პროფესორმა თავისი ლექცია დაიწყო იმით, რომ აიღო ხელში ჭიქა, რომელშიც ესხა მცირეოდენი წყალი, ასწია ეს ჭიქა მაღლა ისე, რომ ყველას კარგად დაენახა და სტუდენტებს ჰკითხა:

- როგორ ფიქრობთ, რამდენს იწონის ეს ჭიქა?…

სტუდენტებს მომენტალურად დაეტყოთ გამოცოცხლება და აუდიტორიაშიც ჩურჩულის ხმა გაისმა.

დაახლოებით 200 გრამი!

არა ალბათ უფრო 300 გრამი იქნება!

შეიძლება 500-იც კი იყოს!

ისმოდა სხვადასხვა მხრიდან პასუხები.

მე სანამ არ ავწონი, ნამდვილად ვერ გავიგებ, თუ რამდენს იწონის ეს ჭიქა, განაცხადა პროფესორმა. მაგრამ ახლა ეს საჭირო ნამდვილად არ არის.

ჩემი შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს:

- რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მე ეს ჭიქა, რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე მეჭირება?

არაფერი! უპასუხეს სტუდენტებმა.

სწორია, ნამდვილად არაფერი საშიში არ მოხდება, უპასუხა პროფესორმა.

- რა მოხდება, თუ მე ასე გაჭიმული ხელით ეს ჭიქა, მაგალითად, ერთი-ორი საათის განმავლობაში მეჭირება?

ხელი დაგეღლებათ!

- და რა მოხდება, თუ მთელი დღის განმავლობაში ასე მეჭირება?

ჯერ აგტკივდებათ, შემდეგ ხელში გრძნობას დაკარგავთ, სახსრები დაგეჭიმებათ, დაგეჭიმებათ კუნთები და პარალიჩი დაგეწყებათ. შეიძლება სასწარაფოს გამოძახებაც კი დაგჭირდეთ, ისმოდა უწყვეტი პასუხები აუდიტორიის სხვადასხვა კუთხიდან.

- თქვენი აზრით ჭიქის სიმძიმე მოიმატებს, იმის გამო, რომ მე ის მთელი დღის განმავლობაში, ზემოთ ხელ გაშვერილი მეჭირება?

არა! უპასუხეს გადაჭრით სტუდენტებმა!

მაგრამ, ამავე დროს თითოეული მადგანის სახეზე აშკარა გაუგებრობა იკითხებოდა, იდენად რამდენადაც, ისინი ვერ ხვდებოდნენ, თუ რისი თქმა უნდოდა ამით მათთვის პროფესორს.

- რისი გაკეთებაა საჭირო ყოველივე ამის გამოსასწორებლად? იკითხა პროფესორმა.

უბრალოდ დადგით ჭიქა მაგიდაზე და ყველაფერი გამოსწორდება, მხიარულად უპასუხა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

მართალია! სიხარულით მიუგო პროფესორმა.

სწორედ ასე ხდება ნებისმიერ ცხოვრებისეულ სირთულესთან მიმართებაშიც.

იფიქრე ნებისმიერ პრობლემაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში და ეს პრობლემა განუყრელი მეგობარივით შენს გვერდით დადგება.

იფიქრე მასზე, რამდენიმე საათის განმავლობაში და ის დაიწებს შენს ჩათრევას.

ხოლო თუ იფიქრებ მასზე მთელი დღის განმავლობაში, ის მოახდენს შენს აბსოლუტურ პარალიზებას. შენ პრობლემის გარდა ვერაფერს ვეღარ დაინახავ და თავიდან ბოლომდე ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდები, სადაც მსგავსი იზიდავს მსგავსს.

რა თქმა უნდა, შეიძლება იფიქრო პრობლემებზე, მაგრამ, როგორც წესი ამ შემთხვევაში შენ წინ ვერ წაიწევ. როგორც ჭიქის შემთხვევაში იყო – მისი „წონა“ ამით არ შემცირდება.

პრობლემასთან გამკლავების ერთადერთი იარაღი, ეს – მოქმედებაა. როდესაც შენ მოქმედებ, პრობლემაზე ფიქრის დრო არ გაქვს და შესაბამისად, შენს ირგვლივ ცვლილებები იწყება.

ხოლო, როგორც ნეგატიურ შემთხვევაში, ისევე პოზიტიურშიც – მსგავსი იზიდავს მსგავს და უცებ შენ აღმოაჩენ, რომ თურმე პრობლემა გაქრა.

ახლა კი ერთი საიდუმლო მინდა გაგანდოთ, რომელსაც თუ კარგად გააცნობიერებთ, ძალიან ბევრს მოიგებთ ცხოვრებაში.

როგორც ყველაფერი გენიალური, ეს საიდუმლოც ძალიან უბრალოა, ასე რომ კარგად დაუკვირდით, რათა საფუძვლიანად შეიცნოთ იგი.

ოდნავ ზევით მე გითხარით, რომ მოქმედების შემთხვევაში აღმოაჩენთ, რომ თურმე პრობლემა გამქრალა თქო.

გახსოვდეთ, რომ გარე პრობლემა არ არსებობს და არც არასოდეს არ არსებობდა, ის თქვენს თავში გაჩნდა და როგორც კი თქვენ მას სათანადო ყურადღება არ მიაქციეთ და სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხებზე გადაიტანეთ ყურადღება, ის ზუსტად ისევე გაქრა, როგორც გაჩნდა.

ნუ გეშინიათ პრობლემების! შეიცვალეთ მათ მიმართ დამოკიდებულება და აღმოაჩენთ, რომ ისინი პირიქით, თქვენი მეგობრები და მოკავშირეები არიან, იმიტომ რომ სწორედ პრობლემებისა და ბარიერების გადალახვის შემდეგ ვვითარდებით და ვძლიერდებით ჩვენ.

შუალედი არ არსებობს – თუ თქვენ არ ვითარდებით, ესეიგი დეგრადაციას განიცდით!

- მოგეცა პრობლემა?

შესანიშნავია! ესეიგი შენ მისი გადაჭრა შეგიძლია და აქ გამონაკლისი არ არსებობს – ეს სამყაროს კანონია – ეს ჩვენი შემოქმედის ნებაა. თითოეულ ადამიანს თავისი ჯვარი აქვს, რომელიც მან მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში უნდა იტვირთოს და ეს ჯვარი, მკაცრად არის მორგებული ამ ადამიანის ბეჭებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ, შემოქმედი არ მოგივლენთ ისეთ პრობლემას, რომლის გადაჭრაც არ შეგეძლიათ და თქვენ თუ ამას "აქ და ამჟამად" ვერ ხვდებით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ასე არ არის.

მაგალითად, თქვენ იმასაც ვერ ხვდებით, თუ როგორ დაფრინავს თვითმფრინავი, როგორ მუშაობს ტელეფონი, ინტერნეტი და ა.შ. მაგრამ ეს ხომ არ გაძლევთ იმის საბაბს, რომ არ ისარგებლოთ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილით?…

ასევეა სამყაროს კანონებიც - შეიცანი - იწამე - ისარგებლე!

P.S. პრობლემა უნდა მოაგვარო. არანაერი აზრი არ აქვს გულზე დაკიდებული ლოდების თრევას, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ შენს პარალიზებას ახდენენ;

ნახვა: 283

ტეგები: questions, qwelly, water

shegizliat washalot ar mchirdeba: ოქტომბერი 17, 2012||1:07pm

tqma advilia...mtavaria am yvelafers rogor ganaxorcieleb praqtikashi...aq ki ufro rtuladaa saqme..ai amitomac mshurs gijebis:) :) :)

თა _ მო: ოქტომბერი 19, 2012||10:58pm
sheudzlebeli araferia :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters