“მეგობრობა ერთი დიდი განძია
უმეგობროდ ყველა ტიპი ბანძია.
მახსოვს, როდის გითხარი ეს ფრაზა. ისიც მახსოვს, შენ ბანძი არასდროს იქნებიო, თვალის ჩაპაჭუნებით და ჩახუტებით რომ მიჩურჩულე, თუმცა შეცდი. შეცდი, თუ მეგობრობას მხოლოდ შენით განვსაზღვრავ. ახლა “ბანძი” ვარ, რადგან შენ აღარ მყავხარ; ჩემს ბედნიერებასა თუ უბედურებას ვეღარ გაგიზიარებ; ვეღარ ჩაგეხუტები ისე, მე როგორც მიყვარდა ხოლმე, ვერც ისე გიჩქმეტ და საერთოდაც, მე და შენ მეგობრები აღარ გვერქმევა.
გუშინ პირველად დავდექი იმ დიდი ტკივილის წინაშე, მეგობრის დაკარგვა რომ ჰქვია. არ მძინებია ღამე… გულში ჩუმად ვიმეორებდი, ჩვენ მეგობრები აღარ ვართ, ჩვენ მეგობრები აღარ ვართ-მეთქი. ძალიან გამიჭირდა იმის გააზრება, არა გააზრება არა, უფრო წარმოდგენა, რომ მე და შენ 24 საათი დღეში და 168 საათი კვირაში აღარ ვისაუბრებდით. შეიძლება, სულაც სისულელეებზე, თუმცა მაინც ჰომ ვუზიარებდით ბავშვობისა და თუ იმდროინდელ შთაბეჭდილებებს ერთმანეთს.
ვამაყობდი, რომ შენნაირი მეგობარი მყავდა. ბევრისგან მსმენია, თითით საჩვენებელი მეგობრობა გაქვთო, მეც ასე მეგონა. ჩვენი ურთიერთობით ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრობასაც ვამტკიცებდით და საკუთარ თავთან წკუპობანასაც. რომ გცოდნოდა, რამდენს ნიშნავდი ჩემთვის, იმის მეასედი მაინც რომ წარმოგედგინა, ასეთი მარტივი მიზეზისდა გამო არ ”გავბანძდებოდით”.
ყველა ოცნებით, სიკეთით სავსე
მე შემიძლია ვარსკვლავებს გავცდე
რადგან შენ მყავხარ ამ ქვეყანაზე
მე ახლა ვეღარც ვარსკვლავებს გავცდები, ვერც ცხრათვალა მზეს… ვერც წკუპუნათი მივმართავ ვინმეს, ვერც ბუნჩით, ვერც ბააბწკებით.. ვერ – არა, არ მივმართავ.
ვიცი, რომ ძალიან გამიჭირდება, მაგრამ აუცილებლად ვაჯობებ საკუთარ თავსა და ემოციებს.
რა ადვილია სათქმელად, არა?
არ არის მარტივი, აჯობო საუკუთარ თავს, დაძლიო ის დიდი ტკივილი…
აღარასდროს მომივა მესიჯი:
“არ მეძინებოდა და ვფიქრობდი… ვფიქრობდი.. ვიცი, რომ სასტიკად გეძინება, მაგრამ გაუძელი ცოტათი და ეს მესიჯი ბოლომდე წაიკითხე მეამაყება, რომ მყავხარ გულში, სულში და მარადიულად.”
ქეთოსთან საუბრის დროს, აღარასდროს დავწერ ლექსს:
“არ ვიცი, გიჟია, თუ მშვიდი
შავია, თუ თეთრი
ერთი რამ კი ზუსტად ვიცი
მყავს პუსკი და მიყვარს იგი!”
სრულიად სპონტანურად, სალვადორ დალიზე საუბრისას..
ვიცი, აღარასდროს აღვადგენთ ურთიერთობას, რამდენად რთული სათქმელიც არ უნდა იყოს – ასეა.
იმისდა მიუხედავად, რომ ძალიან მიყვარხარ, ძალიან გაფასებ და საზოგადოებაში ზუსტად შენნაირად მოვიქცეოდი, ბიჭი რომ ვყოფილიყავი, იმდენად მეტკინა გული ჩვენი ურთიერთობის დასასრულით, აღარ მინდა, ოდესმე ასეთი რამ კიდევ განვიცადო, შესაბამისად… არც ის მინდა, ტირილში გავატარო არაერთი ღამე, ხელი ჩავიქნიო აბსოლუტურად ყველაფერზე და…
ბევრი ტკივილიც იყო ჩვენს ურთიერთობაში და ბევრი სიხარულიც, თუმცა…
ჩვენი ურთიერთობა სხვა თუ არაფრის, ერთი რამის გამო ნამდვილად ღირდა, ვისწავლე რა არის ნამდვილი მეგობრობა, ურთიერთობისა და სიყვარულის გაფრთხილება, პატივისცემა… შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა.
ძალიან მიყვარხარ და ბევრს ნიშნავ ჩემთვის… ერთი რამის მჯერა, ჩემი შენდამი სიყვარული არასდროს შემცირდება, არასდროს განელდება…
ყველაფრისთვის დიდი მადლობა! “
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია