ნობელის გარეშე დარჩენილი ლიტერატურა, პარკირება იაფად, ეკონომიკა აზიურად, მსჯავრდებული გირჩელები და ზარმაცი პარლამენტი

      მაისის მოსვლამ ვარდებიც მოიტანა და ვარდებამდე პოლიტიკური ამბებიც - გამოზაფხულება ყველაფერს დაეტყო - მაგალითად, ეკონომიკამ აზიური ელფერი შეიძინა, პრეზიდენტმა პრესისთვისაც მოიცალა. იქით გირჩები დაიჭირეს, მერიამ პარკირების ადგილების ჩუქება დაიწყო, ერთი კია - პარლამენტარები ისევ ზარმაცობენ და ა.შ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 4 მაისი, 2018 /

      ეკონომიკის განვითარება ჩვენში, აზიურად, ხან ევროპულად - ვერნერ ლიპახი - საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირება მთელი რეგიონის განვითარებას ნიშნავს. მამუკა ბახტაძე - ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამაში ჩართულობა ხელს შეუწყობს, საქართველო იქცეს რეგიონის ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ჰაბად. დიმიტრი ქუმსიშვილი - „სტარტაპ მეგობრულს“ უკვე შემოუერთდა 24 ქართული და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის, „ამაზონი“ და „Hubspots“. მამუკა ბახტაძე - ჭარბვალიანობას სჭირდება პრინციპული გადაწყვეტა - მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ლომბარდებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები მიმდინარე თვეში დაწესდება. მამუკა ბახტაძე - მინდა მივმართო ყველას, ვინც ცდილობს, ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული რეფორმის გარშემო კონსპირაციული თეორიები შექმნას - გადაწყვეტილებებში ვიქნებით ძალიან პრინციპულები.

      არც გრუზია, არც ჯორჯია, არამედ საქართველო - მადლობა ლიტვას - ლიტველები საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად „საქართველოს“ უწოდებენ.

      ბიძინას დაბრუნება - გიორგი მარგველაშვილი - ბიძინა ივანიშვილის ფორმალურ პოლიტიკაში შემოსვლა სწორი და კარგი ნაბიჯია.

      პრეზიდენტის პრესა - გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს პარლამენტში მოხდა კონსტიტუციის გარანტისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. გიორგი მარგველაშვილი - პასუხი იმაზე, თუ რატომ შემიზღუდეს სიტყვის თავისუფლება ჩემს გამოსვლაში, მე ორი წლით ადრე გავეცი. გიორგი მარგველაშვილი - ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია მე პიროვნულად მძიმედ გადავიტანე, თუმცა არ დასმულა კითხვა, რატომ მოუვიდა პოლიციას ის კრახი, რომ მსხვერპლი პოლიციაში მივიდა და ორ საათში მოკლეს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ უმჯობესია, თუ შეწყალების საქმეზე მის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყება. გიორგი მარგველაშვილი - მე არ შემიწყალებია მაკას ძმა ისეთი დანაშაულისთვის, რისთვისაც სხვა ანალოგიური ბრალის მქონე მსჯავრდებული არ შემიწყალებია. გიორგი მარგველაშვილი - ძალიანაც ნუ ედრებიან იმ ქვეყნებს - ვიდარდოთ საქართველოზე, სადაც ერთპარტიულ მმართველობას ვაბეტონებთ. გიორგი მარგველაშვილი - 26 მაისს საქართველოს რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი ეწვევა, რაც არის საქართველოს მხარდაჭერის აქტი. ქვეყნის პირველი პირი - მთელი ევროპა და ამერიკა შემოვიარე ტატუნაშვილის თემით, მე რომ ამ ბრალდებას წამომიყენებ, ტატუნაშვილის თემაზე არ ისაუბრაო, სერიოზულია ეს?! გიორგი მარგველაშვილი - ოპოზიციის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატობა არავის შემოუთავაზებია. პრეზიდენტი - ჩვენ ფაქტის წინაშე დავდექით, როცა ერთპარტიული მმართველობის ქვეყანაში მმართველი პარტია ამბობს, რომ დაშლილია.

      საპასუხო თემად, რა თქმა უნდა, ჩაშლილი დებატები - დავით უსუფაშვილი - დებატებზე თანხმობა არ ნიშნავს იმას, რომ გარეთ გავიდეთ, „ჩავიცუცქოთ“ და ვიდებატოთ, ვის როდის რა მოგვინდება. გიგი წერეთელი - ეს უნდა იყოს პოლიტიკური გაკვეთილი შემდეგი პრეზიდენტისა და პარლამენტისთვის. თამარ სანიკიძე - გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ მისი მინისტრობის შემდეგ არაფერი გაკეთებულა, იყო უსამართლო და არავისთვის სასარგებლო.

      გამტყუნებული გირჩი - თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „გირჩის“ ლიდერებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და პარტიის ლიდერები წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველთა მიმართ დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ ცნო. ზურაბ ჯაფარიძე - გავაუქმებ ბანკში ჩემს ანგარიშს და 2000-ლარიანი ჯარიმას არ გადავიხდი.

      ნაფიცი მსაჯულების ქართულ სასამართლოში - ნაფიცმა მსაჯულებმა ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი ჩადენილ დანაშაულში ერთხმად დამნაშავედ ცნეს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 16 აგვისტოს მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

      ომბუდსმენის რეკომენდაციები - ომბუდსმენი მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობის შეფასების და სოციალური დაცვის პროგრამა შეიმუშაოს.

      სატენდერო ამბები - ლევან რაზმაძე - არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პრობლემებია და ქართული კომპანიები ვერ იღებენ ტენდერებში მონაწილეობას.

      პლასტიკის წარმოება - ნოდარ კერესელიძემ პლასტიკის პარკების რეგულაციის წესები მწარმოებლებს გააცნო.

      მერია პარკირებისთვის - ბექა დავითულიანი - მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეების მოსაწყობად, მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწების კერძო კომპანიებისთვის ერთ ლარად გადაცემა გრძელდება. საპარკინგე სივრცეების მოსაწესრიგებლად ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. თბილისის მერიას ჩატარებული აქვს კვლევა, რომლის თანახმადაც იდენტიფიცირებულია 10 ლოკაცია, სადაც მიწისქვეშა პარკინგი უნდა მოეწყოს, აქედან ერთ-ერთი პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორია იყო, რომელზეც გადაწყვეტილება უკვე დამტკიცებულია. პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი, რომლის თანახმად თბილისში ტაქსით მომსახურება სანებართვო საქმიანობა ხდება. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით, თბილისში, ავტობუსებისა და ე.წ. მიკროავტობუსების გაჩერება მხოლოდ გაჩერებებზე იქნება ნებადართული. გიორგი ტყემალაძე - მიწისქვეშა პარკინგების სიმბოლურ ფასად გადაცემაზე ოპოზიციის მხრიდან კითხვები არ დასმულა. ბექა ოდიშარია - რატომ დუმს ოპოზიცია, როდესაც მერია დაინტერესებულ პირებს პარკინგის მოსაწყობად მიწის ფართობს ერთ ლარად სთავაზობს. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საპარკინგე სივრცეებს, რომელთა მოწყობაზეც მერიას ინტერესთა გამოხატვა აქვს გამოცხადებული, არცთუისე სახარბიელო ეკონომიკური მაჩვენებლები აქვს. საკრებულომ „გეგეშიძის ბაღის“, მეტრო „ვარკეთილისა“ და „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ მრავალდონიანი მიწისქვეშა პარკინგისთვის ქონების 1 ლარად გასხვისების საკითხს მხარი დაუჭირა.

      ისევ აცდენენ პარლამენტარები - კვორუმის უქონლობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ გაიხსნა. ირაკლი კობახიძე - აუცილებელია მსვლელობა მივცეთ პროექტს, რომელიც სხდომების გაცდენა-დაგვიანებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად. მერე, მოვიდნენ ეტყობა, რადგან - აჭარის კონსტიტუცია - პარლამენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია დაამტკიცა. საგულისხმოა, რომ პარლამენტმა 78-ხმით, ერთხმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია დაამტკიცა - ანუ სულ 78 პარლამენტარი გვყავს?

      დანომრილი მოსახლეობა და საუბარი ნდობაზე - პარლამენტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას იხილავს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებთათვის პირადი ნომრის მინიჭებას ითვალისწინებს. ირაკლი კობახიძე - ნდობის აღდგენა ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტია.

      ხის ბედ-იღბალი - გიორგი ვაშაძე - მოვითხოვთ ძალიან მარტივ რაღაცას, გაგვიფორმეთ მიღება-ჩაბარება და გადმოგვეცით ხე საკუთრებაში.

      პროტესტი ძიუდოურად - ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები - მონაწილეობას არ მივიღებთ არც ერთ შეჯიბრში, ვწყვეტთ ვარჯიშს, ვიდრე ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

      შვილმოკლული მამის გამოძიება - ზაზა სარალიძე - მოწმის თქმით, მირზა სუბელიანმა იცოდა, რომ კალანდიას ბავშვები გადამალული ჰყავდა. ზვიად ფხაკაძე - მოწმემ დაადასტურა, რომ ბრალდებული იყო სისხლიანი და ეს არის იმ ადამიანის სისხლი, რომელსაც დანა დაარტყა და დაჭრა. ადვოკატი - კითხვებს აჩენს ის გარემოება, თუ რატომ გადამალა მოწმემ საკუთარი შვილი, თუ მას დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი.

საზღვარგარეთულები:

      ულიტერატურო 2018 წელი - ლიტერატურაში 2018 წლის ნობელის პრემია არ გაიცემა. ლიტერატურაში 2018 წლის ნობელის პრემია არ გაიცემა სექსუალური და ფინანსური სკანდალის გამო, რომელშიც გახვეულია შვედეთის აკადემია, რომელიც პასუხისმგებელია ამ პრემიის მინიჭებაზე. აღნიშნული განცხადება შვედეთის აკადემიაში გააკეთეს. აღსანიშნავია, რომ გასული კვირების განმავლობაში აკადემიის ექვსმა წევრმა თანამდებობა დატოვა.

      რუსეთის დამპყრობლური ქცევების მიზეზები - პეტრ პაველი – რუსეთი დნესტრისპირეთში, საქართველოსა და უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, ნატო საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას არ გააძლიერებდა.

      სომხური სიჯიუტე - ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა წარადგინეს

      ტერორისტების შემოსავლები - რუსეთის საგარეო უწყება - „ალ-ქაიდას“ შემოსავალი „ისლამური სახელმწიფოს“ შემოსავალს 10-20-ჯერ აღემატება.

      კორეული ამბები - სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პრესმდივანი - აშშ სამხრეთ კორეადან ამერიკული შეიარაღებული ძალების გაყვანის შესაძლებლობას არ განიხილავს.

      ვულკანი ჰავაიზე - ჰავაის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევის გამო ევაკუაცია გამოცხადდა.

      ოპოზიციონერი კანდიდატი თურქეთში - თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მუჰარემ ინჯე საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 208

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

Qwelly World

free counters