მანამ, სანამ ზამთარში ბეღურები, თბილ ქვეყნებში გადაფრენას დაისწავლიან

      არ მეწერინება. წინასწარ მაპატიე, თუ ბანალური ვიქნები, თუმცა ვიცი, რომ ჩემი სიტყვები შენთვის არასოდესაა ბანალური. იმ დროიდან დავიწყებ, ქუჩაზე ხელჩაკიდებული რომ გადმოგყავდი. ჩვენ შორის ერთადერთი, რაც არ ბალანსდებოდა სიმაღლე იყო სხვამხრივ ყველაფრით ვგავდით ერთმანეთს. მაშინ, როცა რთულცხვრებაგამოვლილი კაცებისა და ქალების როლებს ვირგებდით, ალბათ, ვერც კი წარმოგვედგინა თუ ასე გაგვიჭირდებოდა ქიშმიშებიანი ფუნთუშის სიტკბოდან წიწაკის სიცხარეზე გადასვლა...

      სულ სხვაა, როცა ერთი ქოლგიანი სულელი, თავსხმა წვიმაში, მეორე უქოლგო სულელს სახლში აცილებს და უცებ ხდება ისე, რომ ქოლგიანი სულელი უქოლგო სულელივით გალუმპული მიდის სახლში.. როცა, სიცოცხლით აღსავსე კადრებს, ჩაბნელებულ ოთახში ვუყურებ, ყოველთვის დგება მომენტი, როცა დაბრუნება მინდება.. იქ.. შენთან ერთად..

      ჩემო... ნერვებზე ვკიდივარ! თავს იმ წერტილად ვგრძნობ, გასაქცევი რომ არსად აქვს, რადგან ყველა წრფე მასზე გადის. მინდოდა მელოდიად შევმდგარიყავი.. ამის გაფიქრება და.. ოქტავის ყველა ბგერას ხმა ჩაუწყდა.

      ვიცი, სიყვარულით მოწამლული გგონივარ. არაა მასე! სიყვარული და მოუსვენრობა ჩემი ჯვარია, მაგრამ ეს ჯვარი არცერთ უთვისტომო გარეწარს არ იფარავს! ის ზედმეტად ამაღლებულია იმ სივრცისთვის, რომელშიც ეს კაცობრიობა ხამივით სუნთქავს. ის თვითაა განუზომელი განზომილება!

      ძვლებამდე დავდივარ... (კიდევ 2 აბი ენის ქვეშ)

      sms-ად მოსული შენი მზრუნველობა... ანუ (მ)ფიქრობ.

      ჩუმი სიხარული და რამდენიმე სიტყვაში ჩატეული ღმერთისტოლა სითბო. (პასუხად)

      ჩემი რაღაცნაირი სიყვარული შენი მაგიდის პურია, შენი მაგიდის მარილი და სანამ, შენ ჩემში იგულისხმები, მანამ არ დაკარგავს შენი სუფრა გემოს.. მანამ, სანამ ზამთარში ბეღურები, თბილ ქვეყნებში გადაფრენას დაისწავლიან..

      ჩვენი ერთად ყოფნის ყველა ალეგორიამდე.. მიყვარხარ..

     

ნახვა: 1112

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ზამთარი, თვენი, ქველი

ანა: ოქტომბერი 30, 2013||11:40pm

ძალიან კარგია :) მოეწონა ისეთ არასენტიმენტალურ ადამიანს როგორიც მე ვარ :) სულაც არაა ბანალური :)))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters