Qwelly_ს იდეა არასოდეს არ ყოფილა საიტი საიტისთვის, დროის მოკვლისთვის და გართობისთვის... 

       ამის კიდევ ერთი დადასტურება იყო გუშინ, 5 დეკემბერს, ხუთშაბათს, საღამოს 5_ის შემდეგ, როცა Qwelly_ს წევრები ერთად შეიკრიბნენ სამების ლავრის, ხარების ტაძარში ახალგაზრდა პოეტთა შესანიშნავი ლექსების მოსასმენად. 

       ვინც ივნისში, სულთმოფენობის დღესასწაულზე დაესწრო Qwelly_ს საღამოს, მათ წინასწარი მოლოდინი ჰქონდათ სასიამოვნო, ურთიერთობებით გამთბარი საღამოსი, ხოლო ვინც პირველად გვეწვია ყველამ ტკბილი მოგონებების ვრცელ ნუსხას კიდევ ერთი გამორჩეული საღამო შეჰმატა. 

       ზაფხულური პოეზიის მშვიდი და ტანმოხდილი საღამოსგან განსხვავებით, გუშინ უფრო ჩაფუთნული და შემოსილი ღონისძიება გამოგვივიდა, მაგრამ სიცივე რას დააკლებდა ამხელა სიყვარულით გაჟღენთილ საზოგადოებას? 

       მოკლედ, ძალიან რომ არ გადაგღალოთ კითხვით, გადავიდეთ ფოტოების დათვალიერებაზე... 

       ვიდრე პოეტები თავიანთ ადგილებს დაიკავებდნენ, შეკრებილი პუბლიკა ერთმანეთს მოიკითხავდა, ეფერობა, ეხმატკბილებოდა...

 

       სავარძლებიც კი პოეტებს ელიან ☺

 

       ესეც ასე, ყველანი აქ არიან!

დავიწყოთ მარცხნიდან - ილია ელიზბარაშვილი, სოსო ასიტაშვილი, ოთო ფალიანი, მარიამ თორია, ირაკლი ფილალეტე და მიქაელ ჭიჭინაძე

 

       4 დეკემბერს ქრისტეს ეკლესიამ იზეიმა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება, პოეზიის საღამო რითი უნდა დაწყებულიყო თუ არა... "ავე მარია - ირაკლი ფილალეტე"

 

       დაუვიწყარი მარიამ თორია და მისი საოცრად ემოციური ლექსები... საღამოს, Qwelly_ზე ყველა მთხოვდა ლექსს მის შემოქმედებას... 

 

       თამამად უნდა განვაცხადო - გოგოების სიმპატია მიქაელი (გვარი გამოცხადება არ გინდაო, ამიტომ მეც არ დავწერ რომ ჭიჭინაძეა)

 

       კარგ ლექსებს კარგი მუსიკა უხდება ხოლმე, გუშინ საგალობლებით გავამშვენეთ...

 

       მათ უყვართ პოეზია!

 

       ყველასთვის საყვარელი, ჩვენი გულწრფელი პოეტი - ილია ელიზბარაშვილი

 

       რაიმეს სათქმელად სიტყვები უძლურია - გაიცანით სოსო ასიტაშვილი

 

       სიხარულს გამრავლების ფუნქცია აქვს! ალინა გაგოშიძე მოულოდნელად გვეწვია და ძალიან კარგი ლექსითაც დაგვასაჩუქრა

 

       კარგ მთქმელს კარგი გამოგონეც უნდაო!

 

       პოეზიისთვის, პოეტობისთვის დაბადებული - ოთო ფალიანი!

 

       არავის უნდოდა სიტყვის ჩაგდება. გაფაციცებული მსმენელი

 

       ცოტა მხიარულ ნოტაზე რომ დავასრულოთ ჩვენი ფოტო-კოლაჟი. დღის იუმორისტული ფოტო: იცანი ნაცნობი კეფით!

 

       ამასობაში სახლში წასვლის დროც მოვიდა...

ყველას დიდი მადლობა მობრძანებისთვის!!!

მომავალ შეხვედრებამდე!

 

ნახვა: 1171

ტეგები: Qwelly, Qwellyday, გალობა, პოეზია, სიყვარული, ფოლკლორი, ფოტოკოლაჟი

tamuna: დეკემბერი 7, 2013||1:17am

სხვა დროს ნამდვილად არ გამოვტოვებ ამ ამბავს...<3

ლაშა: დეკემბერი 7, 2013||1:34am

tamuna ძალინ დიდი სიხარულითაც მიგიღებთ! :) 

Nirvana: დეკემბერი 7, 2013||2:20am

რა ცუდია რომ ფოტოგრაფი არ ხარ მაგრამ არც ფოტოზე ხარ : ))

maiko: დეკემბერი 7, 2013||9:10am

ცუდი და საშინელება იცით,რაა?-შენს ,,დაზრდილ" ბავშვებს შორიდან რომ ეფერები და ბრაზობ ყველაზე და ყველაფერზე,რაც მათთან ყოფნაში ხელს გიშლის! მიყვარხართ ძალიან,ძალიან... ილიკო,გიო და ლაშა... :*

maiko: დეკემბერი 7, 2013||9:12am

სამაგიეროდ საამაყო ისაა,რომ ,,კარგი მთქმელიც" ჩემია და ,,კარგი გამგონეც"! ვისაც თვალები კითხვად აქვს... :)

ლაშა: დეკემბერი 7, 2013||1:36pm

Nirvana ვისამე ფოტოებში მაინც მოხვდებოდი მჯერა :) :) 

maiko მაააააააას ♥♥♥ :) მოგვენატრეთ :'( 

Ilia Elizbarashvili: დეკემბერი 7, 2013||9:53pm

ძალიან ძალიან გვენატრებით,პერსეფონე მას:)

Oto: დეკემბერი 7, 2013||11:22pm

:) :) ***

ლაშა: დეკემბერი 7, 2013||11:39pm

gocha სიამოვნება იმხელა იყო, რომ ჯერ კიდევ ყურსა და გონებაში გვაქვს :) ცოტა ხანში აქაც განატავსებენ პოეტები! :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters