25 თებერვალი, კოლაუ ნადირაძე, საბჭოთა ოკუპაციის დღე, საბჭოთა ჯარების შემოსვლა, პოეზია, ქველი, ლექსი, poetry, qwelly, occupation, cccp, kolau nadiradze, sabchota kavshiri, okupacia, ოკუპაცია, 25 tebervali

25 თებერვალი

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი

ძილღვიძლად იყო ქალაქი ჩემი,

საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი.

ისევ გოლგოთა სისხლი და ცრემლი,

მშობელო დედავ ისევ გაგყიდეს,

ისევ წამების ჯვარი აგკიდეს

არ შეგიბრალეს კვლავ არ დაგინდეს.

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა 

მხოლოდღა ცრემლი დიოდა ნელა.

ეფინებოდა გმირების გვამებს,

განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს

და უძრავ იყო თბილისის ღამე.

თოვდა და თბილისს ებურა თალხი

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი

იმ გზით სად წინათ ელავდნენ ხმლები,

სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,

სად ქართლის დედას ცრემლით ნანამი

მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი.

სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი 

თოვლს დაეფარა კრწანისის ველი.

წითელი დროშით, მოღეღილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით,

შემოდიოდა სიკვდილი ცელით.

თოვდა და თბილისს ებურა თალხი

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

კოლაუ ნადირაძე, 1969

ნახვა: 9006

ტეგები: დამოუკიდებლობა, თოვლი, კოლაუ_ნადირაძე, ლექსი, ოკუპაცია, პოეზია

ლაშა: თებერვალი 25, 2016||12:25am

ხვალ ყველა ისევ ამ ლექსს აიტაცებს. 

ლაშა: თებერვალი 25, 2017||3:46am

წელსაც ასე მოხდება და დაუსრულებლად...

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

What Makes LEGO Batman: Legacy of the Dark Knight a Must-Play for Fans and Gamers

გამოაქვეყნა katharineee_მ.
თარიღი: მარტი 19, 2026.
საათი: 7:18am 0 კომენტარი

LEGO Batman: Legacy of the Dark Knight offers players a thrilling journey through the origins of one of the most iconic superheroes in pop culture. Developed by TT Games and published by Warner Bros. Games, this action-adventure title combines…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters