კომენდანტის საათამდე გამკაცრებული აკრძალვები, საეკლესიო ამბები და მსოფლიო ვირუსომი

      კორონანიუსი არის დღის, კვირის, თვის და ისე მიდის საქმე, წლი მთავარი ამბავი. სიახლე რიცხვებში - 100 ინფიცირებული და აქედან 20 გამოჯანმრთელებული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინფიცირებულთა რიცხვმა 770 K-ს გადააჭარბა, აქტიური შემთხვევები 570 K-ზე მეტი. დღეს ჩვენს ქვეყანასი თითქმის კომენდანტის საათი გამოცხადდა და რიგი შეზღუდვები დაწესდა და აკრძალვები გამკაცრდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 მარტი, 2020

      კორონას თითქმის კომენდანტი - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. გიორგი გახარია - ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია, სწორედ ამიტომ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება. სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქვეყანაში გადაადგილება იკრძალება. 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში. თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვალ დილის 08:00 საათიდან გაჩერდება. კახა კალაძე - რადგან შეკავების პერიოდიდან უკვე შიდა გავრცელების პერიოდზე გადავედით, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო - თუ დამატებითი ნაბიჯები არის გადასადგმელი, რა თქმა უნდა, ამასაც გავაკეთებთ. ქართველ ჯარისკაცებს საქართველოში დამზადებული პირბადეები გადაეცათ. ლევან რატიანი - რამდენიმე კრიტიკული პაციენტი გვყავს რეანიმაციაში, მათი მდგომარება მძიმეა. კლინიკაში გვყავს რამდენიმე ახალშობილი, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი. გიორგი ვაშაძე - 2 კვირაზე მეტია ხელისუფლებას ვთხოვთ, გამოაქვეყნოს საკუთარი ანტიკრიზისული გეგმა. კახა კალაძის განცხადებით, თუ ოპოზიციას ანტიკრიზიულ გეგმასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს, შეუძლია წარადგინოს. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული - არის მცდარი მოლოდინები, რომ ყველას ეკუთვნის დახმარება - მთლიან მოსახლეობას არ ეკუთვნის და ბუნებრივია, ამას ვერც გავწვდებით. მერაბ ქვარაია - მიზეზთა გამო რისკის განსაკუთრებული ზონაა სამეგრელო და ამიტომ აქ მოთხოვნები კიდევ უფრო მეტად მკაცრდება. გიორგი გახარია - მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივმართო, პირობების და შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. პრემიერის განცხადებით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებულები, სადაც გვექნება ამის საშუალება, ყველას მივეხმარებით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან. გახარია სწრაფ ტესტებზე - ის რაც ხდება მედიაში, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულირება, მეტი არაფერი. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეთ და სააღდგომო დღესასწაულებამდე გავუმკლავდეთ, თუმცა ამის გარანტია არა თუ საქართველოში, გლობალურად მსოფლიოში არ არსებობს. თუ ხვალ იქნება სწრაფი ტესტების აუცილებლობა, სწრაფი ტესტები იქნება ხვალ - თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ეს სწრაფი ტესტები დღეს ქვეყანაში არ არსებობს, ძალიან ცდებით. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ყველა სანოტარო ბიურო დაიკეტა, ასევე დაიხურება საჯარო რეესტრებისა და იუსტიციის სახლების ფრონტ-ოფისები. გიორგი გახარია - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამკაცრების ღონისძიებებით მინიმალური ზიანი მივაყენოთ ჩვენს ეკონომიკას. მაია ცქიტიშვილი - ვიზრუნებთ, რომ ყველაზე შეჭირვებულ ფენას მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში. გიორგი გახარია ადასტურებს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ერთი სამედიცინო სექტორის წარმომადგენელია. კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია.

      ამბები ეკლესიიდან - მეუფე გრიგოლი - შეიძლება, საგანგებო მდგომარეობამ ეკლესიაც და ღვთისმსახურებებიც საგანგებო რეჟიმში ჩააყენოს, მაგრამ ღვთისმსახურება არ შეწყდება, უბრალოდ, შეიძლება, ადამიანებმა ვერ შეძლონ მოსვლა, ამაშიც პრობლემას ვერ ვხედავ. პატრიარქმა საკვირაო წირვა-ლოცვა ბოდბის დედათა მონასტერში აღავლინა. მეუფე შიო - ცოდვები, როგორიცაა ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, სოდომიის ​ნორმალურ მდგომარეობად გამოცხადება-ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ვირუსის ტოტალური გავრცელებისა. ანდრია ჯაღმაიძე - დღეს რაც სამებაში ვნახეთ, იყო სანიმუშო დისციპლინა და მორწმუნე მრევლისგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩანდა. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შესაძლებელია, სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში გარკვეული რეკომენდაციები კიდევ უფრო დაზუსტდეს. ილია მეორე - განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს, მწუხარება სიხარულით შეიცვლება. მეუფე იაკობი - სასულიერო პირი, რომელიც თუნდაც დღევანდელ პირობებში ჩათვლის, რომ ეკლესიაში არ უნდა მიხვიდე, სასულიერო პირად არ უნდა ჩაითვალოს. პატრიარქი კირილი მრევლს მოუწოდებს, ტაძრებში სიარულისგან თავი შეიკავონ. ათონის მთის მონაზონი კორონავირუსით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მონასტერი კი მომლოცველებისთვის დაიხურა. დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - ზიარების წესი კანონიკური საკითხია და კანონიკური საკითხების შეცვლის უფლებამოსილება მხოლოდ უმაღლეს იერარქიას აქვს. სერბეთის ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსი კორონავირუსით დაიღუპა. მეუფე საბა - დღეს გავიკეთე ჩქარი ტესტი, ორ დღეში მეცოდინება პასუხი, მეც ვარ თუ არა ვირუსის მატარებელი.

      ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარი გაქურდეს.

      ისრაელში საქართველოს საელჩო - კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა რეალურ საფუძველს მოკლებულია, გთხოვთ იხელმძღვანელოთ მხოლოდ საელჩოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით.

      განათლების სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადების საკითხი არ განიხილება.

საზღვარგარეთულები:

      მსოფლიო ამბები კორონასთან - ჯანმო ჯანდაცვის მუშაკებს - მიეცით თავს დასვენების საშუალება, იკვებეთ ჯანსაღად, იყავით ფიზიკურად აქტიური - ეძიეთ მხარდაჭერა კოლეგების წრეში, რაც დაგეხმარებათ, უკეთ იგრძნოთ თავი. დონალდ ტრამპი კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს აპრილის ბოლომე ახანგრძლივებს. დონალდ ტრამპი - თუ დაღუპულთა რაოდენობა 100 000-ს არ გადააჭარბებს, იმას ნიშნავს, რომ მაგრად ვიმუშავეთ. „ტვიტერმა“ კორონავირუსთან დაკავშირებით ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებები წაშალა. ინდოეთის პრემიერი - ბოდიშს ვუხდი ღარიბებს, ვიცი მიბრაზდებით, მაგრამ ეს საჭიროა, რომ ეს ომი მოვიგოთ. ბენიამინ ნეთანიაჰუ კარანტინში იმყოფება. პრინცი ჩარლზი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

      ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტრომ ჩინეთიდან შეტანილი 1.3 მილიონი სამედიცინო ნიღაბი უკან გაიწვია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 114

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters