პრემიერის წინასწარი ანგარიში, ანონსი ოცნებას და დაფინანსებაზე უარი პარლამენტისგან

      უამინდობამ თავისი შედეგი გამოიღო - სიახლეები, აქტიურობა და გაწი-გამიშვი შემცირდა. დღის მთავარი ამბავი პრემიერის საპარლამენტო, ოცნებისთვის გამართული გამოსვლა გახლდათ და მისდამი გამოხმაურებები. ასევე, დღეს პარლამენტმა უპარლამენტო ოპოზიციისთვის დაფინანსების აკრძალვას მხარი დაუჭირა. რაც უფრო დიდხანს იქნება შეზღუდვები, მით უფრო გართულდება ცხოვრებაო, ამბობენ. კოვიდსტატისტიკა - 214871 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 191968, გარდაცვლილი - 2233, კარანტინში - 455. რაც შეეხება დოლარს, მისი ფასი 3.2704 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23 დეკემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 2345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1017 - თბილისში, 139 - აჭარაში, 429 კი - იმერეთში დაფიქსირდა. 51 პაციენტი გარდაიცვალა. შსს-მ ბოლო 24 საათში, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 675 ფაქტი გამოავლინა.

      კოვიდ პრობლემა ბიზნესს - შოთა ბურჯანაძე - თუ რესტორნებს გახსნის უფლება მინიმუმ 15 იანვრიდან არ მიეცემათ, ოპერირებას ვეღარ შეძლებენ - პანდემიამდე 11 000-მდე ობიექტი არსებობდა და აქედან მხოლოდ 500 გადარჩება.

      მთავრობის მეთაური ოცნების წინაშე - გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში დღეს მოუსმინეს. გიორგი გახარია - მთავრობას მოუწევს საგადასახადო შეღავათების გადახედვა, რომელიც დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. უნდა დავიწყოთ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაზე ფიქრი, ეს არ ეხება სტრატეგიულ საწარმოებს. ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკამოდ რთული იქნება იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. ვიდრე საქართველოში ოკუპაციის პრობლემა საბოლოოდ არ მოგვარდება, ქვეყნის განვითარება ნებისმიერ სფეროში იქნება შეზღუდული. საჯარო მოხელე საქართველოს მთავრობის შემდგომი 4 წლის ყურადღების ცენტრში იქნება. დემოკრატიზაციის კონსოლიდაციის პროცესში რეალური შედეგები ვერ მიიღწევა, თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისი დონე არ დამკვიდრდა. როცა ვამბობთ, რომ 2024 წლისთვის უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, დამსახურებულად მოვითხოვოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, ქვეყნის ინფრასტრუქტურა შესაბამის ფორმაში უნდა იყოს. პროგრამები, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების, სოციალურად დაუცველი ოჯახების და დევნილების დახმარებას ითვალისწინებს, კიდევ უფრო გაძლიერდება. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ყოველთვის იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზანი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. ვაქცინა იქნება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები, რომ ის ერთ ან ორ თვეში პრობლემას მოაგვარებს და გლობალური პანდემია დასრულდება. ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა მედიკამენტებზე ფასის შემცირება იქნება. პარლამენტში 9 პოლიტიკური გაერთიანება და 60 ოპოზიციური მანდატი მივიღეთ - უბრალოდ არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა ეს მიღწევა არ გამოიყენოს. მაქსიმალურად უნდა მოვახერხოთ ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის ინტეგრირება ევროპული უმაღლესი განათლების სისტემასთან. სისტემური ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ტემპი და სისწრაფე არ დავარდება, წელს იქნება უკეთესი, ვიდრე იყო შარშან და მომავალ წელს - კიდევ უკეთესი, ვიდრე - წელს. აშშ-თან და ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ აუთვისებელი რეზერვი და ამ რეზერვის ათვისება უნდა იყოს ძირითადი მიზანი. გახარია რეგიონში არსებულ ვითარებაზე - საქართველოს უსაფრთხოების და რეგიონში მისი ინტერსების გაძლიერებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სტრატეგიული პარტნიორების ჩვენს რეგიონში ყოფნა გავაძლიეროთ. მთავრობის იგივე შემადგენლობა, განსაკუთრებით კრიზისის პირობებში, არის სრულად ლოგიკური - ეს მთავრობა ეფექტურად ახორციელებს თავის ძირითად ფუნქციებს. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ქვეყანამ ეკონომიკური თვალსაზრისით მინიმალური ზიანი მიიღოს. საკუთრების უფლების სივრცეში შესვლა საკმაოდ რისკის შემცველია, ეს არის პანდორას ყუთი, რომლის გახსნაც არის საკმაოდ რთული. იუსტიციის სამინისტროში დაწყებულია მიწის სისტემური რეგისტრაციის 3-წლიანი პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგაც მიწის სისტემური რეგისტრაცია ასე თუ ისე წესრიგში მოყვანილი იქნება. ეროვნულ ბანკს საკმარისი რესურსები აქვს, რომ ჩვენ არაპროგნოზირებადი რყევებისგან მაქსიმალურად დავიცვათ ლარის კურსი და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები.

      ოპონირება - ნინო წილოსანი - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ გაჟღერებული რეფორმა სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი. დავით სერგეენკოს განცხადებით, არ ფიქრობს, რომ სამთავრობო პროგრამა პარლამენტში „კომენტარების გარეშე, ერთხმად იქნება მიღებული". ლადო პაპავა - ოპტიმალურობის მთავარი კრიტერიუმია, რომ ადამიანების სიკვდილიანობა და ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზარდოს, მთავარი ეკონომიკა ვერ იქნება. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მედიკამენტებზე უკონტროლო და მზარდი ფასები "პენსიას, სოციალურ შემწეობას და ხშირად ხელფასსაც ჭამს“.

      ოპოზიციასტან ჰაბიტაცია - მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის წარმომადგენლებს მინდა მივმართო - დამშვიდდნენ, არავინ ართმევს ადგილებს, პირიქით, დიდი სიამოვნებით ვეპატიჟებით და ველოდებით მათგან მხურვალე ოპონირებას. შეიძლება არც მეხუთე რაუნდი აღმოჩნდეს ბოლო და შთამბეჭდავი შედეგის მომტანი - ჩვენ კომპრომისის უპრეცედენტო ვერსია დავდეთ, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. ირმა ნადირაშვილი - ირაკლი კობახიძის სახელმძღვანელოში გაკეთებული ჩანაწერი არ არის აუცილებელი იმის დასადასტურებლად, რომ კობახიძე აზრებს იცვლის - ის გადაწყვეტილებას კონიუქტურის შესაბამისად იღებს. აკაკი ბობოხიძე - რომელიმე ცალკეული პიროვნება პარლამენტში სურათს ვერ შეცვლის. ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს პოზიციების თანხვედრა „გირჩთან“ და „მოქალაქეებთან“, რომლებმაც თქვეს, რომ შენ თუ არ აღიარებ არჩევნების შედეგებს, მაშინ არც დაფინანსება უნდა მოითხოვო. აკაკი ბობოხიძე - „გირჩის“ ნაწილს და პარტია „მოქალაქეებს“ მოვუწოდებ, პარლამენტში შესვლაზე კი ნუ ილაპარაკებენ, ილაპარაკონ იმაზე, გამოვლენ თუ არა პარლამენტიდან. ირაკლი კობახიძე - ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური პარტია შემოვიდეს პარლამენტში, „რაც შეიძლება მეტში“ არ ვგულისხმობ რადიკალურ ფრთას „ნაცმოძრაობაში“ და „ევროპულ საქართველოს“. გიგი წერეთელი დაფინასების შეწყვეტის საკითხზე - ტესტი სწორედ ის არის, თუ როდის და რა მომენტში ხდება, ეს ყველასთავის აღიქმება როგორც შურისძიების აქტი ოპოზიციის მიმართ. გიგა ბოკერიას შეფასებით, ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის პირობებში, მთავრობის შემადგენლობას მნიშვნელობა არ აქვს. „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას აპირებს. ირაკლი კობახიძე გამოდის ინიციატივით, პარტიების დაფინანსების წესთან და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტები ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაუგზავნონ. კანონპროექტი, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. ირაკლი კობახიძე - ვიდრე არ მოიტანენ მტკიცებულებას, რომ რაიმე გაყალბდა, მანამდე ვერც რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ეღირსებიან და პასუხიც გაეცემათ კანონის ფარგლებში საბოტაჟზე. საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად ბარიერგადალახულ პარტიას ცესკო-სთვის განცხადებით მიმართვა აღარ დასჭირდება. მამუკა არეშიძის შეფასებით, პარტიების დაფინანსების წესთან და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტების ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირისთვის გაგზავნა, გაბედული ინიციატივაა. გიგა ბოკერია - როცა ივანიშვილი გააცნობიერებს, რომ ამ ვითარებას ვერ შეინარჩუნებს, დაეწყობიან და ომახიანად იტყვიან, თუ როგორი დემოკრატიული გადაწყვეტილებაა ვადამდელი ნორმალური არჩევნები. "ევროპის სახალხო პარტია" - ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ. ხათუნა ლაგაზიძე - ოპოზიციამ ჯერ თვითონ უნდა აღიქვას საკუთარი თავი ხელისუფლების ალტერნატივად - არჩევნების შედეგების დამტირებლის როლში სადამდე უნდა იყოს? გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე - ეს არის აბსოლუტურად მცდარი სტრატეგიის გადახედვის რეალური შედეგი.

      განმგებელი კალაძე - კახა კალაძე - თბილისის მთავრობის ვალდებულებაა, სახელმწიფო ქონება მიტაცებისა და უკანონო შენობების განთავსებისგან დავიცვათ - ძალიან ცუდია, რომ ასეთი დარღვევები ადამიანის გაჭირვებით გავამართლოთ. მუნიციპალიტეტის მოიჯარეებს დეკემბერ-იანვრის თვეში იჯარის გადასახადი მოეხსნებათ, ასევე, არ დაეკისრებათ სანქცია/საურავები. იმ ობიექტებს, რომლებმაც პანდემიის გამო მუშაობა შეწყვიტეს, დასუფთავების მოსაკრებელი მთლიანად მოეხსნებათ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ჯიხურებს, რომლებსაც გასული აქვთ საიჯარო ვადა, ეს ვადა 1-ელ ივლისამდე გაუგრძელდებათ. თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ღმერთმა ყველას 100 ბინა აყიდინოს, მაგრამ არგუმენტად რომ მოგყავს, 4 შვილს 4 ბინა ვუყიდე, მეხუთე ფორტეპიანოზე უკრავს თუ საქსაფონზე, მეზობლებს აწუხებს და ამიტომ მიწას იტაცებ, არაფერში ჯდება. თქვენს მიწაზე ადამიანი რომ შევიდეს, განათავსოს შენობა-ნაგებობა და თქვას: ესაა ჩემი და არა თქვენი, ვინ უნდა დაგიცვათ?! - უნდა დაგიცვათ კანონმა და სახელმწიფომ. სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს უკანონოდ ჰქონდა მიტაცებული მიწა.

      საპატრიარქო - აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს COVID-19-ის პირველი ტალღის დროს ეკლესია არ აღიარებდა ვირუსის არსებობას და არ ემორჩილებოდა რეკომენდაციებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ცალკეულ სასულიერო პირთა ინდივიდუალურ განცხადებებს, ეს განცხადებები არ გამოხატავს და ეწინააღმდეგება ეკლესიის საერთო და ოფიციალურ პოზიციას.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - სომხეთში კორონავირუსის 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 18 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 27 250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 549 პაციენტი დაიღუპა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 139

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: დეკემბერი 23, 2020||10:32pm

#qwellynews: მეტი კონკრეტიკისთვის - საპატრიარქო ამ განცხადებით ეხმაურება დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ერთ-ერთ ქადაგებას (ნოემბრით დათარიღებულს), რომელშიც დეკანოზი ამბობს, რომ ბოდიში აქვს მოსახდელი - „ჩვენ მოვწამლეთ ხალხი იმით, რომ კორონა არ არსებობს, რომ ეს ცრუ პანდემიაა, მღვდელი როგორ უნდა აჰყვეს კონსპირაციულ თეორიებს?! მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით?! როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს. ამიტომ უნდა გამოვიდეთ და შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ, რომ ასეთ სისულელეებს რომ ვასწავლიდით“. აიტაცეს რა ეს ქადაგება მედიასაშუალებებმა, საპატრიარქომაც შესაბამისი განცხადებით უპასუხა. იქამდე, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მეტი კონკრეტიკისკენ მოუწოდა დეკანოზ თეოდორეს.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

The Strength of Group in Margin Investing: Why Connecting with Fellow Traders Matters

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am 0 კომენტარი







Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters