როცა ჩვენს ქვეყანაში სამუშაო დღე არ არის, დღის მთავარი ამბები საზღვარგარეთიდან ისმის. ცხადია, მსოფლიოს მთავარი ამბავი კვლავ უკრაიანში მიმდინარე ომი და მის გარშემო მსოფლიო გამოხმაურებებია. ამას დაემატა, ომიანობი ფონზე, ფინეთის საკითხი და მისი ევროპული მომავლის გარკვევა, რაზეც რუსეთი ამბობს რომ საფრთხეა. საქართველოში მთავარი ამბავი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი ვივამედში სამკურნალოდ გადასვლაა. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0321 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 12 მაისი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მაისი

      დაუსრულებელი ომი - ვოლოდიმირ ზელენსკი - შემთხვევითობა არ არის, რომ 9 მაისს უკრაინის „ლენდ-ლიზის“ აქტს მოეწერა ხელი - ჩვენ ახლა ვიცავთ ყველა ერის თავისუფლებას და სიცოცხლის უფლებას ტირანიის წინააღმდეგ ომში. მივესალმებით ფინეთის მზადყოფნას ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებაზე. ვოლოდიმირ ზელენსკი ატლანტიკურ საბჭოს - ნუ შეგეშინდებათ, ჩამოდით ჩვენთან, შეხედეთ უკრაინელებს მამაც თვალებში, მათ სჭირდებათ განცდა, რომ ამ რთულ ბრძოლაში მარტო არ არიან, მხარს უჭერთ თქვენ, მთელი მსოფლიო. ვიტალი კლიჩკო - ეჭვგარეშეა, რომ უკრაინის დედაქალაქი კვლავ რუსეთის მთავარი სამიზნეა - თავდასხმა ნებისმიერ წამს შეიძლება განხორციელდეს. სერგეი ვოლინა ილონ მასკს - დაგვეხმარეთ „აზოვსტალიდან“ მესამე ქვეყანაში გასვლაში - ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. გამთენიისას, კიევში ძლიერ ხანძარს ებრძოდნენ. ალექსი არესტოვიჩი - ადამიანები, რომლებიც თავს „აზოვის“ მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად წარმოადგენენ, მე, ჩემს ცოლსა და შვილებს სიკვდილით გვემუქრებიან. უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები, უკრაინელი დამცველების განადგურების მიზნით, „აზოვსტალზე“ საჰაერო დარტყმებს არ წყვეტენ. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 26 650 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. რუსული ძალების მიერ ჩერნიგოვის ოლქზე საჰაერო დარტყმის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. მიხაილო პოდოლიაკი - ჩვენ ვაფიქსირებთ რუსების დანაშაულის სრულ მასშტაბს - ვხედავთ და ვიცით ყველაფერი. ოკუპანტებმა სუმის ოლქზე საარტილერიო თავდასხმა განახორციელეს, არის მსხვერპლი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - რუსეთის დანაშაულების სია უსასრულოა, მხოლოდ სოლიდარულ სამყაროს შეუძლია დაამარცხოს ნამდვილი ბოროტება. უკრაინული მედია - რუსულ გემზე „ნეპტუნით“ შეტევა განხორციელდა. „აზოვის“ პოლკის მებრძოლების ოჯახის წევრები თურქეთის პრეზიდენტს სთხოვენ, გამოიჩინოს გმირობა და „აზოვსტალიდან“ მებრძოლების ევაკუაციაში დაეხმაროს. უკრაინის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილების ევაკუაციაზე რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

      ომი უკრაინის გარეშე სამყაროში ანუ მსოფლიო საომარი ამბები - ატლანტიკურმა საბჭომ უკრაინელ ხალხს ჯილდო გადასცა. აშშ-სა და ბრიტანეთს თავდაცვის მინისტრებმა უკრაინის საკითხზე ისაუბრეს. ფინეთის პრეზიდენტი - ნატოში გაწევრიანება არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული - ჩვენ გვინდა მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი უსაფრთხოება. ჯო ბაიდენი - ამერიკა ორ ფრონტზე იბრძვის: შინ, ინფლაციისა და ფასების ზრდის წინააღმდეგ და საზღვარგარეთ კვებავს მათ, ვინც მშიერი დარჩა რუსული სისასტიკის გამო. ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მსოფლიო წესრიგისთვის პირდაპირი საფრთხეა. აშშ-ის ვაჭრობის მინისტრი - შეერთებული შტატების სანქციები რუსეთს აიძულებს ზოგიერთ სამხედრო ტექნიკისთვის კომპიუტერული ჩიპები ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან ამოიღოს. ბრიტანეთის დაზვერვა - რუსული ძალების გაყვანა ხარკოვის ოლქიდან მდუმარე აღიარებაა იმის, რომ მათ უკრაინის საკვანძო ქალაქების აღება არ შეუძლიათ. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერის განცხადებით, ქვეყანამ ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს. ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზაცია შეუძლებელია. პოლონეთის პრემიერი - დიქტატორი პუტინი უფრო საშიშია, ვიდრე ჰიტლერი და სტალინი - თუ ევროპა მას არ შეაჩერებს, ის თავის ჯარებს უფრო შორს მიმართავს, ჩვენ გადასაწყვეტია, სად შევაჩერებთ მას. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შვედეთი ითვალისწინებს ფინეთის შეფასებებს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. დანია და ესტონეთი ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას მიესალმებიან. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება გააძლიერებს უსაფრთხოებას ჩრდილოეთ ევროპაში. იენს სტოლტენბერგი - თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას, მას თბილად მიესალმებიან ნატო-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი. დიმიტრი პესკოვი - ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ვლადიმერ პუტინი - დასავლური ქვეყნების ელიტები მზად არიან, გლობალური ბატონობის შესანარჩუნებლად დანარჩენი მსოფლიო მსხვერპლად შესწირონ. გაერომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსული ძალების მხრიდან უკრაინაში ჩადენილ ქმედებებზე გამოძიებას ეხება. გაერო - რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინა 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

      ჯარობანა, ნატო, ევროპა და ა.შ. - მე-13 ქვეითი ბატალიონის საველე სიტუაციური სწავლება დასრულდა. შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აშშ-ის საელჩომ უსაფრთხოების სპეციალური ტექნიკა გადასცა. გიორგი ვაშაძე - გზავნილი, რაც მათ შორის, გაჟღერდა ნატო-ს წარმომადგენლებისგან არის ის, რომ საქართველომ რეფორმების ჩემპიონის სტატუსი დაკარგა, როგორ უნდა დავუახლოვდეთ ნატო-ს და ევროკავშირს ამ პირობებში? ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი - საქართველოს აქვს უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი იმისთვის, რომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე პროგრესს მიაღწიოს. ლევან დავითაშვილი - კონგრესმენებთან შეხვედრაზე მკაფიოდ დაფიქსირდა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და სურვილი, რომ ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო მეტი ერთობლივი პროექტი განხორციელდეს.

      თბილისში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოები დაიწყო.

      სააკაშვილი ვივამედში - იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად აუცილებელია არა „ვივამედში“ გადაყვანა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა. რომან გოცირიძე - მეორდება ისტორია, რაც სააკაშვილის გორში გადაყვანის დროს იყო, ხდება ვითარების დაძაბვა - გრძელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა კრიმინალების მიერ, რომლებიც წინასწარ არიან გაფრთხილებული. გიორგი ჩალაძე - გუშინ მოწყობილი "შუმოკი" საზოგადოების მღელვარების გამოწვევას ემსახურებოდა - მინდა, გავაფრთხილო ყველა, არ გაგრძელდეს სააკაშვილის დაცინვა და „ვივამედში“ გადმოყვანა იყოს მზადება საზღვარგარეთ გადასაყვანად. გიული ალასანიას განცხადებით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია მიეცემა თუ არა კლინიკაში შვილის მონახულების საშუალება ან რამდენ ხანს დარჩება მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში. მიხეილ დაუშვილი - შთაბეჭდილება მრჩება, რომ პირველ რიგში „ოცნებას“ სურს, სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანოს და ამისთვის ცდილობს სხვა აქტორები და პარტიები გამოიყენოს. მიხეილ სარჯველაძე - ჰიპოთეტურად თუ აღმოჩნდება, რომ საქართველოში არ არის ასეთი რესურსი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი, მოინახოს სამართლებრივი მექანიზმები რომ გადაყვანილი იყოს უცხოეთში. მანანა ჯებაშვილი - მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად გადასაყვანია უცხოეთის კლინიკაში და რაც უფრო ჩქარა გააკეთებენ ამას, მით უკეთესი იქნება. გიული ალასანია კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდა. გიორგი ვაშაძე - მიზანშეწონილია, რაც შეიძლება სწრაფად სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი დღეს საქართველოს ნორმალური განვითარებისთვის და ამიტომ ვაწერთ ხელს თავდებობას. დავით დარჩიაშვილი - სააკაშვილის მდგომარეობა ნომერ პირველი პოლიტიკური პრობლემაა საქართველოსთვის. გიორგი ჩახუნაშვილი - 2 დღე რომ დარჩენილიყო სააკაშვილი ციხეში, მერწმუნეთ, აღარ იქნებოდა - სასწრაფოდ უნდა ჩამოვიდეს ექსპერტთა ჯგუფი და რეანიმაციული ვერტმფრენი იყოს მომზადებული, რომ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - ფერი არ ჰქონდა, თეთრი იყო სულ, სიარული უჭირდა - მითხრა, რომ გუშინ სამჯერ დაეცა, საშინელი სისუსტე აქვს.

      ცერცვაძის ამბები - თენგიზ ცერცვაძე - ჩვენ „ლოკდაუნის“ დროს უარს არ ვამბობდით ქორწილებსა და ქელეხებზე - შეიძლებოდა თუ არა გარდაცვალების ნაკლები რაოდენობა გვქონოდა? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. კოვიდპაციენტებში „პაქსლოვიდის“ მასობრივი გამოყენება არ დაწყებულა - ჯანდაცვის პირველად რგოლთან ჩავატარებთ ტრენინგებს, რომ ამ მედიკამენტს გაუშინაურდნენ. ჩემი განცხადების პირდაპირი ადრესატი მინისტრი არ ყოფილა, თუმცა მის მიმართ უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა - არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ ყველაფერი მომეწონა, რაც მან თქვა. ფინანსების გადანაწილებასთან შეხება არ მქონდა და ძალიან რომ მდომოდა, მილიარდს კი არა, 1000 ლარს ვერ მივითვისებდი - მსგავსი რამ ჩვენი კლინიკის მაგალითზე გამორიცხულია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 129

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Cities and Memory - Remixing the World

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am 1 კომენტარი

Certain memories stay with us forever Shot of happy senior woman listening to music with headphones at a retirement home memory stock pictures, royalty-free photos & images Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…

გაგრძელება

Why Does Memory Assessment Matter?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

Faulty Memory - For use in my blog on July 23, 2012. denniss… - Flickr Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…

გაგრძელება

Can a Lifeless CMOS Battery Have an Effect.

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

woman in white top holding a camera All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…

გაგრძელება

Is your Memory at Risk?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am 0 კომენტარი

Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…

გაგრძელება

Qwelly World

free counters