ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო სისტემაზე, აქვე - დღის თემა იყო გრიგორიადისის საქმეც. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6978 ლარია.
ცვლილებები კონსტიტუციაში - შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - ვფიქრობ, საზოგადოების მხარდაჭერა აშკარაა ამ საკითხის მიმართ - ოპოზიციის სიჩუმე გვაჩვენებს, რომ რაიმე კრიტიკა არ აქვთ, ერთადერთია, ვერ ბედავენ, მხარდაჭერას. პარტია „საქართველოსთვის“ მმართველ გუნდს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას სთავაზობს. შალვა პაპუაშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე - იქნება განხილვები, პირველი, მეორე, მესამე მოსმენა და თუ ვინმეს რაიმე ინიციატივა აქვს, შეუძლია იქ წარმოადგინოს. მამუკა ხაზარაძე - ლგბტ პროპაგანდას „ქართული ოცნება“ აწესებს და ამკვიდრებს. პარლამენტის თავმჯდომარე - დიდი შანსია, რომ ახალ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა გვქონდეს - „ნაცმოძრაობის“ საქმე ისე მიდის, რომ შეიძლება ბარიერის გადალახვის პრობლემები შეექმნათ. მაკა ბოჭორიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - არასწორი ინტერპრეტაციებია! საუბარია მხოლოდ პროპაგანდაზე და ეს ადამიანის უფლებების შეზღუდვას არანაირად არ ეხება.
გავლენებისგან დაცვა - მაკა ბოჭორიშვილი - ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის პრობლემაა გარე გავლენები - ჩვენ, შეიძლება ითქვას, ადრე დავიწყეთ ამაზე ფიქრი და საუბარი, ვიდრე ამას ევროპელი კოლეგები გააკეთებდნენ, თუმცა არასწორი სპეკულაციები მიეცა ამას. შალვა პაპუაშვილი - ძველი რომაული გამონათქვამია, „ის, რაც შეჰფერის იუპიტერს, არ შეჰფერის ხარს“, ჩვენ ზოგიერთს ხარი ვგონივართ, ზოგიერთი ზემოდან გვიყურებს და გვეუბნებიან, უფლება არ გაქვთ ქვეყანა გარე გავლენებისგან დავიცვათო.
თემიდას ბლოკი - შალვა პაპუაშვილი - სტრასბურგის გადაწყვეტილებით დავრწმუნდით, რამხელა ფარსს ჰქონდა ადგილი, როცა გვარამიას შეწყალებაზე ევროპელი პოლიტიკოსების მოწოდებებს ვისმენდით და სალომე ზურაბიშვილს გარეთ დამნაშავე. ვერავის მოჰყავს დამაჯერებელი არგუმენტი ქართულ მართლმსაჯულებაში სისტემურ პრობლემაზე, ყოველ ჯერზე მტყუანი აღმოჩნდნენ საელჩოები, დონორები, „ენჯეოები“, ოპოზიცია. შალვა პაპუაშვილი - სანამ ვინმე სიტყვა „ვეტინგს“ ახსენებს, ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართულ მართლმსაჯულებას, ლაშა ჩხიკვაძეს, სხვა მოსამართლეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში აყენებდნენ მორალური და დეზინფორმაციული წნეხის ქვეშ. გედევან ფოფხაძე - იზოლაციისკენ მივდივართ, რას ნიშნავს, „ვეტინგს“ არ გამოვიყენებთ და მურუსიძე ისეთი კარგი „ტიპია“, უცხოელებმა როგორ უნდა შეაფასონ? - ასეთი ლაპარაკით ევროპას დიდ კედელს ამოვუშენებთ. „რეალობა არის ის, რომ ისტორიულ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ქართული ოცნება“ კბილებით იცავს მარიონეტულ სასამართლოს.
ტურისტული აბზაცი - ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორისთვის ტრენინგებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს. მარიამ ქვრივიშვილი - ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს და ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებას. Black Sea Arena-ს ცნობით, BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring კატეგორიის ბილეთები იქნება ხელმისაწვდომი, TKT.ge-ზე კი ყველა კატეგორიის ბილეთის შეძენა იქნება შესაძლებელი. ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია.
„საქსტატი“ - 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 13%-ით შემცირდა და 42 756 ერთეული შეადგინა. 2023 წელს, რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14.5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. 2023 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 5%-ით არის შემცირებული.
გრიგორიადისის სასამართლო - ოჯახის განცხადებით, თუ სასამართლო ლაზარე გრიგორიადისს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართავენ. ლაზარე გრიგორიადისის დედა - ლაზარე ჩვენი მთავრობის პირადი ტყვეა - იქნებ ნამუსი აქვთ ადამიანებს და შეებრალოთ 21 წლის ბიჭი 7-11 წელი ციხისთვის. ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი - პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდების მხარეს წარმოდგენილი საერთოდ არ აქვს, მიუხედავად ამისა, მოცემული საქმე იმდენად პოლიტიკურია, გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს. პროკურორი - მტკიცებულებათა ერთობლიობა ლაზარე გრიგორიადისის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს იძლევა. შალვა პაპუაშვილი - ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა. ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო. პაატა მანჯგალაძე - თუ ლაზარე გრიგორიადისის გაწირვა შეუძლია ხელისუფლებას, ნურავინ ვიქნებით მშვიდად - ვინც დასჭირდება, ნებისმიერ დროს დაგვაკავებს. ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა - გულის სიღრმეში სასამართლო პროცესის გადადებას ველოდი - ყველანაირად წელავენ პროცესს, უნდათ, რომ ლაზარე დიდხანს იჯდეს ციხეში. მიხეილ დაუშვილი - ახალგაზრდების წინააღმდეგ არასდროს, არცერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია - შეიძლება ერთ კონკრეტულ ეპიზოდში რაღაც წარმატებას მიაღწიო, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველა ვარიანტში დამარცხდები. ადვოკატი - სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა ოქტომბრის ჩათვლით აქვს, ხოლო ბრალდების მხარე მაქსიმალურად ცდილობს, ამ ვადამდე ლაზარე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალება არ მოხდეს. პროკურორი - არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისია. ლაზარე გრიგორიადისის დედა - ლაზარემ მითხრა, რომ იძაბება, როცა ხედავს ბევრს ხალხს, გონება ეფანტება, ამიტომ გადაწყვიტა, ონლაინ ჩართულიყო, მაგრამ მოსამართლემ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა
მიშიანიზმი - შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილს მოუხდა, რომ ყოველ დღე პოლიტიკოსები არ ჰყავდა და ზედმეტად ემოციურად არ ტვირთავდნენ - ფაქტია, რომ შედეგი კარგია და ის განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა.
შეხვედრა - არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი - ორი კონტინენტის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობა საქართველოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ჰაბად აქცევს.
აფხაზეთში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მცხოვრებლების გასახლება იგეგმება - გადაწყვეტილებას მოსახლეობის ნაწილი არ ეთანხმება.
ბაკურიანში, თოვლის მასამ 1 ადამიანი მოიყოლა - მიმდინარეობდა ძებნა-შველის ოპერაცია. ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო. ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, სამძებრო სამუშაოები დროებით შეწყდა.
საზღვარგარეთულები:
უკრაინის საჰაერო ძალები - ოდესის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში 26 დრონი გავანადგურეთ. ოლაფ შოლცი - პუტინთან ბოლო საუბარი 2022 წლის დეკემბერში მქონდა - მშვიდობა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, პუტინმა უბრალოდ თავისი ბარბაროსული კამპანია უნდა შეწყვიტოს და ჯარები გაიყვანოს. უკრაინელი სამხედროები - რუსები კიდევ ერთი ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობენ - ნოვომიხაილოვკასთან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინის სამხედრო დაზვერვა - მოსკოვში მომხდარი თავდასხმა ვლადიმერ პუტინისთვის სრული კრახია. უკრაინის გენერალური პროკურატურა - უკრაინაში რუსეთის აგრესიას 537 ბავშვი ემსხვერპლა. გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დახმარება სჭირდება, რათა რუსეთის შეტევისთვის მოემზადოს, რომელიც შესაძლოა მაისის ბოლოს ან ივნისში დაიწყოს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან „უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის მტკიცებულება“ იპოვეს.
დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი და უკრაინა სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან.
აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს ჩინეთიდან, რუსეთიდან და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, რომლებიც ჩრდილოეთ კორეასთან არიან დაკავშირებული, სანქციები დაუწესეს.
ისრაელის თავდაცვის ძალები - ალ-შიფას საავადმყოფოში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 200-ზე მეტი შეიარაღებული პირია ლიკვიდირებული.
საფრანგეთის ასამბლეამ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღო.
სომხეთის საგარეო უწყება - სომხეთი-ევროკავშირი-აშშ-ის შეხვედრა არ არის და არ შეიძლება იყოს მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ.
ისრაელის პრეზიდენტი - ჯო ბაიდენი ისრაელის ნამდვილი მეგობარია - ახლა კავშირი ისე ძლიერია, როგორც არასდროს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აგვისტო 5, 2025.
საათი: 12:29pm
0 კომენტარი
0 მოწონება
POE 2 Currency brings a host of new systems to deepen build diversity and character progression, and one of the most impactful is the Uncut Soul Gem. These rare items unlock persistent skill buffs powered by the new Spirit resource, giving players a powerful tool to fine-tune their builds for both offense and defense.
Uncut Soul Gems don't grant active skills like traditional gems. Instead, they enhance specific attributes or…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Charline Kellway_მ.
თარიღი: აგვისტო 5, 2025.
საათი: 1:15am
0 კომენტარი
0 მოწონება
VitalRize works by targeting several aspects of male health. The body goes through many changes as men get older, and these changes can affect energy levels, endurance, and overall vitality. VitalRize is designed to help men counteract these changes by boosting certain processes in the body. One of the primary ways it works is by increasing blood flow. Blood flow is essential for good88888.org delivering oxygen and nutrients to different…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია