სტრასბურგული გამართლების მოლოდინი, მოედანი ახალი სახელით, შვილმკვდარი მამის გამოძიება, ძიუდოისტები და ვენესუელას ყოყლოჩინობა

      დღევანდელ დღესაც ვერ გავცდით სტრასბურგის ამბავს, რადგან ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიუსია და მოლოდინი საქართველოს გამართლებისა, თორემ მთელი ლეგენდები წყალში ჩაგვეყრება თუ დამნაშავედ გვცნეს. სხვა ამბავი იყო ძიუდოისტების განახლებული პროტესტი, ასევე ამერიკული თანამეგობრობა და ვარდების მოედნის ახალი სახელი (რომელსაც, ჯერ კიდევ რესპუბლიკის მოედნად იხსენიებს ხალხი).

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23 მაისი, 2018 /

      აგვისტოს ომი სტრასბურგში - სტრასბურგის სასამართლოში დღეს აგვისტოს ომის საქმეზე საბოლოო მოსმენა გაიმართა. ირაკლი კობახიძე - მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული საქმე ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული იყოს. ეკა ბესელია სტრასბურგის სასამართლოში სარჩელზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება. გია ვოლსკის აზრით, სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე, ქართული მხარის მიერ მტკიცებულებების თავმოყრა რეალურად 2013 წლიდან დაიწყო. სოფო კილაძე - ვფიქრობ, სტრასბურგში კიდევ ერთხელ უნდა დადასტურდეს, რომ საქართველოს ნაწილი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და დაირღვა ჩვენი მოქალაქეების უფლებები. მიხეილ ჯანელიძე - რუსეთის ფედერაციის მიერ უპატივცემულობა წარმოადგენს კონფლიქტის მოგვარების ძირითად დაბრკოლებას. გიორგი კანდელაკი - მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობამ აღსრულებაზე ყურადღება არ მოადუნოს. ნონა წოწორია - სტრასბურგის სასამართლო დიდი გამოწვევის წინაშეა იმიტომ, რომ საქმე ძალიან კომპლექსური და რთულია. სოფიო კილაძე - სტრასბურგის სასამართლოს აქვს ძალიან მაღალი ნდობა და დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ერთადერთი, რამაც სტრასბურგში შეიძლება ჩვენი სიმართლე დააზიანოს, დღევანდელი ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებებია. სოზარ სუბარი - შეუძლებელია სტრასბურგის სასამართლომ მიიღოს რამე სხვა გადაწყვეტილება, თუ არა ადამიანის უფლებების დარღვევის აღიარება და აგრესორის გამტყუნება. თამარ ხულორდავა - 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდგომ საქართველოს მოქალაქეებისადმი ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევები სწორედ რუსეთის პასუხისმგებლობაა. გია ვოლსკი - ოპონენტების მხრიდან ხინჯების ძებნა ამ პროცესში იმდენად თვალსაჩინოა, ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ არც გაუხარდებათ თუ სტრასბურგმა ჩვენს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ქართული მხარის ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში - რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა. აკაკი ბობოხიძე - თუ სტრასბურგის სასამართლოში საქართველო დამარცხდება, ეს იქნება მხოლოდ ხელისუფლების მარცხი. სერგი კაპანაძე - ევროსასამართლოს მიერ საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილების გამოცხადების შემთხვევაში, ხელისუფლებას აღსრულებასთან დაკავშირებით დამატებით მუშაობა მოუწევს. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატი - რუსეთი საჯაროდ და დახურულ ფორმატში ლობირებს იმას, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მოსკოვის სასარგებლოდ მიიღოს. ქეთევან ციხელაშვილი - სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დარღვეულია. რუსეთის იუსტიციის სამინისტრო - ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების უმეტესობა სუსტია - ისინი მონტაჟისა და ფალსიფიცირების ნიშნებს შეიცავენ.

      ამერიკა და საქართველო, ხელჩამორთმევაზე - საქართველოსა და აშშ-ის ეკონომიკის მინისტრების დონეზე პირველი შეხვედრა გაიმართა. დიმიტრი ქუმსიშვილი და უილბურ როსი აშშ-ის დამატებითი სავაჭრო მისიების გამართვაზე. კონგრესმენი როსკამი გიორგი კვირიკაშვილს - ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ თქვენს ლიდერობას, მმართველობასა და მიღწეულ შედეგებს. დიმიტრი ქუმსიშვილმა უილბურ როსს საქართველოში კომერციის ოფისის რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა შესთავაზა. დიმიტრი ქუმსიშვილმა უილბურ როსთან შეხვედრაზე საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის განვითარების საკითხი დააყენა. სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე - საქართველოს ძალიან კარგი შედეგები აქვს ეკონომიკური ზრდისა და რეფორმების მიმართულებით. ლინდსი გრემი - საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რუსეთის სამეზობლოში, რომელიც მკაფიოდ დასავლური პოლიტიკის გამტარებელია და ამავდროულად, ამას ახორციელებს უაღრესად გონივრულად და რაციონალურად. დიმიტრი ქუმსიშვილი - საერთაშორისო სავალუტო ფონდი საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნის მიმართულებით ჩვენთან ერთად იმუშავებს. სენატორები - აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით, ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია. პრემიერი - ჩვენ ბევრს ვითვისებთ და ბევრს ვუზიარებთ ჩვენ გარშემო მყოფთ, მაგრამ ამავე დროს, ვინარჩუნებთ ჩვენს ქართულ და დასავლურ უნიკალურობასაც. გიორგი კვირიკაშვილი - ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის დიდი პატივია.

      ამჟამინდელი და შემდეგი პრეზიდენტი?! - ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდეგი პრეზიდენტი აუცილებლად იქნება ინტელექტუალი, შესაბამისი ერუდიციით, განათლებით და მაღალი კულტურით. ირაკლი კობახიძე - ოთხჯერ მეტი ხარჯი ნიშნავს იმას, რომ როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ცარიელ მაცივარზე, ეს არის, რეალურად, ნიანგის ცრემლები და მარტივი პოპულიზმი. გიორგი მარგველაშვილი - მნიშვნელოვანია, მომავალი თაობა აქტიურად ფიქრობდეს ქვეყნის მომავალზე.

      ნარკოტიკები - ირაკლი კობახიძე - მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკაზე პოზიციების დაახლოებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმან, რომ დისკუსია ბიძინა ივანიშვილის მიერ წარიმართებოდა.

      ფრესკების დაზიანება ჩვენს დროში - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე უნიკალური ფრესკები დააზიანეს.

      ბრწყინვალე ოლიმპიელები - საქართველოს პრეზიდენტმა 23 ოლიმპიური ჩემპიონი რწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

      გადარქმეული მოედანი - “ვარდების რევოლუციის მოედნისთვის” სახელის გადარქმევის საკითხი დღეს თბილისის საკრებულოს სიმბოლიკისა და სახელდების კომისიამ ხელახლა განიხილა. საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ „ვარდების მოედნისთვის“ პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭების საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცა. გოკა გაბაშვილი „ვარდების მოედნისთვის“ სახელის შეცვლაზე - გამოსვლა ისეთი ინიციატივით, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ასიათასობით ადამიანს, დაუშვებელია. ირაკლი ზარქუა - „ვარდების რევოლუცია“ თავისი მნიშვნელობით ერთ–ერთი გარდამტეხი იყო, მაგრამ უნდა ერქვას თუ არა ეს სახელი მთავარ მოედანს, თაობებმა უნდა შეაფასონ და არა პოლიტიკურმა პარტიამ.

      ხორავას მკვლელობა და გამომძიებელი მამა - ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა დღეს, "ღია პლატფორმაში" შემავალი პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ზაზა სარალიძე - საპროტესტო აქციებსაც ვგეგმავთ და მაქსიმალურად მივიყვანთ ჭეშმარიტებამდე ამ მარაზმს. ზაზა სარალიძე - პროკურატურა ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას, იქიდან გამომდინარე, რომ დიდ წინააღმდეგობას ვუწევ. ზაზა სარალიძე - 2 დეკემბერს ჩემს შვილთან ერთად მოვკვდი და მკვდარი მეორედ არ კვდება. ადამიანის უფლებათა ცენტრი - მოვუწოდებთ პროკურატურას, ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმეზე ახალი ფაქტები შეისწავლოს.

      გაჩეხილი ბუნება - გორში, ატენის ხეობაში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

      გაფიცვის უუფლებობა - ომბუდსმენი - სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება შეეზღუდათ, საშიში პრეცედენტია.

      მერია, ქალაქი, ტენდერი, ტრანსპორტი და სხვა საქალაქო ნიუსები - დავით მესხიშვილი - ეჭვი მაქვს, რომ მერიის მიერ ტენდერის მოთხოვნები ისე იყო შედგენილი, როგორი ავტობუსებიც უბრალოდ წარმოებაში არ არის და რაღაც სხვა გეგმა აქვთ. კახა კალაძე - ამ ეტაპზე არ არის არანაირი შესაძლებლობა, რომ მეტროს მემანქანეების ხელფასები, რომელიც 1400-დან 2000 ლარამდე მერყეობს, 45%-ით გავზარდოთ - ეს გამორიცხულია. კახა კალაძე - მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ერთიანი სისტემის დანერგვაზე მუშაობს.

      ძიუდოისტები პროტესტი - ძიუდოისტები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. შოთა ხაბარელი - სპორტსმენების არგუმენტები არის იმის საფუძველი, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გადადგეს. დავით ქევხიშვილი - ეს უკვე ზღვარგადასული საქციელია, რომელიც არანაირად ჯდება ძიუდოს ინტერესებში. ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ცეზარ ჩოჩელი - სპორტსმენებს ვთავაზობ ყველა პრობლემის მოგვარებას, თუმცა, ისინი ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ. ძიუდოისტი ზებედა რეხვიაშვილი - ცეზარ ჩოჩელთან რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა, იყო რაღაც შემოთავაზებები, თუმცა ისინი განხილვადაც არ ღირდა.

      ჩეხური მხარდაჭერა - ჩეხეთის პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტი - მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.

      ბასიანი გაიხსნა - შსს - კლუბ „ბასიანისთვის“ ლუქის მოხსნის პროცედურა მიმდინარეობდა. „ბასიანის" დამფუძნებლები ტატო გეთია და ზვიად გელბახიანი კლუბში შეუშვეს. კახა კალაძე - მივესალმები იმას, რომ კლუბი "ბასიანი" ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, საფრთხის წინაშე არასდროს მდგარა ის, რომ კლუბი დაიხურებოდა. "ბასიანის" დამფუძნებლების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერების შედეგად, კლუბში დაზიანებული არაფერი არ არის.

      აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების 71% ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მოდის.

საზღვარგარეთულები:

      მკარი ვენესუელა - ვენესუელას პრეზიდენტი ქვეყნიდან აშშ-ს მაღალი რანგის დიპლომატებს აძევებს. ევროკავშირი ვენესუელას წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს. მარია ზახაროვა - მოსკოვი ვენესუელასთვის სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება. დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის ლიდერები ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.

      ბოიკოტი რუსეთ - Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს ბოიკოტი გამოუცხადონ.

      ირანის პრობლემა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებას „ცრუ და მოძველებულ პოლიტიკურ მიდგომებზე დამყარებული“ უწოდა.

      ჯანდაბა ევროკავშირს - ისრაელის ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მინისტრი - ჯანდაბაში წასულა ევროკავშირი.

      პოზიტიური თანამშრომლობა - სომხეთის პრეზიდენტი - სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები პოზიტიურია, ჩვენ თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გვაქვს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 193

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters