ახალი კვირის დასაწყისი, მძიმე სამუშაოს და ბევრ სიახლეს გულისხმობს, თუმცა ზაფხულის მოსვლასთან ერთად, სამუშაო პროცესიც უფრო ზანტი ხდება. მესამე კვირას ვიწყებთ #qwellynews-ებით და ტრადიციულად, დღესაც:
სიცხე ვახსენეთ და დღეს სინოპტიკოსები 30 გრადუს დახრუკვას გვპირდებოდნენ - 5-8 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს.
როგორც ხდება ხოლმე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევები ინტერნეტში ელვის სისწრაფით ვრცელდება: გუშინდელი წირვის ქადაგებიდან - ილია მეორე - ჩვენ როცა გვიჭირდა, ვლოცულობდით “მოწყალებისა კარი განგვიღენ”, ახლაც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, დღეში რამდენიმეჯერ ვთხოვოთ დახმარება ღვთისმშობელს.
როგორც ჩანს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ამბავი მარტივად არ ჩაიფარცხება - სერგო რატიანი - აფგან მუხთარლის საქმე არის სამარცხვინო საქმე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას დაემართა. არჩილ თალაკვაძე - მტკიცედ მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება აფგან მუხთარლის ინციდენტში არანაირი სახით არ იყო ჩართული. აფგან მუხთარლის ქართველი ადვოკატმა საქმის გამოძიების მოთხოვნით დღეს პროკურატურას მიმართა. მარიამ ჯაში - აფგან მუხთარლის საქმის დროულად და ეფექტურად გამოძიება პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების ინტერესებშია. ფედერიკა მოგერინის ოფისი - აზერბაიჯანის მოქალაქეების გატაცება და უკანონოდ დაკავება, სწრაფ, სიღრმისეულ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს. ალექსანდრე ჯეჯელავა - აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს დეტალებში არ ვიცნობ, თუმცა ვიცი, რომ შსს და პროკურატურა მაქსიმალურად კონცენტრირებული არიან. ნატა ძველიშვილი - ევროკავშირის ელჩი იზიარებს ჩვენს შეშფოთებას აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით. ადვოკატი - საქართველო აფგან მუხთარლის დაბრუნებას ვერ მოითხოვს. აფგან მუხთარლის ადვოკატებმა მთავარი პროკურატურის მიერ საქმის გამოძიების მოთხოვნით ირაკლი შოთაძეს მიმართეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე - საქართველოს მოქალაქეობა აფგანს უფრო სჭირდება, ვიდრე მე, მე საქართველოში დარჩენას ვაპირებ, რათა თვალყური მივადევნო ჩემი მეუღლის საქმეს. აფგან მუხთარლის ადვოკატს ბაქოს იზოლატორში დაკავებული ჟურნალისტის მონახულების უფლება არ მისცეს. იან კელი აფგან მუხთარლის საქმეზე - ჩვენ ახლო კონტაქტში ვართ მთავრობასთან, ის საკითხის სერიოზულობას აცნობიერებს. აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილს დაცვა დაენიშნა.
ვთმობთ და ვერც ვთმობთ ამ თვითმმართველ ქალაქებს - 7 ქალაქის გაუქმების საკითხზე პარლამენტში დღეს, არასამთავრობოებთან შეხვედრა გაიმართა. თვითმმართველი ქალაქების საკითხზე ირაკლი კობახიძე და ზურაბ ალავიძე არასამთავრობოებს ხვდებიან. ირაკლი კობახიძე - 3 წლის წინ, მე პირადად თვითმმართველი ერთეულების დაყოფის წინააღმდეგი ვიყავი. ზურაბ ალავიძე - მოსახლეობამ დეცენტრალიზაციის სიკეთეები რომ იგრძნოს, საჭიროა ადგილზე უკეთესი მმართველობა. ზვიად დევდარიანი - ძალიან სუსტია არგუმენტაცია, რომელიც მმართველ გუნდს მოაქვს ზოგიერთი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების საკითხზე. ლაშა დამენია - ადგილობრივი თვითმმართველობის ე.წ. რეფორმას მოსახლეობისთვის გაუარესება მოაქვს. ირაკლი კობახიძე - არგუმენტი, რომ გაერთიანების შემთხვევაში ქალაქები დასუსტდება, სოციალურ-ეკონომიკურ დასაბუთებას აბსოლუტურად მოკლებულია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - არგუმენტები, რითაც ხელისუფლება ამართლებს თვითმმართველობების გაუქმებას, მიუღებელია. ზვიად დევდარიანი - თვითმმართველი ქალაქების სტატუსების გაუქმება აუცილებლად აისახება ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხზე. რომ შევაჯეროთ ეს თემა - ახალი პროექტით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს ექნება.
განათლების მინისტრს, ვიცეპრემიერობა რომ შეუთავსეს, ბევრ რამეზე უწევს პასუხის გაცემა, მაგალითად - ალექსანდრე ჯეჯელავა - გიორგი ბადაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება დაკავშირებულია ფინანსური პოლიციის პირდაპირი ამოცანების შესრულება-არ შესრულებასთან. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის გიორგი ბადაშვილის სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხზე განცხადება დღეს გაკეთდა. ერთდროს მრჩეველი და ანალიტიკოსი - გია ხუხაშვილი - ინტერეს ჯგუფებს შორის დაწყებულია დომინირებისთვის ბრძოლა, თუმცა პრობლემას ჩოხელი-ბადაშვილის გათავისუფლებით არ მოევლება. ნიკა რურუა ბადაშვილის გათავისუფლებაზე - „ერთი ბარტყის გადმოგდება“ მახინჯ, კორუმპირებულ სისტემას ვერ შეცვლის. ალექსანდრე ჯეჯელავა გიორგი ბადაშვილზე - სავარაუდოდ, უკეთესს სთავაზობენ ან არ სთავაზობენ. ეკა ბესელიას ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილი ძალოვანი უწყების სისტემაში გააგრძელებს საქმიანობას. სოსო ცისკარიშვილი - საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებები ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული კადრების გადამალვის მცდელობას ჰგავს. მთავარ პროკურატურაში გიორგი ბადაშვილის ირაკლი შოთაძის მოადგილედ შესაძლო დანიშვნის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ.
ნაციონალებმა, გასათავისუფლებელთა სიებს, განათლების მინისტრიც შეჰმატეს - „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერს გიორგი მღებრიშვილის, ვახტანგ გომელაურისა და ალექსანდრე ჯეჯელავას თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
თუმცა, ჯეჯელავა კვლავ ვიცე-პრემიერობს და ოცნების გუნდის სახელით საუბრობს - ალექსანდრე ჯეჯელავა - ჩვენი გუნდისთვის კახა კალაძე თბილისის მერობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია. მერობაზე კვლავ კობახიძეს ეკითხებიან და სულ ამას პასუხობს ეს კაცი - ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწვეტილების მიღება უახლოეს მომავალში მოხდება. ზურაბ ალავიძე - კახა კალაძე თბილისის მერობის უალტერნატივო კანდიდატია. გია ვოლსკი - თბილისის მერად კახა კალაძის წარდგენასთან დაკავშირებით გუნდში პოზიტიური განწყობაა. კიდევ ერთი ლაიქი კალაძეს - დიმიტრი ხუნდაძე - თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენას, გუნდის უდიდესი უმრავლესობა პოზიტიურად შეხვდა.
როგორც იქნა, განათლების მინისტრს, თავის სფეროდანაც დაუსვეს შეკითხვა და მან უპასუხა - ალექსანდრე ჯეჯელავა - ჩვენ გვინდა, რომ სასკოლო ექსკურსიებმა გასვლითი გაკვეთილის ფორმა მიიღოს.
ამ ბლოკში სულ ირაკლი და მისი პარლამენტი - პარლამენტი საკონტიტუციო პროექტის განხილვებს იწყებს. ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციის პროექტი სახალხო განხილვების შედეგებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, გადაისინჯება. ისევ თავმჯდომარე, რომელიც ადასტურებს, რომ ე.წ. გადაუნაწილებელ მანდატებთან“ დაკავშირებით “ზედა ჭერის“ განსაზღვრის საკითხი განიხილება. ირაკლი კობახიძე - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის შიგნით არის სერიოზული წინააღმდეგობა. ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის გეგმა საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ შედგა - არა წარმატებულად, მაგრამ მაინც განხორციელდა. ირაკლი კობახიძე გადასახადებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკონსტიტუციო ნორმის შეცვლას არ გამორიცხავს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო პროექტში ცვლილებები შევა. სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს კონსტიტუციით აღარ იქნება განსაზღვრული.
სულ რომ ირაკლი კობახიძე არ ვალაპაროთ, გიორგი აბაშიშვილსაც მოვუსმინოთ - დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო კომისიის სულისკვეთება იყო ანგარიშსწორება ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსზე - პრეზიდენტ მარგველაშვილზე. და მერე ისევ კობახიძემ უპასუხა - ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებებზე კომენტარებს აღარ გავაკეთებ.
იუსტიციის საბჭოს შესახებ ვწერდით გასულ კვირასიც, ახლა კი გეტყვით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს რამდენიმე სასამართლოს თავმჯდომარეს აირჩევს. მაგრამ საიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 რაიონში სასამართლოს თავმჯდომარეები დანიშნა.
გუშინდელი ამბების გაგრძელება: თავდაცვის სამინისტრო - ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის რაოდენობის შემცირება არ იგეგმება. იან კელი - საქართველოს მთავრობიდან არ მომისმენია, რომ ისინი აპირებდნენ ავღანეთში კონტინგენტის შემცირებას.
ამდენი ვწერე კალაძეზე და ამჟამინდელი მერის ამბავს არ იკითხავთ? - დავით ნარმანია - ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებებს ველოდებით, მათ შორის ჩემთან დაკავშირებით.
საშინელება: ავტომაგისტრალის შიდა ქართლის მონაკვეთზე გუშინ საღამოს მომხდარი სამი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 8 თვის ორსული.
ისევ პროტესტი და ისევ ნაციონალებისგან - „ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე კაფე-ბარის მშენებლობას აპროტესტებს.
თითოწინადადებინი სიახლეები:
იუვენტუსმა კი წააგო, მაგრამ ჩვენ მოვიგებთ - ვლადიმირ ვაისი - ჩვენი მიზანი მოლდოვასთან მატჩში სამი ქულის მოპოვებაა, სხვა ნებისმიერი შედეგი მიუღებელი იქნება.
იანვარ-მაისში საქართველოდან 41 ქვეყანაში ექსპორტირებულია 24,75 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 64%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.
იზევ ზრდა გვაქვს - „საქსტატი“ - ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა პირველ კვარტალში 19,1%-ით გაიზარდა და 15,2 მილიარდი ლარი შეადგინა.
სახალხო დამცველმა მთავრობას კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულ შშმ პირებს შორის დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ მოუწოდა.
გიორგი მღებრიშვილი შსს-ს მიერ სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილ პოლიციის 12 ატაშეს შეხვდა და საგანგებო თათბირი გამართა.
დემირელის კოლეჯის მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები მუსტაფა ჩაბუქის საქმეზე ხელისუფლებას მიმართავენ.
თამარ თედლიაშვილი შიდა ქართლის საჯარო სამსახურებში თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს.
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა აქცია გამართეს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო საჯარო სკოლების შესყიდვების სპეციალისტების გადამზადებას იწყებს.
მაია მიმინოშვილი - არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც მოსწავლის მიღწევებზე გავლენას ახდენს.
საგარეჯოში, მდინარე ანთოკის ადიდების შედეგად, შენობების პირველი სართულები დაიტბორა.
საზღვრებსმიღმიდან ამბები:
ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს, რაზეც პასუხიც მიიღეს - ყატარი ოთხი არაბული სახელმწიფოს გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, გაუმართლებლად მიიჩნევს.
ლონდონს ტერაქტები ვერ შეაშინებს, რადგან დღეს ტერეზა მეიმ განაცხადა - მოვიდა დრო ვთქვათ - კმარა!, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, მთავრობის საგანგებო კომიტეტის, COBRA-ს, სხდომის დასრულების შემდეგ დაუნინგ სტრიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ტერაქტების ამბავს გავყვეთ: ლონდონის ტერაქტზე 12 ეჭვმიტანილი დააკავეს. იქიდან სხვა ნიუსიც, ლონდონის ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილები ლიკვიდირებულები არიან. აქვე გეტყვით, რომ ლონდონში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამერიკის მარჯვენა ინგლისს - დონალდ ტრამპი - აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა ლონდონში მომხდარ ტერაქტში დამნაშავეებს პასუხი აგებინოს.
აშშ რუსეთსაც არ ეპუება - ნიკი ჰეილი – აშშ აგრძელებს რუსეთის მიმართ სასანქციო ზეწოლას, ვიდრე სრულად არ შესრულდება მინსკის შეთანხმებები.
რექს ტილერსონი „კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან“ აშშ-ის გამოსვლას გამოეხმაურა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია