"მოკვდა მაშინ, როცა ცოცხალი იყო!”

უაზრობაა! მაგრამ მე მართლა ვიცნობდი ისეთ ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლეშივე მკვდრები იყვნენ; მკვდრები მუშაობდნენ, ჭამდნენ და საპატიო სოციალური მდგომარეობა ჰქონდათ, ავტომატურად მოქმედებდნენ, ვერ ტკბებოდნენ ჯადოსნური წუთებით,ახალ დგეს რომ მოაქვს..ცხოვრების სასწაულებზე არასოდეს ფიქრობდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რომ მომდევნო წამი, შესაძლოა, ცხოვრების უკანასკნელი წამიც ყოფილიყო…”

არაფერია იმაზე უარესი, როცა გრძნობ, რომ არავის აღელვებს შენი არსებობა, არავის აინტერესებს შენი შეხედულება ცხოვრებაზე, რომ სამყარო უშენოდაც მშვენივრად გააგრძელებს სიარულს და შენი არარსებობა ოდნავადაც არ შეაკრთობს…”

მარტოობაზე უფრო აუტანელი ის არის, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც რატომღაც ჰგონია, რომ შენთვის აგარაფერს ნიშნავს…

ამას წინათ ერთ მეგობართან ვისადილე, რომელიც ქმარს ცოტა ხნის წინ გაშორდა. ის ქალი მეუბნებოდა: ახლა სრული თავისუფლება მაქვს, თავფისუფლება, რომელზეც ვოცნებობდი” სისულელეა! ტყუილია! არავის არ სჭირდება ასეთი თავისუფლება,ჩვენ ყველას სიმშვიდე გვინდა,გვერდით გვწირდება ადამიანი, რომელიც ჟენევის სილამაზით ჩვენთან ერთად დატკბება. ვისაც წიგნებზე,სტატიებზე,ფილმებზე შეეკამათები…ან…ან თუნდაც სენდვიჩს გაუყოფ იმიტომ, რომ ორი სენდვიჩის საყიდელი ფული არ გაქვს..მერწმუნე ნახევრის შეჭმა ჯობია, მთლიანის ჭამას,,ფეხბურთის საინტერესო მატჩის გამო შინ სწრაფად დაბრუნების სურვილით შეპყრობილი ქმრისგან გულის გატეხვა, იმედგაცრუება, უყურადღებობა… მოკლედ, ყველაფერი სჯობს, ყვე–ლა–ფე–რი ჟენევაში მარტოდმარტო ხეტიალს,როცა ქალაქიც და ქვეყნიერებაზე გამეფებული სიმშვიდეც მთლიანად, გაუნაწილებლად მარტო შენია…
დამერწმუნეთ, ყვწელაფერი სჯობს, ათასჯერ გავიმეორებ, ყველაფერი სჯობს!! მარტო ყოფნას შიმშილიც სჯობს, იმიტომ, რომ როცა მარტო ხარ,– და მე ახლა საკუთარი ნებით არჩეულ ,არტოობაზე კი არა, იძულებით მარტოობას ვგულისხმობ!
–თითქოს, კაცობრიობის ნაწილი არა ხარ, არავინ არა ხარ!”

ცოტა დავსევდიანდი…თითქოს წასვლას აპირებ. პირველივე შეხვედრიდან ვიცოდი,ასეც უნდა ყოილიყო, მაგრამ ახლა მიჭირს… ძნელია, მითუმეტეს, რომ უკვე შეგეჩვიე…
 ეგ არის ჩვენი პრობლემა–შეჩვევა.
–მაგრამ,ადამიანურია.
– სწორედ შეჩვევის გამო გადაიქცა ჩემი ცოლი ზაჰირად…”

“როცა ადამიანები პრობლემებს ეჯახებიან, მხოლოდ მაშინ ხვდებიან, რომ იმაზე კარგად შეუძლიათ მისი გადაწყვეტა,ვიდრე მანამდე ფიქრობდნენ..”

“საკუთარ სატანჯველთან არავინ რჩება მარტო, ყოველთვის არსებობს ვიგაც, ვინც მასზე მეტად ფიქრობს, უხარია, ან სულაც, განიცდის. სწორედ ეს გვაძლევს ძალას წინ აღვუდგეთ ნებისმიერ თავს დატეხილ უსიამოვნებას..”

ერთ ადამიანს მეორეს სიყვარული საზგვრებისა და ვალდებულებების გარეშე შეუძლია… “

სამყარო კი მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი, როცა ადამიანი სიყვარულს ისწავლის. მანამდე მხოლოდ ერთი რწმენით შეგვიძლია ცხოვრება– რწმენით თითქოს სიყვარულისა რამე გაგვეგებოდეს, არადა მისი დაფასება ჯერაც არ ვერ გვისწავლია…”

რა ბედნიერია ის, ვინც არ ერიდება ტავის უცოდინარობის გამომჟღავნებას..”:)

კაცს, რომელსაც შენსავით შეიძლება უყვარდეს ქალი, ნამდვილად იმსახურებს ჩემს პატივისცემას”..

სამყარო ქაოსური მაშინ იქნებოდა, სულელი ხალხი რომ არ არსებობდეს..” :)

ზღვარზე მდგარი ადამიანი ყოველტვის განსხვავებულად იქცევა”

კითხვა არც არის საჭირო,, მათი თვალები პატრონთან შეუთანხმებლად ამხელენ იმ დიდ სევდას, რომელსაც ისე დაატარებენ სულში, თვითონ აზრზედაც არ არიან…”

ადამიანის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი საუბარია, ამ ხალხმა არც საუბარი იცის და არც მოსმენა”

სიკვდილთან სიახლოვემ სიცოცხლისაკენ შემოგაბრუნა”

 

ნახვა: 2163

ტეგები: Qwelly, ზაჰირი, კოელიო, პაულო

Tamila Moshiashvili: აგვისტო 28, 2013||11:45pm

ბოლო ფრაზა ისეთი აქსიომაა, სხვას რომ ვერ შეადარებ!

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters