მრავალმხრივი პრემიერი, წინა პრეზიდენტის აქტიური მედია და ბიუჯეტის ხმაური საკრებულოში

      ჯერ პრემიერმა დაიკავა დღის საინფორმაციო ტრიბუნა, შემდეგ კიდევ ყოფილმა პრეზიდენტმა. თუმცა, მხოლოდ ორი გამომსვლელი და ორი თემა არ ყოფილა დღეს. იყო გუშინდელი ჰიპერ ამბავი ვალების ჩამოწერაზე და ხმაურიანი განხილვები თბილისის საკრებულოდან - რა თქმა უნდა, ფულისა და ბიუჯეტის გაყოფაზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 ნოემბერი, 2018 /

      პრემიერის მრავალფეროვანი ინტერვიუ - მამუკა ბახტაძე - ოპოზიციას სურს, ჩვენი ინიციატივა მათ იდეად გაფორმებულიყო, თუმცა ეს ღიმილის მომგვრელია. „ვივუსის“ შესახებ - მოლაპარაკებები გაგრძელდება და მოლოდინი არის, რომ ჩვენს ინიციატივას სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც შემოუერთდება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არჩევნები ტარდება უმაღლესი სტანდარტით. ასე ახლოს ევროსტრუქტურებთან არასდროს ვყოფილვართ, ეს არის ისტორიული შანსი და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ.

      ვალების ჩამოჭრა - ეკონომიკის მინისტრი 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერაზე - ვერ ვხედავ ამაში ამომრჩევლის მოსყიდვას. დავით ზალკალიანი - პრემიერმა ივნისში აღნიშნა, რომ შემოდგომაზე ჭარბვალიანობის აღმოფხვრის კუთხით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ეკა ბესელია - ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებთან მიმართებაში საუბარია არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, არამედ კერძო საქველმოქმედო გადაწყვეტილებაზე. გიორგი ვაშაძე - დეკემბერში იტყვიან, რომ სესხების განულებაზე მიკროსაფინანსოებმა უარი თქვეს - მოგმართავთ ამომრჩევლებს, ნუ წამოეგებით ამ სიცრუეზე.

      არჩევნების თარიღის არატრადიციულობა - ლინას ლინკევიჩუსი - საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცოტა არ იყოს სიურპრიზია, რადგან შუა კვირაში დანიშვნა არატრადიციულია.

      ყოფილი პრეზიდეტის ინტერვიუები - ქართველ ებრაელთა სათვისტომო - ვგმობთ მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურ და დისკრიმინაციულ განცხადებას მოშე გლუკჰაფტის მიმართ. ნინო ლომჯარია -ანტისემიტური განცხადებები მიუღებელია. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ვლადიმერ სანაკოევი არ ახსოვს. მიხეილ სააკაშვილი - ის, რაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა, კლასიკური სისხლის სამართლის დანაშაულია. ციხეები არ იყო იდეალური არც ჩვენი მმართველობის დროს, თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ცოცხების კადრები დადგმული იყო. ვარ ადამიანი, რომელიც თითქმის ცხრა წელი პრეზიდენტი იყო და არაფერი გამაჩნია - მაქვს ათჯერ ნაკლები ქონება, ვიდრე ბესელიას და სესიაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო მიცნობს. როგორც კი საქართველოში ობიექტური სასამართლო იქნება, ივანიშვილს მოუწევს იმ ფულის ანაზღაურება, რომელიც არ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადის სახით.

      ბრიუსელის დახმარება - ბრიუსელში ხელი მოეწერება შეთანხმებებს, რომელიც საქართველოსთვის 231 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

      მსოფლიო ტურიზმი საქართველოსთვის - მიხეილ ბატიაშვილი - მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად განხორციელებული პროექტები საქართველოს, ტურიზმის განათლების სფეროში რეგიონალურ ჰაბად აქცევს.

      ცენტრ პოინტის საქმე - ადვოკატი - მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმების პირობები ჩამოყალიბებულია, დები საპყრობილეს უახლოეს მომავალში დატოვებენ.

      კობაური და სმიტები - მალხაზ კობაური - შემთხვევის დროს ჩანჩქერში ვბანაობდი - მზად ვარ, გამოძიებას სმიტების მკვლელებიდან ორი პირის ფოტორობოტის შექმნაში დავეხმარო.

      თბილისური ბიუჯეტი - ირაკლი ნადირაძე - თბილისის ბიუჯეტის პროექტი არაადეკვატურობის პიკია. ლევან ხაბეიშვილი - ნაჯღაბნი, რომელიც თბილისის მერიამ შემოიტანა და ბიუჯეტი დაარქვა, თანამდებობის პირების და ჩინოვნიკების ბიუჯეტია. თბილისის ბიუჯეტის განხილვა საკრებულოში ხმაურით მიმდინარეობდა. ლევან ხაბეიშვილი მერიის საფინანსო სამსახურის უფროსს - 35 მლნ ლარით მცირდება გზების მშენებლობა, რატომ? მოვრჩით თბილისში გზების მშენებლობა? კახა კალაძე - 2019 წლის ბიუჯეტი იმაზე ნაკლები არ იქნება, რაც წელს იყო.

საზღვარგარეთულები:

      საქათმეში შეიპარება მელა - ამერიკელი სენატორები ტრამპს წერილით მიმართავენ და აცხადებენ, რომ რუსეთის წარმომადგენლის ინტერპოლის ხელმძღვანელად არჩევა იგივეა, რაც „მელას საქათმეში შეშვება“.

      წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 204

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები, ქველინიუსი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

WoW Forever Acelera os Preparativos para o Lançamento com Reservas Finais

გამოაქვეყნა Lutra_მ.
თარიღი: ნოემბერი 2, 2026.
საათი: 9:10am 0 კომენტარი

A contagem regressiva para World of Warcraft: Forever está chegando ao fim, e os jogadores têm poucos dias restantes para garantir os nomes de seus personagens. A Blizzard abriu o período de reserva antecipada em 27 de outubro, permitindo que…

გაგრძელება

WoW Forever Skyborne Choices for U4GM Readers

გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ნოემბერი 2, 2026.
საათი: 6:06am 0 კომენტარი

In World of Warcraft Forever, choose Windshaper if you want a Horde Shaman or High-Order if you want an Alliance Mage: the stated Skyborne creation choices connect faction and class. Both begin on Zephras Isle for levels 1-12, so settle the…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters