კორონას ამბები, საერთო ლოცვა და დოლარის მაღალი ნიშნული - 3.2896. ნატოს მდივნის პოზიტიური შეფასებები ჩვენი ბრძოლის მეთოდებისა და კერძო ტესტები ან პირბადეები. კარგი ამბავიც არის - ორ კვირაში, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირებულია.
შიდა კორონა - ამ დროის მონაცემებით: საქართველოში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 83 და მათ შორის გამოჯანმრთელებული - 14. კარანტინის რეჟიმში - 4641, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 239. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან 1 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ექიმის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 5 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ნათია თურნავა - მადლობა იმ სასტუმროების მფლობელებს, რომლებმაც სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმეს სასტუმროები საკარანტინო სივრცეებისთვის. თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 ახალშობილია მოთავსებული, რომელთა მდგომარეობა მძიმეა. ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესი დადებითი დინამიკით მიმდინარეობს. ლევან რატიანის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 3 პირის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და მათ კლინიკა შესაძლოა, ხვალ დატოვონ. დიმიტრი ხუნდაძე - თუ საზოგადოების ადეკვატური ქცევა არ იქნა და ეპიდვითარება გართულდა, დადგება საყოველთაო კარანტინის საკითხი - მინდა გულწრფელად გითხრათ, ამ ვითარებიდან შორს არ ვართ. ლევან რატიანის განცხადებით, 62 და 80 წლის პაციენტების მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - თავისი ქმედებებიდან გამომდინარე, ისინი არიან ჩვეულებრივი მავნებლები. ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული ყველა პაციენტის კლასტერი და კონტაქტი დადგენილია. მაღალი ტემპერატურის გამო, კახეთიდან თბილისში 50 წლამდე მამაკაცი გადმოიყვანეს. ეკატერინე ტიკარაძე - გეგმური ოპერაციების მომლოდინე პაციენტები 4 თვის განმავლობაში გადანაწილდებიან. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, პოლიციამ 3 პირი სამი ათასი ლარით დააჯარიმა. მამუკა მდინარაძე - თუ საჭიროება დადგება და რისკები გაიზრდება, არც ერთ სცენარს არ გამოვრიცხავთ, მათ შორის, სრული კარანტინის გამოცხადებას. ლევან რატიანი - სწრაფ ტესტებს ასპროცენტიანი კლინიკური ღირებულება არ გააჩნიათ. კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმე ქალთან პათოლოგიური მდგომარეობა არ ვლინდება. სამი ახალშობილის მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია, ხორციელდება მართვა - იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობისგან სწრაფი ტესტების შეძენაზე კონტრაქტების გასაჯაროებას ითხოვს. ჩინურ კომპანიას, რომელსაც საქართველომ ხელშეკრულება შეუწყვიტა, ქვეყანაში 200 000-მდე სწრაფი ტესტი უნდა შემოეტანა. საგარეო უწყება უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს, კერძო პირებისა და პოლიტიკური ჯგუფების დაპირებებს არ ენდონ. ნატო-ს გენერალური მდივანი - საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას. მარინა ეზუგბაია - 4 მძიმე პაციენტი გვყავს და ერთი ასაკოვანი ქალბატონი განსაკუთრებით მძიმედაა.
ეკონომიკის პრობლემები - ბადრი ჯაფარიძე - კორონავირუსის გამო, საქართველოს ეკონომიკას 6 მილიარდი ლარის მოცულობის რესურსი სჭირდება. რომან გოცირიძე - საქართველომ საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციებს უნდა მიმართოს და საგარეო ვალის გადავადება მოითხოვოს.
#დარჩიკრეატიული - საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია თავის Facebook პლატფორმას ხელოვანებს უთმობს.
კორონა საპატიმროში - იუსტიციის მინისტრი - კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესზე. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გამორიცხული არ არის, საქართველოში ციხეებმა 3 აპრილის შემდეგაც განსაკუთრებულ პირობებში გააგრძელოს მუშაობა.
მიმართვა პატრიარქს - გიგი უგულავა პატრიარქს - მოგმართავთ თხოვნით ციხიდან, პრაქტიკულად ბავშვობიდან მიცნობთ, არასდროს პირად საკითხზე არ შემიწუხებიხართ - გევედრებით, შეაჩერეთ ეს კატასტროფა, საშიშროება მართლაც რეალურია, მოუწოდეთ მრევლს დარჩეს სახლში.
პენსიონერები - საქართველოში ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირს აპრილის თვის პენსია წინასწარ ჩაერიცხება.
ვირუსი ოკუპაციაში - ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს ხელისუფლება ბოლო კვირების განმავლობაში, ყველა შესაძლო არხით ჩართულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის. თეონა დოლენჯაშვილი - ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.
ივა ჭყონია - თუ კურსი 3.3 ნიშნულზე შენარჩუნდა, იმპორტირებული პროდუქტების უმრავლესობაზე აპრილში ფასები აუცილებლად მოიმატებს.
საქმიანი კარანტინი - ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ჯამში 349 მეწარმე სუბიექტია.
საზღვარგარეთულები:
მსოფლიო ომი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი - ჩვენ ომში ვართ და ვირუსი განადგურებით გვემუქრება - უნდა იბრძოლოთ, იბრძოლოთ მაგრად, ჯოჯოხეთურად უნდა იბრძოლოთ. თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3629-მდე გაიზარდა, დაღუპულია 75 ადამიანი. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 329-მდე გაიზარდა. აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1036-მდე გაიზარდა. აზერბაიჯანში დასახლებულ პუნქტებს შორის მოძრაობა აიკრძალა. კრემლში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანსაც დაუდგინდა. იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი - იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიას ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია. დიდ ბრიტანეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით 181 ადამიანი გარდაიცვალა. იტალიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 919 ადამიანი გარდაიცვალა.
ერთობლივი ლოცვა - იერუსალიმში ქრისტიანმა, ებრაელმა და მუსლიმმა სასულიერო ლიდერებმა ერთობლივი ლოცვა აღავლინეს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია