აქამდე პოლიტიკური ველი იყო ორპოლუსიანი, ახლა კი საინფორმაციო ველიც ასეა - დღეს კოვიდის სტატისტიკა და საარჩევნო კვლევები თუ მოლოდინები იყო დღის მთავარი ამბავი. ახალი საველე ჰოსპიტლები და კოვიდ სტატისტიკის საშიში თუ სანუგეშო ამბები. კანდიდატებით ომი და პირადი გამოკითხვებიც მნიშვნელოვანი იყო. მსოფლიო კი ყირიმისკენ იმზირება და იქაური სამიტით იყო დაკავებული. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1180 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 23 აგვისტო, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, აგვისტო

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსის 2354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 60 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა - 5200. ეროვნული სატყეო სააგენტოს 501 თანამშრომლიდან 410 უკვე ვაქცინირებულია. დიღმის საველე ჰოსპიტალში 87 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 117 192 პირმა გაიკეთა. გორის რესურსცენტრის დირექტორი - მუნიციპალიტეტის სკოლების თანამშრომელთა 50%-ზე მეტი ვაქცინირებულია. საქართველოში ჯამში 979 813 აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებულია 294 365 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 10.3%. ეკატერინე ტიკარაძე - ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქეების გარდაცვალება არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, რადგან ასეთი შემთხვევა არის 0.001 %. თბილისსა და აჭარაში ინფიცირების მაჩვენებელი გარკვეულწილად დასტაბილურდა, ხოლო სხვა რეგიონებში, „აღმავალი ტალღაა მოსალოდნელი“. მიმდინარე კვირას იმსჯელებენ, რომ პროტოკოლში განისაზღვროს ჯგუფი, რომელიც მესამე დოზით აიცრება. პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ სასკოლო სივრცეში სწავლება უსაფრთხო იყოს. ეპიდვითარების გაუარესება მოქალაქეების მხრიდან რეკომენდაციების და რეგულაციების შეუსრულებლობამ განაპირობა. „პისიარ“ ტესტებისა და აცრის ბარათების გაყალბების ერთეული შემთხვევები ნამდვილად დაფიქსირდა და მათი შესწავლა მიმდინარეობს. ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ხვალ საკოორდინაციო საბჭოზე დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელებენ. გიორგი ვაშაძე - ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა - მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, გაფართოვდეს ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა, ხოლო ტესტირება ყველასთვის იყოს უფასო. რუხის კოვიდკლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 22 წლის გოგო გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტრო - რეგიონების მასშტაბით საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე მუშაობა მიმდინარეობს. ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში, კორონავირუსით ინფიცირებული 20-მდე პაციენტი მკურნალობს. პაატა იმნაძე - „ლოკდაუნის“ საკითხი არ განიხილება, არსებული რეგულაციების გამკაცრება განიხილებ. 12 წლის ასაკიდან აცრა შემოდგომიდან დაიწყება. ჩაატარონ რთველი კარგად, იქნებ შემდეგ უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს?! პაატა იმნაძე სრულად ვაქცინირებულის გარდაცვალებაზე - ამ ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობს, 100%-იანი ამ ქვეყანაზე არაფერი არსებობს. თამარ გაბუნია - ახლა ვართ დღიურად, საშუალოდ 25 000 აცრაზე, რაც არ არის საკმარისი, ჩვენი მიზანია 35-40 ათასი აცრა დღის განმავლობაში, რომ იმუნური ფენა შეიქმნას უფრო სწრაფად. რაც უფრო სწრაფად მიიღებს რთველში მონაწილე პირი ვაქცინაციის თაობაზე გადაწყვეტილებას, მით უკეთესი იქნება. კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებთან დაკავშირებით, პროტოკოლს ახალი რეკომენდაციები დაემატება. არსებობს გეგმა, რომ დიდ ქალაქებშიც გაჩნდეს საველე ჰოსპიტლები. არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ აცრილ პირებში გარდაცვალების ერთეული შემთხვევები იქნება - ასეთია მსოფლიო გამოცდილება, თუმცა რეანიმაციაში მყოფი 3500-ზე მეტი პირიდან აცრილი მხოლოდ 10-ია. ივანე ჩხაიძის განცხადებით, 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების ვაქცინაციისთვის საქართველო ჯანმო-ს რეკომენდაციას ელოდება და შესაძლოა, ეს რეკომენდაცია სექტემბერ-ოქტომბერში გაიცეს.

      დიდი სტატისტიკის ანუ #GVOTE21-ს სამზადისი - დავით ჭიჭინაძე - „ოცნების“ სიის ყოფილი პირველი ნომერი გახარია არჩევნებში ცალკე მონაწილეობს, პარტიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები საერთოდ არ ჩანს და კამპანიას ღარიბაშვილი და კუჭავა ხელმძღვანელობს. „ქართული ოცნების“ კვლევის მიხედვით, ქუთაისში „ქართული ოცნება“ 44.7%-ით ლიდერობს, ხოლო მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი 50.3%-ით. გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ კვლევაზე - თავსაც იტყუებენ და ამით ცდილობენ მოქალაქეების დათრგუნვას, რომ ეს პოლიტიკური ჭირი ვერ მოგვშორდება, რეალობა ამის საპირისპიროა. პარტია "საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები კანდიდატებს აშანტაჟებენ და ფულის სანაცვლოდ გიორგი გახარიას პარტიიდან წასვლას სთავაზობენ. გიგი წერეთელი - „ევროპულმა საქართველომ“ ბევრი გააკეთა ოპოზიციის კოორდინაციისთვის - ჩვენი კონტრიბუცია, წვლილი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია. ლაგოდეხის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე სალომე ღონღაძე „ოცნებას“ ტოვებს და გიორგი გახარიას პარტიას უერთდება. აკაკი ბობოხიძე - მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ხმა მისცეს მას, ვისაც სურს, მაგრამ არა „ქართულ ოცნებას“. სერგო ჩიხლაძე - თუ ამხელა პროცენტები აქვს, „ქართული ოცნება“ 43%-იანი შეთანხმებიდან რატომ გავიდა? - არანაირი ნდობა „ოცნების“ კვლევას არ აქვს. გიგა ბოკერია - არჩევნებზე მისვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ისტორიული შანსი და ვალდებულებაა, რომ პოლიტიკური არეულობა დასრულდეს. გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია რომ არ ემზადებოდა ამ არჩევნებისთვის, სახეზეა - კანდიდატებს ან ვერ პოულობენ, ან ოჯახის წევრებს ასახელებენ, ეს აუცილებლად უარყოფითად აისახება მათ შედეგებზე. გრიგოლ გეგელია „ქართული ოცნების“ კვლევაზე - ეს არის მოდელირებული რეიტინგი, რომელსაც ობიექტურ რეალობასთან საერთო არაფერი გააჩნია. გურამ მაჭარაშვილი - პარტიებმა ვერ შეძლეს და „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ჩაანაცვლეს ოპოზიციაში. გია ვოლსკი - გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი თავისი განცხადებებით, შინაარსით და პათოსით „ნაცმოძრაობასთან“ გაიგივდა. ელენე ხოშტარია - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „დროამ“, „ევროპულმა საქართველომ“ აჩვენა, რომ როდესაც ქვეყანას სჭირდება, შეგვიძლია, გვერდზე გადავდოთ ვიწრო პარტიული ინტერესები. გია ვოლსკი - რეალური კვლევები იქნება მაშინ, როცა არჩევნები ჩატარდება და დაინახავთ, რომ გაცილებით მეტი იქნება მხარდაჭერა, ვიდრე 44 პროცენტი. ლევან იოსელიანი - ყველა პარტია ცდილობს, სათავისო კვლევები ჩაატაროს - კვლევებს არ დავდევთ, არჩევნებზე განსხვავებული სურათია ხოლმე.

      დასკვნის მწერლები - ეუთო/ოდირი - საქართველოს უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ იყო საკმარისად სამართლიანი და სანდო, თუმცა პროცედურულად, ძირითადად, გამართულად ჩატარდა. ექვსივე მოსამართლე მამაკაცია, რაც ხაზგასმით მეტყველებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გაიღოს გენდერული თანასწორობისა და სისტემის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „ფაიზერს“ სრული ავტორიზაცია მიანიჭა. ჯო ბაიდენი Pfizer -ის დამტკიცებაზე - მომენტი, რასაც ელოდებოდით, დადგა, დროა წახვიდეთ და აიცრათ დღესვე. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო - „ფაიზერის“ მესამე დოზა დაინფიცირების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. სომხეთში კორონავირუსის 251 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 10 ადამიანი. რუსეთში კორონავირუსის 19 454 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 776 ადამიანი გარდაიცვალა. Bloomberg - ამ დროისთვის ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 56.5%, აშშ-ში- 51.3%, ჩინეთში კი 55.5%.

      ყირიმის სამიტი - გიტანას ნაუსედა - ყირიმისა და სხვა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება დიდი სურათის მხოლოდ ერთი ნაწილია - დემოკრატიული სამყარო ერთად უნდა იდგეს თავისუფლებისა და ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავად. შარლ მიშელი - უკრაინა არასდროს იქნება მარტო, ყირიმი უკრაინააა. მაია სანდუ - ყირიმი უკრაინაა და მისი ანექსია საერთაშორისო კანონის უხეში დარღვევაა. ირაკლი ღარიბაშვილი “ყირიმის პლატფორმის” სამიტში მონაწილეობს, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან. ირაკლი ღარიბაშვილი - „ყირიმის პლატფორმის“ შექმნა საოკუპაციო ძალების მიერ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელებების შესახებ საუბრის შესაძლებლობას იძლევა. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონი, რამაც შეარყია მთელი ევროპული უსაფრთხოება და კანონებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი. შვედეთის პრემიერი - რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებაზეც აისახება. ნატო-ს გენმდივნის მოადგილე - ჩვენ საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობა გავაღრმავეთ, რაც მეტ წვრთნებში, პორტებში ვიზიტებსა და ინფორმაციის გაზიარებაში გამოიხატება. ვლადიმერ ზელენსკი - მოხარული ვიქნებით, რომ მოვიწვიოთ რუსეთის ფედერაცია, შემოუერთდეს „ყირიმის პლატფორმას“, რათა ერთად გამოვნახოთ გზა მისი უხეში, ისტორიული შეცდომის გასწორებისთვის. დიმიტრი პესკოვი “ყირიმის პლატფორმის” სამიტზე - ეს იყო ანტირუსული და უკიდურესად არამეგობრული ღონისძიება.

      ქაბულის აეროპორტში ორმხრივი სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. „თალიბანი“ - თუ საერთაშორისო ძალები ავღანეთში ყოფნას 31 აგვისტოს შემდეგაც გააგრძელებენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი გააგრძელებენ ოკუპაციას.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 200

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Unlocking EA FC 26 New Moves:A Guide by MMOexp

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 19, 2026.
საათი: 11:51am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters