ყოველთვის როცა საათის ისრებს გავცქერი, ვფიქრობ, რა ჩქარა გადის დრო... წამის დაფიქსირებას ვერც კი ასწრებ, ისე ენაცვლება მეორე წამი პირველს და ასე უსასრულოდ.... დრო გადის და ტენდენციებიც იცვლება. ვიცვლები "მე" და სამყარო ჩემს გარშემო. ამ ახალ სამყაროში კი ჩნდება არა ერთი "შენ", რომლებიც ჩემს "მეს" უკავშირდება და ერთად ვიღებთ ახალ ცნებას - "ჩვენ", რომელიც იმაზე მეტია ვიდრე "მე" და "შენ" ცალცალკე აღებული.... მე და შენ(არა ერთი შენ) ანუ ჩვენ - ძალაა... "ჩვენ" - ერთი უზარმაზარი სიცოცხლის ხეა, ხოლო "მე" და თითოეული "შენ" ნაყოფია ამ ხეზე...

....................................

      "მე" სალომე ვარ, 21 წლის ახალგაზრდა. ამჟამად სტუდენტი, მომავალი სოციოლოგი, დამოუკიდებელი და თავისუფალი პიროვნება, რომელსაც ფიქრის, განსჯის და გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვს, როგორც ნებისმიერ ადამიანს... მაგრამ რა იყო აქამდე, ანუ 21 წლის წინ? თუმცა არა, უფრო ადრე...

      22 წლის წინ... 22 წლის წინ იყო, ჩემი დედა და მამა, ცალ-ცალკე .... 1 წლის შემდეგ ვიყავი "მე"... იყო ჩემი ბავშვობა უკომპრომისო - "ჩემს რვეულში არ დახატო", "ჩემი შოკოლადი არ ჭამო", ზოგჯერ კომპრომისებით - "თუ გინდა, ერთად ვიითამაშოთ ჩემი თოჯინებით", "კარგი, გაპატიებ" შემდეგ იყო გარდატეხის პერიოდი - "ეს ჩემი ცხოვრებაა და მომეცით საშუალება, მე თვითონ მივიღო გადაწყვეტილებები!!"

      ....და სულის ნანატრი შეძახილი - "ჩემი თავის უფალი ვარ"!!! დღეს, როცა მე ვარ ჩემი "თავის უფალი", ჩემი სურვილით და ნებით, ჩემთან მუდამ არის არა ერთი "შენ", ოჯახის წევრების სახით, ერთად კი მუდამ ვართ "ჩვენ", შესაძლოა ზოგჯერ განსხვავებული აზრებით ცხოვრებაზე ან კონკრეტულ საკითხზე, მაგრამ პატივისცემით და ნდობით ერთმანეთის მიმართ.

      სადაც თავისუფლება და ჯანსაღი აზრია, იქ არის მეც და ჩვენც ერთდროულად!..

ნახვა: 459

ტეგები: Qwelly, დოჩია, თვისუფალი, პიროვნება, სალომე, სოციოლოგია

ლაშა: ოქტომბერი 16, 2013||10:19pm

უკომპრომისო ბალუკა რა კარგი სანახავი იქნებოდაააააა :D :D :D 

salome: ოქტომბერი 16, 2013||10:33pm

ლაშიკო, უკომპრომისოც კი საყვარელი ვიყავი :D :D

Tamila Moshiashvili: ოქტომბერი 17, 2013||12:17am

მომენატრა შენი ჩანაწერების კითხვა salome :) :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters