშ რეგისტრირებული და ქართველი მეზღვაურებით დაკომპლექტებული საზღვაო ფლოტი. გიორგი ქობულია - „ექსონ მობილი“ დღეს საქართველოს შავი ზღვის შელფზე ნახშირწყალბადების პოტენციალს სწავლობს. გიორგი ქობულია - საქართველოში 2019 წელს რეგიონალური მნიშვნელობის ტრენინგცენტრის მშენებლობა დაიწყება. ვგეგმავთ განახლებადი ენერგიების გამოყენების სტიმულირებას. ჩვენი სამუშაო კერძო სექტორის ხელშეწყობაა. გიგა ბოკერია - 100 წელზე მეტი დაგვჭირდება ამ ზრდით, რომ ევროკავშირში ყველაზე ღარიბ ქვეყანას დავეწიოთ. გიორგი ქობულია - 1-ელი აპრილიდან ქვეყანაში საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება. სერგი კაპანაძე - საბანკო რეგულაციების შემოღების შემდეგ სამშენებლო კომპანიებს გაყიდვები შეუმცირდათ. ოთარ კახიძე ეკონომიკის მინისტრს - ამერიკელები და იაპონელები არიან მფლანგველები და თქვენ ხელმომჭირნეები? გიორგი ქობულია - საბანკო რეგულაციები დაწესდა იმისთვის, რომ ღარიბმა ოჯახებმა „ცხოვრება არ გაიუბედურონ“. ეკონომიკის მინისტრი არ ადასტურებს, რომ საცალო კრედიტებზე საბანკო რეგულაციების შედეგად კომპანიებს გაყიდვები 20-30%-ით შეუმცირდათ. რომან გოცირიძე - ჩვენ არ გვჭირდება „გაზპრომი“, არ ვღებულობთ არც ერთ კუბურ მეტრ გაზს რუსეთიდან. გია ჟორჟოლიანი ეკონომიკის მინისტრის ხედვებზე - არის მიზნები და ეს მიზნები არის მკაფიო.
ტურისტული ზეაღსვლები და ევროდნაქები საქართველო - ბრიტანულმა სამოგზაურო ჟურნალმა საქართველო საუკეთესო 19 ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. ევროკავშირის ელჩი საქართველოში - საქართველო ევროკავშირისთვის ითვლება ძალიან კარგ და სანდო პარტნიორად. ოთარ კახიძე - ჩვენ მოვუსმინეთ ხედვის არმქონე მინისტრს, რომელიც არსებულ პრობლემებსაც კი არ აღიარებს.
ნორვეგიული დაკავება - შსს ადასტურებს, რომ ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გრიგოლ აბრალავაა. ვანო ზარდიაშვილის სიმამრი - სახაზინო ადვოკატის ინფორმაციით, ჩემ შვილს ბრალი არ უმტკიცდება - ნორვეგიაში მეგობრებთან ერთად, დასასვენებლად წავიდა. ანზორ აბრალავა - ჩემი შვილი არ არის ისეთი, რომ რაღაც აიღოს, „რუსთავი 2"-ს უნდა ასე გაასაღოს - სარეცხი მანქანა, მაცივარი უნდა გამოეტანა? ეს დაბალი პროფესიული დონეა. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, ნორვეგიაში დაკავებული გიორგი კიკნაძე პარტიაში არასდროს ყოფილა. ანზორ აბრალავა - ვიდრე ვანო ზარდიაშვილი გახდებოდა ჩემი სიძე, ჩემი შვილებიც იყვნენ წარმატებულები.
ხარჯიანი მივლინებები - ვახტანგ ყოლბაია აუდიტის დასკვნის გასაჩივრებას არ აპირებს, მათი თანამშრომელი კი, მივლინებაში დახარჯულ თანხას ბიუჯეტს უკან დაუბრუნებს.
სარემონტო ათონელი - ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის რემონტისთვის 2,5 მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა ანზორ ჩუბინიძე არ გამორიცხავს, რომ თანხა გაიზარდოს.
შემცირებული იმპორტი ანუ სტატისტიკური ამბები - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წლის იანვარში იმპორტი 6.5 მლნ დოლარით შემცირდა.
ადევნებული დამნაშავე - სასამართლომ ადევნებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
პარლამენტი ლაივში - პარლამენტის პლენარული სხდომების პირდაპირი ტრანსლაციის სურდო თარგმანით გადაცემა იგეგმება.
ყოველდღიური, მსუყე ჯარიმა - „ჰუალინგ ჯგუფი“, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ ტერიტორიაზე სასტუმრო უნდა აეშენებინა, ყოველდღიურად 500 ლარით დაჯარიმდებ.
ეროვნული უსაფრთხოება - ირაკლი სესიაშვილი - მაშინ, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, აქ პრეზიდენტი ვერ იქნება. ირაკლი აბესაძე - საინტერესოა, რატომ არ მონაწილეობს პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში და როგორ არის განსაზღვრული პარლამენტის როლი. პრეზიდენტის პრესსპიკერი - კანონში უნდა იყოს გათვალისწინებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში პრეზიდენტის მონაწილეობა. თეონა აქუბარდია - უშიშროების საბჭო არ უნდა იქმნებოდეს ან უქმდებოდეს პიროვნებებზე მორგებით, ეს უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებზე მორგებული.
ამბიციები - მამუკა ბახტაძე - ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონის ცენტრად.
სკოლები - მამუკა ბახტაძე - მუნიციპალური განვითარების ფონდი 28 ახალ სკოლას ააშენებს და მოხდება 89 სკოლის რეაბილიტაცია.
საუკეთესო ძალოსანი - ლაშა ტალახაძე გულშემატკივრებს - მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული თქვენი წყალობით მეორედ შევინარჩუნე - ქართველები ერთად ყველაფერს შევძლებთ!
გაზპრომი ჩვენს რეალობაში - პრემიერი „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებზე - ამოსავალი წერტილია, ჩვენი ეროვნული ინტერესები, ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება.
განმუხურელი ოკუპანტები - ოკუპანტების მიერ განმუხურიდან გატაცებულების ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადასულან. რუსმა ოკუპანტებმა განმუხურიდან ორი პირი გაიტაცეს. ოკუპანტების მიერ განმუხურიდან გატაცებული ორი პირი გაათავისუფლეს.
გაძლიერებული სტუდენტები - ილიაუნის სტუდენტთა ნაწილმა 24-საათიანი საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო. გიგა ზედანია - დერეფანი არ გახლავთ ადგილი, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები და აქ მყოფთა რაოდენობა ნამდვილად არ წარმოადგენს უნივერსიტეტის სრულ შემადგენლობას.
საზღვარგარეთულები:
გაფიცვები ბელგიაში - ბელგიაში საერთო ეროვნული გაფიცვა იწყება.
მსოფლიო ბლოკი რუსეთი და ამერიკა - აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე - რუსეთი არის დამნაშავე მის მიერ რეგულარულად ჩადენილი ცუდი ქცევის გამო, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მას. მედიის ინფორმაციით, ევროკავშირი და აშშ ქერჩის სრუტეში უკრაინელი მეზღვაურების დაკავების გამო, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე მუშაობენ. გაერო-ში აშშ-ს ელჩის მოადგილე - აშშ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეინარჩუნებს, ვიდრე კიევი დონბასზე და ყირიმზე კონტროლს არ აღადგენ. სერგეი ლავროვი - ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება ვაშინგტონის მძლავრი ზეწოლის ქვეშ ხდება.
ახალი მაკედონია - მაკედონია ოფიციალურად გახდა ჩრდილოეთ მაკედონია.
კოკაინი ტონობით ამერიკაში - ნარკობარონი „ელ ჩაპო“, რომელსაც აშშ-ში 155 ტონა კოკაინის შეტანა ედება ბრალად, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია