ზაფხული კვამლივით დაიკლაკნება ჩემ ირგვლივ, მხურვალე ტუჩები მოაქვს ყურთან და მეუბნება რომ „მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა“. ნაბიჯებში დღეებს გულისხმობს, უკუღმა ათვლა დაიწყო, სულ ცოტაც და „სტარტ“–ზე ვიქნებით. რამდენიმე დღეა იღბალი არსად შემხვედრია. ალბათ ავცდით ერთმანეთს, ან მე გამოვედი ზედმეტად გვიან, ან ის გავიდა ზედმეტად ადრე. პირველად ჩემ დაბადების დღეზე გამოჩნდა, მოტეხილი ფეხით, მთვრალ მდგომარეობაში გადავეყარეთ ერთმანეთს, მაშინ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მხოლოდ გავიფიქრე მეცნობა მეთქი. იმ დღეს ბედნიერი ვიყავი, თუმცა დამავიწყდა რომ ჩემი ბედნიერების მაცნე კოჭლია, რომ სიმთვრალეში მეორე სართულიდან გადავარდა, თუმცა იღბლიანი იყო და გადარჩა, შემდეგ ჩემი ბედნიერების მაცნე გახდა და ჯოხი გადააგდო. ნაბიჯები ვახსენე, მას შემდეგ რაც 00:00 საათი ოფიციალურად შესრულდა და 3 ივლისი დადგა, ყოველი ახალი წამი დანიშნულების პუნქტთან მაახლოვებს, სულ ცოტაც და მყარად დავდგები, წინსვლას შევწყვეტ და გავიყინები. თავი უკან მაქვს გადახრილი და გაშლილი ხელებით ვტრიალებ, ბრუნებს ვაკეთებ და ყოველ წერტილს თავიდან ვუბრუნდები, ემოციებიც ისე ცოცხლდება თითქოს არასდროს გამნელებია. წარმოიდგინე მთელ ცხოვრებას ერთ ადგილზე რომ ატარებდე, ბრუნავდე დაუსურლებლად და ამასობაში კედლები იცვლებოდეს, ახალი ფერები, ნახატები, სურათები, დეტალები ჩნდებოდეს, ცვლილებებს ეძახდე მაგრამ მაინც იმავე ადგილზე ტრიალებდე სადაც პირველად დადექი და ნელა აიღე „სტარტი“, ნიადაგი მოსინჯე და შემდეგ სისწრაფეს მოუმატე. ერთხელ თუ დაიწყე ვეღარ გაჩერდები, რომც გაჩერდე ყველაფერი მაინც განაგრძობს ტრიალს და გულის რევის სპაზმს გაგძნობინებს. დღეს მე და იღბალი ვერ შევხვდით ერთმანეთს, მე მისი სახლის კარები ვიცი და საღამოს უნდა ვესტუმრო, თუ სხვა გამიღებს უნდა ვთხოვო დაუძახონ, სახელს თუ მკითხავენ ოდნავ გავწითლდები და ვეტყვი რომ არ ვიცი, იმედი მაქვს პასუხად გამიღიმებენ და ცხვირწინ არ მომიხურავენ კარებს, დღეს ყველაზე მეტად მჭირდება ბედნიერების მაცნე, დანიშნულების პუნქტთან პირისპირ აღმოჩენამდე აუცილებლად უნდა ვნახო. ხელოვნურად, წინასწარი განზრახვით არასოდეს შევხვედრივართ ერთმანეთს, ალბათ ამით გაუფასურების განაჩენი გამომაქვს, ვაუფასურებ და თავად არ იცის.
მორიგ ბრუნამდე რჩება საათები.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია