2022 წლის პირველი სამუშაო დღე დაიწყო, მაგრამ როგორც ჩანს ჯერ კიდევ საახალწლო ბახუსი უფრო ძლიერია და არც ისე საქმიანად წარიმართა დღე. დღეს აქტუალური იყო პრემიერის საათი, „ფულიანი“ მინისტრებიც გამოირჩეოდნენ სიტყვაწყლიანობით და ნაციონალებმაც გადაწყვიტეს შიდა გადაადგილებები. ყაზახეთი მთელი საახალწლო პერიოდი აქტუალური იყო. დღეს სინოპტიკოსებმა გვიწინასწარმეტყველეს - 13 იანვრიდან საქართველოში ამინდი გაურესდებაო. რაც შეეხება ლარს - დოლარის ღირებულება - 3.0900 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2953 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი. ამ დროისთვის „ომიკრონის“ 816 შემთხვევაა დადასტურებული. „ფაიზერის“ ინფორმაციით, "ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მედიკამენტების - „პაქსლოვიდისა“ და „მოლნუპირავირის“ მიღებას ბინაზე მკურნალობის შემთხვევაშიც შეძლებენ.
პრემიერის სამუშაო ორშაბათი - ირაკლი ღარიბაშვილი - ბიზნესს უნდა გავუადვილოთ ოპერირება, ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას, ასევე მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა მოსახლეობას - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გზავნილი. 2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. 11 თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს, ჯამში, 10,7%-ის დონეზეა მოსალოდნელი წლიური ზრდის ტემპიც, რაც 2,5-ჯერ მეტია თავდაპირველ პროგნოზზე. ძალიან განვიცდით იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომელიც ყაზახეთში განვითარდა და რომლის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. ავიცრათ, ავცრათ ჩვენი მეგობრები, მშობლები, ოჯახის წევრები, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია - უკვე დავუკვეთეთ სამკურნალო მედიკამენტებიც, რომელიც „ფაიზერმა“ შეიმუშავა, ვმუშაობთ „მერკის“ მედიკამენტზეც. თანადგომას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ რეზო ამაშუკელის ოჯახს და მთელ საქართველოს. 3 წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება, პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და დასტაბილურებულია, ახლა უნდა ვიმუშაოთ - საქმე, საქმე და საქმე. ვაპირებთ, რომ გავხსნათ თურქეთის ბაზარი, შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც ჩვენი პროგნოზებით, ძალიან გააიაფებს ფასებს. ჩვენ შევქმნით ათიათასობით ახალ სამუშაო ადგილს - ეს იქნება წელს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
მინისტრების ორშაბათიც - ჯანდაცვის მინისტრი - მნიშვნელოვნად გაიზარდა პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა - ჯანდაცვის სისტემა მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ფინანსთა მინისტრი - 2021 წელს 100%-ს გადააჭარბა, როგორც სახელმწიფო, ისე ნაერთ ბიუჯეტში შემოსულობების შესრულებამ. პოლიტიკური პროცესი დასტაბილურებულია - კონკრეტული ადამიანი იქნება თუ არა ციხეში, ამაზე არ არის დამოკიდებული პოლიტიკური პროცესი. ვაკვირდებით მოვლენებს, რაც ყაზახეთში მიმდინარეობს - ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდი განვითარების შესაძლებლობა. ინფლაცია დაიწყებს შემცირებას უკვე პირველი კვარტლის ბოლოს და წლის ბოლოს არ იქნება შორს მიზნობრივი მაჩვენებლისგან, რომელიც არის დადგენილი. ნათია თურნავა - ეკონომიკური თვალსაზრისით გასული წელი იყო რთული, მაგრამ საკმაოდ წარმატებული - როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენი მთავარი საზრუნავი და გამოწვევა ახალ წელს იქნება სიღარიბესთან ბრძოლა. მიუღებელია ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება, მით უფრო „მაინინგთან" დაკავშირებული პრობლემები, რაც სვანეთშია - ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და „ენერგო-პროსთან“, რათა ეს საკითხი გადაიჭრას. ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები არის დაძლევადი, ჩვენ გვაქვს ამის გეგმა, გვაქვს ამის ხედვა და უკვე გაზაფხულიდან ველოდებით ნორმალიზაციას.
გადახალისებული ნაციონალები - აკაკი მინაშვილი - ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც სწრაფად მიგვიყვანს იქამდე, რომ ქვეყანაში იქნება გარღვევა და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები - პოლიტიკური საბჭო დღეს ამ გეგმებთან დაკავშირებით იმართება. მამუკა გამყრელიძე - ქვეყანას სჭირდება არა პოლარიზება, რადიკალიზმი და რყევა, არამედ სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია. ლევან ხაბეიშვილი პარტიაში ცვლილებებზე - პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები - გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ. ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაცმოძრაობისთვის“ მთავარია დაუოკებელი შურისძიების გრძნობა, რომ ნებისმიერი გზით მოახდინონ დესტაბილიზაცია, რამაც მათი მოკლე ჭკუით, ხელისუფლების ჩამოშლა უნდა გამოიწვიოს. პაატა მანჯგალაძე - ხელისუფლების ტაქტიკაა ოპოზიცია არეულობის მომხრეებად წარმოაჩინოს, თუმცა, ეს სტრატეგია არ გავა - „ქართულ ოცნებას" ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და ახლა მათი სახლში წასვლის დროა. ლაშა დამენია - ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია. ხატია დეკანოიძე - პოლიტსაბჭოს მოწვევის მიზანი არის პარტიის გაძლიერებაზე მუშაობა - გიდასტურებთ, რომ გარკვეულწილად იქნება გადაადგილებები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. სალომე სამადაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ არაერთხელ მოუწია მიღებული გადაწყვეტილების რევიზია, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიაში რაღაც ცვლილებებია საჭირო. ნიკა მელია - გარდაუვალ აუცილებლობად ვთვლი, პარტიამ მნიშვნელოვნად შეცვალოს როგორც დღის წესრიგი, ასევე შიგთავსი - ახლა, როგორც არასდროს “ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთიანი. კობა ნაყოფია - პროტესტის სხვადასხვა ფორმა იქნება გამოყენებული.
სააკაშვილი შინ და გარეთ - მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გიორგი ბოტკოველი მივიდა. ჰერმან საბო - სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას მხარს დავუჭერთ - „ნაცმოძრაობის“ წევრებისგან ჯენტლმენური დაპირება მივიღეთ, რომ თუ ჩვენ ვეთანამშრომლებით, მათგანაც იქნება თანამშრომლობა. ადვოკატი - დღემდე უკანონოდ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმს, ასევე, ადვოკატებს არ გვაძლევენ დახურული ფორმის კომუნიკაციის საშუალებას. აკაკი ბობოხიძე - რიგგარეშე არჩევნები ვერ იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ყოფნით გააგრძელებს „ქართული ოცნებისთვის“ ლეგიტიმაციის მინიჭებას. ზაალ უდუმაშვილი - საუბარი იქნება შიდაპარტიულ გაძლიერებაზე - რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამის შესახებ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდგომ ვისაუბრებთ. ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილს დღემდე არ ეძლევა საკუთარი ექიმის მომსახურების მიღების საშუალება. გიორგი ბოტკოველი - მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკური გეგმა დაასრულა და მალე პირადად წარადგენს. მიხეილ სააკაშვილი - ვეთანხმები რეგიონებში გასვლას და ეროვნული მობილიზაციის დღის გამოცხადებას, რომლის მთავარი მიზანი იქნება შეკრება და არდაშლა, ვიდრე არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და მე არ შემეძლება უკანონო ტყვეობიდან გარეთ გასვლა. გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - სიმპტომები, რომელიც ჰქონდა, გაუარესებულია - მომიყვა, რომ აქვს უძილობა, თავის ტკივილი, ხელ-ფეხის დაბუჟება.
რუს-ამერიკა - ნიკოლოზ ვაშაკიძე - აშშ-რუსეთის შეხვედრაში სერიოზული ინტრიგა შეიტანა ყაზახეთში განვითარებულმა მოვლენებმა, რუსეთის დელეგაციას ჟენევაში მძიმე მდგომარეობაში მოუწია ჩასვლა.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - ევროპის ქვეყნებში კოვიდ შეზღუდვები ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. სომხეთში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 15 830 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 741 ადამიანი გარდაიცვალა.
ავსტრალიის სასამართლომ ნოვაკ ჯოკოვიჩის ვიზის გაუქმების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად ცნო.
ყაზახეთის შფოთი - ყაზახეთში პოლიციამ 7 939 ადამიანი დააკავა. ყაზახეთის უსაფრთხოების სამსახური - სიტუაცია დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება. ყაზახეთის საგარეო უწყება - ყაზახეთში შეიარაღებული აგრესია საზღვარგარეთ გაწვრთნილმა კარგად კოორდინირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა განახორციელეს. პაატა ზაქარეიშვილი - ყაზახეთი 20 წლით უკან გადავარდა, რუსეთი კავკასიაში სუსტდება და იქ გაძლიერდა, მაგრამ ეს დროებითია, რადგან რუსეთმა ხაფანგში შეყო თავი. ყაზახეთის პრეზიდენტი - არეულობის ტალღა სპონტანური პროტესტის საფარქვეშ დაიწყო - გაირკვა, რომ მთავარი მიზანი იყო კონსტიტუციური წესრიგისთვის ძირის გამოთხრა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება. ვლადიმერ პუტინი - ყაზახეთში „მაიდანის“ ტექნოლოგიები გამოიყენებოდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია