საპარლამენტო ჩხუბებში ძუ და ხვადი ტოლია, ადმინისტრაცია რეფორმირდება, ნატოს წილის გაზრდა და ბიუჯეტის პრიორიტეტები

      აქტიური დეკემბერი საპარლამენტო ჩხუბებამდეც მივიდა, უფრო სწორედ, ეს დიდებული ტრადიცია წინასაახალწლოდაც დაბრუნდა. დღეს პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტსაც განიხილავდნენ, თუმცა ბოლომდე ვერ მიიყვანეს დაწყებული საქმე. დღის მთავარი ამბავი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკანონმდებლო ცვლილებებიც, აპატურაისთან შეხვედრებიც და აქციების დარბრუნება საინაუგურაციოდ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 დეკემბერი, 2018 /

      საპარლამენტო ჩხუბი - დაპირისპირება ირმა ინაშვილსა და ნიკა მელიას შორის, სიტყვიერ შეურაცხყოფიდან ხელჩართულ ბრძოლამდეც კი მივიდა - მანდატურის სამსახურმა ნიკა მელია სხდომათა დარბაზიდან გაიყვანა. მამუკა მდინარაძე - პარადოქსულ რეალობაში ვცხოვრობთ, ნიკა მელია მოძალადესა და კრიმინალს ირაკლი კობახიძეს უწოდებს.

      დასაქმებული ადმინისტრაცია ანუ ახალი პრეზიდენტის ცოცხი - საია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოში დაიცვას. გიორგი აბაშიშვილი - პარლამენტის მომზადებული კანონპროექტი ლაჩრული და ვერაგულია. გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი „სწორ გადაწყვეტილებას“ მიიღებს. ადა მარშანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შესაძლო შემცირებაზე - მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია. ანა ნაცვლიშვილი - ჩვენთან დასაქმებული პირები მარგველაშვილის ან სააკაშვილის თანამშრომლები კი არ არიან, ისინი ემსახურებიან ხალხს და ქვეყანას. აკაკი ზოიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსალოდნელ ცვლილებებზე - მგონი, ზედმეტ ღელვას აქვს ადგილი. რამაზ საყვარელიძე - მოხელეების ფენის ჩამოყალიბებაა საჭირო, მოხელეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მისთვის სამუშაო ადგილი მყარია. რომან კაკულია - არ დაუჭერს მხარს არანაირ ცვლილებას, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით არსებულ მოცემულობას. ხათუნა ლაგაზიძე - ზურაბიშვილი საკუთარი სანათესაოს დასასაქმებლად იღწვის, მისი საფირმო ნიშანია საკუთარი ერის შეურაცხყოფა. "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წევრი- კანონპროექტის წაკითხვისას ჩნდება ეჭვი, რომ ახალმა პრეზიდენტმა საკუთარი კადრებით დააკომპლექტოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ანა დოლიძე - ირაკლი კობახიძე შეუფერებელია თანამდებობისთვის, ის ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. ომბუდსმენი პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს კანონი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამართლებრივ სტატუსს უცვლის.

      დედაქალაქის მთავრობა - კახა კალაძე - ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, ვინც ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებს პრობლემას მოუგვარებს. თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაცია მოხდება. კახა კალაძე - თბილისის კონკრეტულ უბნებში გადაჭარბებული ხმაური მიუღებელია. კახა კალაძე - თბილისის კონკრეტულ უბნებში გადაჭარბებული ხმაური მიუღებელია. თბილისის საბავშვო ბაღებში საახალწლო საჩუქრის გადასაცემად თითო ბავშვზე 7 ლარამდე დაიხარჯება. კახა კალაძე - 500 შემსრულებელი მიიღებს საახალწლო კონცერტებში მონაწილეობას -ჩვენ არ დავყოფთ საზოგადოებას „იმისიანებად“ და „ამისიანებად“.

      ნატოს მეტი ნაწილი საქართველოში - ჯეიმს აპატურაი - მჯერა, რომ მომავალ წელს ქართველი ხალხი იხილავს გაცილებით მეტ ნატო-ს საქართველოში. ჯეიმს აპატურაი - სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის ნებას გაატარებს - ეს ძლიერი მესიჯია. სალომე ზურაბიშვილი აპატურაისთან შეხვედრაზე - ჩვენ საერთო საქმე გვაქვს, აუცილებელია, კავშირები გავაძლიეროთ. ჯეიმს აპატურაი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე - ჩვენ ერთად ვიმუშავებთ როგორ განვახორციელოთ ქართველი ხალხის ნება. ჯეიმს აპატურაი - საქართველოს პრემიერს მივულოცე არჩევნების ჩატარება, მაგრამ გამოვთქვით გარკვეული წუხილი პოლიტიკური დიალოგის პოლარიზაციის თაობაზე.

      ბიუჯეტის პრიორიტეტები - გია ვოლსკი - სამწუხაროა, რომ 2019 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტად კვლავ რჩება სოციალური პრობლემები, რომელიც ათეული წლებია ვერ მოგვარდა. აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ 2019 წლის ბიუჯეტი ადამიანებზეა ორიენტირებული. გიორგი ქობულია - საპენსიო რეფორმის თვალსაზრისით მზად ვართ. პარლამენტი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობდა. ივანე მაჭავარიანი - 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 13 მილიარდ ლარს პირველად აჭარბებს. ფრანსუა პეშო - ბიუჯეტის დეფიციტის შეზღუდვა ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფო ვალის შემცირებას. ივანე მაჭავარიანი – 2019 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 3.7 მილიარდი ლარი მიიმართება. პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ ჩატარდა. გიორგი კახიანი - ბიუჯეტს აუცილებლად მივიღებთ, თუმცა დასანანია, რომ ყველა დეპუტატი სათანადოდ ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას.

      არქივის და ისტორიის გამოძიება - 7 ნოემბრის საქმეზე დღეს ლევან გაჩეჩილაძე, კახა კუკავა და ზვიად ძიძიგური დაიკითხნენ. 7 ნოემბრის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა მიმდინარეობდა. ზვიად ძიძიგური 7 ნოემბრის დარბევაზე - მე "გამიმართლა" და თუკი სადმე რამე დარბევა იყო, ყველაფერში მოვყევი. ლევან გაჩეჩილაძე - მეორედ როცა გამლახეს, საავადმყოფოში აღმოვჩნდი, სადაც ჩემი დაჭერა უნდოდათ თეთრ ხალათებში გადაცმულ კუდ-ის წარმომადგენლებს. კახა კუკავა - ყველამ კარგად ვიცით, რომ 7 ნოემბრის ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი ივანიშვილი იყო.

      მიწების მორატორიუმი - ირაკლი კობახიძე - 16 დეკემბრიდან, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე, მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით ამოქმედდება. სახალხო დამცველი იუსტიციის სახლთან გამართულ აქციას ქსენოფობიურს უწოდებს და შემაშფოთებლად მიიჩნევს. ადა მარშანია მიწებზე ხელახალი მორატორიუმის გამოცხადების საკითხის პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში შეტანას მოითხოვს.

      გაძვირებული ხორბალი - გიორგი ქობულია - მსოფლიოში ხორბლის ფასმა აიწია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პურის ფასზე მოქმედებს.

      უკანონო მეწარმეობა - უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ირანის 7 მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს.

      აქციების დაბრუნება - სალომე სამადაშვილი - ჩემი სურვილია, რომ 16 დეკემბერს დაგეგმილ აქციას შევუერთდე. გრიგოლ ვაშაძე - 16 დეკემბერს თელავში ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას. ნიკა მელია - 16 დეკემბერს საპროტესტო აქცია სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება. სალომე სამადაშვილი - ჩემთვის მნიშვნელოვანია, 16 დეკემბერს დაგეგმილ აქციას არ ჰქონდეს ის დატვირთვა, რომ ხდება ალტერნატიული პრეზიდენტის გამოცხადება. მამუკა მდინარაძე - აქციაზე პროვოკაციები არ იქნება, „ნაციონალური მოძრაობაც“ მიხვდა, რომ ეს მათაც არ აწყობთ.

საზღვარგარეთულები:

      ტერორისტული ბაზრობა - სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე ერთმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. სტრასბურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. სტრასბურგში მომხდარი შემთხვევის გამო, საფრანგეთში სასაზღვრო კონტროლი, საშობაო ბაზრობებზე კი უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. პრემიერ-მინისტრი სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო ფრანგ ხალხს უსამძიმრებს.

      ტრამპის ადმინისტრაცია - დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე 10-12 კანდიდატი ჰყავს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 164

ტეგები: qwellynews, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

AR Range and Mobility Tips in Modern Warfare 4 from U4GM

გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: სექტემბერი 11, 2026.
საათი: 7:19am 0 კომენტარი

In CoD MW4, the most reliable loadouts usually come from knowing where a gun feels comfortable, then leaning into that strength. I've spent plenty of matches tweaking builds, and MW4 Boosting…

გაგრძელება

Where U4N Fits Into Madden NFL 27 Edition Choices

გამოაქვეყნა ParkerBlair_მ.
თარიღი: სექტემბერი 11, 2026.
საათი: 6:12am 0 კომენტარი

Picking the right version of Madden NFL 27 is easier when you first consider how you actually plan to play. Players who expect to spend most of their time in Ultimate Team may also want to plan their in-game budget…

გაგრძელება

Step Into an Unforgettable Japanese Adventure with Forza Horizon 6 — U4GM

გამოაქვეყნა Pianpianq16_მ.
თარიღი: სექტემბერი 11, 2026.
საათი: 5:44am 0 კომენტარი

Open-world racing has always been at the heart of Forza Horizon, but Forza Horizon 6 Modded Accounts takes that philosophy to a new level by moving the festival to Japan. The…

გაგრძელება

How to Get ARC Raiders Blueprints More Easily with U4GM

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: სექტემბერი 11, 2026.
საათი: 5:01am 0 კომენტარი

Blueprints are an important part of progression in ARC Raiders. They can help you unlock new crafting possibilities and prepare better equipment for your next run. If you are also building up your resources with…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters