თამარ ჭავჭავაძე

( 16 /10/ 1896 , ყვარელი — 20 /04/ 1968, თბილისი)

შეუძლებელია ვინმეს არ ახსოვდეს ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟი - ხანუმა. თუმცა, მეეჭვება მსახიობის სახელი და გვარიც იმდენივე ადამიანმა გაიხსენოს, რამდენსაც მისი გმირის ცქერა ყოველთვის სიხარულს და სიამოვნებას ანიჭებს. გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ისიც თამარი იყო, ისეთივე ნიჭიერი და სახელოვანი, როგორიც ამ სახელის არაერთი წარმომადგენელია. 

თამარ ჭავჭავაძე - ქართველი მსახიობი, თანამედროვე ქართული სასცენო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და მიმდევარი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1943).

1917-19 წწ. სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და, პარალელურად, პ. ლებედინსკის თეატრ-სტუდიაში. 1919-21 წწ. სწავლობდა თბილისში, ჯერ ნ. მიხაილოვსკის, შემდეგ კი — ნ. ხოდოტოვის დრამატულ სტუდიებში. 1920-28 და 1942-64 წწ. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, შემდეგ მონაწილეობდა მეორე სახელმწიფო თეატრის (ქუთაისი, 1928; 1933 წლიდან მარჯანიშვილის თეატრი) ჩამოყალიბებასა და მუშაობაში 1928-42 წწ. 1964-68 მოღვაწეობდა სოხუმის თეატრში.

ჭავჭავაძის ადრეული როლებიდან აღსანიშნავია ლაურენსიას სახე მარჯანიშვილის მიერ 1922 წ. დადგმულ ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყაროში", რომელმაც ქართულ სცენაზე განაახლა ტრაგედია. გმირული პათოსით, ლირიზმით, უშუალობით, მგზნებარე ტემპერამენტით გამოირჩევა ჭავჭავაძის როლები: სალომე (უაილდის "სალომე"), ლამარა ("ლამარა", ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მიხედვით), ბეატრიჩე (შელის "ბეატრიჩე ჩენჩი"), ემილია (შექსპირის "ოტელო"), ლედი მილფორდი (შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), მარგარიტა (დიუმა-შვილის "მარგარიტა გოტიე"), ზეინაბი (სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), ქეთევანი (ყაზბეგის "ქეთევან დედოფალი"), იოკასტე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), სინათა ("ბახტრიონი", ვაჟა-ფშაველას მიხედვით) და სხვ. მსახიობის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა კომედიურ როლებს: დიანა (ლოპე დე ვეგას "სხვისთვის სულელი, თავისთვის ჭკვიანი"), მადამ სან-ჟენი (გ. სარდუსა და მოროს "მადამ სან-ჟენი"), დარეჯანი (მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი") და სხვ. ჭავჭავაძემ შექმნა თანმამედროვე ქალთა რეალისტური სახეებიც: ტატიანა (ლავრენიოვის "რღვევა"), ბაილი (ჩიანელის "ბაილი"), პელაგია ნილოვნა (მოსაშვილის "სადგურის უფროსი") და სხვ.

ჭავჭავაძე ასევე იყო მხატვრული კითხვის ოსტატი. 1926 წლიდან იღებდნენ კინოშიც. ფილმები: "დინა ძაძუ" (1926, თავადის ქალი), "ქეთო და კოტე" (1948, ხანუმა) და სხვ. დაჯილდოვებული იყო არაერთი ორდენითა და მედლით.

წყარო: ცუცქირიძე, შ., ქსე, ტ. 11, გვ. 377-78. თბ., 1987.

ნახვა: 684

ტეგები: Qwelly

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters